პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ის ტელევიზიაში მუშაობს და არ იცის, რომ მისმა მამამ მოკლა მამაჩემი" - გია ჯაჯანიძის ცხოვრების ტრაგედია
"დღეს ის ტელევიზიაში მუშაობს და არ იცის, რომ მისმა მამამ მოკლა მამაჩემი" - გია ჯაჯანიძის ცხოვრების ტრაგედია

ტე­ლე­წამ­ყვან­მა გია ჯა­ჯა­ნი­ძემ, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"- ის გა­და­ცე­მა "ფა­რულ კონ­ვერ­ტში" თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

"ეს არის ჩემი ცხოვ­რე­ბის ტრა­გე­დია, რო­მელ­მაც გა­მა­გე­ბი­ნა, რომ დიდი ძა­ლის პატ­რო­ნი ვარ.

17 წლის ვარ. თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ვა­ბა­რებ და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დე­და­მი­წის ზურ­გზე არა­ვინ მყავს, რომ და­მაკ­ვა­ლი­ა­ნოს - სად არის თე­ატ­რა­ლუ­რი, სად მი­ვი­დე... თბი­ლის­შიც კი არ ვარ ნამ­ყო­ფი. ამ დროს, ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში, ვიდ­რე თე­ატ­რა­ლუ­რის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი და­ი­წყე­ბო­და, თბი­ლი­სი­დან ჩვენ­თან სო­ფელ­ში ჩა­მო­ვი­და ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი კაცი, რო­მე­ლიც თე­ატ­რა­ლუ­რის სფე­რო­დან არის. მა­მამ თქვა, - წა­ვი­დეთ, ამ კაცს ვუ­თხრათ და აუ­ცი­ლებ­ლად მო­გეხ­მა­რე­ბა. ჩემი ნა­თე­სა­ვია, ერთ კლას­ში, ერთ მერ­ხზე ვის­ხე­დით, მერე რომ გა­ი­გებს თბი­ლის­ში ჩახ­ვე­დი, სად გა­გიშ­ვებს, მას­თან გა­ცხოვ­რებს, იმი­ტომ რომ ძმე­ბი­ვით გა­ვი­ზარ­დე­თო.

მი­ვე­დით ამ კაც­თან. მა­მამ და­უ­ძა­ხა, გა­მო­ვი­და და ეზო­ში რომ შე­ვე­დით, არც შეგ­ვი­პა­ტი­ჟა, რაც იმ დროს საკ­ვირ­ვე­ლი იყო. უცებ მამა და­კომ­პლექსდა, ამ კაცს უთხრა, - ბიჭი წა­მო­მე­ზარ­და, თე­ატ­რა­ლურ­ში აბა­რებს, მო­ვე­დით, რომ დაგ­ვაკ­ვა­ლი­ა­ნოო. ეს კაცი პა­სუ­ხობს: - ამას ჭკუა არ აქვს, შენ ამ­ხე­ლა კაცს რამ და­გი­კარ­გა ჭკუა? ამას თე­ატ­რა­ლურ­ში ვინ მი­ი­ღებ­სო...

წა­მო­ვე­დით და მა­მა­ჩე­მის თვა­ლე­ბი აღა­რას­დროს მი­ნა­ხავს. თვა­ლებ­ში ვე­ღარ მი­ყუ­რებ­და, შერ­ცხვა, მო­ე­რი­და, იმე­დი გა­უც­რუვ­და... დღე­ში სამ ჭიქა არაყს სვამ­და. და­დი­ო­და, მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ არ უნ­დო­და ფხი­ზე­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ღვიძ­ლი მო­ე­ხარ­შა და 54 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ერ­თა­დერ­თი ბედ­ნი­ე­რე­ბა ის არის, რომ ჩემს წარ­მა­ტე­ბას მო­ეს­წრო.

გა­დის წლე­ბი და ცხოვ­რე­ბა მცდის... პირ­ველ არხზე ვმუ­შა­ობ, ვარ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი, და­ვამ­თავ­რე თე­ატ­რა­ლუ­რი, თე­ატ­რა­ლურ­ში­ვე ვკი­თხუ­ლობ ლექ­ცი­ებს, დი­სერ­ტა­ცია და­ვი­ცა­ვი, გა­და­სა­რე­ვად ვარ... ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან სტა­ჟი­ო­რი ოპე­რა­ტო­რე­ბი გა­და­ღე­ბა­ზე მიგ­ვყავს, ვა­მოწ­მებთ, - აბა რო­გორ ის­წავ­ლეს. ერთხე­ლაც სტა­ჟი­ო­რე­ბი­დან ერთ-ერთი ბიჭი წა­ვიყ­ვა­ნეთ, რა­ღა­ცე­ბი გა­და­ვი­ღეთ და გზა­ში ვე­კი­თხე­ბი, - რა გვა­რის ხარ - მეთ­ქი. მე­უბ­ნე­ბა გვარს და აღ­მოჩ­ნდა იმ კა­ცის შვი­ლი.

რა არის ადა­მი­ა­ნი... ვიდ­რე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მი­ვე­დი, ვი­ფიქ­რე, რომ სა­ში­ნე­ლე­ბას ვუ­ზამ, ვი­ტყვი რომ ვერ იღებს, ვე­რა­ფერს აკე­თებს... სა­მა­გი­ე­რო უნდა გა­და­ვუ­ხა­დო... მი­ვე­დი და არა... ოპე­რა­ტო­რე­ბის უფ­როსს ვე­უბ­ნე­ბი, რომ ჩემი ნა­თე­სა­ვია, ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია, გა­და­სა­რე­ვად იღებს და მეც მო­ვეხ­მა­რე­ბი - მეთ­ქი...

დღეს ის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობს და არ იცის, რომ მის­მა მა­მამ მოკ­ლა მა­მა­ჩე­მი", - ყვე­ბა გია ჯა­ჯა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
9

გია ჯაჯანიძე ღმერთმა არ იცის რამ მოკლა ცხონებული მამაშენი; ესეთი მძიმე ბრალდება წაუყენო ადამიანს, ეს შენ დიდ თავხედობასა და უმეცრებაზე მეტყველებს ნამდვილად; არასოდეს ვიყავი აღფრთოვანებული შენი ინტელექტით. ერუდიციით, უბრალოდ გაგიმართლა ცხოვრებაში და იქ ხარ სადაც არ უნდა იყო; ამ ინტერვიუმ კი სულ დაგაკნინა და დაგამცირა მკითხველის თვალში და მგონია არ ვცდები....

ლენდი
11

ყველა დროის საუკეთესი წამყვანია გია, გული გვწყდება რო პარლამენტში არ არის. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"დღეს ის ტელევიზიაში მუშაობს და არ იცის, რომ მისმა მამამ მოკლა მამაჩემი" - გია ჯაჯანიძის ცხოვრების ტრაგედია

"დღეს ის ტელევიზიაში მუშაობს და არ იცის, რომ მისმა მამამ მოკლა მამაჩემი" - გია ჯაჯანიძის ცხოვრების ტრაგედია

ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის გადაცემა "ფარულ კონვერტში" თავისი ცხოვრების ტრაგედიის შესახებ ისაუბრა.

"ეს არის ჩემი ცხოვრების ტრაგედია, რომელმაც გამაგებინა, რომ დიდი ძალის პატრონი ვარ.

17 წლის ვარ. თეატრალურ ინსტიტუტში ვაბარებ და ამ მიმართულებით დედამიწის ზურგზე არავინ მყავს, რომ დამაკვალიანოს - სად არის თეატრალური, სად მივიდე... თბილისშიც კი არ ვარ ნამყოფი. ამ დროს, ივნისის დასაწყისში, ვიდრე თეატრალურის მისაღები გამოცდები დაიწყებოდა, თბილისიდან ჩვენთან სოფელში ჩამოვიდა ძალიან ცნობილი კაცი, რომელიც თეატრალურის სფეროდან არის. მამამ თქვა, - წავიდეთ, ამ კაცს ვუთხრათ და აუცილებლად მოგეხმარება. ჩემი ნათესავია, ერთ კლასში, ერთ მერხზე ვისხედით, მერე რომ გაიგებს თბილისში ჩახვედი, სად გაგიშვებს, მასთან გაცხოვრებს, იმიტომ რომ ძმებივით გავიზარდეთო.

მივედით ამ კაცთან. მამამ დაუძახა, გამოვიდა და ეზოში რომ შევედით, არც შეგვიპატიჟა, რაც იმ დროს საკვირველი იყო. უცებ მამა დაკომპლექსდა, ამ კაცს უთხრა, - ბიჭი წამომეზარდა, თეატრალურში აბარებს, მოვედით, რომ დაგვაკვალიანოო. ეს კაცი პასუხობს: - ამას ჭკუა არ აქვს, შენ ამხელა კაცს რამ დაგიკარგა ჭკუა? ამას თეატრალურში ვინ მიიღებსო...

წამოვედით და მამაჩემის თვალები აღარასდროს მინახავს. თვალებში ვეღარ მიყურებდა, შერცხვა, მოერიდა, იმედი გაუცრუვდა... დღეში სამ ჭიქა არაყს სვამდა. დადიოდა, მუშაობდა, მაგრამ არ უნდოდა ფხიზელი ყოფილიყო. ღვიძლი მოეხარშა და 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერთადერთი ბედნიერება ის არის, რომ ჩემს წარმატებას მოესწრო.

გადის წლები და ცხოვრება მცდის... პირველ არხზე ვმუშაობ, ვარ დირექტორთა საბჭოს წევრი, დავამთავრე თეატრალური, თეატრალურშივე ვკითხულობ ლექციებს, დისერტაცია დავიცავი, გადასარევად ვარ... ტელევიზიიდან სტაჟიორი ოპერატორები გადაღებაზე მიგვყავს, ვამოწმებთ, - აბა როგორ ისწავლეს. ერთხელაც სტაჟიორებიდან ერთ-ერთი ბიჭი წავიყვანეთ, რაღაცები გადავიღეთ და გზაში ვეკითხები, - რა გვარის ხარ - მეთქი. მეუბნება გვარს და აღმოჩნდა იმ კაცის შვილი.

რა არის ადამიანი... ვიდრე ტელევიზიაში მივედი, ვიფიქრე, რომ საშინელებას ვუზამ, ვიტყვი რომ ვერ იღებს, ვერაფერს აკეთებს... სამაგიერო უნდა გადავუხადო... მივედი და არა... ოპერატორების უფროსს ვეუბნები, რომ ჩემი ნათესავია, ძალიან კარგი ბიჭია, გადასარევად იღებს და მეც მოვეხმარები - მეთქი...

დღეს ის ტელევიზიაში მუშაობს და არ იცის, რომ მისმა მამამ მოკლა მამაჩემი", - ყვება გია ჯაჯანიძე