სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მატჩის წინ ათასობით გულშემატკივარი ადამიანების წამებას ფეხზე წამომდგარი უყურებდა... სხეულის ნაწილებს კარზე კიდებდნენ" - ქაბულის მთავარი სტადიონის სისხლიანი ისტორია
"მატჩის წინ ათასობით გულშემატკივარი ადამიანების წამებას ფეხზე წამომდგარი უყურებდა... სხეულის ნაწილებს კარზე კიდებდნენ" - ქაბულის მთავარი სტადიონის სისხლიანი ისტორია

აგ­ვის­ტოს შუა რი­ცხვებ­ში, "თა­ლი­ბან­მა" ხელ­ში ავ­ღა­ნე­თის დე­და­ქა­ლა­ქი, ქა­ბუ­ლი ჩა­იგ­დო, რის შემ­დეც თა­ვი­სუფ­ლად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ქვეყ­ნის სა­თა­ვე­შიც მოგ­ვევ­ლი­ნენ.

რო­გორც თა­ლი­ბა­ნის პრესს­პი­კერ­მა, ზა­ბიჰუ­ლა მუ­ჯა­ჰიდ­მა გა­ნა­ცხა­და, თა­ლი­ბე­ბი ქვე­ყა­ნას ისე აღარ მარ­თა­ვენ, რო­გორც ამას 20 წლის წინ აკე­თებ­დნენ (შე­გახ­სე­ნებთ, წი­ნათ ისი­ნი 1996-2001 წლებ­ში იყ­ვნენ). მა­გა­ლი­თად, ისი­ნი ახლა შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე აღარ ფიქ­რო­ბენ, რად­გან მათ ყვე­ლას შე­უნ­დეს, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი სურ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მეა - მშვი­დო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა, ქა­ლე­ბის დაც­ვა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დია.

თუმ­ცა, რა თქმა უნდა, წარ­მოთ­ქმუ­ლი სი­ტყვე­ბი სი­ნამ­დვი­ლის­გან ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა. ახალ­მა მმარ­თვე­ლო­ბამ ახა­ლი წე­სე­ბი შე­მო­ი­ტა­ნა, რის მი­ხედ­ვი­თაც დად­გინ­და, რომ სა­ხალ­ხოდ ხმა­მა­ღა­ლი სიმ­ღე­რე­ბის მოს­მე­ნა და­უშ­ვე­ბე­ლია, ქალ­ბა­ტო­ნებს მო­უ­წო­დებ­დნენ, რომ სახ­ლე­ბი არ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ, TOLO News-ის ჟურ­ნა­ლის­ტის მტკი­ცე­ბით კი 4 სამ­ხედ­რო მო­ხე­ლე, რო­მე­ლიც წინა მთავ­რო­ბის მომ­ხრე იყო სა­ჯა­როდ, კან­და­ჰა­რის მო­ე­დან­ზე სა­ხალ­ხოდ დახ­ვრი­ტეს.

თა­ლი­ბე­ბის­თვის სპორ­ტულ არე­ნა­ზე ძა­ლა­დო­ბა ან ადა­მი­ა­ნის მოკ­ვლა დიდ ვნე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მათი ბოლო მმარ­თვე­ლო­ბის დროს მკვლე­ლო­ბი­სა და წა­მე­ბის ად­გი­ლი "გა­ზის" არე­ნა გახ­ლდათ, რო­მე­ლიც ქა­ბულ­ში მდე­ბა­რე­ობს. ფეხ­ბურ­თის და­წყე­ბამ­დე ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე ათა­სო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბით მოკ­ვლას ფეხ­ზე წა­მომ­დგა­რი უყუ­რებ­და.

გთა­ვა­ზობთ ავ­ღა­ნეთ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­ედ­ნის სის­ხლი­ან ის­ტო­რი­ას.

"სპარ­ტა­კის" ერთ დროს დი­დე­ბუ­ლი შემ­ტე­ვი და სტე­ფა­ნოს ცი­ცი­პა­სის ბა­ბუა, სერ­გეი სალ­ნი­კო­ვი "გა­ზის" ეროვ­ნულ მო­ე­დან­ზე მუ­შა­ობ­და. ქა­ბუ­ლის ჩემ­პი­ო­ნა­ტიც აქ იმარ­თე­ბო­და, სხვა ვერც ერთ ტურ­ნირს ავ­ღა­ნეთ­ში ვერ შეხ­ვდე­ბო­დით.

ეროვ­ნუ­ლი მო­ე­და­ნი 1923 წელს, ქა­ბულ­ში აშენ­და, სა­ხე­ლი კი მეფე ამა­ნუ­ლა ხა­ნი­სა გახ­ლდათ, რო­მელ­საც ინ­გლის-ავ­ღა­ნეთ­ში გა­მარ­ჯე­ბის შემ­დეგ "გაზი" ანუ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უწო­დეს, მო­გე­ბუ­ლი ომის შემ­დეგ კი ქვე­ყა­ნამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა.

თა­ვი­სუ­ფალ­მა სა­ხელ­მწი­ფომ საბ­ჭო­თა კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უმალ და­ამ­ყა­რა - სსრკ პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა გახ­ლდათ, რო­მე­ლიც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ვი­ზი­ტით ქა­ბულ­ში ჩაფ­რინ­და. 1921 წელს ავ­ღა­ნეთ­სა და სსრკ-ს შო­რის მე­გობ­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაც გა­ფორმ­და, რის შემ­დე­გაც სსრკ-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ავ­ღა­ნე­ლებს სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბა­სა და ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას შეჰ­პირ­და.

წლე­ბის გას­ვლის შემ­დეგ დახ­მა­რე­ბა იზ­რდე­ბო­და. 1954-1978 წლებ­ში, საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას 1 მი­ლი­არ­დი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი გა­დას­ცა, რის სა­პა­სუ­ხო­დაც ავ­ღა­ნუ­რი გაზი მი­ი­ღეს. ენერ­გი­ტი­კულ­მა წყა­რიმ ავ­ღა­ნურ ეკო­ნო­მი­კას 23% მო­უ­ტა­ნა.

ამავდრო­უ­ლად ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ტვი­ნიც მუ­შა­ობ­და, საბ­ჭო­ე­ლებ­მა ინ­ჟინ­რე­ბი, ოფიც­რე­ბი და მუ­შე­ბი უცხო­ეთ­ში გაგ­ზავ­ნეს, 1975 წელს კი ვლა­დი­მირ სა­ლენ­კომ ად­გი­ლობ­რი­ვი გუნ­დი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, 1 წლის შემ­დეგ კი მისი ად­გი­ლი ლე­გენ­და­რულ­მა სერ­გეი სალ­ნი­კოვ­მა და­ი­კა­ვა, სერ­გეი 1956 წლის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი და საბ­ჭო­უ­რი ფეხ­ბურ­თის ყვე­ლა­ზე ტექ­ნი­კუ­რი მო­თა­მა­შე გახ­ლდათ.

სალ­ნი­კო­ვის გარ­შე­მო უამ­რა­ვი გა­სა­ო­ცა­რი ფაქ­ტი არ­სე­ბობს (გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად მამა ნი­კო­ლაი სტა­როს­ტი­ნი გახ­ლდათ, რო­მელ­მაც "დი­ნა­მო" ად­რე­ულ წლებ­ში და­ტო­ვა და მა­მი­ნაც­ვალ­თან გა­ემ­გზავ­რა, რათა ცხოვ­რე­ბა უფრო გა­ე­მარ­ტი­ვე­ბი­ნა. ქა­ლიშ­ვი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩოგ­ბურ­თის ჩემ­პი­ო­ნი გახ­ლდათ, მისი შვი­ლიშ­ვი­ლი კი ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნი სტე­ფა­ნოს ცი­ცი­პა­სია), თუმ­ცა მის ავ­ღა­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი ცნო­ბა არ არ­სე­ბობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის ჩა­ბა­რე­ბამ­დე სალ­ნი­კო­ვი ად­გი­ლობ­რივ გუნდ "მა­რე­ეფს" წვრთნი­და.

სალ­ნი­კო­ვი და მისი სა­მო­მავ­ლო შემ­ცვლე­ლი ნი­კო­ლაი ეფი­მო­ვი ეროვ­ნულ გუნდში ერ­თად 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ. გე­ნა­დი სა­რი­ჩევ­მა, წარ­მო­შო­ბით სა­მა­რა­დან 10 წლის გას­ვლის შემ­დეგ ავ­ღა­ნეთ­ში ორი წელი გა­ა­ტა­რა. ამ პი­როვ­ნე­ბას ომის პე­რი­ო­დი უკვე ნა­ნა­ხი ჰქონ­და, თუმ­ცა სამ­ხრეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს მა­ინც თბი­ლად იხ­სე­ნებს:

"ვი­ა­ჩეს­ლავ ივა­ნო­ვიჩ კო­ლოს­კოვ­მა იქ წას­ვლა შე­მომ­თა­ვა­ზა, რა თქმა უნდა, დავ­თან­ხმდი, მე­უღ­ლე წა­ვიღ­ვა­ნე და ქა­ბუ­ლის­კენ გა­ვე­შუ­რე, იქა­უ­რო­ბა იბომ­ბე­ბო­და, თუმ­ცა სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩვენ არ გვე­ში­ნო­და. სა­ერ­თო­დაც, ავ­ღა­ნეთ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი 2 წელი ჩემ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი გახ­ლდათ. გვე­გო­ნა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იქ გა­ვა­ტა­რეთ".

საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან ჩა­მო­სუ­ლი მწვრთნე­ლე­ბი დი­დად თავს არ იკ­ლავ­დნენ, ავ­ღა­ნუ­რი გუნ­დე­ბი აზი­ის თას­ზე ვერც ერთხელ ვერ მოხ­ვდნენ, მსოფ­ლი­ოს საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ვერ მი­ი­ღეს, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცია FIFA-ს წევ­რი 1948 წლი­დან არი­ან, სწო­რედ იმ წელს წარ­სდნენ ისი­ნი ოლიმ­პი­ა­და­ზე. ლონ­დონ­ში, ლუქ­სემ­ბურგთან 0:6 გა­ნად­გუ­რე­ბის შემ­დეგ ტურ­ნირს და­ემ­შვი­დობ­ნენ.

სა­ფეხ­ბურ­თო დო­ნის აღმსავ­ლას (1970-1980-იან წლებ­ში და­დე­ბი­თი შე­დე­გი 3 ფრე გახ­ლდათ) ხელს შიდა ჩემ­პი­ო­ნა­ტის სუს­ტი გუნ­დე­ბი უშ­ლიდ­ნენ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის რე­გი­ო­ნალ ლი­გა­ში მო­ას­პა­რე­ზე ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­გან შედ­გე­ბო­და, ყვე­ლა­ზე ძლი­ერ ლი­გად კი "ქა­ბუ­ლის ლიგა" ით­ვლე­ბო­და. ამ ტურ­ნი­რის ყვე­ლა გუნ­დი "გა­ზის არე­ნა­ზე" თა­მა­შობ­და, სხვე­ბი კი აქ არ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, მი­ზე­ზი ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი და სიკ­ვდი­ლის შიში გახ­ლდათ...

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და ჯა­რის გაყ­ვა­ნის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა კი­დევ უფრო დიდ ქა­ოს­ში გა­და­ვარ­და. 1988 წლი­დან 2003 წლამ­დე მათ არც ერთი ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა არ ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ, რის გა­მოც FIFA-ს რე­ი­ტინ­გში ბოლო ად­გილს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად იკა­ვებ­დენ.

თა­ლი­ბებს სპორ­ტი არ უყ­ვართ, თუმ­ცა ფეხ­ბურ­თი დაშ­ვე­ბუ­ლია. სპორ­ტსმე­ნე­ბი წვერ­სა და გა­ნი­ერ შარ­ვლებს ატა­რე­ბენ, შეხ­ვედ­რა ლოც­ვის აღ­სას­რუ­ლებ­ლად ჩერ­დე­ბა

თა­ლი­ბე­ბი ქა­ბულ­ში პირ­ვე­ლად 1996 წელს შე­იჭრ­ნენ, მთავ­რო­ბა გა­და­ა­ყე­ნეს და ავ­ღა­ნე­თის ის­ლა­მუ­რი სა­ა­მი­რო შექ­მნეს. მათი კა­ნო­ნე­ბი შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი გახ­ლდათ, და­ა­წე­სეს ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი, რო­მე­ლიც 21:00 სა­ა­თი­დან მოქ­მე­დებ­და, სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­ხა­დეს წვე­რი­სა და ბურ­კას ტა­რე­ბა, აკ­რძა­ლეს მუ­სი­კა, ტე­ლე­ვი­ზია, კი­ნო­თე­ატ­რი და თით­ქმის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის სპორ­ტი, მათ შო­რის ავ­ღა­ნუ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი ფრა­ნის გაშ­ვე­ბა, ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბი და კოკპა­რი (ცხე­ნოს­ნე­ბი გა­ტყა­ვე­ბუ­ლი თხის­თვის ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბი­ან).

კოკპა­რი - ტრა­დი­ცი­უ­ლი ავ­ღა­ნუ­რი თა­მა­ში

სხვა სპორ­ტის სა­ხე­ო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა კრი­კე­ტი, კრი­ვი და ფეხ­ბურ­თი გან­ვი­თარ­და და პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და (მი­უ­ხე­და­ვად გა­ვარ­დნი­ლი ხმე­ბი­სა, რომ თა­ლი­ბებ­მა ავ­ღა­ნეთ­ში ფეხ­ბურ­თიც აკ­რძა­ლეს).

Tolo News-ისა და ეროვ­ნუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ყო­ფილ­მა სპორ­ტულ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა, საფი სტა­ნეკ­ზა­იმ რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ავ­ღა­ნურ ფი­ლი­ალ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მსოფ­ლი­ოს თა­ლი­ბა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქვეშ ცხოვ­რე­ბა­ზე მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნა აქვს.

"და­სავ­ლეთს ავ­ღა­ნეთ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა იმ პე­რი­ოდ­ში არ ჰქონ­და, ამ­რი­გად, მათ მხო­ლოდ ომი და თა­ლი­ბე­ბი იცი­ან. უცხო­უ­რი მე­დია ყუ­რა­დღე­ბას მხო­ლოდ ნე­გა­ტი­ურ სი­ახ­ლე­ებს უთ­მობს, პო­ზი­ტი­უ­რი ამ­ბე­ბი კი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე ფაქ­ტობ­რი­ვად არ ვრცელ­დე­ბა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, და­დე­ბი­თი მხა­რე სპორ­ტი გახ­ლდათ, თა­ლი­ბე­ბის დროს, სპორ­ტს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მიჰ­ყვე­ბო­და" - გა­ნა­ცხა­და სა­ფიმ.

მისი თქმით, "გა­ზის" სტა­დი­ონს ქა­ბუ­ლის ლი­გის გუნ­დე­ბი სტუმ­რობ­დნენ (ჯამ­ში 12).

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­ღა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი კა­პი­ტა­ნიც, მუ­ჰა­მედ ისა­კიც ადას­ტუ­რებს. ხსე­ნე­ბულ­მა პი­როვ­ნე­ბამ 1990-იან წლებ­ში ქვე­ყა­ნა სა­მო­ქა­ლა­ქო ომის გამო და­ტო­ვა, უკან კი ძვე­ლი მთავ­რო­ბის გა­და­ყე­ნე­ბი­სა და ახა­ლი მთავ­რო­ბის მოს­ვლის შემ­დეგ დაბ­რუნ­და. თა­ლი­ბებ­მა სპორ­ტმსე­ნი "სა­ბა­უ­ნის" გუნდში მი­ი­პა­ტი­ჟეს, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დაჯ­გუ­ფე­ბამ ეს გუნ­დი ნო­ლი­დან შექ­მნა. ყო­ველ კვი­რას მათ მატ­ჩებს კი და­ახ­ლო­ე­ბით 7000 გულ­შე­მატ­კი­ვა­რი სტუმ­რობ­და. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
))))
0

სსრკ პირველი ქვეყანა, რომელიც ქაბულში ჩაფრინდა??)))))

გიორგი
0

კანდაჰარი თუ ყანდაჰარი ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მატჩის წინ ათასობით გულშემატკივარი ადამიანების წამებას ფეხზე წამომდგარი უყურებდა... სხეულის ნაწილებს კარზე კიდებდნენ" - ქაბულის მთავარი სტადიონის სისხლიანი ისტორია

"მატჩის წინ ათასობით გულშემატკივარი ადამიანების წამებას ფეხზე წამომდგარი უყურებდა... სხეულის ნაწილებს კარზე კიდებდნენ" - ქაბულის მთავარი სტადიონის სისხლიანი ისტორია

აგვისტოს შუა რიცხვებში, "თალიბანმა" ხელში ავღანეთის დედაქალაქი, ქაბული ჩაიგდო, რის შემდეც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის სათავეშიც მოგვევლინენ.

როგორც თალიბანის პრესსპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, თალიბები ქვეყანას ისე აღარ მართავენ, როგორც ამას 20 წლის წინ აკეთებდნენ (შეგახსენებთ, წინათ ისინი 1996-2001 წლებში იყვნენ). მაგალითად, ისინი ახლა შურისძიებაზე აღარ ფიქრობენ, რადგან მათ ყველას შეუნდეს, სინამდვილეში კი სურვილი რამდენიმეა - მშვიდობა, სტაბილურობა, ქალების დაცვა და დამოუკიდებელი მედია.

თუმცა, რა თქმა უნდა, წარმოთქმული სიტყვები სინამდვილისგან ძალიან განსხვავდება. ახალმა მმართველობამ ახალი წესები შემოიტანა, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ სახალხოდ ხმამაღალი სიმღერების მოსმენა დაუშვებელია, ქალბატონებს მოუწოდებდნენ, რომ სახლები არ დაეტოვებინათ, TOLO News-ის ჟურნალისტის მტკიცებით კი 4 სამხედრო მოხელე, რომელიც წინა მთავრობის მომხრე იყო საჯაროდ, კანდაჰარის მოედანზე სახალხოდ დახვრიტეს.

თალიბებისთვის სპორტულ არენაზე ძალადობა ან ადამიანის მოკვლა დიდ ვნებასთანაა დაკავშირებული. მათი ბოლო მმართველობის დროს მკვლელობისა და წამების ადგილი "გაზის" არენა გახლდათ, რომელიც ქაბულში მდებარეობს. ფეხბურთის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ათასობით გულშემატკივარი ადამიანის წამებით მოკვლას ფეხზე წამომდგარი უყურებდა.

გთავაზობთ ავღანეთში მდებარე ერთ-ერთი მთავარი მოედნის სისხლიან ისტორიას.

"სპარტაკის" ერთ დროს დიდებული შემტევი და სტეფანოს ციციპასის ბაბუა, სერგეი სალნიკოვი "გაზის" ეროვნულ მოედანზე მუშაობდა. ქაბულის ჩემპიონატიც აქ იმართებოდა, სხვა ვერც ერთ ტურნირს ავღანეთში ვერ შეხვდებოდით.

ეროვნული მოედანი 1923 წელს, ქაბულში აშენდა, სახელი კი მეფე ამანულა ხანისა გახლდათ, რომელსაც ინგლის-ავღანეთში გამარჯების შემდეგ "გაზი" ანუ გამარჯვებული უწოდეს, მოგებული ომის შემდეგ კი ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

თავისუფალმა სახელმწიფომ საბჭოთა კავშირთან ურთიერთობა უმალ დაამყარა - სსრკ პირველი ქვეყანა გახლდათ, რომელიც დიპლომატიური ვიზიტით ქაბულში ჩაფრინდა. 1921 წელს ავღანეთსა და სსრკ-ს შორის მეგობრობის ხელშეკრულებაც გაფორმდა, რის შემდეგაც სსრკ-ს ხელმძღვანელობა ავღანელებს სამხედრო შეიარაღებასა და ფინანსურ დახმარებას შეჰპირდა.

წლების გასვლის შემდეგ დახმარება იზრდებოდა. 1954-1978 წლებში, საბჭოთა კავშირმა მეზობელ ქვეყანას 1 მილიარდი ამერიკული დოლარი გადასცა, რის საპასუხოდაც ავღანური გაზი მიიღეს. ენერგიტიკულმა წყარიმ ავღანურ ეკონომიკას 23% მოუტანა.

ამავდროულად ჭკვიანი ადამიანების ტვინიც მუშაობდა, საბჭოელებმა ინჟინრები, ოფიცრები და მუშები უცხოეთში გაგზავნეს, 1975 წელს კი ვლადიმირ სალენკომ ადგილობრივი გუნდი ჩამოაყალიბა, 1 წლის შემდეგ კი მისი ადგილი ლეგენდარულმა სერგეი სალნიკოვმა დაიკავა, სერგეი 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და საბჭოური ფეხბურთის ყველაზე ტექნიკური მოთამაშე გახლდათ.

სალნიკოვის გარშემო უამრავი გასაოცარი ფაქტი არსებობს (გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მამა ნიკოლაი სტაროსტინი გახლდათ, რომელმაც "დინამო" ადრეულ წლებში დატოვა და მამინაცვალთან გაემგზავრა, რათა ცხოვრება უფრო გაემარტივებინა. ქალიშვილი საბჭოთა კავშირის ჩოგბურთის ჩემპიონი გახლდათ, მისი შვილიშვილი კი ყველასთვის ცნობილი სპორტსმენი სტეფანოს ციციპასია), თუმცა მის ავღანეთში ცხოვრებასთან დაკავშირებით არანაირი ცნობა არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ ეროვნული გუნდის ჩაბარებამდე სალნიკოვი ადგილობრივ გუნდ "მარეეფს" წვრთნიდა.

სალნიკოვი და მისი სამომავლო შემცვლელი ნიკოლაი ეფიმოვი ეროვნულ გუნდში ერთად 1 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. გენადი სარიჩევმა, წარმოშობით სამარადან 10 წლის გასვლის შემდეგ ავღანეთში ორი წელი გაატარა. ამ პიროვნებას ომის პერიოდი უკვე ნანახი ჰქონდა, თუმცა სამხრეთში მიმდინარე მოვლენებს მაინც თბილად იხსენებს:

"ვიაჩესლავ ივანოვიჩ კოლოსკოვმა იქ წასვლა შემომთავაზა, რა თქმა უნდა, დავთანხმდი, მეუღლე წავიღვანე და ქაბულისკენ გავეშურე, იქაურობა იბომბებოდა, თუმცა სიმართლე გითხრათ, ჩვენ არ გვეშინოდა. საერთოდაც, ავღანეთში გატარებული 2 წელი ჩემთვის ბედნიერების მომასწავებელი გახლდათ. გვეგონა მთელი ცხოვრება იქ გავატარეთ".

საბჭოთა კავშირიდან ჩამოსული მწვრთნელები დიდად თავს არ იკლავდნენ, ავღანური გუნდები აზიის თასზე ვერც ერთხელ ვერ მოხვდნენ, მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობა ვერ მიიღეს, აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია FIFA-ს წევრი 1948 წლიდან არიან, სწორედ იმ წელს წარსდნენ ისინი ოლიმპიადაზე. ლონდონში, ლუქსემბურგთან 0:6 განადგურების შემდეგ ტურნირს დაემშვიდობნენ.

საფეხბურთო დონის აღმსავლას (1970-1980-იან წლებში დადებითი შედეგი 3 ფრე გახლდათ) ხელს შიდა ჩემპიონატის სუსტი გუნდები უშლიდნენ. როგორც ცნობილია, ის რეგიონალ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებისგან შედგებოდა, ყველაზე ძლიერ ლიგად კი "ქაბულის ლიგა" ითვლებოდა. ამ ტურნირის ყველა გუნდი "გაზის არენაზე" თამაშობდა, სხვები კი აქ არ ჩამოდიოდნენ, მიზეზი ფინანსური კრიზისი და სიკვდილის შიში გახლდათ...

საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებისა და ჯარის გაყვანის შემდეგ ქვეყანა კიდევ უფრო დიდ ქაოსში გადავარდა. 1988 წლიდან 2003 წლამდე მათ არც ერთი ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებიათ, რის გამოც FIFA-ს რეიტინგში ბოლო ადგილს დამსახურებულად იკავებდენ.

თალიბებს სპორტი არ უყვართ, თუმცა ფეხბურთი დაშვებულია. სპორტსმენები წვერსა და განიერ შარვლებს ატარებენ, შეხვედრა ლოცვის აღსასრულებლად ჩერდება

თალიბები ქაბულში პირველად 1996 წელს შეიჭრნენ, მთავრობა გადააყენეს და ავღანეთის ისლამური საამირო შექმნეს. მათი კანონები შემაძრწუნებელი გახლდათ, დააწესეს ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან მოქმედებდა, სავალდებულო გახადეს წვერისა და ბურკას ტარება, აკრძალეს მუსიკა, ტელევიზია, კინოთეატრი და თითქმის ყველა სახეობის სპორტი, მათ შორის ავღანური ტრადიციული ფრანის გაშვება, ძაღლების ჩხუბი და კოკპარი (ცხენოსნები გატყავებული თხისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან).

კოკპარი - ტრადიციული ავღანური თამაში

სხვა სპორტის სახეობები, როგორიცაა კრიკეტი, კრივი და ფეხბურთი განვითარდა და პოპულარული გახდა (მიუხედავად გავარდნილი ხმებისა, რომ თალიბებმა ავღანეთში ფეხბურთიც აკრძალეს).

Tolo News-ისა და ეროვნული ტელევიზიის ყოფილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, საფი სტანეკზაიმ რადიო "თავისუფლების" ავღანურ ფილიალთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიოს თალიბანის ხელისუფლების ქვეშ ცხოვრებაზე მცდარი წარმოდგენა აქვს.

"დასავლეთს ავღანეთთან ახლო ურთიერთობა იმ პერიოდში არ ჰქონდა, ამრიგად, მათ მხოლოდ ომი და თალიბები იციან. უცხოური მედია ყურადღებას მხოლოდ ნეგატიურ სიახლეებს უთმობს, პოზიტიური ამბები კი ჩვენს ქვეყანაზე ფაქტობრივად არ ვრცელდება. სიმართლე გითხრათ, დადებითი მხარე სპორტი გახლდათ, თალიბების დროს, სპორტს უამრავი ადამიანი მიჰყვებოდა" - განაცხადა საფიმ.

მისი თქმით, "გაზის" სტადიონს ქაბულის ლიგის გუნდები სტუმრობდნენ (ჯამში 12).

ამ ინფორმაციას ავღანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანიც, მუჰამედ ისაკიც ადასტურებს. ხსენებულმა პიროვნებამ 1990-იან წლებში ქვეყანა სამოქალაქო ომის გამო დატოვა, უკან კი ძველი მთავრობის გადაყენებისა და ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ დაბრუნდა. თალიბებმა სპორტმსენი "საბაუნის" გუნდში მიიპატიჟეს, აღსანიშნავია, რომ დაჯგუფებამ ეს გუნდი ნოლიდან შექმნა. ყოველ კვირას მათ მატჩებს კი დაახლოებით 7000 გულშემატკივარი სტუმრობდა. წაიკითხეთ სრულად