ავტორი:

სალვადორი პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად დაამტკიცა

სალვადორი პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად დაამტკიცა

სალვადორი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად დაამტკიცა. გადაწყვეტილების მომხრეები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი შეამცირებს საკომისიო ხარჯებს საზღვარგარეთიდან გადმორიცხულ მილიარდობით დოლარზე, თუმცა კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ამან შეიძლება ფულის გათეთრებას შეუწყოს ხელი.

პრეზიდენტი ნაიბ ბუკლე, რომელიც კრიპტოვალუტის დამტკიცებას მხარს უჭერდა, აცხადებს, რომ ეს სალვადორელებს ყოველწლიურად დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარის დაზოგავში დაეხმარება, რასაც მთავრობის დაანგარიშებით, ისინი ფულადი გზავნილების საკომისიოებში იხდიან.