მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კინო აღარასდროს იქნება ისეთი მიმზიდველი, როგორც ბელმონდოს დროს იყო" - სკანდალები, დიდი პირადი ტრაგედია და კაცი "უცხო ქარიზმით"
"კინო აღარასდროს იქნება ისეთი მიმზიდველი, როგორც ბელმონდოს დროს იყო" -  სკანდალები, დიდი პირადი ტრაგედია და კაცი "უცხო ქარიზმით"

გა­ტე­ხი­ლი ცხვი­რი, უნი­კა­ლუ­რი სტი­ლი და თაღ­ლი­თუ­რი ღი­მი­ლი - ეს ფრან­გი მსა­ხი­ო­ბის, ჟან-პოლ ბელ­მონ­დოს ის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბია, რომ­ლე­ბიც ყვე­ლას­გან გა­მო­არ­ჩევ­და და რომ­ლი­თაც თა­ვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ხელ­წე­რას ტო­ვებ­და.

ფილ­მი­დან Borsalino - 1970 წელი

"მე­ამ­ბო­ხე სული", "ფრან­გი მსა­ხი­ო­ბე­ბის ახა­ლი ტალ­ღის სახე", "ლე­გენ­და", "კაცი, რო­მელ­მაც ევ­რო­პუ­ლი კი­ნოს ეპო­ქა შექ­მნა" - ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ კი­ნოკ­რი­ტი­კო­სე­ბი დღეს მსა­ხი­ობს, რო­მე­ლიც 88 წლის ასაკ­ში 6 სექ­ტემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა.

A Bout de Souffle არის პირ­ვე­ლი ფილ­მი, რო­მელ­შიც ბელ­მონ­დომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო

ბელ­მონ­დო და ფრან­გუ­ლი კი­ნოკ­ლა­სი­კა გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. სამ­სა­ხი­ო­ბო შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რით, უც­ნა­უ­რი, ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ღი­მი­ლით მან ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლებ­ში მარ­ტი­ვად შე­აღ­წია.

ჟან-პოლ ბელ­მონ­დო და სოფი ლო­რე­ნი ფილ­მი­დან La Ciociara - 1960 წელი

  • ად­რე­უ­ლი წლე­ბი

ჟან-პოლ ბელ­მონ­დო 1933 წლის 9 აპ­რილს, პა­რი­ზის გა­რე­უ­ბან­ში და­ი­ბა­და. მისი მამა მო­ქან­და­კე პოლ ბელ­მონ­დო იყო, რომ­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბიც დღეს პა­რი­ზულ პარ­კებს ამ­შვე­ნებს. მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბის დედა, სარა მხატ­ვა­რი იყო. ჟან-პოლ ბელ­მონ­დო მოგ­ვი­ა­ნე­ბით ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ ბო­ჰე­მურ­მა ატ­მოს­ფე­რომ, რო­მელ­შიც იზ­რდე­ბო­და, მის პი­როვ­ნე­ბა­ზე და ასე­ვე ცხოვ­რე­ბის გზა­ზე, დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა.

ფილ­მი­დან - L’homme de Rio

  • კრი­ვის სიყ­ვა­რუ­ლი

მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­მა საკ­მა­ოდ რთუ­ლად ჩა­ი­ა­რა - მისი ცხოვ­რე­ბაც ჰგავ­და ტი­პუ­რი, გა­რე­უბ­ნე­ლი ფრან­გი ბი­ჭის ცხოვ­რე­ბას, ჩხუ­ბი თა­ნა­ტო­ლებ­თან მისი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ნა­წი­ლი იყო. გარ­და ამი­სა, კრი­ვი ყვე­ლა­ზე მე­ტად იზი­დავ­და. ბელ­მონ­დომ სკო­ლა­ში სწავ­ლა­ზე უარი თქვა და მოყ­ვა­რუ­ლი მოკ­რი­ვე გახ­და.

ბელ­მონ­დოს, რო­გორც მოკ­რი­ვის დე­ბი­უ­ტი 1949 წლის 10 მა­ისს შედ­გა, რა დრო­საც თა­ვი­სი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, რენე დეს­მა­რა­ი­სი პირ­ვე­ლი­ვე რა­უნდში ნო­კა­უ­ტით და­ა­მარ­ცხა. მისი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა წარ­მა­ტე­ბით გრძელ­დე­ბო­და, და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი იყო, თუმ­ცა მა­ლე­ვე თა­ვად თქვა უარი ამ სპორტზე.

  • "რო­დე­საც სარ­კე­ში ჩა­ვი­ხე­დე და და­ვი­ნა­ხე, რომ სხვა ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი, რომ სახე შე­მეც­ვა­ლა, ვთქვი, რომ უნდა გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი", - იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მსა­ხი­ო­ბი. სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ გა­ტე­ხი­ლი ცხვი­რი, რო­მე­ლიც მის სა­მარ­კო ნიშ­ნად იქცა, სკო­ლა­ში, სა­თა­მა­შო მო­ე­დან­ზე ჩხუ­ბის შე­დე­გია.

კრი­ვი არ ყო­ფი­ლა ერ­თა­დერ­თი სპორ­ტი, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. ის ფეხ­ბურ­თის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბელ­მონ­დო ფრან­გუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის, პარი-სენ ჟერ­მე­ნის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. ბელ­მონ­დომ ჩადო ფული ამ კლუ­ბის და­არ­სე­ბა­სა და მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ტო­ვა, რად­გა­ნაც, რო­გორც თვი­თონ­ვე აღ­ნიშ­ნა - "ეს საქ­მე არ იყო თავ­სე­ბა­დი მის გრა­ფიკ­თან." საყ­ვა­რე­ლი კლუ­ბის გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა­ზე კი უარი არას­დროს უთ­ქვამს და ხში­რად ეს­წრე­ბო­და მნიშ­ვნე­ლო­ვან მატ­ჩებს.

  • უარი ჯილ­დო­ზე

"ჩო­ჩა­რა", "გიჟი პი­ე­რო", "მი­სი­სი­პის ქალ­თევ­ზა", "მო­დე­რა­ტო კან­ტა­ბი­ლე", "ბე­დით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი," ბორ­სა­ლი­ნო", "საბ­რა­ლო­ნი", "პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი" - იმ ფილ­მე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლებ­შიც მსა­ხი­ობ­მა ლე­გენ­და­რუ­ლი გმი­რე­ბი შექ­მნა.

ბელ­მონ­დო და კატ­რინ დე­ნე­ვი ფილ­მი­დან La Sirène du Mississippi

ბელ­მონ­დო ად­რე­უ­ლი წლე­ბი­დან­ვე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო მსა­ხი­ო­ბო­ბით. მო­ზარ­დო­ბი­სას დრა­მის სკო­ლა­ში და­დი­ო­და და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და კო­მე­დი­ურ წარ­მოდ­გე­ნებ­ში.

1989 წელს ბელ­მონ­დო სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბად აღი­ა­რეს და სე­ზა­რის პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო გა­დას­ცეს, თუმ­ცა მას­ზე უარი თქვა. რო­გორც პრე­სა წერ­და, მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ ჯილ­დო, რო­მე­ლიც ბელ­მონ­დოს­თვის უნდა გა­და­ე­ცათ, მხატ­ვარ სე­ზარ ბალ­და­ჩი­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ბელ­მონ­დოს მა­მის კონ­კუ­რენ­ტი იყო. თა­ვად მსა­ხი­ობ­მა კი თქვა, რომ მას არ სჭირ­დე­ბო­და მსგავ­სი ჯილ­დო­ე­ბი, ვი­ნა­ი­დან მისი მთა­ვა­რი შემ­ფა­სე­ბე­ლი არა კონ­კრე­ტუ­ლი ჟი­უ­რი, არა­მედ, ხალ­ხი, მა­ყუ­რე­ბე­ლი იყო. ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი კი მსა­ხი­ობს არას­დროს აკ­ლდა.

ალენ დე­ლონ­თან ერ­თად ფილმში Borsalino

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

1952 წლის 4 დე­კემ­ბერს ბელ­მონ­დო და­ქორ­წინ­და ელო­დი კონ­სტან­ტინზე. წყვილს სამი შვი­ლი გა­უჩ­ნდა - პატ­რი­ცია, ფლო­რენ­ცი და პოლი. სამ­წუ­ხა­როდ, მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში 1993 წელს დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. მისი უფ­რო­სი შვი­ლი, პატ­რი­ცია ხან­ძარს ემსხვერ­პლა.1965 წელს ბელ­მონ­დო ცოლს გა­შორ­და.

ბელ­მონ­დო პირ­ველ ცოლ­თან ერ­თად (მარ­ჯვნივ) ბერ­ლი­ნის ფილ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე 1962 წელი

მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში არა­ერ­თი ქალი იყო. 1965-1972 წლებ­ში მას რო­მა­ნი ჰქონ­და ურ­სუ­ლა ან­დრეს­თან. 1972-1980 წლებ­ში ლა­უ­რა ან­ტო­ნე­ლის­თან, 1980-1987 წლებ­ში ბრა­ზი­ლი­ელ მსა­ხი­ობ და მომ­ღე­რალ მარია კარ­ლოს სოტო მე­ი­ერ­თან, ხოლო 2008-2012 წლებ­ში ბარ­ბა­რა გან­დოლ­ფის­თან.

ბელ­მონ­დო თა­ვის მე­ო­რე ცოლ­თან, ნეთი ტარ­დი­ველ­თან ერ­თად

1989 წელს, რო­დე­საც მსა­ხი­ო­ბი 50 წლის იყო, ის შეხ­ვდა 24 წლის მო­ცეკ­ვა­ვეს, ნეთი ტარ­დი­ველს. წყვი­ლი და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ერ­თად ცხოვ­რობ­და ათწლე­ულ­ზე მეტი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხოლო 2002 წელს და­ქორ­წინ­დნენ. 2003 წლის 13 აგ­ვის­ტოს გო­გო­ნა, სტე­ლა ევა ან­ჯე­ლი­ნა შე­ე­ძი­ნათ, რო­მე­ლიც 70 წლის ბელ­მონ­დოს­თვის მე­ო­თხე შვი­ლი იყო. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს 2008 წელს და­შორ­და.

ბელ­მონ­დო უმ­ცროს ქა­ლიშ­ვილ­თან, სტე­ლა ევა ან­ჯე­ლი­ნას­თან ერ­თად

მთე­ლი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ბელ­მონ­დო ყო­ველ­თვის გავ­ლე­ნი­ან მსა­ხი­ო­ბად მი­იჩ­ნე­ო­და და გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რო­გორც ფრან­გუ­ლი ახა­ლი ტალ­ღის სახე, რო­მელ­მაც კი­ნო­ში ახა­ლი და სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხელ­წე­რა შე­მო­ი­ტა­ნა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მას არ სურ­და ინ­გლი­სუ­რი ენის სწავ­ლა. ბევ­რი მი­იჩ­ნევს, - რომ არა ეს გა­რე­მო­ე­ბა, ბელ­მონ­დო კი­დევ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და, ხოლო მისი კა­რი­ე­რა კი­დევ უფრო შთამ­ბეჭ­და­ვი.

ვა­ნე­სა პა­რა­დი, ალენ დე­ლო­ნი და ჟან-პოლ ბელ­მონ­დო ფილ­მი­დან "1 Chance Sur 2" - 1997 წელი

ამე­რი­კე­ლი რე­ჟი­სო­რი, კვენ­ტინ ტა­რან­ტი­ნო ამ­ბობს, რომ ბელ­მონ­დო, ეს არის ზმნა, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტავს სი­ცო­ცხლის სიყ­ვა­რულს, ქა­რიზ­მას, წყურ­ვილს, სი­ახ­ლეს და დი­დე­ბუ­ლე­ბას. ბელ­მონ­დოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ინ­გლი­სელ­მა რე­ჟი­სორ­მა ედ­გარ რა­ით­მა აღ­ნიშ­ნა - "კინო აღა­რას­დროს იქ­ნე­ბა ისე­თი მიმ­ზიდ­ვე­ლი, რო­გორც აქამ­დე."

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
1

მართლაც

..
0

როგორ გვიყვარდა...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"კინო აღარასდროს იქნება ისეთი მიმზიდველი, როგორც ბელმონდოს დროს იყო" - სკანდალები, დიდი პირადი ტრაგედია და კაცი "უცხო ქარიზმით"

"კინო აღარასდროს იქნება ისეთი მიმზიდველი, როგორც ბელმონდოს დროს იყო" -  სკანდალები, დიდი პირადი ტრაგედია და კაცი "უცხო ქარიზმით"

გატეხილი ცხვირი, უნიკალური სტილი და თაღლითური ღიმილი - ეს ფრანგი მსახიობის, ჟან-პოლ ბელმონდოს ის მახასიათებლებია, რომლებიც ყველასგან გამოარჩევდა და რომლითაც თავის განსაკუთრებულ ხელწერას ტოვებდა.

ფილმიდან Borsalino - 1970 წელი

"მეამბოხე სული", "ფრანგი მსახიობების ახალი ტალღის სახე", "ლეგენდა", "კაცი, რომელმაც ევროპული კინოს ეპოქა შექმნა" - ასე მოიხსენიებენ კინოკრიტიკოსები დღეს მსახიობს, რომელიც 88 წლის ასაკში 6 სექტემბერს გარდაიცვალა.

A Bout de Souffle არის პირველი ფილმი, რომელშიც ბელმონდომ მონაწილეობა მიიღო

ბელმონდო და ფრანგული კინოკლასიკა განუყოფელი ნაწილია. სამსახიობო შესრულების მანერით, უცნაური, ყველასგან განსხვავებული ღიმილით მან ადამიანების გულებში მარტივად შეაღწია.

ჟან-პოლ ბელმონდო და სოფი ლორენი ფილმიდან La Ciociara - 1960 წელი

  • ადრეული წლები

ჟან-პოლ ბელმონდო 1933 წლის 9 აპრილს, პარიზის გარეუბანში დაიბადა. მისი მამა მოქანდაკე პოლ ბელმონდო იყო, რომლის ნამუშევრებიც დღეს პარიზულ პარკებს ამშვენებს. მომავალი მსახიობის დედა, სარა მხატვარი იყო. ჟან-პოლ ბელმონდო მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ბოჰემურმა ატმოსფერომ, რომელშიც იზრდებოდა, მის პიროვნებაზე და ასევე ცხოვრების გზაზე, დიდი გავლენა მოახდინა.

ფილმიდან - L’homme de Rio

  • კრივის სიყვარული

მოზარდობის პერიოდმა საკმაოდ რთულად ჩაიარა - მისი ცხოვრებაც ჰგავდა ტიპური, გარეუბნელი ფრანგი ბიჭის ცხოვრებას, ჩხუბი თანატოლებთან მისი ყოველდღიურობის ნაწილი იყო. გარდა ამისა, კრივი ყველაზე მეტად იზიდავდა. ბელმონდომ სკოლაში სწავლაზე უარი თქვა და მოყვარული მოკრივე გახდა.

ბელმონდოს, როგორც მოკრივის დებიუტი 1949 წლის 10 მაისს შედგა, რა დროსაც თავისი მოწინააღმდეგე, რენე დესმარაისი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. მისი სპორტული კარიერა წარმატებით გრძელდებოდა, დაუმარცხებელი იყო, თუმცა მალევე თავად თქვა უარი ამ სპორტზე.

  • "როდესაც სარკეში ჩავიხედე და დავინახე, რომ სხვა ადამიანი ვიყავი, რომ სახე შემეცვალა, ვთქვი, რომ უნდა გავჩერებულიყავი", - იხსენებდა მოგვიანებით მსახიობი. საინტერესოა ისიც, რომ გატეხილი ცხვირი, რომელიც მის სამარკო ნიშნად იქცა, სკოლაში, სათამაშო მოედანზე ჩხუბის შედეგია.

კრივი არ ყოფილა ერთადერთი სპორტი, რომელიც მსახიობს ძალიან უყვარდა. ის ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო. აღსანიშნავია, რომ ბელმონდო ფრანგული საფეხბურთო კლუბის, პარი-სენ ჟერმენის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ბელმონდომ ჩადო ფული ამ კლუბის დაარსებასა და მის განვითარებაში, თუმცა მოგვიანებით დატოვა, რადგანაც, როგორც თვითონვე აღნიშნა - "ეს საქმე არ იყო თავსებადი მის გრაფიკთან." საყვარელი კლუბის გულშემატკივრობაზე კი უარი არასდროს უთქვამს და ხშირად ესწრებოდა მნიშვნელოვან მატჩებს.

  • უარი ჯილდოზე

"ჩოჩარა", "გიჟი პიერო", "მისისიპის ქალთევზა", "მოდერატო კანტაბილე", "ბედით განებივრებული," ბორსალინო", "საბრალონი", "პროფესიონალი" - იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც მსახიობმა ლეგენდარული გმირები შექმნა.

ბელმონდო და კატრინ დენევი ფილმიდან La Sirène du Mississippi

ბელმონდო ადრეული წლებიდანვე დაინტერესებული იყო მსახიობობით. მოზარდობისას დრამის სკოლაში დადიოდა და მონაწილეობას იღებდა კომედიურ წარმოდგენებში.

1989 წელს ბელმონდო საუკეთესო მსახიობად აღიარეს და სეზარის პრესტიჟული ჯილდო გადასცეს, თუმცა მასზე უარი თქვა. როგორც პრესა წერდა, მიზეზი ის გახდა, რომ ჯილდო, რომელიც ბელმონდოსთვის უნდა გადაეცათ, მხატვარ სეზარ ბალდაჩინის შემოქმედებაზე იყო დაფუძნებული, რომელიც ბელმონდოს მამის კონკურენტი იყო. თავად მსახიობმა კი თქვა, რომ მას არ სჭირდებოდა მსგავსი ჯილდოები, ვინაიდან მისი მთავარი შემფასებელი არა კონკრეტული ჟიური, არამედ, ხალხი, მაყურებელი იყო. ხალხის სიყვარული კი მსახიობს არასდროს აკლდა.

ალენ დელონთან ერთად ფილმში Borsalino

  • პირადი ცხოვრება

1952 წლის 4 დეკემბერს ბელმონდო დაქორწინდა ელოდი კონსტანტინზე. წყვილს სამი შვილი გაუჩნდა - პატრიცია, ფლორენცი და პოლი. სამწუხაროდ, მსახიობის ცხოვრებაში 1993 წელს დიდი ტრაგედია დატრიალდა. მისი უფროსი შვილი, პატრიცია ხანძარს ემსხვერპლა.1965 წელს ბელმონდო ცოლს გაშორდა.

ბელმონდო პირველ ცოლთან ერთად (მარჯვნივ) ბერლინის ფილმის საერთაშორისო ფესტივალზე 1962 წელი

მსახიობის ცხოვრებაში არაერთი ქალი იყო. 1965-1972 წლებში მას რომანი ჰქონდა ურსულა ანდრესთან. 1972-1980 წლებში ლაურა ანტონელისთან, 1980-1987 წლებში ბრაზილიელ მსახიობ და მომღერალ მარია კარლოს სოტო მეიერთან, ხოლო 2008-2012 წლებში ბარბარა განდოლფისთან.

ბელმონდო თავის მეორე ცოლთან, ნეთი ტარდიველთან ერთად

1989 წელს, როდესაც მსახიობი 50 წლის იყო, ის შეხვდა 24 წლის მოცეკვავეს, ნეთი ტარდიველს. წყვილი დაქორწინებამდე ერთად ცხოვრობდა ათწლეულზე მეტი დროის განმავლობაში, ხოლო 2002 წელს დაქორწინდნენ. 2003 წლის 13 აგვისტოს გოგონა, სტელა ევა ანჯელინა შეეძინათ, რომელიც 70 წლის ბელმონდოსთვის მეოთხე შვილი იყო. წყვილი ერთმანეთს 2008 წელს დაშორდა.

ბელმონდო უმცროს ქალიშვილთან, სტელა ევა ანჯელინასთან ერთად

მთელი კარიერის განმავლობაში ბელმონდო ყოველთვის გავლენიან მსახიობად მიიჩნეოდა და განიხილებოდა, როგორც ფრანგული ახალი ტალღის სახე, რომელმაც კინოში ახალი და სრულიად განსხვავებული ხელწერა შემოიტანა.

აღსანიშნავია, რომ მას არ სურდა ინგლისური ენის სწავლა. ბევრი მიიჩნევს, - რომ არა ეს გარემოება, ბელმონდო კიდევ უფრო პოპულარული იქნებოდა, ხოლო მისი კარიერა კიდევ უფრო შთამბეჭდავი.

ვანესა პარადი, ალენ დელონი და ჟან-პოლ ბელმონდო ფილმიდან "1 Chance Sur 2" - 1997 წელი

ამერიკელი რეჟისორი, კვენტინ ტარანტინო ამბობს, რომ ბელმონდო, ეს არის ზმნა, რომელიც გამოხატავს სიცოცხლის სიყვარულს, ქარიზმას, წყურვილს, სიახლეს და დიდებულებას. ბელმონდოს გარდაცვალების შემდეგ ინგლისელმა რეჟისორმა ედგარ რაითმა აღნიშნა - "კინო აღარასდროს იქნება ისეთი მიმზიდველი, როგორც აქამდე."