მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობა საქართველოსთვის" - როგორ ეხმაურებიან აშშ-ის საელჩო და ევროკავშირი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას
"კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობა საქართველოსთვის" - როგორ ეხმაურებიან აშშ-ის საელჩო და ევროკავშირი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას

დღეს პარ­ლა­მენ­ტის მიერ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბის ჩაგ­დე­ბა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის და­ნიშ­ვნის­თვის ფარ­თო, მრა­ვალ­პარ­ტი­ულ მხარ­და­ჭე­რას, კი­დევ ერთი გაშ­ვე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­დეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, გამჭვირ­ვა­ლე და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩო ავ­რცე­ლებს.

აშშ-ს სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბით, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის რე­ფორ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სათ­ვის.

„პარ­ლა­მენ­ტის მიერ მო­თხოვ­ნი­ლი ან­გა­რი­შით და­ნიშ­ვნის პრო­ცეს­ში შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ ცვლი­ლე­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევ­და ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია - სა­მარ­თლის ექ­სპერტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნო, ისე­ვე რო­გორც სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა პარ­ტი­ამ, რო­მელ­მაც ხელი მო­ა­წე­რა 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბას, მათ შო­რის „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აიღო, გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ეს ცვლი­ლე­ბა, რათა გაზ­რდი­ლი­ყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მი­მართ და უზ­რუნ­ვე­ლე­ყო პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­გავ­ლე­ნის­გან მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა.

მხედ­ვე­ლო­ბა­ში ვი­ღებთ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბებს, რომ მათ ვერ შეძ­ლეს, მხა­რი და­ე­ჭი­რათ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის და­ნიშ­ვნის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის, რათა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხარ­და­ჭე­რა 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­მართ, სრუ­ლად პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­თან, ორპრო­ცენ­ტი­ან ბა­რი­ერ­სა და ფრაქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უარი, მხა­რი და­ე­ჭი­რა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა პარ­ტი­ის მიერ 28 ივ­ლისს გან­მე­ო­რე­ბით გა­ცხა­დე­ბულ ნე­ბას, გა­ე­ტა­რე­ბი­ნა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მა და მი­ე­ღო სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ეს წარ­მო­ად­გენს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის კი­დევ ერთ გა­ტე­ხილ პი­რო­ბას, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის მე­ტად სა­ჭი­რო რე­ფორ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რომ­ლის მი­ღე­ბის პი­რო­ბაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა“ და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რებ­მა თა­ვი­სი ნე­ბით და­დეს.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა იმ­სა­ხუ­რებს მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ, და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას, რო­მელ­საც არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის. მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნად, ბიზ­ნეს­და­ვე­ბი მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლად არ გა­და­წყდე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი არ გახ­დე­ბი­ან არა­სა­მარ­თლი­ა­ნი დევ­ნის სა­მიზ­ნე­ნი. პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და ზო­გა­დად, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და­საქ­მე­ბულ კვა­ლი­ფი­ცი­ურ თა­ნამ­შრომ­ლებს უფ­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეთ, და­იც­ვან კა­ნო­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლის გა­რე­შე. სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის და­ნიშ­ვნის პრო­ცე­სის რე­ფორ­მი­რე­ბას ახ­დენ­და ამ მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბო­და.

„ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ და ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა პი­რო­ბა და­დეს, რომ გა­ნა­ახ­ლებ­დნენ ძა­ლის­ხმე­ვას და ერ­თობ­ლი­ვად იმუ­შა­ვებ­დნენ პარ­ლა­მენ­ტში მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მა­ზე. მათ უნდა შე­ას­რუ­ლონ თა­ვი­ან­თი პი­რო­ბა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის წინა ტალ­ღე­ბის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი, მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი შე­ფა­სე­ბა და შე­ი­მუ­შა­ვონ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის გამ­ჭირ­ვა­ლო­ბის, მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბი­სა და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გაზ­რდის­კენ მი­მარ­თუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი. ეს რე­ფორ­მე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის და, რაც მთა­ვა­რია, უზ­რუნ­ველ­ყოფს ისე­თი მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის შექ­მნას, რო­მელ­საც იმ­სა­ხუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა”, - ნათ­ქვა­მია აშშ-ის სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი კარლ ჰარ­ცე­ლი.

ჰარ­ცე­ლის კო­მენ­ტარს სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ავ­რცე­ლებს.

„დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით კენ­ჭი უყა­რა რიგ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კავ­ში­რის მე­დი­ა­ცი­ით 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის შემ­დეგ იყო წარ­დგე­ნი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, უარი ით­ქვა ძი­რი­თად ცვლი­ლე­ბა­ზე გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის არ­ჩე­ვის წეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის და­ნიშ­ვნის წესს, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და მარ­ტი­ვი უმ­რავ­ლე­სო­ბის კვა­ლი­ფი­ცი­ურ უმ­რავ­ლე­სო­ბამ­დე გაზ­რდას და­ნიშ­ვნე­ბის­თვის ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი მხარ­და­ჭე­რის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და მო­მა­ვალ­ში მხო­ლოდ ერთი პარ­ტი­ის მიერ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის და­ნიშ­ვნის შე­საძ­ლებ­ლო­ბის რის­კის შე­სამ­ცი­რებ­ლად. ეს იყო კი­დევ ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, გამჭვირ­ვა­ლო­ბი­სა და ხა­რის­ხის გაზ­რდას. პრინ­ცი­პე­ბი, რო­მე­ლიც ამ ცვლი­ლე­ბას სა­ფუძ­ვლად ედო, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ას ასა­ხავ­და.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბი­დან გას­ვლის შემ­დეგ ჩვენ ასე­ვე ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ მან 28 ივ­ლისს სა­ჯა­როდ აიღო გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მე­ბის გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და ინი­ცი­რე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ი­ღე­ბა მა­ინც მოხ­დე­ბო­და.

ევ­რო­კავ­ში­რი წუ­ხილს გა­მოთ­ქვამს, რომ დღეს მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ მხა­რი არ და­უ­ჭი­რა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის რე­ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­დევ ერთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას. შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის შემ­დგომ და­ნიშ­ვნებს, ისე­ვე რო­გორც ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ და­ნიშ­ვნებს, ეუთო/ოდი­რის შე­ფა­სე­ბით „აკ­ლდა კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა, ობი­ექ­ტუ­რო­ბა და სან­დო­ო­ბა“. წინა კვი­რას, ევ­რო­კავ­ში­რის 75 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბის მაკ­რო-ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის არ­გა­დახ­დის კონ­ტექ­სტში, ევ­რო­კავ­შირ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ვერ შეძ­ლო საკ­მა­რი­სად შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა მაკრო­ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის პი­რო­ბა და, კერ­ძოდ, გა­ე­ზარ­და სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და ხა­რის­ხი. ამ­რი­გად, სა­ქარ­თვე­ლოს მიერ აღე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით დღე­ვან­დე­ლი ცვლი­ლე­ბა­ზე უა­რის თქმა მე­სა­მე წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბაა ამ ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ევ­რო­კავ­ში­რი მი­იჩ­ნევს, რომ კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის სფე­რო­ში გა­რან­ტი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას კვლა­ვაც გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ევ­რო­კავ­ში­რი - სა­ქარ­თვე­ლოს ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის. ევ­რო­კავ­ში­რი კვლავ მო­უ­წო­დებს ყვე­ლა პარ­ტი­ას გაზ­რდი­ლი ძა­ლის­ხმე­ვით ერ­თად იმუ­შა­ონ პარ­ლა­მენ­ტში ინ­კლუ­ზი­უ­რი პრო­ცე­სის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის ძი­რი­თა­დი რე­ფორ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ვი­მე­ო­რებთ - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ევ­რო­კავ­ში­რი კვლავ სრუ­ლად მზად არის მხა­რი და­უ­ჭი­როს სა­ქარ­თვე­ლოს რე­ფორ­მებს ევ­რო­კავ­ში­რი – სა­ქარ­თვე­ლოს ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ევ­რო­კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბა კვლავ და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ძი­რი­თა­დი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას მიღ­წე­ულ წინსვლა­ზე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია კარლ ჰარ­ცე­ლის კო­მენ­ტარ­ში.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანიკო
4

მიშას დროს სასამართლოზე ხმა არ ამოუღიათ, ალბათ, ის მოწონდათ

Giusha3232
8

თქვენი "წყალობით" განუვითარებელ ქვეყანად ვიქეცით და რომელ დაკარგ შანსზე საუბრობთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობა საქართველოსთვის" - როგორ ეხმაურებიან აშშ-ის საელჩო და ევროკავშირი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას

"კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობა საქართველოსთვის" - როგორ ეხმაურებიან აშშ-ის საელჩო და ევროკავშირი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას

დღეს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

აშშ-ს საელჩოს განცხადებით, სასამართლო სისტემის რეფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისათვის.

„პარლამენტის მიერ მოთხოვნილი ანგარიშით დანიშვნის პროცესში შემოთავაზებულ ცვლილებას რეკომენდაციას უწევდა ვენეციის კომისია - სამართლის ექსპერტთა საერთაშორისო ორგანო, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ექსპერტები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ, რომელმაც ხელი მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, მათ შორის „ქართულმა ოცნებამ“, ვალდებულება აიღო, განეხორციელებინა ეს ცვლილება, რათა გაზრდილიყო საზოგადოების ნდობა მთავარი პროკურორის მიმართ და უზრუნველეყო პოლიტიკური ზეგავლენისგან მისი დამოუკიდებლობა.

მხედველობაში ვიღებთ ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელთა განცხადებებს, რომ მათ ვერ შეძლეს, მხარი დაეჭირათ მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესთან დაკავშირებული ამ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, რათა შეენარჩუნებინათ მმართველი პარტიის მხარდაჭერა 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ, სრულად პროპორციულ არჩევნებთან, ორპროცენტიან ბარიერსა და ფრაქციებთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ უარი, მხარი დაეჭირა მთავარი პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის ეწინააღმდეგება პარტიის მიერ 28 ივლისს განმეორებით გაცხადებულ ნებას, გაეტარებინა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად. ეს წარმოადგენს მმართველი პარტიის კიდევ ერთ გატეხილ პირობას, მართლმსაჯულების სისტემის მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რომლის მიღების პირობაც „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა თავისი ნებით დადეს.

საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, რომელსაც არ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის არსებობის პირობებში საზოგადოება დარწმუნებული იქნება, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად, ბიზნესდავები მიკერძოებულად არ გადაწყდება და პოლიტიკური ოპონენტები არ გახდებიან არასამართლიანი დევნის სამიზნენი. პროკურატურასა და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემაში დასაქმებულ კვალიფიციურ თანამშრომლებს უფლება უნდა ჰქონდეთ, დაიცვან კანონი პოლიტიკური ზეწოლის გარეშე. საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესის რეფორმირებას ახდენდა ამ მიზნის განხორციელებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა პირობა დადეს, რომ განაახლებდნენ ძალისხმევას და ერთობლივად იმუშავებდნენ პარლამენტში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე. მათ უნდა შეასრულონ თავიანთი პირობა და განახორციელონ სასამართლო რეფორმის წინა ტალღების ყოვლისმომცველი, მრავალპარტიული შეფასება და შეიმუშავონ მართლმსაჯულების სისტემის გამჭირვალობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდისკენ მიმართული ინიციატივები. ეს რეფორმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და, რაც მთავარია, უზრუნველყოფს ისეთი მიუკერძოებელი, პროფესიონალური მართლმსაჯულების სისტემის შექმნას, რომელსაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა”, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

ჰარცელის კომენტარს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა რიგ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილის შეთანხმების მიღწევის შემდეგ იყო წარდგენილი. სამწუხაროდ, უარი ითქვა ძირითად ცვლილებაზე გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით.

ცვლილება შეეხებოდა საქართველოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესს, რომელიც მიზნად ისახავდა მარტივი უმრავლესობის კვალიფიციურ უმრავლესობამდე გაზრდას დანიშვნებისთვის ყველა პოლიტიკური პარტიის ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და მომავალში მხოლოდ ერთი პარტიის მიერ გენერალური პროკურორის დანიშვნის შესაძლებლობის რისკის შესამცირებლად. ეს იყო კიდევ ერთი საშუალება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ხარისხის გაზრდას. პრინციპები, რომელიც ამ ცვლილებას საფუძვლად ედო, ვენეციის კომისიის დიდი ხნის განმავლობაში არსებულ რეკომენდაციას ასახავდა.

„ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ, რომ მან 28 ივლისს საჯაროდ აიღო განახლებული ვალდებულება იმისა, რომ სასამართლო რეფორმების განახორციელება და ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიიღება მაინც მოხდებოდა.

ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ დღეს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შემდგომ დანიშვნებს, ისევე როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ დანიშვნებს, ეუთო/ოდირის შეფასებით „აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა“. წინა კვირას, ევროკავშირის 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკრო-ფინანსური დახმარების არგადახდის კონტექსტში, ევროკავშირმა აღნიშნა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. ამრიგად, საქართველოს მიერ აღებული სასამართლო სისტემის რეფორმირების ვალდებულებების თვალსაზრისით დღევანდელი ცვლილებაზე უარის თქმა მესამე წარუმატებლობაა ამ ორი თვის განმავლობაში. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ კანონის უზენაესობის სფეროში გარანტიების გაძლიერებას კვლავაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისათვის. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა პარტიას გაზრდილი ძალისხმევით ერთად იმუშაონ პარლამენტში ინკლუზიური პროცესის საშუალებით სასამართლო სისტემის ძირითადი რეფორმების განსახორციელებლად. ვიმეორებთ - მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“, - აღნიშნულია კარლ ჰარცელის კომენტარში.