მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ სჯიდა ერეკლე მეორე დეზერტირებს?
როგორ სჯიდა ერეკლე მეორე დეზერტირებს?
  • სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი - ბე­სიკ ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

ოდით­გან­ვე, თუ რუ­სე­თის პრობ­ლე­მა "გზე­ბი და სუ­ლე­ლე­ბი" იყო (ამას თა­ვად აღი­ა­რე­ბენ), სა­ქარ­თვე­ლო კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და პატ­რი­ო­ტი სამ­ხედ­რო­ე­ბის, მზვე­რა­ვე­ბი­სა და დიპ­ლო­მა­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დი­და. და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლის შემ­დეგ ბევ­რმა ქარ­თველ­მა მე­ფემ სცა­და რე­გუ­ლა­რუ­ლი ჯა­რის შექ­მნა, მაგ­რამ - ყო­ველ­თვის უშე­დე­გოდ. თა­ვა­დებს არ სურ­დათ ყმე­ბის ჯარ­ში გაშ­ვე­ბა და ამის­თვის ყო­ველ­გვარ მი­ზეზს ეძებ­დნენ. არ­ქი­ვებ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლია დო­კუ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის XVIII სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ჯარ­ში გაწ­ვე­ვის, დე­ზერ­ტირ­თა დას­ჯი­სა და კომ­პენ­სა­ცი­ის გა­და­სახ­დე­ლის ამო­ღე­ბის წე­სე­ბის შე­სა­ხებ. უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლე­ბით გა­წა­მე­ბულ­მა "პა­ტა­რა კახ­მა"- ერეკ­ლე II-მ, უში­შარ­მა მე­ო­მარ­მა და უბად­ლო მხე­დარ­თმთა­ვარ­მა, "მუ­დამ სახ­ლებ­ლად" "მო­ნაც­ვლე ლაშ­ქა­რი" შექ­მნა. ამის­თვის კი ერ­თთვი­ა­ნი სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო გაწ­ვე­ვა შე­მო­ი­ღო. სოფ­ლე­ბის მი­ხედ­ვით წი­ნას­წარ შედ­გე­ნი­ლი სი­ე­ბით თი­თო­ე­უ­ლი მე­ო­მა­რი ვალ­დე­ბუ­ლი იყო, წე­ლი­წად­ში ერთხელ, ერთი თვით, თა­ვი­სი ია­რა­ღით (მე­ფის ბრძა­ნე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო: ვინ - თო­ფით, ვინ- ფარ-ხმლით, ვი­ნაც -შუ­ბით), სურ­სათ-სა­ნო­ვა­გით, ცხე­ნით თუ ქვე­ი­თად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო "გამ­წვევ პუნ­ქტში".

ერეკ­ლეს ბრძა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი ია­სა­უ­ლებს ევა­ლე­ბო­დათ და თუ ცხე­ნი ან კაცი და­აკ­ლდე­ბო­დათ, "მათ გარ­დეხ­დე­ვი­ნე­ბო­დათ". ეტყო­ბა, დე­ზერ­ტი­რო­ბამ იმ­დე­ნად მა­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო, რომ 1768 წლის 13 დე­კემ­ბრით და­თა­რი­ღე­ბულ ბრძა­ნე­ბა­ში ერეკ­ლე მეფე ია­სა­ულ რე­ვაზ ამი­ლახ­ვარს "დაკ­ლე­ბუ­ლი კა­ცე­ბის დარ­ბე­ვას" ანუ "ფი­ნან­სურ სან­ქცი­ებს" - ფუ­ლის ამო­ღე­ბას ავა­ლებს. მაგ­რამ "მო­ნაც­ვლე ლაშ­ქარ­ში" გაწ­ვე­ვა და იქ დის­ციპ­ლი­ნის დაც­ვა მუდ­მი­ვი თავ­სა­ტე­ხი ყო­ფი­ლა. ამი­ტო­მაც ერეკ­ლე II-ის ბრძა­ნე­ბით, 1773 წელს "მო­რი­გე ჯარი"- რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­მი­ის ერთ-ერთი ვა­რი­ან­ტი შე­იქ­მნა. გაწ­ვე­ვის პი­რო­ბე­ბი აქაც ანა­ლო­გი­უ­რი იყო, ხოლო დე­ზერ­ტი­რე­ბის დას­ჯა უფრო გამ­კაცრ­და. პირ­ველ შეკ­რე­ბა­ზე 5000 მე­ომ­რამ­დე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა, რაც იმ დრო­ის­თვის ცუდი შე­დე­გი არ იყო. "მო­რი­გე ჯარს" ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ლე­ვა­ნი სარ­დლობ­და. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერტო
28

სხვათა შორის მაგ სურათზე აჩიკო თალაკვაძის ძმა გავს ძალიან მეფე ერეკლეს. იმედია ოზურგეთში მისი ამომრჩეველი გაითვალისწინებს ამ საამაყო ფაქტს. 

კ ო მ ბ ლ ე
1

რაც უფრო წინ მიდის ტექნოლოგია, მით უფრო იმატებს ავტომანქანების და საგრძნობლად იკლებს ცხენის ქურდობა, 

სხვატაშორის, მეფე ერეკლეს მერე პერიოდის სტატისტიკაა ეს... 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

როგორ სჯიდა ერეკლე მეორე დეზერტირებს?

როგორ სჯიდა ერეკლე მეორე დეზერტირებს?
  • სპეცსამსახურები - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

ოდითგანვე, თუ რუსეთის პრობლემა "გზები და სულელები" იყო (ამას თავად აღიარებენ), საქართველო კვალიფიციური და პატრიოტი სამხედროების, მზვერავებისა და დიპლომატების ნაკლებობას განიცდიდა. დავით აღმაშენებელის შემდეგ ბევრმა ქართველმა მეფემ სცადა რეგულარული ჯარის შექმნა, მაგრამ - ყოველთვის უშედეგოდ. თავადებს არ სურდათ ყმების ჯარში გაშვება და ამისთვის ყოველგვარ მიზეზს ეძებდნენ. არქივებში შემორჩენილია დოკუმენტები, რომელიც საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ჯარში გაწვევის, დეზერტირთა დასჯისა და კომპენსაციის გადასახდელის ამოღების წესების შესახებ. უთანასწორო ბრძოლებით გაწამებულმა "პატარა კახმა"- ერეკლე II-მ, უშიშარმა მეომარმა და უბადლო მხედართმთავარმა, "მუდამ სახლებლად" "მონაცვლე ლაშქარი" შექმნა. ამისთვის კი ერთთვიანი სავალდებულო სამხედრო გაწვევა შემოიღო. სოფლების მიხედვით წინასწარ შედგენილი სიებით თითოეული მეომარი ვალდებული იყო, წელიწადში ერთხელ, ერთი თვით, თავისი იარაღით (მეფის ბრძანებაში მითითებული იყო: ვინ - თოფით, ვინ- ფარ-ხმლით, ვინაც -შუბით), სურსათ-სანოვაგით, ცხენით თუ ქვეითად გამოცხადებულიყო "გამწვევ პუნქტში".

ერეკლეს ბრძანების შესრულების კონტროლი იასაულებს ევალებოდათ და თუ ცხენი ან კაცი დააკლდებოდათ, "მათ გარდეხდევინებოდათ". ეტყობა, დეზერტირობამ იმდენად მასობრივი ხასიათი მიიღო, რომ 1768 წლის 13 დეკემბრით დათარიღებულ ბრძანებაში ერეკლე მეფე იასაულ რევაზ ამილახვარს "დაკლებული კაცების დარბევას" ანუ "ფინანსურ სანქციებს" - ფულის ამოღებას ავალებს. მაგრამ "მონაცვლე ლაშქარში" გაწვევა და იქ დისციპლინის დაცვა მუდმივი თავსატეხი ყოფილა. ამიტომაც ერეკლე II-ის ბრძანებით, 1773 წელს "მორიგე ჯარი"- რეგულარული არმიის ერთ-ერთი ვარიანტი შეიქმნა. გაწვევის პირობები აქაც ანალოგიური იყო, ხოლო დეზერტირების დასჯა უფრო გამკაცრდა. პირველ შეკრებაზე 5000 მეომრამდე გამოცხადებულა, რაც იმ დროისთვის ცუდი შედეგი არ იყო. "მორიგე ჯარს" ბატონიშვილი ლევანი სარდლობდა. გააგრძელეთ კითხვა