მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვისაც იმის ეჭვი აქვს, რომ ჩვენი მოკვლა ან დაჩიპვა სურთ, ამას ამდენი წელი არ დასჭირდებოდა, სხვა გზას გამონახავდნენ" - ცნობილი ქართველები ვაქცინაციაზე
"ვისაც იმის ეჭვი აქვს, რომ ჩვენი მოკვლა ან დაჩიპვა სურთ, ამას ამდენი წელი არ დასჭირდებოდა, სხვა გზას გამონახავდნენ" - ცნობილი ქართველები ვაქცინაციაზე

2020 წლის 8 დე­კემ­ბერს 90 წლის მარ­გა­რეტ კე­ნანს Pfaizer Biontech-ის ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი დოზა გა­უ­კე­თეს. ვირუ­სის ში­შით და ლოკ­და­უ­ნით დაღ­ლი­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის ვაქ­ცი­ნა იმე­დის სხი­ვი­ვით გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ბევ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გეც გა­მო­უჩ­ნდა... ალ­ბათ, ჩვენს მკი­თხველს აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ გა­და­წყვი­ტეს ეს დი­ლე­მა პო­პუ­ლა­რულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, რო­მელ­თა აზრს ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა პა­ტივს სცემს და ან­გა­რიშს უწევს:

  • ბაია დვა­ლიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- რო­გორც კი ვაქ­ცი­ნა შე­მო­ვი­და, ავი­ცე­რი "სი­ნო­ფარ­მით", ჩემ­მა მე­უღ­ლემ "ას­ტრა­ზე­ნე­კა" ამ­ჯო­ბი­ნა. ჩემი გო­გო­ნა 15 წლი­საა, მინ­და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ასა­კი დას­წი­ონ და ისიც აიც­რას. კა­ცობ­რი­ო­ბას თით­ქმის ყვე­ლა სა­უ­კუ­ნე­ში ატყდე­ბო­და თავს მსგავ­სი უბე­დუ­რე­ბა, მაგ­რამ ვინც გო­ნი­ე­რი იყო, მე­დი­ცი­ნას უჯე­რებ­და. ალ­ბათ, ამი­ტო­მაც გა­დავ­რჩით. ვაქ­ცი­ნის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, ბევ­რმა ეს ვირუ­სი იო­ლად გა­და­ი­ტა­ნაო, მაგ­რამ რო­გორ გა­ვი­გო, მე რო­გორ გა­და­ვი­ტან? - ამის პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს, ამი­ტო­მაც ავი­ცე­რი. გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი არ მქო­ნია, ჩემს მე­უღ­ლეს კი მსუ­ბუ­ქი რე­აქ­ცია ჰქონ­და. ვიცი, რომ "კო­ვი­დი" აც­რი­ლებ­საც ხვდე­ბა, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით მსუ­ბუ­ქად და მარ­ტი­ვად გა­და­აქვთ. ჩემს აზრს თავ­ზე ვე­რა­ვის მო­ვახ­ვევ, მაგ­რამ ასეა.

  • თე­მი­კო ჭი­ჭი­ნა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის მო­საზ­რე­ბებს არ ვი­ზი­ა­რებ და არც იმ სუ­ლე­ლურ არ­გუ­მენ­ტებს ვე­თან­ხმე­ბი, რომ­ლე­ბიც მოჰ­ყავთ. ისი­ნი ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში არი­ან, მი­ტინ­გებს აწყო­ბენ და პრო­ტესტს აცხა­დე­ბენ, მაგ­რამ ისეთ მცი­რე­რი­ცხო­ვან ერს, რო­გო­რიც ჩვე­ნია, ბევ­რი ფიქ­რის და ჭოჭ­მა­ნის დრო არა აქვს. ერს, რო­მელ­საც გე­ნო­ფონ­დის პრობ­ლე­მა აქვს, და­სა­კარ­გა­ვი ადა­მი­ა­ნი არა ჰყავს. დღეს ერ­თა­დერ­თი ხსნა ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­შია. ამი­ტომ ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ აიც­რან. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ნაც­ნო­ბე­ბი, ყვე­ლა­ნი აიცრ­ნენ. ვი­საც ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია აში­ნებს, ვე­ტყო­დი, რომ მეც ალერ­გი­უ­ლი ვარ, ამის გამო ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზეც ვი­ყა­ვი, მის რჩე­ვას ვენ­დე და არა­ნა­ი­რი უკუ­რე­აქ­ცია არ მქო­ნია. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას "კო­ვი­დი" უფრო იოლი ფორ­მით ჰქონ­და, მაგ­რამ სად არის გა­რან­ტია, რომ მე­ო­რედ გა­უ­მარ­თლებს? ამ ვირუ­სით საღ-სა­ლა­მა­თი ხალ­ხი ავად­დე­ბა და კვდე­ბა!

  • ირმა სო­ხა­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

- მე და ჩემი მე­უღ­ლე, რო­გორც კი "ფა­ი­ზე­რი" შე­მო­ვი­და, მა­შინ­ვე დავ­რე­გის­ტრირ­დით. აპ­რილ­ში უკვე ავი­ცე­რით. იმის მერე რამ­დენ­ჯერ­მე მოვ­ხვდი ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც სხვე­ბი და­ინ­ფი­ცირ­დნენ, მაგ­რამ მე გა­დავ­რჩი. ამას აც­რას ვაბ­რა­ლებ. ვი­საც იმის ეჭვი აქვს, რომ ჩვე­ნი მოკ­ვლა ან და­ჩიპ­ვა სურთ, ამას ამ­დე­ნი წელი არ დას­ჭირ­დე­ბო­და, სხვა გზას გა­მო­ნა­ხავ­დნენ. ასე რომ, მო­ვეშ­ვათ ამ სი­სუ­ლე­ლე­ებს და აცრა გა­ვი­კე­თოთ. ხომ ხე­დავთ, რა ხდე­ბა? - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აც­რი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მა­ტუ­ლობს, ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 90% აუც­რე­ლია და რა­ტომ გვიკ­ვირს, რომ ვირუ­სი ისევ ცირ­კუ­ლი­რებს? რა­ტომ არის ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის გავ­ლე­ნა ასე ძლი­ე­რი? ჯერ ერთი, საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ვაქ­ცი­ნა არ იყო და ან­ტი­ვაქ­სე­რებ­მაც ფრთე­ბი გა­შა­ლეს. ადრე ხალ­ხი 35-40 წლის ასაკ­ში კვდე­ბო­და, უამ­რა­ვი და­ა­ვა­დე­ბით იღუ­პე­ბო­და და კა­ცობ­რი­ო­ბამ ყვე­ლა ვაქ­ცი­ნა­ცი­ით და­ა­მარ­ცხა. სხვა­თა შო­რის, პე­ნი­ცი­ლი­ნი რომ გა­მო­ი­გო­ნეს, ხალ­ხს აფრ­თხი­ლებ­დნენ, ეს ობია და არ გა­ი­კე­თოთ, თქვენც და­ობ­დე­ბით და მოკ­ვდე­ბი­თო. აბა, მსგავს "არ­გუ­მენ­ტებ­ზე" რა უნდა ვთქვა? ამ ლო­გი­კით, შე­იძ­ლე­ბა 5 წლის მერე რქე­ბი ამო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ არ ვჯავ­რობ, რად­გან მინ­და დღეს გა­დავ­რჩე. ზოგი ამ­ტკი­ცებს, არ გვჯე­რა, რომ "კო­ვი­დი" არ­სე­ბობ­სო, მაგ­რამ ვი­საც გვჯე­რა, გაგ­ვა­ტა­რეთ, ბა­ტო­ნო! ვინც ამ­ბობს, რომ აც­რე­ბი ეშ­მა­კე­უ­ლია, ხვდე­ბი­ან, რამ­ხე­ლა ტვირთს იღე­ბენ?! ვინც გარ­და­იც­ვა­ლა, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხებს რას ეუბ­ნე­ბი­ან, ან ღვთის შიში მა­ინც არა აქვთ, რომ­ლის სა­ხე­ლი­თაც ამ­ხე­ლა ცოდ­ვას სჩა­დი­ან?! შე­იძ­ლე­ბა ღვთის სა­ხე­ლით ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვას ხელი შე­უ­წყო? ვინ იცის, რამ­დე­ნი ჩემი ნაც­ნო­ბი გარ­და­იც­ვა­ლა იმის გამო, რომ აც­რი­ლი არ იყო! წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბუ ტაბუ
0

"ვისაც იმის ეჭვი აქვს, რომ ჩვენი მოკვლა ან დაჩიპვა სურთ, ამას ამდენი წელი არ დასჭირდებოდა, სხვა გზას გამონახავდნენ" თქვენს მაგალითზე აშკარაა, რომ გამონახეს კიდეც, ცნობილო სამარცხვინოებო. არავის აინტერესებს თქვენი დაპროგრამებული აზრები.

ირმა კარგი ადამიანი ხართ
2
ვეთანხმები 🙌❣
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ვისაც იმის ეჭვი აქვს, რომ ჩვენი მოკვლა ან დაჩიპვა სურთ, ამას ამდენი წელი არ დასჭირდებოდა, სხვა გზას გამონახავდნენ" - ცნობილი ქართველები ვაქცინაციაზე

"ვისაც იმის ეჭვი აქვს, რომ ჩვენი მოკვლა ან დაჩიპვა სურთ, ამას ამდენი წელი არ დასჭირდებოდა, სხვა გზას გამონახავდნენ" - ცნობილი ქართველები ვაქცინაციაზე

2020 წლის 8 დეკემბერს 90 წლის მარგარეტ კენანს Pfaizer Biontech-ის ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს. ვირუსის შიშით და ლოკდაუნით დაღლილი მსოფლიოსთვის ვაქცინა იმედის სხივივით გამოჩნდა, თუმცა ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა... ალბათ, ჩვენს მკითხველს აინტერესებს, როგორ გადაწყვიტეს ეს დილემა პოპულარულმა ადამიანებმა, რომელთა აზრს ჩვენი მოსახლეობა პატივს სცემს და ანგარიშს უწევს:

  • ბაია დვალიშვილი, მსახიობი:

- როგორც კი ვაქცინა შემოვიდა, ავიცერი "სინოფარმით", ჩემმა მეუღლემ "ასტრაზენეკა" ამჯობინა. ჩემი გოგონა 15 წლისაა, მინდა ვაქცინაციის ასაკი დასწიონ და ისიც აიცრას. კაცობრიობას თითქმის ყველა საუკუნეში ატყდებოდა თავს მსგავსი უბედურება, მაგრამ ვინც გონიერი იყო, მედიცინას უჯერებდა. ალბათ, ამიტომაც გადავრჩით. ვაქცინის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, ბევრმა ეს ვირუსი იოლად გადაიტანაო, მაგრამ როგორ გავიგო, მე როგორ გადავიტან? - ამის პასუხი არ არსებობს, ამიტომაც ავიცერი. გვერდითი მოვლენები არ მქონია, ჩემს მეუღლეს კი მსუბუქი რეაქცია ჰქონდა. ვიცი, რომ "კოვიდი" აცრილებსაც ხვდება, მაგრამ გაცილებით მსუბუქად და მარტივად გადააქვთ. ჩემს აზრს თავზე ვერავის მოვახვევ, მაგრამ ასეა.

  • თემიკო ჭიჭინაძე, მსახიობი:

- ანტივაქსერების მოსაზრებებს არ ვიზიარებ და არც იმ სულელურ არგუმენტებს ვეთანხმები, რომლებიც მოჰყავთ. ისინი ყველა ქვეყანაში არიან, მიტინგებს აწყობენ და პროტესტს აცხადებენ, მაგრამ ისეთ მცირერიცხოვან ერს, როგორიც ჩვენია, ბევრი ფიქრის და ჭოჭმანის დრო არა აქვს. ერს, რომელსაც გენოფონდის პრობლემა აქვს, დასაკარგავი ადამიანი არა ჰყავს. დღეს ერთადერთი ხსნა ვაქცინაციაშია. ამიტომ ყველას მოვუწოდებ აიცრან. ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობები, ყველანი აიცრნენ. ვისაც ალერგიული რეაქცია აშინებს, ვეტყოდი, რომ მეც ალერგიული ვარ, ამის გამო ექიმთან კონსულტაციაზეც ვიყავი, მის რჩევას ვენდე და არანაირი უკურეაქცია არ მქონია. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, შეიძლება ვიღაცას "კოვიდი" უფრო იოლი ფორმით ჰქონდა, მაგრამ სად არის გარანტია, რომ მეორედ გაუმართლებს? ამ ვირუსით საღ-სალამათი ხალხი ავადდება და კვდება!

  • ირმა სოხაძე, მომღერალი:

- მე და ჩემი მეუღლე, როგორც კი "ფაიზერი" შემოვიდა, მაშინვე დავრეგისტრირდით. აპრილში უკვე ავიცერით. იმის მერე რამდენჯერმე მოვხვდი ისეთ ადგილას, სადაც სხვები დაინფიცირდნენ, მაგრამ მე გადავრჩი. ამას აცრას ვაბრალებ. ვისაც იმის ეჭვი აქვს, რომ ჩვენი მოკვლა ან დაჩიპვა სურთ, ამას ამდენი წელი არ დასჭირდებოდა, სხვა გზას გამონახავდნენ. ასე რომ, მოვეშვათ ამ სისულელეებს და აცრა გავიკეთოთ. ხომ ხედავთ, რა ხდება? - მიუხედავად იმისა, რომ აცრილების რაოდენობა მატულობს, ჯერჯერობით საქართველოს მოსახლეობის 90% აუცრელია და რატომ გვიკვირს, რომ ვირუსი ისევ ცირკულირებს? რატომ არის ანტივაქსერების გავლენა ასე ძლიერი? ჯერ ერთი, საკმარისი რაოდენობის ვაქცინა არ იყო და ანტივაქსერებმაც ფრთები გაშალეს. ადრე ხალხი 35-40 წლის ასაკში კვდებოდა, უამრავი დაავადებით იღუპებოდა და კაცობრიობამ ყველა ვაქცინაციით დაამარცხა. სხვათა შორის, პენიცილინი რომ გამოიგონეს, ხალხს აფრთხილებდნენ, ეს ობია და არ გაიკეთოთ, თქვენც დაობდებით და მოკვდებითო. აბა, მსგავს "არგუმენტებზე" რა უნდა ვთქვა? ამ ლოგიკით, შეიძლება 5 წლის მერე რქები ამომივიდეს, მაგრამ არ ვჯავრობ, რადგან მინდა დღეს გადავრჩე. ზოგი ამტკიცებს, არ გვჯერა, რომ "კოვიდი" არსებობსო, მაგრამ ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ, ბატონო! ვინც ამბობს, რომ აცრები ეშმაკეულია, ხვდებიან, რამხელა ტვირთს იღებენ?! ვინც გარდაიცვალა, იმ ადამიანების ოჯახებს რას ეუბნებიან, ან ღვთის შიში მაინც არა აქვთ, რომლის სახელითაც ამხელა ცოდვას სჩადიან?! შეიძლება ღვთის სახელით ადამიანის დაღუპვას ხელი შეუწყო? ვინ იცის, რამდენი ჩემი ნაცნობი გარდაიცვალა იმის გამო, რომ აცრილი არ იყო! წაიკითხეთ სრულად