მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ვაჟბატონი სააკაშვილი გვპირდება, რომ ორშაბათს თავის გეგმებს გაგვაცნობს.. ის, როგორც პოლიტიკოსი, არ არსებობს, კარიკატურაა" - გიორგი გახარია
"ეს ვაჟბატონი სააკაშვილი გვპირდება, რომ ორშაბათს თავის გეგმებს გაგვაცნობს.. ის, როგორც პოლიტიკოსი, არ არსებობს, კარიკატურაა" - გიორგი გახარია

"აგერ, ეს ვაჟ­ბა­ტო­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლი გვპირ­დე­ბა, რომ ორ­შა­ბათს თა­ვის გეგ­მებს გაგ­ვაც­ნობს და თუ ვინ­მეს ინ­ტე­რეს­შია დღეს ამ ადა­მი­ა­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ინ­ტე­რეს­შია. სა­ერ­თოდ, ყვე­ლას რომ გვეს­მო­დეს, სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი არ არ­სე­ბობს, კა­რი­კა­ტუ­რაა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია “სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, მსოფ­ლი­ო­ში ერ­თა­დერ­თი, ვინც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვამს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა“.

"ჩვენ ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ ბევ­რი ჩვენ­გა­ნი მოვ­დი­ვართ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი­დან და ეს პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი, რა თქმა უნდა, უკავ­შირ­დე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევ­რი, ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე გა­ვა­კე­თეთ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ ერ­თად. რა თქმა უნდა, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია, ჩვე­ნი მე­გო­ბა­რია დარ­ჩე­ნი­ლი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი რაც გა­ვა­კე­თეთ აქამ­დე უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და მას­ზე და­ვა­შე­ნოთ კი­დევ უფრო მეტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მე. მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ უნდა დავ­ბრუნ­დეთ უკან, რო­გორც დღეს დღე­ვან­დე­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ზო­გი­ერთ "ბო­სებს“ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ.

ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შე­ვე­გუ­ოთ იმ მე­თო­დებს, რომ­ლი­თაც დღე­ვან­დე­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ "ბო­სე­ბი“ ჩვენს თა­ნა­მებ­რძო­ლებს ებ­რძვი­ან. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შე­ვე­გუ­ოთ იმას რო­გორ ჩა­უ­დეს ია­რა­ღი მა­გა­ლი­თად აკა­კი ბარ­თა­ი­ას. არ უნდა შე­ვე­გუ­ოთ იმას, რო­გორ ებ­რძვი­ან ჩვენს სი­ა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს, იმის­თვის რომ მათ აი­ძუ­ლე­ბენ ამ სი­ა­ზე თქვან უარი. რო­გორ ემუქ­რე­ბი­ან მათ ოჯა­ხის წევ­რებს არა მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვით, არა­მედ და­კა­ვე­ბით, ჩა­დე­ბით და კი­დევ ბევ­რი რა­ღა­ცა სი­ბინ­ძუ­რით.

ჩვენ­თვის ხომ არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რო­გორ მო­ა­ხერ­ხებს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ თა­ვი­სი უსუ­სუ­რო­ბით და­აბ­რუ­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, თუ გა­მო­ი­ყე­ნებს ზუს­ტად იგი­ვე მე­თო­დებს, რა­საც აკე­თებ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“. აგერ, ეს ვაჟ­ბა­ტო­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლი გვპირ­დე­ბა, რომ ორ­შა­ბათს თა­ვის გეგ­მებს გაგ­ვაც­ნობს და თუ ვინ­მეს ინ­ტე­რეს­შია დღეს ამ ადა­მი­ა­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ინ­ტე­რეს­ში. სა­ერ­თოდ, ყვე­ლას რომ გვეს­მო­დეს, სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი არ არ­სე­ბობს, კა­რი­კა­ტუ­რაა. ერ­თა­დერ­თი, ვინც მსოფ­ლი­ო­ში სე­რი­ო­ზუ­ლად მას აღიქ­ვამს, ეს არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“.

ერ­თა­დერ­თი ვინც მას, რო­გორც პო­ლი­ტი­კურ პერ­სო­ნას აცო­ცხლებს, ეს არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე და­ა­ში­ნოს და არ გვე­ში­ნია! ამი­ტომ ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის, ისე­ვე რო­გორც ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის მე­რო­ბის კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თვის, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ძი­რი­თა­დად იმით, რომ ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გახ­ლავთ ის, რომ ჩვენ არ უნდა დავ­ტო­ვოთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე პი­რის­პირ ამ ორ ძა­ლას­თან, იმი­ტომ, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­მო­დის, რომ არ­ჩე­ვა­ნი არ არ­სე­ბობს. იმი­ტომ რომ მე დიდ სხვა­ო­ბას ვერ ვხე­დავ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“, რო­მე­ლიც გვაბ­რუ­ნებს წარ­სულ­ში და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ შო­რის. ვერ ვხე­დავ დიდ სხვა­ო­ბას და ამას ვამ­ბობ დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბით და ხაზ­გას­მით კი­დევ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ რა თქმა უნდა, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ დღეს ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი ჩვე­ნი მე­გო­ბა­რია დარ­ჩე­ნი­ლი და რა თქმა უნდა, არა­ვინ არ უარ­ყოფს იმ მიღ­წე­ვებს, რო­მელ­საც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნამ მი­აღ­წია და არა­ვინ არ ამ­ბობს, რომ ჩვენ ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­დავ­ხა­ზოთ. პი­რი­ქით, ჩვენ ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და და­ვიც­ვათ იმ უგუ­ნუ­რო­ბის­გან, რო­მელ­საც დღეს სჩა­დის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ზო­გი­ერ­თი ხელ­მძღვა­ნე­ლი" - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
......
4

მიშას უნდა ჩამოეყვანა გახარია 2007-ში და დაენიშნა კრიზისის მენეჯერად. 

ეკა
3

ერთადერთი ხარ გახარია ვინც საღად აზროვნებ....ღმერთმა ხელი მოგიმართოს ....მადლობა რომ ხარ...ყველას ჩრდილავ და იცოდე საკუთარი თავის ფასი

 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ეს ვაჟბატონი სააკაშვილი გვპირდება, რომ ორშაბათს თავის გეგმებს გაგვაცნობს.. ის, როგორც პოლიტიკოსი, არ არსებობს, კარიკატურაა" - გიორგი გახარია

"ეს ვაჟბატონი სააკაშვილი გვპირდება, რომ ორშაბათს თავის გეგმებს გაგვაცნობს.. ის, როგორც პოლიტიკოსი, არ არსებობს, კარიკატურაა" - გიორგი გახარია

"აგერ, ეს ვაჟბატონი სააკაშვილი გვპირდება, რომ ორშაბათს თავის გეგმებს გაგვაცნობს და თუ ვინმეს ინტერესშია დღეს ამ ადამიანის საქართველოში ჩამოსვლა, მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნების“ ინტერესშია. საერთოდ, ყველას რომ გვესმოდეს, სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი არ არსებობს, კარიკატურაა, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მსოფლიოში ერთადერთი, ვინც მიხეილ სააკაშვილს სერიოზულად აღიქვამს, "ქართული ოცნებაა“.

"ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი ჩვენგანი მოვდივართ ჩვენი პოლიტიკური წარსულიდან და ეს პოლიტიკური წარსული, რა თქმა უნდა, უკავშირდება "ქართულ ოცნებას“. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ "ქართულ ოცნებასთან“ ერთად. რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებაში“ ბევრი ღირსეული ადამიანია, ჩვენი მეგობარია დარჩენილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი კარგი რაც გავაკეთეთ აქამდე უნდა შევინარჩუნოთ და მასზე დავაშენოთ კიდევ უფრო მეტი წარმატებული საქმე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ უკან, როგორც დღეს დღევანდელი "ქართული ოცნების“ ზოგიერთ "ბოსებს“ წარმოუდგენიათ.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ მეთოდებს, რომლითაც დღევანდელი "ქართული ოცნების“ "ბოსები“ ჩვენს თანამებრძოლებს ებრძვიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას როგორ ჩაუდეს იარაღი მაგალითად აკაკი ბართაიას. არ უნდა შევეგუოთ იმას, როგორ ებრძვიან ჩვენს სიაში მყოფ ადამიანებს, იმისთვის რომ მათ აიძულებენ ამ სიაზე თქვან უარი. როგორ ემუქრებიან მათ ოჯახის წევრებს არა მხოლოდ სამსახურის დაკარგვით, არამედ დაკავებით, ჩადებით და კიდევ ბევრი რაღაცა სიბინძურით.

ჩვენთვის ხომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს "ქართული ოცნება“ როგორ მოახერხებს "ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი უსუსურობით დააბრუნებს ხელისუფლებაში, თუ გამოიყენებს ზუსტად იგივე მეთოდებს, რასაც აკეთებდა "ნაციონალური მოძრაობა“. აგერ, ეს ვაჟბატონი სააკაშვილი გვპირდება, რომ ორშაბათს თავის გეგმებს გაგვაცნობს და თუ ვინმეს ინტერესშია დღეს ამ ადამიანის საქართველოში ჩამოსვლა, მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნების“ ინტერესში. საერთოდ, ყველას რომ გვესმოდეს, სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი არ არსებობს, კარიკატურაა. ერთადერთი, ვინც მსოფლიოში სერიოზულად მას აღიქვამს, ეს არის "ქართული ოცნება“.

ერთადერთი ვინც მას, როგორც პოლიტიკურ პერსონას აცოცხლებს, ეს არის "ქართული ოცნება“. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე დააშინოს და არ გვეშინია! ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილება ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღების, ისევე როგორც ჩემი გადაწყვეტილება თბილისის მერობის კამპანიაში ჩართვის, განპირობებულია ძირითადად იმით, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა გახლავთ ის, რომ ჩვენ არ უნდა დავტოვოთ საქართველოს მოქალაქე პირისპირ ამ ორ ძალასთან, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში გამოდის, რომ არჩევანი არ არსებობს. იმიტომ რომ მე დიდ სხვაობას ვერ ვხედავ "ქართულ ოცნებაში“, რომელიც გვაბრუნებს წარსულში და "ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ვერ ვხედავ დიდ სხვაობას და ამას ვამბობ დიდი იმედგაცრუებით და ხაზგასმით კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებაში“ დღეს ბევრი ღირსეული ჩვენი მეგობარია დარჩენილი და რა თქმა უნდა, არავინ არ უარყოფს იმ მიღწევებს, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია და არავინ არ ამბობს, რომ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გადავხაზოთ. პირიქით, ჩვენ ეს ყველაფერი საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა შევინარჩუნოთ და დავიცვათ იმ უგუნურობისგან, რომელსაც დღეს სჩადის "ქართული ოცნების“ ზოგიერთი ხელმძღვანელი" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"