მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შთამბეჭდავი უძრავი ქონება და წილები არაერთ კომპანიაში - რა ქონებას ფლობენ თაკო ჩარკვიანი და მისი ოჯახის წევრები დეკლარაციის მიხედვით?
შთამბეჭდავი უძრავი ქონება და წილები არაერთ კომპანიაში - რა ქონებას ფლობენ თაკო ჩარკვიანი და მისი ოჯახის წევრები დეკლარაციის მიხედვით?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თაკო ჩარ­კვი­ა­ნი 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებ­და და კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ბობ­და, რომ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ "არა­ლე­გი­ტი­მურ პარ­ლა­მენ­ტში" არ შე­ვი­დო­და, დღეს ის საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი დე­პუ­ტა­ტია, რო­მელ­მაც ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­აც შე­ავ­სო.

ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ თა­მარ (თაკო) ჩარ­კვი­ა­ნის მე­უღ­ლე ჯონ­დო (ჯონი) გი­გა­ნი ბიზ­ნეს­მე­ნია. მათ ერთი შვი­ლი ჰყავთ - პი­ა­ნის­ტი ირმა გი­გა­ნი.

გა­დავ­ხე­დოთ დე­პუ­ტა­ტის ქო­ნე­ბას:

რო­გორც მის მიერ, მიმ­დი­ნა­რე წლის 30 ივ­ნისს შევ­სე­ბულ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვნა­ხუ­ლობთ, თაკო ჩარ­კვი­ა­ნის მფლო­ბე­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბაა.

ის თბი­ლის­ში, აბას­თუმ­ნის N1-ში 2003 წელს “ნა­ტუ­რით გა­და­ცე­მულ“ კო­მერ­ცი­ულ ფართს ფლობს;

არის 2019 წელს შე­ძე­ნი­ლი და 90 000 დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი, 1095 კვ.მ ბი­ნის თა­ნამ­ფლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში, ზაურ ბოლ­ქვა­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს.

ფლობს ქ. თბი­ლის­ში, პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე 102 500 დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბულ 251. 04 კვ.მ. ფარ­თო­ბის ბი­ნას.

2019 წელს ჩარ­კვი­ა­ნის­თვის უჩუ­ქე­ბი­ათ მი­წის ნაკ­ვე­თი სა­გუ­რა­მო­ში.

ასე­ვე მის სა­კუთ­რე­ბა­შია პე­კი­ნის N2 -ში მდე­ბა­რე 21 კვ.მ ავ­ტო­ფა­რე­ხი და ამა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე 142. 47 კვ.მ ბინა, შე­ფა­სე­ბუ­ლი 120 000 დო­ლა­რად.

ჩარ­კვი­ანს 2009 წელს, შე­უ­ძე­ნია 634 600 დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო გზა - ახ­მე­ტე­ლი­სა და ლუბ­ლი­ა­ნას ქუ­ჩებს შო­რის (6346 კვ.მ).

ამა­ვე წელს მას ნა­ყი­დი აქვს, ამა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე 2 000 კვ.მ ფარ­თო­ბის კი­დევ ერთი მი­წის ნაკ­ვე­თი, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 200 000 აშშ დო­ლა­რია.

2018 წელს ჩარ­კვი­ანს უყი­დია ასე­ვე პე­კი­ნის N2 -ში მდე­ბა­რე 25,5 კვ,მ ავ­ტო­ფა­რე­ხი.

თა­მარ ჩარ­კვი­ა­ნი შე­ზღუ­დუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, შპს “ქარ­თუ­ლი სი­ტყვის“ 100%-იანი და უვა­დო მე­წი­ლეა.

მას 2020 წლის 1 -ლი იან­ვრი­დან იმა­ვე წლის 29 თე­ბერ­ვლამ­დე შპს მორ­კი­ნა­ლი 2014-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა და ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით 5880 ლარი აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

ის ასე­ვე, 2020 წლის 1 -ლი იან­ვრი­დან 2020 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს “სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია - ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბის კო­ლექ­ტი­ურ სა­ფუძ­ველ­ზე მმარ­თველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში“ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის მიმ­ღე­ბად მუ­შა­ობ­და, რა­შიც მი­ღე­ბუ­ლი აქვს 3383,9 ლარი.

ასე­ვე 2020 წლის 1-ლი იან­ვრი­დან 2020 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე შპს ჯი ემ აი-ს გა­უ­წია მომ­სა­ხუ­რე­ბა, რა­შიც 2416 ლარი გა­და­უ­ხა­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა მისი მე­უღ­ლის ქო­ნე­ბას, ჯონი გი­გა­ნი ფლობს კო­მერ­ცი­ულ ფართს - 63,11 კვ.მ თბი­ლის­ში, აბას­თუ­მა­ნის N1-ში.

2014 წელს შე­ი­ძი­ნა Mercedes – benz GL.

2012 წლი­დან არის შე­ზღუ­დუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა შპს ინ­ტეგ­რალ პეტ­რო­ლი­უ­მი სა­ქარ­თვე­ლოს 100%-იანი და უვა­დო მე­წი­ლე.

2014 წლი­დან შპს " -მორ­კი­ნა­ლი 2014 სა­ქარ­თვე­ლოს" 100 %-იანი მე­წი­ლე.

2011 წლი­დან შპს თბი­ლი­სის “პირ­ვე­ლი კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს“ 90%-იანი მე­წი­ლეა. და­ნარ­ჩენ 10% -ს და­ვით გი­გა­ნი ფლობს.

2012 წლი­დან შპს “მორ­კი­ნა­ლი 2002“ -ის 70%-იანი მე­წი­ლეა.

2012 წლი­დან ასე­ვეა შპს ბრა­ზი­ლი­ურ-ქარ­თუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფეხ­ბურ­თო სა­ა­გენ­ტოს 50%-იანი მე­წი­ლე.

2013 წლი­დან შპს “J & D სა­ქარ­თვე­ლოს“ 50%-იანი მე­წი­ლე.

2003 წლი­დან შპს 'ბიზ­ნეს­ცენ­ტრი სა­ქარ­თვე­ლო 1" -ს 51%-იანი მე­წი­ლე.

2007 წლი­დან არის შპს “მშე­ნინ­ვეს­ტი 2007“ -ის 40 %-იანი მე­წი­ლე.

2005 წელს შპს “7 არხი სა­ქარ­თვე­ლოს“ 51 %-იანი, უვა­დო მე­წი­ლე გახ­და.

1997 წლი­დან არის შპს “მორ­კი­ნა­ლი 2“ -ის 35 %-იანი უვა­დო მე­წი­ლე.

2010 წელს შპს “მორ­კი­ნა­ლი 2010“ -ის 100%-იანი უვა­დო მე­წი­ლეა.

2014 წელს და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია შე­ზღუ­დუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის უვა­დო მე­წი­ლედ, იგი 50%-ს ფლობს.

2014 წელს და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი აქვს შპს ჯნ ჯგუ­ფი სა­ქარ­თვე­ლო.

2017 წლი­დან შპს “რეკე სა­ქარ­თვე­ლოს“ 55%-იანი უვა­დო მე­წი­ლეა.

2017 წლის 24 მარ­ტი­დან გახ­და შპს “ლახი სა­ქარ­თვე­ლო“-ს 51%-იანი უვა­დო მე­წი­ლე.

2018 წლის 30 იან­ვარს სა­ჯა­რო რე­ესტრში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მე­წარ­მედ.

თაკო ჩარ­კვი­ა­ნის ქა­ლიშ­ვილს ირმა გი­განს 2013 წელს ჩუ­ქე­ბის წე­სით მი­ღე­ბუ­ლი აქვს თბი­ლის­ში, პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე 140,7 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა.

2020 წლის 16 აგ­ვის­ტოს, უცხო ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კონ­ცერ­ტე­ბი­დან შე­მო­სავ­ლის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი აქვს 800 ევრო. 2020 წლის 18 ნო­ემ­ბერს კი უცხო ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კო­რე­პე­ტი­ტო­რო­ბით გა­მო­ი­მუ­შა­ვა 500 ევრო.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ არც თაკო ჩარ­კვი­ანს და არც მის მე­უღ­ლეს დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, მისი შევ­სე­ბის მო­მენ­ტში, სა­ქარ­თვე­ლოს ან სხვა ქვეყ­ნის სა­ბან­კო ან/და სხვა საკ­რე­დი­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ­სე­ბულ ან­გა­რი­შებ­ზე თან­ხა არ აღე­ნიშ­ნე­ბათ.

შე­გახ­სე­ნებთ, თაკო ჩარ­კვი­ან­მა 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლის“ ბლო­კით მო­ი­პო­ვა.

მო­ამ­ზა­და თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 114 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლეილა როდინაძე
0

ღმერთმა შეარგოთ, თავიანთი ქონება, მაგრამ საინტერესოა, ვის დაეხმარნენ, ან საერთოდ დაეხმარნენ კი?

ბრავო!
1

ამდენი ქონების პატრონის მამა (ჯანსუღი) ვისგან იღებდა ყოველთვიურ "პენსიას" სიცოცხლის ბოლომდე?

ან ძმას (მამუკა ჩარკვიანს) ვინ გადაუხადა ოპერაციებისა და მკურნალობის ხარჯები?...

ავტორი:

შთამბეჭდავი უძრავი ქონება და წილები არაერთ კომპანიაში - რა ქონებას ფლობენ თაკო ჩარკვიანი და მისი ოჯახის წევრები დეკლარაციის მიხედვით?

შთამბეჭდავი უძრავი ქონება და წილები არაერთ კომპანიაში - რა ქონებას ფლობენ თაკო ჩარკვიანი და მისი ოჯახის წევრები დეკლარაციის მიხედვით?

მიუხედავად იმისა, რომ თაკო ჩარკვიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მწვავედ აკრიტიკებდა და კარგა ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად მიღებულ "არალეგიტიმურ პარლამენტში" არ შევიდოდა, დღეს ის საკმაოდ აქტიური დეპუტატია, რომელმაც ქონებრივი დეკლარაციაც შეავსო.

ყველასთვის ცნობილია, რომ თამარ (თაკო) ჩარკვიანის მეუღლე ჯონდო (ჯონი) გიგანი ბიზნესმენია. მათ ერთი შვილი ჰყავთ - პიანისტი ირმა გიგანი.

გადავხედოთ დეპუტატის ქონებას:

როგორც მის მიერ, მიმდინარე წლის 30 ივნისს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ვნახულობთ, თაკო ჩარკვიანის მფლობელობაში საკმაოდ შთამბეჭდავი უძრავი ქონებაა.

ის თბილისში, აბასთუმნის N1-ში 2003 წელს “ნატურით გადაცემულ“ კომერციულ ფართს ფლობს;

არის 2019 წელს შეძენილი და 90 000 დოლარად შეფასებული, 1095 კვ.მ ბინის თანამფლობელი, რომელიც თბილისში, ზაურ ბოლქვაძის ქუჩაზე მდებარეობს.

ფლობს ქ. თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე 102 500 დოლარად შეფასებულ 251. 04 კვ.მ. ფართობის ბინას.

2019 წელს ჩარკვიანისთვის უჩუქებიათ მიწის ნაკვეთი საგურამოში.

ასევე მის საკუთრებაშია პეკინის N2 -ში მდებარე 21 კვ.მ ავტოფარეხი და ამავე მისამართზე მდებარე 142. 47 კვ.მ ბინა, შეფასებული 120 000 დოლარად.

ჩარკვიანს 2009 წელს, შეუძენია 634 600 დოლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი თბილისში, საქართველოს სამხედრო გზა - ახმეტელისა და ლუბლიანას ქუჩებს შორის (6346 კვ.მ).

ამავე წელს მას ნაყიდი აქვს, ამავე მისამართზე მდებარე 2 000 კვ.მ ფართობის კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულება 200 000 აშშ დოლარია.

2018 წელს ჩარკვიანს უყიდია ასევე პეკინის N2 -ში მდებარე 25,5 კვ,მ ავტოფარეხი.

თამარ ჩარკვიანი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შპს “ქართული სიტყვის“ 100%-იანი და უვადო მეწილეა.

მას 2020 წლის 1 -ლი იანვრიდან იმავე წლის 29 თებერვლამდე შპს მორკინალი 2014-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსის თანამდებობა ეკავა და ანაზღაურების სახით 5880 ლარი აქვს მიღებული.

ის ასევე, 2020 წლის 1 -ლი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე, საქართველოს “საავტორო უფლებათა ასოციაცია - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციაში“ საავტორო უფლებების მიმღებად მუშაობდა, რაშიც მიღებული აქვს 3383,9 ლარი.

ასევე 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე შპს ჯი ემ აი-ს გაუწია მომსახურება, რაშიც 2416 ლარი გადაუხადეს.

რაც შეეხება მისი მეუღლის ქონებას, ჯონი გიგანი ფლობს კომერციულ ფართს - 63,11 კვ.მ თბილისში, აბასთუმანის N1-ში.

2014 წელს შეიძინა Mercedes – benz GL.

2012 წლიდან არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ინტეგრალ პეტროლიუმი საქართველოს 100%-იანი და უვადო მეწილე.

2014 წლიდან შპს " -მორკინალი 2014 საქართველოს" 100 %-იანი მეწილე.

2011 წლიდან შპს თბილისის “პირველი კლინიკური საავადმყოფოს“ 90%-იანი მეწილეა. დანარჩენ 10% -ს დავით გიგანი ფლობს.

2012 წლიდან შპს “მორკინალი 2002“ -ის 70%-იანი მეწილეა.

2012 წლიდან ასევეა შპს ბრაზილიურ-ქართული საერთაშორისო საფეხბურთო სააგენტოს 50%-იანი მეწილე.

2013 წლიდან შპს “J & D საქართველოს“ 50%-იანი მეწილე.

2003 წლიდან შპს 'ბიზნესცენტრი საქართველო 1" -ს 51%-იანი მეწილე.

2007 წლიდან არის შპს “მშენინვესტი 2007“ -ის 40 %-იანი მეწილე.

2005 წელს შპს “7 არხი საქართველოს“ 51 %-იანი, უვადო მეწილე გახდა.

1997 წლიდან არის შპს “მორკინალი 2“ -ის 35 %-იანი უვადო მეწილე.

2010 წელს შპს “მორკინალი 2010“ -ის 100%-იანი უვადო მეწილეა.

2014 წელს დარეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის უვადო მეწილედ, იგი 50%-ს ფლობს.

2014 წელს დარეგისტრირებული აქვს შპს ჯნ ჯგუფი საქართველო.

2017 წლიდან შპს “რეკე საქართველოს“ 55%-იანი უვადო მეწილეა.

2017 წლის 24 მარტიდან გახდა შპს “ლახი საქართველო“-ს 51%-იანი უვადო მეწილე.

2018 წლის 30 იანვარს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ.

თაკო ჩარკვიანის ქალიშვილს ირმა გიგანს 2013 წელს ჩუქების წესით მიღებული აქვს თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე 140,7 კვ.მ ფართობის ბინა.

2020 წლის 16 აგვისტოს, უცხო ქვეყანაში ჩატარებული ინდივიდუალური კონცერტებიდან შემოსავლის სახით მიღებული აქვს 800 ევრო. 2020 წლის 18 ნოემბერს კი უცხო ქვეყანაში ჩატარებული კორეპეტიტორობით გამოიმუშავა 500 ევრო.

საინტერესოა, რომ არც თაკო ჩარკვიანს და არც მის მეუღლეს დეკლარაციის თანახმად, მისი შევსების მომენტში, საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზე თანხა არ აღენიშნებათ.

შეგახსენებთ, თაკო ჩარკვიანმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დეპუტატის მანდატი „სტრატეგია აღმაშენებელის“ ბლოკით მოიპოვა.

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა