პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ იყო ტრანსპორტირება, არ იყო საჭმელი... არაფერს ვიტყვი ხელფასებზე, რაც სასაცილოა" - ქართველი მოდელების უფლებებს აწი პროფკავშირი დაიცავს, რას პასუხობს სოფო ჭყონია ახალ წამოწყებას?
"არ იყო ტრანსპორტირება, არ იყო საჭმელი... არაფერს ვიტყვი ხელფასებზე, რაც სასაცილოა" - ქართველი მოდელების უფლებებს აწი პროფკავშირი დაიცავს, რას პასუხობს სოფო ჭყონია ახალ წამოწყებას?

სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში და­საქ­მე­ბულ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რი იქ­მნე­ბა. ამის შე­სა­ხებ ანონ­სი უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა იდა ბახ­ტუ­რი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, თან აღ­ნიშ­ნა, რომ შეხ­ვედ­რა­ზე მიწ­ვე­უ­ლი იყო ყვე­ლა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო და მათ შო­რის სოფო ჭყო­ნია, რო­გორც "მერ­სე­დეს ფე­შენ ვი­კის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, თუმ­ცა დას­წრე­ბა მხო­ლოდ ერ­თმა გა­და­წყვი­ტა და ის არ ყო­ფი­ლა სოფო ჭყო­ნია...

იდა ბახ­ტუ­რი­ძე:

"პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დეგ და­ხუ­რუ­ლი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა გაგ­რძელ­დე­ბა მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში და­საქ­მე­ბულ­თა შრო­მის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა მო­დის სფე­რო­ში დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და კა­ნონ­შე­უ­სა­ბა­მო შრო­მი­თი პრაქ­ტი­კე­ბი, არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­დაჭ­რის გზე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის როლი მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში და­საქ­მე­ბულ­თა უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად.

აქვე გე­ტყვით, რომ ამ შეხ­ვედ­რა­ზე მოწ­ვე­უ­ლი იყო სოფო ჭყო­ნია ანუ Mercedes-Benz Fashion Week TBILISI და ყვე­ლა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო. მხო­ლოდ ერთი იქ­ნე­ბა შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მე­ლიც ისა­უბ­რებს ამ სფე­რო­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე და სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის როლ­ზე", - წერს და ბახ­ტუ­რი­ძე.

უდ­ლე­ბა­დამ­ცველს მალე სოფო ჭყო­ნი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უპა­სუ­ხა:

"ქალ­ბა­ტო­ნო იდა ბახ­ტუ­რი­ძე, მე თქვენ წე­რი­ლო­ბით უკვე რამ­დენ­ჯერ­მე შე­გა­ტყო­ბი­ნეთ რომ შეხ­ვედ­რას ვერ და­ვეს­წრე­ბი და მი­ზე­ზე­ბიც მო­გახ­სე­ნეთ. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის ფარ­გლებ­ში დამ­საქ­მებ­ლებ­თან ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა წესი და მუ­შა­ო­ბის სქე­მა, რა­საც ჩვენ გა­ვეც­ნო­ბით, ვი­ნა­ი­დან არ ვართ პირ­და­პი­რი დამ­საქ­მე­ბე­ლი. ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვით­ვლის­წი­ნებთ ამ წე­სებს, რო­გორც არა­ერ­თხელ გა­ვაჟ­ღე­რე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ისევ ჩა­ვა­ტა­რებთ მო­დის კვი­რე­ულს.

ჩვე­ნი წვლი­ლი ქარ­თუ­ლი მო­დის ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ნათ­ლად ჩანს", - წერს ჭყო­ნია.

სტა­ტუ­სის კო­მენ­ტა­რებ­ში იდა ბახ­ტუ­რი­ძე­სა და სოფო ჭყო­ნი­ას შო­რის დი­ა­ლო­გი გა­ი­მარ­თა, სა­დაც ჭყო­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ მას მო­დის სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბი არ აღელ­ვებ­და, რად­გან მას არ ეხე­ბო­და.

იდა ბახ­ტუ­რი­ძე: ქალ­ბა­ტო­ნო სოფო, მეც ეს დავ­წე­რე, რომ შეხ­ვედ­რა­ზე არ იქ­ნე­ბით. მეს­მის, რომ დამ­საქ­მე­ბე­ლი თქვენ შე­იძ­ლე­ბა არ ხართ, მაგ­რამ ამ სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პრობ­ლე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ ვიკ­რი­ბე­ბით. ამი­ტომ, კარ­გი იქ­ნე­ბო­და თქვე­ნი ან თქვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იმ მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც ამ სფე­რო­ში გაქვთ, პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე ერ­თად გვმეს­ჯე­ლა.

სოფო ჭყო­ნია: თქვენ იმ­სჯე­ლეთ და რო­დე­საც ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვა­კე­თებთ კი­დევ პრო­ექტს, ჩვენ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ.

იდა ბახ­ტუ­რი­ძე: ჩვენ ვა­პი­რებთ შეხ­ვედ­რას, მაგ­რამ თქვენ­გან ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მარ­თა­ლი გი­თხრათ მიკ­ვირს. მა­შინ როცა ამ­ბობთ, რომ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი თქვენც გა­ღელ­ვებთ.

სოფო ჭყო­ნია: არ მა­ღელ­ვებს რად­გან არ მე­ხე­ბა. წე­რილ­შიც მოგ­წე­რეთ. დამ­საქ­მებ­ლე­ბის და მათი და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვია. მე არც ერთი ვარ და არც მე­ო­რე. წარ­მა­ტე­ბე­ბი თქვენს წა­მო­წყე­ბა­ში

ყვე­ლა­ფე­რი კი 2021 წლის მა­ის­ში და­ი­წყო, რო­დე­საც Mercedes-Benz-ის მო­დის კვი­რე­უ­ლი, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რიც სოფო ჭყო­ნია გახ­ლავთ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. მა­შინ მო­დე­ლებ­მა სა­კუ­თარ უფ­ლე­ბებ­ზე ღიად და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი. მო­დე­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ღიად წერ­დნენ, კვე­ბის, ტრან­სპორ­ტის და ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის არ­ქო­ნის შე­სა­ხებ. მა­რი­შა ურუ­შა­ძე იყო პირ­ვე­ლი მო­დე­ლი, რო­მელ­მაც ინ­სტაგ­რამ სთო­რი­ში მო­დის კვი­რე­უ­ლის მი­სა­მარ­თით კრი­ტი­კა არ და­ი­შუ­რა:

"გახ­სოვ­დეთ, რომ გო­გო­ე­ბის ნა­ხე­ვარს პე­რი­ო­დი ჰქონ­და და ზო­გი­ერთ მათ­განს კი­ბე­ზე მო­უ­წია ტამ­პო­ნე­ბის გა­მოც­ვლა. არ იყო ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, არ იყო საჭ­მე­ლი, და­ბო­ლოს, რა­ღაც­ნა­ი­რად აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს არა­ვის ბრა­ლი იყო. არც კი და­ვი­წყებ სა­უ­ბარს ხელ­ფა­სებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­სა­ცი­ლოა იმას­თან შე­და­რე­ბით, რისი გა­კე­თე­ბაც გვი­წევს”, - ამ­ბობ­და მო­დე­ლი.

"ამ ბიზ­ნეს­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა უნდა დას­რულ­დეს! მო­დე­ლებს ისე ექ­ცე­ვი­ან, რო­გორც მო­ნებს. მათ ძა­ლი­ან რთულ პი­რო­ბებ­ში ადეკ­ვა­ტუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე უწევთ მუ­შა­ო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხალ­ხმა უნდა გა­ი­გოს, რომ მო­დე­ლო­ბა არ არის, უბ­რა­ლოდ, ჰობი, ან გარ­თო­ბა, ეს პრო­ფე­სი­აა, რო­მე­ლიც შრო­მას მო­ი­თხოვს!“ - წერ­და "ინ­სტაგ­რამ­ზე" თაკო ნაც­ვლიშ­ვი­ლი.

მო­დე­ლე­ბის პრე­ტენ­ზი­ებს მოგ­ვი­ა­ნე­ბით Mercedes-Benz-ის მო­დის კვი­რე­უ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა სოფო ჭყო­ნი­ამ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში უპა­სუ­ხა და აღ­ნიშ­ნა, რომ მათ არ ეხე­ბო­დათ, კვე­ბა და ანა­ზღა­უ­რე­ბა და ის დი­ზა­ი­ნე­რე­ბი აგებ­დნენ პა­სუხს, რომ­ლე­ბიც მო­დე­ლებს თა­ვი­სი ჩვე­ნე­ბე­ბის­თვის ქი­რა­ობ­დნენ. რაც შე­ე­ხე­ბა სველ წერ­ტი­ლებს, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ჭყო­ნი­ას­თვის უხერ­ხუ­ლიც კი აღ­მოჩ­ნდა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tea
0

"არ იყო ტრანსპორტირება, არ იყო საჭმელი... არაფერს ვიტყვი ხელფასებზე, რაც სასაცილოა" - ქართველი მოდელების უფლებებს აწი პროფკავშირი დაიცავს, რას პასუხობს სოფო ჭყონია ახალ წამოწყებას? Aq naxsenebi AWI visia statiiis avroris? Awi ara AQANE.

Luca
0

რამე გიკვირთ ჭყონიასგან ვისი გოგოა ხომ არ დაგავიწყდათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"არ იყო ტრანსპორტირება, არ იყო საჭმელი... არაფერს ვიტყვი ხელფასებზე, რაც სასაცილოა" - ქართველი მოდელების უფლებებს აწი პროფკავშირი დაიცავს, რას პასუხობს სოფო ჭყონია ახალ წამოწყებას?

"არ იყო ტრანსპორტირება, არ იყო საჭმელი... არაფერს ვიტყვი ხელფასებზე, რაც სასაცილოა" - ქართველი მოდელების უფლებებს აწი პროფკავშირი დაიცავს, რას პასუხობს სოფო ჭყონია ახალ წამოწყებას?

საქართველოში მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი იქმნება. ამის შესახებ ანონსი უფლებადამცველმა იდა ბახტურიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, თან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მიწვეული იყო ყველა სამოდელო სააგენტო და მათ შორის სოფო ჭყონია, როგორც "მერსედეს ფეშენ ვიკის“ წარმომადგენელი, თუმცა დასწრება მხოლოდ ერთმა გადაწყვიტა და ის არ ყოფილა სოფო ჭყონია...

იდა ბახტურიძე:

"პრესკონფერენციის შემდეგ დახურული სამუშაო შეხვედრა გაგრძელდება მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა შრომის უფლებების შესახებ, სადაც განხილული იქნება მოდის სფეროში დისკრიმინაციული და კანონშეუსაბამო შრომითი პრაქტიკები, არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები და შესაბამისი უწყებების როლი მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა უფლებების დასაცავად.

აქვე გეტყვით, რომ ამ შეხვედრაზე მოწვეული იყო სოფო ჭყონია ანუ Mercedes-Benz Fashion Week TBILISI და ყველა სამოდელო სააგენტო. მხოლოდ ერთი იქნება შეხვედრაზე, რომელიც ისაუბრებს ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე და სამოდელო სააგენტოების როლზე", - წერს და ბახტურიძე.

უდლებადამცველს მალე სოფო ჭყონიამ სოციალურ ქსელში უპასუხა:

"ქალბატონო იდა ბახტურიძე, მე თქვენ წერილობით უკვე რამდენჯერმე შეგატყობინეთ რომ შეხვედრას ვერ დავესწრები და მიზეზებიც მოგახსენეთ. კარგი იქნება თუ პირველი შეხვედრის ფარგლებში დამსაქმებლებთან ჩამოყალიბდება წესი და მუშაობის სქემა, რასაც ჩვენ გავეცნობით, ვინაიდან არ ვართ პირდაპირი დამსაქმებელი. ჩვენ მაქსიმალურად გავითვლისწინებთ ამ წესებს, როგორც არაერთხელ გავაჟღერე, როდესაც საქართველოში ისევ ჩავატარებთ მოდის კვირეულს.

ჩვენი წვლილი ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარებაში ნათლად ჩანს", - წერს ჭყონია.

სტატუსის კომენტარებში იდა ბახტურიძესა და სოფო ჭყონიას შორის დიალოგი გაიმართა, სადაც ჭყონიამ აღნიშნა, რომ მას მოდის სფეროში დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებები არ აღელვებდა, რადგან მას არ ეხებოდა.

იდა ბახტურიძე: ქალბატონო სოფო, მეც ეს დავწერე, რომ შეხვედრაზე არ იქნებით. მესმის, რომ დამსაქმებელი თქვენ შეიძლება არ ხართ, მაგრამ ამ სფეროს წარმომადგენელთა პრობლემებზე სასაუბროდ ვიკრიბებით. ამიტომ, კარგი იქნებოდა თქვენი ან თქვენი წარმომადგენლების მონაწილეობა იმ მრავალწლიანი გამოცდილებებიდან გამომდინარე, რაც ამ სფეროში გაქვთ, პრობლემების მოგვარებაზე ერთად გვმესჯელა.

სოფო ჭყონია: თქვენ იმსჯელეთ და როდესაც ჩვენ საქართველოში გავაკეთებთ კიდევ პროექტს, ჩვენ გავითვალისწინებთ.

იდა ბახტურიძე: ჩვენ ვაპირებთ შეხვედრას, მაგრამ თქვენგან ეს დამოკიდებულება მართალი გითხრათ მიკვირს. მაშინ როცა ამბობთ, რომ არსებული პრობლემები თქვენც გაღელვებთ.

სოფო ჭყონია: არ მაღელვებს რადგან არ მეხება. წერილშიც მოგწერეთ. დამსაქმებლების და მათი დასაქმებულების გასარკვევია. მე არც ერთი ვარ და არც მეორე. წარმატებები თქვენს წამოწყებაში

ყველაფერი კი 2021 წლის მაისში დაიწყო, როდესაც Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული, რომლის ორგანიზატორიც სოფო ჭყონია გახლავთ სკანდალში გაეხვა. მაშინ მოდელებმა საკუთარ უფლებებზე ღიად დაიწყეს საუბარი. მოდელები სოციალურ ქსელში ღიად წერდნენ, კვების, ტრანსპორტის და ელემენტარული საჭიროებების არქონის შესახებ. მარიშა ურუშაძე იყო პირველი მოდელი, რომელმაც ინსტაგრამ სთორიში მოდის კვირეულის მისამართით კრიტიკა არ დაიშურა:

"გახსოვდეთ, რომ გოგოების ნახევარს პერიოდი ჰქონდა და ზოგიერთ მათგანს კიბეზე მოუწია ტამპონების გამოცვლა. არ იყო ტრანსპორტირება, არ იყო საჭმელი, დაბოლოს, რაღაცნაირად აღმოჩნდა, რომ ეს არავის ბრალი იყო. არც კი დავიწყებ საუბარს ხელფასებზე, რომლებიც სასაცილოა იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც გვიწევს”, - ამბობდა მოდელი.

"ამ ბიზნესში ადამიანის უფლებების დარღვევა უნდა დასრულდეს! მოდელებს ისე ექცევიან, როგორც მონებს. მათ ძალიან რთულ პირობებში ადეკვატური ანაზღაურების გარეშე უწევთ მუშაობა. საქართველოში ხალხმა უნდა გაიგოს, რომ მოდელობა არ არის, უბრალოდ, ჰობი, ან გართობა, ეს პროფესიაა, რომელიც შრომას მოითხოვს!“ - წერდა "ინსტაგრამზე" თაკო ნაცვლიშვილი.

მოდელების პრეტენზიებს მოგვიანებით Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის ორგანიზატორმა სოფო ჭყონიამ სატელევიზიო სივრცეში უპასუხა და აღნიშნა, რომ მათ არ ეხებოდათ, კვება და ანაზღაურება და ის დიზაინერები აგებდნენ პასუხს, რომლებიც მოდელებს თავისი ჩვენებებისთვის ქირაობდნენ. რაც შეეხება სველ წერტილებს, ამაზე საუბარი ჭყონიასთვის უხერხულიც კი აღმოჩნდა.