მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გახდა უნგრელი ელექტროინჟინერი პოპულარული მიმების გმირი და ვინ არის კაცი, რომლის ცხოვრებაც "ყალბმა ღიმილმა" ერთ დღეში შეცვალა
როგორ გახდა უნგრელი ელექტროინჟინერი პოპულარული მიმების გმირი და ვინ არის კაცი, რომლის ცხოვრებაც "ყალბმა ღიმილმა" ერთ დღეში შეცვალა

ფო­ტოს­თვის, რო­მელ­საც სტა­ტი­ის და­სა­წყის­ში ხე­დავთ, დარმ­წუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ერთხელ მა­ინც მო­გიკ­რავთ თვა­ლი. ის მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბი­თაა პო­პუ­ლა­რუ­ლი და მისი შთა­გო­ნე­ბით არა­ერ­თი სა­ხა­ლი­სო მიმი შექ­მნი­ლა.

თუმ­ცა ბევ­რმა არ იცის, ვინ არის მას­ზე რე­ა­ლუ­რად აღ­ბეჭ­დი­ლი და რო­გორ იქცა უნ­გრე­ლი ელექტრო­ინ­ჟინ­რის სუ­რა­თი ინ­ტერ­ნეტ მომ­ხმა­რე­ბელ­თა საყ­ვა­რელ მი­მად.

  • "ტკი­ვი­ლი და­მა­ლე...“

სუ­რათ­ზე უნ­გრე­ლი ელექტრო ინ­ჟი­ნე­რი, ან­დრას არა­ტოა აღ­ბეჭ­დი­ლი, რო­მე­ლიც ახლა 76 წლი­საა. სწო­რედ ამ ფო­ტოს წყა­ლო­ბით ის მო­დე­ლი და სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის სახე გახ­და. ფო­ტომ და მას­ზე აღ­ბეჭ­დილ­მა არა­ტოს ყალბ­მა ღი­მილ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა ჯერ კი­დევ 2011 წელს მო­ი­პო­ვა და დღემ­დე არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას.

  • “წლე­ბის წინ მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღო­ვა­ჩი­ნე, რომ ჩემი ფოტო მიმი გახ­და. ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ფიქ­რობ­დნენ, რომ ჩემი მზე­რა ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი იყო და ისი­ნი მო­მი­წო­დებ­ნენ - "ტკი­ვი­ლი და­მა­ლე, ჰა­როლდ“, - ამ­ბობს ან­დრას არა­ტო "გარ­დი­ან­თან“ სა­უბ­რი­სას.

მი­სი­ვე თქმით, თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფოტო 2010 წელ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ყუ­რა­დღე­ბა 2011 წელს მი­ი­პყრო.

"ეს ფოტო 2010 წელ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი მა­შინ, რო­დე­საც ჯერ კი­დევ ელექტრო ინ­ჟინ­რად ვმუ­შა­ობ­დი, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში კი ერთი წლის შემ­დეგ გავ­რცელ­და. სუ­რა­თის ის­ტო­რია ასე­თია - მას შემ­დეგ, რაც პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა "ფე­ის­ბუქ­ში“ ჩემი ფო­ტო­ე­ბი ნახა, და­მი­კავ­შირ­და. მი­თხრა, რომ ჩემი გა­რეგ­ნო­ბის ადა­მი­ანს ეძებ­და და სურ­და Stock-სთვის ფო­ტო­ე­ბი გა­და­ე­ღო. მე ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი იმით, რომ ვი­ღა­ცამ ჩემ­თვის სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა მო­ინ­დო­მა.

ფო­ტო­სე­სი­ა­ზე ბუ­და­პეშ­ტში, ჩემს სახ­ლთან ახ­ლოს მი­ვე­დი და ფო­ტო­ე­ბი რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას გა­და­ვი­ღეთ. მან თა­ვი­სი ფო­ტო­კო­ლექ­ცი­ის­თვის ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ასო­ბით სუ­რა­თი გა­და­მი­ღო. ვფიქ­რობ­დი, რომ მათ ბიზ­ნე­სის­თვის, ვებგ­ვერ­დე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ, მაგ­რამ მი­მე­ბი თუ გახ­დე­ბო­და, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი.

ადა­მი­ა­ნე­ბი ჩემს ფო­ტო­ებ­ზე აკე­თებ­დნენ წარ­წე­რებს - წერ­დნენ, რომ ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ მა­შინ, როცა ცოლ­მა მი­ა­ტო­ვათ, ზოგი წერ­და, რომ ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ მა­შინ, როცა მათი სა­ბან­კო ან­გა­რი­ში და­ცა­რი­ელ­და.

მას შემ­დეგ, რაც მი­მე­ბი მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ჩე­მით და­ინ­ტე­რეს­დნენ და ინ­ტერ­ვი­უ­ებს მთხოვ­დნენ.

ჩემს ცოლს ეს ყვე­ლა­ფე­რი სძულ­და, ის ფიქ­რობ­და, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ერე­ო­დო­ნენ და არ მოს­წონ­და, რომ ჩემ­მა ფო­ტო­ებ­მა მთე­ლი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე მო­იც­ვა.

ხალ­ხს ეგო­ნა, რომ მე ნამ­დვი­ლი ადა­მი­ა­ნი არ ვი­ყა­ვი და რომ ეს ფო­ტო­ე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რად, ფო­ტო­შო­პით იყო შექ­მნი­ლი. ვი­ღა­ცე­ბი მწერ­დნენ და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ შევ­ხვედ­რო­დი და და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ ნამ­დვი­ლი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი.

ვი­ცო­დი, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ხალ­ხი შე­მე­ჩე­რე­ბი­ნა და მი­მე­ბი აღარ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ მა­ინც, ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებ­და, რომ "ფე­ის­ბუქ­ზე“ გვერ­დე­ბი, ასო­ბით ათა­სი გა­მომ­წე­რით, ჩემს ფო­ტოს სხვა­დას­ხვა სა­ხა­ლი­სო წარ­წე­რით აქ­ვეყ­ნებ­დნენ.

მივ­ხვდი, სუ­ლე­ლი ვიქ­ნე­ბო­დი, რომ ეს პო­პუ­ლა­რო­ბა არ გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, ამი­ტო­მაც, 2017 წელს შევ­ქმე­ნი სა­კუ­თა­რი გვერ­დი "ფე­ის­ბუქ­ზე“, სა­დაც და­ვი­წყე სხვა­დას­ხვა მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ ამ­ბე­ბი­სა და ვი­დე­ო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა“, - ამ­ბობს ან­დრას არა­ტო.

  • "მას შემ­დეგ, რაც რეკ­ლა­მებ­ში მი­ღე­ბენ და ფულს მიხ­დი­ან, ჩემს ცოლს სა­ხა­ლი­სო მი­მე­ბი აღარ აღი­ზი­ა­ნებს“

ან­დრას არა­ტო სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის სა­რეკ­ლა­მო სახე გახ­და და მისი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და, უფი­ნან­სებ­დნენ მოგ­ზა­უ­რო­ბას სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, უძღვნიდ­ნენ სიმ­ღე­რებს და უნ­გრუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის დიდ ნა­წილს სურ­და, რომ არა­ტო მათი სახე გამ­ხდა­რი­ყო.

"მალე სხვა­დას­ხვა რეკ­ლა­მა­ში შე­მომ­თა­ვა­ზეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. რო­დე­საც რეკ­ლა­მე­ბი­დან თან­ხას ვი­ღებ­დი, ჩემი ცო­ლის გან­წყო­ბა ჩემი მი­მე­ბი­სად­მი სრუ­ლად შე­იც­ვა­ლა.

ჩემი ცხოვ­რე­ბა ახლა სულ სხვაგ­ვა­რია. ადა­მი­ა­ნე­ბი მთხო­ვენ, რომ ჩემი ამ­ბა­ვი ვუ­ამ­ბო, წა­მიყ­ვა­ნეს ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მატ­ჩის სა­ნა­ხა­ვად ინ­გლის­ში და ჩემ­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ტური მო­ა­წყვეს, უნ­გრულ­მა როკ-ჯგუფ­მა ჩემს პა­ტივ­სა­ცე­მად და­წე­რა სიმ­ღე­რა - Hide the Pain და მათ ვი­დე­ორ­გოლ­ში მეც ვარ.

ვარ მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სერ­ვი­სის სახე. მე ახლა ამა­ყი ვარ იმით, რომ ბევრ კარგ რა­მეს ვა­კე­თებ და ეს ფოტო არ დარ­ჩა მხო­ლოდ ერთ იდი­ო­ტურ ღი­მი­ლად.

ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან იღ­ბლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ“, - ამ­ბობს ან­დრას არა­ტო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როგორ გახდა უნგრელი ელექტროინჟინერი პოპულარული მიმების გმირი და ვინ არის კაცი, რომლის ცხოვრებაც "ყალბმა ღიმილმა" ერთ დღეში შეცვალა

როგორ გახდა უნგრელი ელექტროინჟინერი პოპულარული მიმების გმირი და ვინ არის კაცი, რომლის ცხოვრებაც "ყალბმა ღიმილმა" ერთ დღეში შეცვალა

ფოტოსთვის, რომელსაც სტატიის დასაწყისში ხედავთ, დარმწუნებულები ვართ, რომ სოციალურ ქსელებში ერთხელ მაინც მოგიკრავთ თვალი. ის მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა პოპულარული და მისი შთაგონებით არაერთი სახალისო მიმი შექმნილა.

თუმცა ბევრმა არ იცის, ვინ არის მასზე რეალურად აღბეჭდილი და როგორ იქცა უნგრელი ელექტროინჟინრის სურათი ინტერნეტ მომხმარებელთა საყვარელ მიმად.

  • "ტკივილი დამალე...“

სურათზე უნგრელი ელექტრო ინჟინერი, ანდრას არატოა აღბეჭდილი, რომელიც ახლა 76 წლისაა. სწორედ ამ ფოტოს წყალობით ის მოდელი და სხვადასხვა სოციალური კამპანიის სახე გახდა. ფოტომ და მასზე აღბეჭდილმა არატოს ყალბმა ღიმილმა პოპულარობა ჯერ კიდევ 2011 წელს მოიპოვა და დღემდე არ კარგავს აქტუალობას.

  • “წლების წინ მოულოდნელად აღოვაჩინე, რომ ჩემი ფოტო მიმი გახდა. ინტერნეტსივრცეში ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ჩემი მზერა ძალიან სევდიანი იყო და ისინი მომიწოდებნენ - "ტკივილი დამალე, ჰაროლდ“, - ამბობს ანდრას არატო "გარდიანთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, თავდაპირველად გავრცელებული ფოტო 2010 წელსაა გადაღებული, თუმცა სოციალურ ქსელებში ყურადღება 2011 წელს მიიპყრო.

"ეს ფოტო 2010 წელსაა გადაღებული მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ელექტრო ინჟინრად ვმუშაობდი, სოციალურ ქსელებში კი ერთი წლის შემდეგ გავრცელდა. სურათის ისტორია ასეთია - მას შემდეგ, რაც პროფესიონალმა ფოტოგრაფმა "ფეისბუქში“ ჩემი ფოტოები ნახა, დამიკავშირდა. მითხრა, რომ ჩემი გარეგნობის ადამიანს ეძებდა და სურდა Stock-სთვის ფოტოები გადაეღო. მე ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ვიღაცამ ჩემთვის სურათების გადაღება მოინდომა.

ფოტოსესიაზე ბუდაპეშტში, ჩემს სახლთან ახლოს მივედი და ფოტოები რამდენიმე სხვადასხვა ადგილას გადავიღეთ. მან თავისი ფოტოკოლექციისთვის ორი წლის განმავლობაში ასობით სურათი გადამიღო. ვფიქრობდი, რომ მათ ბიზნესისთვის, ვებგვერდებისთვის გამოიყენებდნენ, მაგრამ მიმები თუ გახდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი.

ადამიანები ჩემს ფოტოებზე აკეთებდნენ წარწერებს - წერდნენ, რომ ასე გამოიყურებოდნენ მაშინ, როცა ცოლმა მიატოვათ, ზოგი წერდა, რომ ასე გამოიყურებოდნენ მაშინ, როცა მათი საბანკო ანგარიში დაცარიელდა.

მას შემდეგ, რაც მიმები მსოფლიოში გავრცელდა, ჟურნალისტები ჩემით დაინტერესდნენ და ინტერვიუებს მთხოვდნენ.

ჩემს ცოლს ეს ყველაფერი სძულდა, ის ფიქრობდა, რომ ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში ერეოდონენ და არ მოსწონდა, რომ ჩემმა ფოტოებმა მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა.

ხალხს ეგონა, რომ მე ნამდვილი ადამიანი არ ვიყავი და რომ ეს ფოტოები ხელოვნურად, ფოტოშოპით იყო შექმნილი. ვიღაცები მწერდნენ და მეუბნებოდნენ, რომ შევხვედროდი და დამემტკიცებინა, რომ ნამდვილი ადამიანი ვიყავი.

ვიცოდი, რომ შეუძლებელი იყო ხალხი შემეჩერებინა და მიმები აღარ გავრცელებულიყო, მაგრამ მაინც, ძალიან მაღიზიანებდა, რომ "ფეისბუქზე“ გვერდები, ასობით ათასი გამომწერით, ჩემს ფოტოს სხვადასხვა სახალისო წარწერით აქვეყნებდნენ.

მივხვდი, სულელი ვიქნებოდი, რომ ეს პოპულარობა არ გამომეყენებინა, ამიტომაც, 2017 წელს შევქმენი საკუთარი გვერდი "ფეისბუქზე“, სადაც დავიწყე სხვადასხვა მოგზაურობის შესახებ ამბებისა და ვიდეოების გამოქვეყნება“, - ამბობს ანდრას არატო.

  • "მას შემდეგ, რაც რეკლამებში მიღებენ და ფულს მიხდიან, ჩემს ცოლს სახალისო მიმები აღარ აღიზიანებს“

ანდრას არატო სხვადასხვა კომპანიის სარეკლამო სახე გახდა და მისი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, უფინანსებდნენ მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყანაში, უძღვნიდნენ სიმღერებს და უნგრული კომპანიების დიდ ნაწილს სურდა, რომ არატო მათი სახე გამხდარიყო.

"მალე სხვადასხვა რეკლამაში შემომთავაზეს მონაწილეობა. როდესაც რეკლამებიდან თანხას ვიღებდი, ჩემი ცოლის განწყობა ჩემი მიმებისადმი სრულად შეიცვალა.

ჩემი ცხოვრება ახლა სულ სხვაგვარია. ადამიანები მთხოვენ, რომ ჩემი ამბავი ვუამბო, წამიყვანეს ჩემპიონთა ლიგის მატჩის სანახავად ინგლისში და ჩემთვის სპეციალური ტური მოაწყვეს, უნგრულმა როკ-ჯგუფმა ჩემს პატივსაცემად დაწერა სიმღერა - Hide the Pain და მათ ვიდეორგოლში მეც ვარ.

ვარ მენტალური ჯანმრთელობის სერვისის სახე. მე ახლა ამაყი ვარ იმით, რომ ბევრ კარგ რამეს ვაკეთებ და ეს ფოტო არ დარჩა მხოლოდ ერთ იდიოტურ ღიმილად.

ვფიქრობ, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ“, - ამბობს ანდრას არატო.