მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის დაიწყებენ პირველკლასელები სწავლას საკლასო ოთახებში - განათლების სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება
როდის დაიწყებენ პირველკლასელები სწავლას საკლასო ოთახებში - განათლების სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბი დას­წრე­ბუ­ლი სწავ­ლის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ტენ­დენ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სკო­ლე­ბის დიდ ნა­წილ­ში 4 ოქ­ტომ­ბრი­დან სწავ­ლა საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

  • რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ველკ­ლა­სე­ლებს - ბავ­შვე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პირ­ველკ­ლა­სე­ლებ­მა სწავ­ლა არა 15 სექ­ტემ­ბერს დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში, არა­მედ 4 ოქ­ტომ­ბერს, დას­წრე­ბით ფორ­მატ­ში, საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში და­ი­წყონ. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმ ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლებს, სა­დაც ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სწავ­ლის და­წყე­ბის მო­მენ­ტის­თვის 4%-ზე და­ბა­ლი იქ­ნე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეფუძ­ნე­ბა პე­და­გო­გი­კურ მო­საზ­რე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად პირ­ველკ­ლა­სელ­თა პირ­ვე­ლი სას­კო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა უმ­ჯო­ბე­სია წა­რი­მარ­თოს საკ­ლა­სო გა­რე­მო­ში, თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბი, პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი 15 სექ­ტემ­ბერს სწავ­ლას დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში და­ი­წყე­ბენ და ამ ფორ­მა­ტით სწავ­ლა 4 ოქ­ტომ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო შემ­დეგ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე 4 ოქ­ტომ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით იმ­სჯე­ლებს. ასე­ვე, 4 ოქ­ტომ­ბრის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, იმ სოფ­ლებ­სა და ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 4%-ზე ქვე­მოთ ჩა­მო­ვა, დის­ტან­ცი­უ­რი რე­ჟი­მი მო­იხ­სნე­ბა და სწავ­ლა გაგ­რძელ­დე­ბა დას­წრე­ბულ ფორ­მატ­ში.

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო წინა სე­მესტრის მსგავ­სად ამ შემ­თხვე­ვა­შიც მაქ­სი­მა­ლუ­რად მოქ­ნილ სის­ტე­მას შეს­თა­ვა­ზებს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას. კერ­ძოდ, სკო­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ გა­ა­კე­თონ არ­ჩე­ვა­ნი დას­წრე­ბულ და დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბას შო­რის. ცხა­დია, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვრცელ­დე­ბა პირ­ველკ­ლა­სე­ლებ­ზეც", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯალა
1

ერთადერთი სწორი გადაწყვწტილება ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებიდან

ლიაკო
0

4დან მაინც დისტანციური გაგრძელდება და ბარემ ახლა ჩაერთონ ბავშვები თიმსში არ ჯობდა? 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

როდის დაიწყებენ პირველკლასელები სწავლას საკლასო ოთახებში - განათლების სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება

როდის დაიწყებენ პირველკლასელები სწავლას საკლასო ოთახებში - განათლების სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება

განათლების სამინისტრო საჯარო და კერძო სკოლები დასწრებული სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენციიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლების დიდ ნაწილში 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

  • რაც შეეხება პირველკლასელებს - ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, პირველკლასელებმა სწავლა არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს, დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში დაიწყონ. ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება პედაგოგიკურ მოსაზრებას, რომლის თანახმად პირველკლასელთა პირველი სასკოლო გამოცდილება უმჯობესია წარიმართოს საკლასო გარემოში, თანაკლასელებისა და მასწავლებლების გარემოცვაში.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 15 სექტემბერს სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

საკოორდინაციო საბჭო შემდეგ გადაწყვეტილებაზე 4 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით იმსჯელებს. ასევე, 4 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში, იმ სოფლებსა და ქალაქებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ ჩამოვა, დისტანციური რეჟიმი მოიხსნება და სწავლა გაგრძელდება დასწრებულ ფორმატში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წინა სემესტრის მსგავსად ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად მოქნილ სისტემას შესთავაზებს სასკოლო საზოგადოებას. კერძოდ, სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ გააკეთონ არჩევანი დასწრებულ და დისტანციურ სწავლებას შორის. ცხადია, ეს გადაწყვეტილება ვრცელდება პირველკლასელებზეც", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.