მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

2

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობა მიხეილ სააკაშვილს მორიგი საჩუქრისთვის.. სააკაშვილს მიეჩინება ადგილი იქ, სადაც არის მისი ადგილი" - ირაკლი კობახიძე
"მადლობა მიხეილ სააკაშვილს მორიგი საჩუქრისთვის.. სააკაშვილს მიეჩინება ადგილი იქ, სადაც არის მისი ადგილი" - ირაკლი კობახიძე

"მად­ლო­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მო­რი­გი სა­ჩუქ­რის­თვის",- ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო მშვი­დია და ასეთ დროს რო­გორც წესი, ამომ­რჩევ­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა რთულ­დე­ბა, ამი­ტომ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა მათი მო­ბი­ლი­ზე­ბის­თვის დრო­უ­ლი იყო.

"აბ­სო­ლუ­ტუ­რად გულ­წრფე­ლად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ეს არის მო­რი­გი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო სა­ჩუ­ქა­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხრი­დან. ჩვენ ეს გვა­მო­ბი­ლი­ზებს, ჩვენს მხარ­დამ­ჭე­რებს ამო­ბი­ლი­ზებს, მად­ლო­ბა მას მო­რი­გი სა­ჩუქ­რის­თვის. ეს ხელს შეგ­ვი­წყობს მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა­ში და და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა ჩვენს სა­არ­ჩევ­ნო შე­დეგ­ზე. ცოტა მდო­რედ წა­რი­მარ­თე­ბა ეს არ­ჩევ­ნე­ბი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რაც კარ­გია, რად­გან მშვი­დი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოა, ამი­ტომ მო­ბი­ლი­ზა­ცია უფრო რთუ­ლია ხოლ­მე მშვიდ სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო­ში, ამი­ტომ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა იყო ძა­ლი­ან დრო­უ­ლი,"- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

  • კი­თხვა­ზე, თუკი სა­ა­კაშ­ვილს ჩა­მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში და­ა­კა­ვე­ბენ, შემ­დეგ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, კო­ბა­ხი­ძე პა­სუ­ხობს, რომ "ძა­ლი­ან ლა­მა­ზად".

მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მო­ი­გებს არ­ჩევ­ნებს და "2024 წლამ­დე მშვი­დად გან­ვაგ­რძობთ ცხოვ­რე­ბას". მას ასე­ვე ჰკი­თხეს, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩა­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ხომ არ შე­ე­წი­რე­ბა ვინ­მეს თა­ნამ­დე­ბო­ბა მის და­კა­ვე­ბას, რა­ზეც კო­ბა­ხი­ძემ კი­თხვით­ვე უპა­სუ­ხა - "რო­გორ ფიქ­რობთ, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­გან ელო­დე­ბით ისე­თი­ვე ღა­ლატს, რო­გო­რიც გა­ხა­რი­ამ ჩა­ი­დი­ნა? ეს არის ღი­მი­ლის­მომ­გვე­ლი."

"პრე­მი­ე­რი აღარ არის გა­ხა­რია, მე­ლია არ და­ა­კა­ვა და სა­ა­კაშ­ვილს რას და­ა­კა­ვებ­და. რომ ყო­ფი­ლი­ყო პრე­მი­ე­რი გა­ხა­რია, სა­ა­კაშ­ვილს კი­დევ შე­იძ­ლე­ბა ეს გა­ე­ბე­და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ა­კაშ­ვილს მი­ე­ჩი­ნე­ბა ად­გი­ლი იქ, სა­დაც არის მისი ად­გი­ლი,"- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას აა­ნონ­სებს. სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის­კენ უცხო­ეთ­ში მყოფ სხვა მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც მო­უ­წო­დებს და აცხა­დებს, რომ და­პა­ტიმ­რე­ბის არ ეში­ნია.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
როცა სათქმელი არაფერია
0

სადაა ზაფხულში დაპირებული 30-ლარით მომატებული პენსია,,,ამაზე ილაპარაკეთ,,,ისევ გადაგვაგდეთ???????,,,თორე ამან თავის დროზე 14-დან 140 ლარამდე მოუმატა ხალხს პენსია

ლია
0

მოგვიხსენით იძულებითი საპენსიო ბეგარა,,რატომ შემოგტენეთ,ვინ გთხოვათ.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"მადლობა მიხეილ სააკაშვილს მორიგი საჩუქრისთვის.. სააკაშვილს მიეჩინება ადგილი იქ, სადაც არის მისი ადგილი" - ირაკლი კობახიძე

"მადლობა მიხეილ სააკაშვილს მორიგი საჩუქრისთვის.. სააკაშვილს მიეჩინება ადგილი იქ, სადაც არის მისი ადგილი" - ირაკლი კობახიძე

"მადლობა მიხეილ სააკაშვილს მორიგი საჩუქრისთვის",- ასე ეხმიანება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას მისი საქართველოში დაბრუნების თაობაზე.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საარჩევნო გარემო მშვიდია და ასეთ დროს როგორც წესი, ამომრჩევლის მობილიზება რთულდება, ამიტომ სააკაშვილის განცხადება მათი მობილიზებისთვის დროული იყო.

"აბსოლუტურად გულწრფელად შემიძლია გითხრათ, ეს არის მორიგი წინასაარჩევნო საჩუქარი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ჩვენ ეს გვამობილიზებს, ჩვენს მხარდამჭერებს ამობილიზებს, მადლობა მას მორიგი საჩუქრისთვის. ეს ხელს შეგვიწყობს მხარდამჭერების მობილიზებაში და დადებითად აისახება ჩვენს საარჩევნო შედეგზე. ცოტა მდორედ წარიმართება ეს არჩევნები მოგეხსენებათ, რაც კარგია, რადგან მშვიდი საარჩევნო გარემოა, ამიტომ მობილიზაცია უფრო რთულია ხოლმე მშვიდ საარჩევნო გარემოში, ამიტომ სააკაშვილის განცხადება იყო ძალიან დროული,"- განაცხადა კობახიძემ.

  • კითხვაზე, თუკი სააკაშვილს ჩამოსვლის შემთხვევაში დააკავებენ, შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები, კობახიძე პასუხობს, რომ "ძალიან ლამაზად".

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" მოიგებს არჩევნებს და "2024 წლამდე მშვიდად განვაგრძობთ ცხოვრებას". მას ასევე ჰკითხეს, იმ შემთხვევაში, თუკი სააკაშვილი ჩამოვა საქართველოში, ხომ არ შეეწირება ვინმეს თანამდებობა მის დაკავებას, რაზეც კობახიძემ კითხვითვე უპასუხა - "როგორ ფიქრობთ, ღარიბაშვილისგან ელოდებით ისეთივე ღალატს, როგორიც გახარიამ ჩაიდინა? ეს არის ღიმილისმომგველი."

"პრემიერი აღარ არის გახარია, მელია არ დააკავა და სააკაშვილს რას დააკავებდა. რომ ყოფილიყო პრემიერი გახარია, სააკაშვილს კიდევ შეიძლება ეს გაებედა, აქედან გამომდინარე სააკაშვილს მიეჩინება ადგილი იქ, სადაც არის მისი ადგილი,"- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს. სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლისკენ უცხოეთში მყოფ სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდებს და აცხადებს, რომ დაპატიმრების არ ეშინია.