პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და დღესვე დაამტკიცებს პროექტს, რომლის საფუძველზეც, ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე საჯარიმო სანქციები იზრდება და ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა შესთავაზეს, რომელთა ინიციატივას მმართველმა გუნდმა მხარი დაუჭირა.
სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემის შემთხვევები:
სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში:
სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, როდესაც:
როდესაც მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსის სხვა მუხლით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, − დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. ნაცვლად 1000 ლარის ოდენობით ჯარიმისა.განმეორება - გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას. ნაცვლად მხოლოდ 1500 ლარის ოდენობით ჯარიმისა.
სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, რასაც თან მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება:
გამოიწვევს - მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას, ნაცვლად მხოლოდ მართვის უფლების 3 წლით შეჩერებისა.
სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, როდესაც პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ამას თან მოჰყვება სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება:
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით, ნაცვლად მხოლოდ 1000 ლარის ოდენობის ჯარიმისა.
სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, როდესაც პირს მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსის სხვა მუხლით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის და ამას თან მოჰყვება სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება:
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 3 წლით გაზრდას, ნაცვლად მხოლოდ 3 წლით შეჩერების და 1000 ლარიანი ჯარიმისა. ზემოაღნიშნული ქმდებების განმეორებით ჩადენა:
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3500 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით, ნაცვლად მხოლოდ 1500 ლარიანი ჯარიმისა და 15 დღემდე პატიმრობისა.მართვის უფლების ვადამდე აღდგენის უფლება:
მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესაძლებლობა აღარ მიეცემა იმ პირს რომელსაც განმეორებით აქვს სახდელი დადებული სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.
მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება: