სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ათასობით ადამიანს ართმევდა ბიზნესს, სახლებს და ოჯახებს უნადგურებდა - მშვიდად ცხოვრობდა თავის 500 მილიონიან სასახლეში, მაშინ, როდესაც მოსახლეობას ჯერ კიდევ ძალიან მძიმე გასაჭირი აქვს“, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ წაართვეს ქუთაისს მომავალი და რატომ გადაიტანეს პარალმენტი თბილისში, ასევე მთავრობის სახლი, სემეკი და აუდიტის სახლი, პრემიერი დასძენს, რომ არ შეიძლება ასეთი საუბარი, რომ ქუთაისს “ მომავალი წაართვეს“, ვინაიდან უამრავი რამ კეთდება ქუთაისში.
„პარლამენტის შენობა, რომელიც 360 მლნ დაჯდა, გადატანილია თბილისში. ეს იყო ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება. რატომ? არ შეიძლება ასეთი საუბარი “წაართვეს მომავალი“.
ქუთაისში სხვა უამრავი რაღაც კეთდება. ქუთაისს რაიმე კი არ წავართვით, ქუთაისს ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური საჩუქარი გაუკეთა, მეგაპროექტი ქუთაისის უნივერსიტეტის სახით. პროექტი, რომელიც მილიარდი ევრო ჯდება, რის წართმევაზე მელაპარაკებით?! იმაზე მესაუბრეთ, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ათასობით ადამიანს ართმევდა ბიზნესს, სახლებს და უნადგურებდა ოჯახებს. რაზეა საერთოდ საუბარი? რომელ მთავრობის შენობაზე მესაუბრებით? მთავრობის სახლი არსებობს თბილისში. თქვენ ხომ კარგად იცით, ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა, რომ აქციებისგან იყო დაღლილი სააკაშვილი, თქვენი ბელადი. მშვიდად ცხოვრობდა თავის 500 მილიონიან სასახლეში, მაშინ, როდესაც მოსახლეობას ჯერ კიდევ ძალიან მძიმე გასაჭირი აქვს. ეს არის განსხვავება. კაცმა მილიარდი გადაიხადა სამ შენობაში. ქუთაისში პარლამენტის შენობა, მთავრობის სასახლე თბილისში და მთავრობის სახლი ქუთაისში. მილიარდი ევროს პროექტი განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, ამით შექმნა უნიკალური ევროპული ტიპის უნივერსიტეტი“,-აღნიშნავს პრემიერი.
საკანონმდებლო მაცნეში რომ კანონის მოქმედი ვერსია წაიკითხო, ფული უნდა გადაიხადო, იცით ?! უფასო პირველი , ანუ ათასჯერ შეცვლილი ვერსიაა, ესეიგი უფასო არც არაფერია, ის რაც უფასოა, უმაქნისი ვერსიაა! საბიუჯეტო ორგანიზაციაა, იცით, ხომ ეს მაცნე, პარლამენტმა რომ კანონის მიღებაში ფული ოფიციალურად გადაგახდევინონ , იგივეა ახლა ეს, ისე კი იღებენო, გამიგია, ლევადო !? სხვათაშორის ეს სსიპ, რეესტრზე ვამბობ, როგორც სახლმმართველთა კარტელი სააკაშვილის ინოვაცია ინიციატივაა, ეგენი, ძველი სახლმმართველები ზემოთ ზიან თვალმოშორებით , ქვემოთ კი, რაში კაცმა არ იცის 200 ლარს ამოგირტყამენ ცნობაში, რომელსაც ერთი თაბახი ფარატინა ქაღალდი და სამი წუთი დასჭირდა და უფასო უნდა იყოს, ადრე რომ სამი მანათი გვიჯდებოდა, სახლმმართველის ჯიბაში , ახლა ბატონი ბიუჯეტში გიჯდება ათორმეტჯერ მეტი, სახლმმართველიც კმაყოფილია და დიდი სახმმართველიც, მიიიიშა(!!!!!!) და ვაშაძე უმრწმესი , კი ! მიშამ გააუქმა კანონი, რომ სახელმწიფო მომსახურეობის ნებისმიერი ფორმა გაწეული გადასახდის გადამხდელი მოქალაქისათვის უფასოა , ბიუჯეტის ხარჯზე ხდება, მხოლოდ განსაკუთრებულ დაუძლეველი გარემოების შემთხვევებში შეიძლება ის დროებით ფასიანი იყოს ( წესითა და რიგით სამი თვით, ეს სამოხელეო კარტელისათვის საერთაშორისო სამართლით მიცემული იმ დროებითი ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიცემული გონივრული ვადა და დროა , და ასეთი ფასიანი მომსახურეობის სატარიფო ნიხრი არ შეიძლება მის გაწევაზე გაწეული პირდაპირ გაწეულ ხარჯზე მეტი იყოს , დიახ ! ანუ იმ თაბახი ფურცლის ღირებულების ხარჯი + საბეჭდი საღებავი, პარაშოკი რომ ქვია მაგალითად , პრინტერის ჰო, კალამისაც , სკამმაგიდის საბალანსო ნარჩენი ღირებულების პროპორციულად, რომელზეც ცნობის გამცემი მოხელე ჯდალარიან, შენობისაც, სახურავიდან რომ წყალი ჩამოდის და ქარს მიაქვს კრიშა და მისი ხელფასისა-ესენი სხვათაშორის დაფინანსებულია , მაგრამ მაინც , "ვ დავესკუ" ! ამაშია ამათი საქმე-"ბიზმესი" ქვია, აბა ბიზნესი მოსპეს სსიპ ააიპ-თი და კიდევ ნარმანიას კანტორებით , აქედან მაგათი მილიარდები, ეს ურკანები ესა, ოდესის კიჩმანში უნდა იჯდნენ !
ეტყობა მიშა სიმამრში აერია.