მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვმართოთ გართულებელი კოვიდი სახლის პირობებში - რა იგულისხმება მდგომარეობის გაუარესებაში და რა უნდა იცოდეთ მედიკამენტებით მკურნალობაზე
როგორ ვმართოთ გართულებელი კოვიდი სახლის პირობებში - რა იგულისხმება მდგომარეობის გაუარესებაში და რა უნდა იცოდეთ მედიკამენტებით მკურნალობაზე

ამე­რი­კა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი ნანა გე­გეჭ­კო­რი და ზუ­რაბ გუ­რუ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვი­ზი­ა­რე­ბენ დე­ტა­ლურ ინ­სტრუქ­ცი­ას და რე­კო­მენ­და­ცი­ებს, თუ რო­გორ უნდა მარ­თოს კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ვირუ­სი სახ­ლის პი­რო­ბებ­ში:

"ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ამ მოკ­ლე გზამ­კვლევ­შია მო­წო­დე­ბუ­ლი, არა­ერ­თხელ გა­მოქ­ვეყ­ნდა სხვა­დას­ხვა ფორ­მა­ტით, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, არ წყდე­ბა წე­რი­ლე­ბის უსას­რუ­ლო ჯაჭ­ვი, რომ­ლებ­შიც პა­ნი­კა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი და­ჟი­ნე­ბით ითხო­ვენ პა­სუ­ხებს ერ­თი­და­ი­გი­ვე შე­კი­თხვებ­ზე. ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ამ­ჟა­მინ­დელ კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ას, გა­დატ­ვირ­თულ ჯან­დაც­ვის სექ­ტორს და დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ექი­მის კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ინ­ტე­რე­სებს, ჩვენ, ნანა გე­გეჭ­კო­რი და ზუ­რაბ გურ­ლი კი­დევ ერთხელ ვაქ­ვეყ­ნებთ მაქ­სი­მა­ლუ­რად მარ­ტი­ვი ენით და­წე­რილ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია გა­ურ­თუ­ლე­ბე­ლი კო­ვი­დის სა­მარ­თა­ვად სახ­ლის პი­რო­ბებ­ში.

იმე­დია, ამ მოკ­ლე გზამ­კვლევს ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდა კო­ლე­გე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ და გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ.

კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბი­სას, ან ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში ქცე­ვის წე­სე­ბი:

კო­ვიდ-19-ის სიმპტო­მე­ბი ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ კო­ვი­დი შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბა, მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბის კომ­პლექ­სით, ან უკვე არ­სე­ბუ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის უე­ცა­რი გამ­წვა­ვე­ბით.

  • კო­ვიდ-19-ის ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბია:

> გე­მოვ­ნე­ბის და ყნოს­ვის ნა­წი­ლობ­რივ დაქ­ვე­ი­თე­ბა, სრუ­ლი გაქ­რო­ბა ან გა­უ­კუღ­მარ­თე­ბა (როცა ყვე­ლა­ფერს მხო­ლოდ ერთი სპე­ცი­ფი­კუ­რი სუნი ან გემო აქვს, მა­გა­ლი­თად დამ­პა­ლი ხორ­ცის, დამ­წვა­რი რე­ზი­ნის და ა.შ.). ეს ორი სიმპტო­მი ყვე­ლა­ზე სპე­ცი­ფი­კუ­რია.

> ცხე­ლე­ბა, შემ­ცივ­ნე­ბა, კან­კა­ლი;

> გო­ნე­ბის და­ბინ­დვა;

> მეხ­სი­ე­რე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა;

> ძლი­ე­რი ზო­გა­დი სი­სუს­ტე;

> თავ­ბრუს­ხვე­ვა, თა­ვის ტკი­ვი­ლი;

> სხე­უ­ლის კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი (ხში­რად უმ­ძი­მე­სი);

> ყე­ლის ტკი­ვი­ლი, წვის შეგ­რძნე­ბა, ან ყელ­ში უცხო სხე­უ­ლის შეგ­რძნე­ბა;

ი) სურ­დო (დელ­ტა ვა­რი­ანტს ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ახა­სი­ა­თებს);

> ხვე­ლე­ბა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა;

> გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა, ღე­ბი­ნე­ბა, დი­ა­რეა, მუც­ლის ტკი­ვი­ლი;

სიმპტო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ინ­ტენ­სი­ვო­ბით იქ­ნას გა­მო­ხა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე ან ყვე­ლა სიმპტო­მის ერ­თდრო­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბა.

კო­ვიდ-19-ზე ეჭ­ვის მი­ტა­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში და თან­დარ­თუ­ლი რო­მე­ლი­მე, თუნ­დაც ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მის გა­მოვ­ლი­ნე­ბი­სას.

თვით­შე­ფა­სე­ბა კო­ვიდ-19-ის დი­აგ­ნოს­ტი­კის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა!

პირ­ველ რიგ­ში გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბას, მკურ­ნა­ლო­ბას ან ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას არ სა­ჭი­რო­ებს!

თუ თქვენ არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბით მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფს და და­ა­ვა­დე­ბა მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს, სპე­ცი­ა­ლურ მკურ­ნა­ლო­ბას არ სა­ჭი­რო­ებთ; აუ­ცი­ლე­ბე­ლია იზო­ლა­ცია (ქარ­თუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გზამ­კვლე­ვის მი­ხედ­ვით 12 დღით).

რას გუ­ლის­ხმობს იზო­ლა­ცია? - თუ ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბულ სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ვერ ახერ­ხებთ გა­დას­ვლას, ეცა­დეთ მათ­თან (ერ­თდრო­უ­ლად) სა­ერ­თო სივ­რცით არ ისარ­გებ­ლოთ. თქვე­ნი ოთა­ხი­დან გა­მოს­ვლი­სას ატა­რეთ ორ­მა­გი ნი­ღა­ბი. თუ სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ ცალ­კე სა­ცხოვ­რე­ბელ­ში იყოთ, ეს იდე­ა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა.

და­ი­წყეთ სიმპტო­მე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი აღ­წე­რა. აწარ­მო­ეთ კო­ვიდ დღი­უ­რე­ბი. კო­ვიდ დღი­უ­რე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ექიმ­მა მა­ღა­ლი სი­ზუს­ტით შე­ა­ფა­სოს და­ა­ვა­დე­ბის დი­ნა­მი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და სწო­რად გან­სა­ზღვროს ის პე­რი­ო­დე­ბი, როცა სა­ჭი­როა და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბა ან ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია.

  • კო­ვიდ დღი­უ­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი:

1. ჩა­ი­ნიშ­ნეთ პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბის და და­დე­ბი­თი ტეს­ტის და­დას­ტუ­რე­ბის დღე;

2. ტემ­პე­რა­ტუ­რის მრუ­დი. დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­ზო­მეთ ტემ­პე­რა­ტუ­რა და მო­ი­ნიშ­ნეთ დღი­ურ­ში დროს­თან ერ­თად.

3. სის­ხლში ჟანგბა­დის შემ­ცვე­ლო­ბა (სა­ტუ­რა­ცია). სა­სურ­ვე­ლია იქო­ნი­ოთ პულ­სოქ­სი­მეტ­რი. თუ ხელი არ მი­გიწ­ვდე­ბათ, არ იდარ­დოთ, ამის გა­რე­შეც გახ­ვალთ ფონს. სხვა მე­თო­დე­ბით და­აკ­ვირ­დე­ბით სა­სუნ­თქ სის­ტე­მას.

4. გუ­ლის­ცე­მის სიხ­ში­რე. პულ­სის გა­ზომ­ვა, ერთი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამას ასე­ვე შეძ­ლებთ პულ­სოქ­სი­მეტ­რით ან ელექტრო­ნუ­ლი წნე­ვის სა­ზო­მი აპა­რა­ტით.

5. სუნ­თქვის სიხ­ში­რე - ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას ერთ წუთ­ში გულ­მკერ­დის სუნ­თქვი­თი მოძ­რა­ო­ბის აღ­რი­ცხვით, ან სა­კუ­თარ ჩა­სუნ­თქვის სიხ­ში­რე­ზე ყუ­რა­დღე­ბით დაკ­ვირ­ვე­ბით შეძ­ლებთ. თუ თა­ვად ვერ ახერ­ხებთ, დახ­მა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რებს სთხო­ვოთ. სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა ვი­დე­ო­ზა­რი მე­გო­ბარ­თან. სა­უ­ბა­რი გან­ყე­ნე­ბულ თე­მა­ზე სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ და­ა­ვა­დე­ბუ­ლის ყუ­რა­დღე­ბა სხვა­გან მი­მარ­თოთ და მოს­მე­ნი­სას მის გულ­მკერ­დის მოძ­რა­ო­ბებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით წუთ­ში სუნ­თქვის სიხ­ში­რე აღ­რი­ცხოთ.

6. აღ­რი­ცხეთ ყო­ვე­ლი ახა­ლი სიმპტო­მი.

ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დით თქვენს ზო­გად მდგო­მა­რე­ო­ბას. პირ­ველ რიგ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად შე­ა­ფა­სოთ თქვე­ნი სა­წყი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა, რათა ათ­ვლის წერ­ტი­ლი­დან მი­ნი­მა­ლუ­რი გა­დახ­რის და­ფიქ­სი­რე­ბა ად­ვი­ლად მო­ა­ხერ­ხოთ. თუ ხვდე­ბით, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად უა­რეს­დე­ბა დრო­უ­ლად მი­მარ­თეთ ექიმს.

  • რა იგუ­ლის­ხმე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა­ში?

• უკი­დუ­რე­სი დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა არ გაძ­ლევთ მოძ­რა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

• შე­უძ­ლოთ ყოფ­ნის გამო ვერ იღებთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხეს და საკ­ვებს.

• გო­ნე­ბის და­ბინ­დვა.

• მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც არ ემორ­ჩი­ლე­ბა მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ მკურ­ნა­ლო­ბას.

• სუნ­თქვის გა­მო­ხა­ტუ­ლად პროგ­რე­სი­რე­ბა­დი უკ­მა­რი­სო­ბა.

  • რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა და სხვა სა­სიგ­ნა­ლო სიმპტო­მე­ბი:

> ჩვე­უ­ლებ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ხდე­ბა უჩ­ვე­უ­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლი და იწ­ვევს ქო­შინს; ანუ ქო­ში­ნი მი­ნი­მა­ლუ­რი დატ­ვირ­თვი­სას.

> სუნ­თქავთ უფრო ჩქა­რა და მძი­მედ, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რივ (სუნ­თქვის სიხ­ში­რე მოზ­რდი­ლებ­ში ნორ­მა­ში არ აღე­მა­ტე­ბა 18-20-ს წუთ­ში). მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სუნ­თქვის გახ­ში­რე­ბა წუთ­ში 24 ჩა­სუნ­თქვა­ზე მეტი და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ერთ-ერთი მთა­ვა­რი სიმპტო­მია.

> ჩვე­უ­ლებ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბა იწ­ვევს თავ­ბრუს­ხვე­ვას

> ვი­საც პულ­სოქ­სი­მეტრზე მი­გიწ­ვდე­ბათ ხელი, სა­ტუ­რა­ცია ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 95%. თუ სა­ტუ­რა­ცია, ოთა­ხის ჰა­ერ­ზე, <92%-ზე (მუდ­მი­ვად), ან <95%-ზე მაგ­რამ მას თან ახ­ლავს სუნ­თქვის სიხ­ში­რის მყა­რი მო­მა­ტე­ბა, პა­ცი­ენტს ესა­ჭი­რო­ე­ბა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია.

> პრო­დუქ­ტი­უ­ლი ხვე­ლა, იგუ­ლის­ხმე­ბა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნახ­ვე­ლი, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს თან­დარ­თუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი პნევ­მო­ნია. კო­ვიდს უმე­ტე­სად მშრა­ლი ხვე­ლა ახა­სი­ა­თებს.

> ტა­ქი­კარ­დია (აჩ­ქა­რე­ბუ­ლი გუ­ლის­ცე­მა), ნორ­მა­ლუ­რი გუ­ლის­ცე­მის სიხ­ში­რე არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 100-ს წუთ­ში. მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის ფონ­ზე გუ­ლის აჩ­ქა­რე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია, მაგ­რამ არ უნდა დარ­ჩეს იგი­ვე ტემ­პე­რა­ტუ­რის ნორ­მა­ლურ ფარ­გლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას.

> ტკი­ვი­ლი, უჩ­ვე­უ­ლო სიმ­ძი­მის ან მო­ჭე­რის შეგ­რძნე­ბა გულ­მკერ­დის არე­ში.

> საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით საკ­ვებს და სი­თხეს ვერ ღე­ბუ­ლობთ კუჭ­ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის სიმპტო­მე­ბის გამო.

> დი­ა­რე­ის და ღე­ბი­ნე­ბის ხში­რი ეპი­ზო­დე­ბი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ჰიდ­რა­ტა­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს.

> ქვე­მო კი­დუ­რე­ბის ასი­მეტ­რი­უ­ლი შე­შუ­პე­ბა (ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ქვე­მო კი­დუ­რე­ბის ღრმა ვე­ნე­ბის თრომ­ბო­ზი უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს). მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფის პა­ცი­ენ­ტე­ბი თა­ვი­დან­ვე მეტ ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ. პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე, ასეთ­მა პა­ცი­ენ­ტებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თონ ექიმს. შე­საძ­ლე­ბე­ლია მათი ად­რე­უ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­აც მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იყოს, რად­გან მა­ღა­ლი რის­კის პა­ცი­ენ­ტე­ბი რო­მელ­თაც და­ა­ვა­დე­ბის შე­და­რე­ბით მძი­მე ფორ­მა აღე­ნიშ­ნე­ბათ, დი­ნა­მი­კა­ში ყუ­რა­დღე­ბით დაკ­ვირ­ვე­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ.

  • რის­კის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი:

> ორ­სუ­ლო­ბა;

> ასა­კი (> 65 წელ­ზე);

> მო­ხუ­ცე­ბულ­თა სახ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი;

> იმუ­ნო­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა შიდსი, სტე­რო­ი­დე­ბით ქრო­ნი­კუ­ლი თე­რა­პია, თან­და­ყო­ლი­ლი იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტე­ბი;

> ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: ქრო­ნი­კუ­ლი ობსტრუქ­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, ას­თმა, ფილ­ტვის ფიბ­რო­ზი, ცის­ტი­კუ­რი ფიბ­რო­ზი;

> კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი რო­გო­რი­ცაა, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა, კარ­დი­ო­მი­ო­პა­თი­ე­ბი-> ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი;

> სიმ­სუქ­ნე;

> დი­ა­ბე­ტი;

> თირკმლის ქრო­ნი­კუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა;

> ღვიძ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა;

> ტვი­ნის სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი;

> ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით დე­მენ­ცია;

> სის­ხლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი რო­გო­რი­ცაა ნამ­გლი­სე­ბუ­რი ანე­მია;

> ორ­გა­ნო­გა­და­ნერ­გი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი.

რის­კის ჯგუფ­ში ყოფ­ნა არ ნიშ­ნავს კო­ვიდ-19-ის რთუ­ლი ფორ­მე­ბით გა­რან­ტი­რე­ბულ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას. ეს მხო­ლოდ იმას ადას­ტუ­რებს, რომ გარ­თუ­ლე­ბე­ბის რის­კი უფრო მა­ღა­ლია იმ ადა­მი­ა­ნებ­თან შე­და­რე­ბით, ვი­საც არა­ნა­ი­რი რის­კის ფაქ­ტო­რი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ. არა­მიზ­ნობ­რი­ვი მკურ­ნა­ლო­ბა და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია ამ ჯგუფ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია! სწო­რედ ამი­ტომ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი მდგო­მა­რე­ო­ბის დე­ტა­ლუ­რი აღ­წე­რა და კონ­ტრო­ლი.

  • კო­ვიდ-19-ის არა­მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის პრინ­ცი­პე­ბი:

უპირ­ვე­ლე­სი ოქ­როს წე­სია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან, ოჯა­ხის­გან, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან იზო­ლა­ცია. იზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა კლავს!იზო­ლა­ცი­ა­ში უსაფრ­თხოდ ყოფ­ნის მთა­ვა­რი წე­სე­ბია; ბევ­რი მოძ­რა­ო­ბა, სიმ­შვი­დე და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ინ­სტრუქ­ცი­ის ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად შეს­რუ­ლე­ბა. კო­ვიდს ახა­სი­ა­თებს ძლი­ე­რი სი­სუს­ტე, დეპ­რე­სი­უ­ლი გან­წყო­ბა და ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად გან­წყო­ბის არ­ქო­ნი­სა, შეძ­ლე­ბი­დაგ­ვა­რად უნდა იმოძ­რა­ოთ. მოძ­რა­ო­ბა გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვის აცი­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო გა­რან­ტი­აა. რე­გუ­ლა­რუ­ლად, აგ­რე­სი­უ­ლად ავარ­ჯი­შეთ სა­სუნ­თქი სის­ტე­მა!

ფილ­ტვის ვარ­ჯი­შის უმარ­ტი­ვეს გზას დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ბუშ­ტე­ბის გა­ბერ­ვა წარ­მო­ად­გენს. თუ სპი­რო­მეტრზე მი­გიწ­ვდე­ბათ ხელი, ეს ვარ­ჯი­ში უფრო სა­ხა­ლი­სო ხდე­ბა. სუნ­თქვი­თი ვარ­ჯი­შე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია მათ­თვის, ვი­საც სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა.

იმოძ­რა­ვეთ რამ­დენ­საც შეძ­ლებთ. ბევ­რს არც ეზო აქვს და არც სო­ფე­ლი, ამი­ტომ ოთახ­ში მო­უ­წევს სი­ა­რუ­ლი, მაგ­რამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ეს სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია! მოძ­რა­ო­ბა და­გი­ცავთ ქვე­მო კი­დუ­რე­ბის ვე­ნუ­რი თრომ­ბო­ზე­ბის­გან. თუ ოთახ­ში სი­ა­რულს ვერ ახერ­ხებთ, სცა­დეთ მსუ­ბუ­ქი ვარ­ჯი­შე­ბი ად­გილ­ზე. იძი­ნეთ საკ­მა­რი­სად. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და ენერ­გი­ის აღ­დგე­ნა­ში. თუ სიმ­სუქ­ნე არ გიშ­ლით ხელს, ეცა­დეთ იძი­ნოთ პირ­ჩაღ­მა.

იკ­ვე­ბეთ მაქ­სი­მა­ლუ­რად სრულ­ფა­სოვ­ნად! რო­გორ­მე და­ვეხ­მა­როთ ერ­თმა­ნეთს, რომ ასეთ დროს ვი­ტა­მი­ნე­ბით და ცი­ლე­ბით მდი­და­რი საკ­ვე­ბი ჰქონ­დეთ მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს. საკ­ვე­ბი და პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბი შე­გიძ­ლი­ათ ერ­თმა­ნეთს კარ­თან და­უ­ტო­ვოთ. კონ­ტაქ­ტი უპი­რო­ბოდ უნდა იყოს დის­ტან­ცი­ის წე­სე­ბის უმ­კაც­რე­სი დაც­ვით!ცხე­ლე­ბის; კუნ­თე­ბის, სახ­სრე­ბის და თა­ვის ტკი­ვი­ლის მარ­თვა შე­იძ­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. ხვე­ლის რეფ­ლექ­სის დათ­რგუნ­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, თუ ის სე­რი­ო­ზულ დის­კომ­ფორ­ტს არ გიქ­მნით.

დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­მა ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად აკონ­ტრო­ლეთ სის­ხლში გლუ­კო­ზის შემ­ცვე­ლო­ბა. დი­ა­ბე­ტი და სხვა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი მკაც­რი კონ­ტრო­ლის ქვეშ მო­აქ­ცი­ეთ და თა­ვი­დან აი­ცი­ლეთ მათი გამ­წვა­ვე­ბა.

  • მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა:

არაჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ან­ტი­კო­ა­გუ­ლა­ცი­ას ან ან­ტით­რომ­ბო­ცი­ტულ მკურ­ნა­ლო­ბას არ სა­ჭი­რო­ე­ბენ!!ან­ტი­კო­ა­გუ­ლა­ცი­ა­სა და ან­ტით­რომ­ბო­ცი­ტულ მკურ­ნა­ლო­ბა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ას­პი­რი­ნი (იგი­ვე კარ­დი­ო­მაგ­ნი­ლი), აპიქ­სა­ბა­ნი, ქსა­რელ­ტო, კუ­მა­დი­ნი, და­ბალ­მო­ლე­კუ­ლუ­რი ჰე­პა­რი­ნი (სა­ვა­რა­დუ­დო და­სა­ხე­ლე­ბე­ბია კლექ­სა­ნი, ლო­ვე­ნოქ­სი, ენოქ­სი­პა­რი­ნი, ფონ­და­პა­რი­ნუქ­სი. სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში შე­იძ­ლე­ბა უამ­რა­ვი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­დეს).

გთხოვთ ნუ მი­ი­ღებთ ამ პრე­პა­რა­ტებს ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე!!

ასე შე­იძ­ლე­ბა სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოთ, რაც ისე­დაც ურ­თუ­ლეს კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის კლი­ნი­კურ კურსს გან­სა­კუთ­რე­ბით და­ამ­ძი­მებს. არა­მიზ­ნობ­რი­ვი ან­ტი­კო­ა­გუ­ლა­ცი­ის სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბე­ბია: თა­ვის ტვი­ნის ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ინ­სულ­ტი, სის­ხლდე­ნე­ბი ში­ნა­გან ორ­გა­ნო­ებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მის სის­ხლდე­ნა. ეს პრე­პა­რა­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია მათ­თვის, ვი­საც სპე­ცი­ფი­უ­რი სის­ხლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ღვიძ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა.

სტე­რო­ი­დე­ბი, ეგ­რე­თწო­დე­ბუ­ლი დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი და ჰიდ­რო­კორ­ტი­ზო­ნი. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, და­დე­ბი­თი შე­დე­გი ამ პრე­პა­რა­ტე­ბით ნა­ნა­ხი იქნა მხო­ლოდ მძი­მე, ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბულ, ჟანგბად­ზე და­მო­კი­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში. ცი­ვი­ლი­ზი­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, ისი­ნი არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბი­ან მსუ­ბუ­ქი და­ა­ვა­დე­ბის სა­მარ­თა­ვად! მე­ტიც, არ­სე­ბობს ლო­გი­კუ­რი ეჭვი, რომ სტე­რო­ი­დე­ბის ნა­ად­რევ­მა, არა­მიზ­ნობ­რივ­მა გა­მო­ყე­ნე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­უ­ა­რე­სოს და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა. სტე­რო­ი­დე­ბის ნა­ად­რე­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა და­აქ­ვე­ი­თებს იმუ­ნურ პა­სუხს და ხელს შე­უშ­ლის თქვენს ორ­გა­ნიზმს ინ­ფექ­ცი­ას­თან ბრო­ძო­ლა­ში. ასე­ვე, სტე­რო­ი­დე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ი­ცავს რთუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას. ამას­თან, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ სტე­რო­ი­დე­ბის არა­მიზ­ნობ­რივ­მა და არას­წო­რი დო­ზე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ხელი შე­უ­წყოს კუჭ­ნაწ­ლა­ვი­დან სის­ხლდე­ნის გან­ვი­თა­რე­ბას!

ნუ მი­ი­ღებთ ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე! კო­ვი­დი არ არის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცია. ის ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა და მას­ზე ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი გავ­ლე­ნას ვერ ახ­დე­ნენ. ან­ტი­ბი­ო­ტი­კი გვჭირ­დე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ კო­ვიდ და­ა­ვა­დე­ბა რთულ­დე­ბა თან­დარ­თუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი პნევ­მო­ნი­ით ან სხვა სის­ტე­მის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ით. ივერ­მექ­ტი­ნი არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კო­ვი­დის სამ­კურ­ნა­ლოდ არც ევ­რო­პუ­ლი არც ამე­რი­კუ­ლი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის თა­ნახ­მად! თე­ო­რი­უ­ლად მას გა­აჩ­ნია ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, მაგ­რამ ამ ეფექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სა­ჭი­როა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა დაშ­ვე­ბულ თე­რა­პი­ულ­ზე ბევ­რად მა­ღა­ლი დო­ზით. ასე­თი დოზა კი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­შია! ივერ­მექ­ტი­ნის არა­მიზ­ნობ­რი­ვად, არა­თე­რა­პი­უ­ლი დო­ზე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბა სი­ცო­ცხლის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს.დღეს-დღე­ო­ბით არ არ­სე­ბობს არ­ცერ­თი სპე­ცი­ფი­კუ­რი პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც კო­ვიდ-19-ის მსუ­ბუ­ქი და სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის, სახ­ლში დარ­ჩე­ნილ პა­ცი­ენ­ტებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. გარ­და მო­ნოკ­ლო­ნა­ლუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის კოქ­ტე­ი­ლი­სა რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­წუ­ხა­როდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ არის.

ვი­ტა­მი­ნე­ბი. არ არ­სე­ბობს კვლე­ვა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს ‘’ც’’ ვი­ტა­მი­ნის ან მულ­ტი­ვი­ტა­მი­ნე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის მკურ­ნა­ლო­ბა­ში. არ­სე­ბობს შე­და­რე­ბით სუს­ტი და არა­პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ‘’დ’’ ვი­ტა­მი­ნის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით; თუმ­ცა მას კო­ვიდ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა­ზე გავ­ლე­ნა არ აქვს!

არ შე­შინ­დეთ! პა­ნი­კამ არ მო­გიც­ვათ და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბით თუ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არა­სა­ჭი­რო ვი­ზი­ტით მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­ი­უ­ა­რე­სოთ. თუ თქვენ არ გა­ნე­კუთ­ვე­ნე­ბით მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფს, ტეს­ტი­რე­ბა ან ექიმ­თან ვი­ზი­ტი მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის.

  • ვინ უნდა მი­მარ­თოს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრებს?

> პა­ცი­ენ­ტებ­მა სუნ­თქვის მძი­მე უკ­მა­რი­სო­ბით (მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი და დი­ნა­მი­კა­ში დამ­ძი­მე­ბუ­ლი);

> ლე­თარ­გი­ის, ძი­ლად მიგ­დე­ბის, გო­ნე­ბის სრუ­ლი და­ბინ­დვის შემ­თხვე­ვა­ში;

> გა­მო­ხა­ტუ­ლი მწვა­ვე კო­რო­ნა­რუ­ლი სიმპტო­მის ან გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის დროს, თუნ­დაც მსუ­ბუ­ქი კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას.

  • იზო­ლა­ცი­ი­დან გა­მოს­ვლის წე­სე­ბი:

* ქარ­თუ­ლი გზამ­კვლე­ვის თა­ნახ­მად, 12 დღე პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბი­დან ან და­დე­ბი­თი პსრ ტეს­ტის და­ფიქ­სი­რე­ბი­დან, უნდა იმ­ყო­ფე­ბო­დეთ იზო­ლა­ცი­ა­ში!

* იზო­ლა­ცი­ის მო­სახ­სნე­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბოლო 48 სა­ა­თი იყოს უსიმპტო­მო, ყო­ველ­გვა­რი სი­ცხის დამ­წე­ვის მოხ­მა­რე­ბის გა­რე­შე!

* გან­მე­ო­რე­ბი­თი ტეს­ტი იზო­ლა­ცი­ის მო­სახ­სნე­ლად სა­ჭი­რო არ არის!ტეს­ტი შე­იძ­ლე­ბა დიდი ხნით დარ­ჩეს და­დე­ბი­თი, პა­ცი­ენ­ტი კი გა­დამ­დე­ბი აღარ იყოს. ტეს­ტის და­დე­ბი­თო­ბას ვირუ­სის რნმ-ის ნარ­ჩე­ნე­ბი გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ და ასე­თი ნარ­ჩე­ნე­ბი და­ა­ვა­დე­ბას ვერ გა­მო­იწ­ვე­ვენ!

P.S. ფე­ის­ბუ­ქის ეს ჩა­ნა­წე­რი არ წარ­მო­ად­გენს პრო­ფე­სი­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო რჩე­ვის, დი­აგ­ნო­ზის ან მკურ­ნა­ლო­ბის შემ­ცვლელს. ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ამ პოს­ტებ­შია მო­ცე­მუ­ლი, არის მხო­ლოდ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თის. თუ თქვენ გაქვთ რა­ი­მე სა­ხის გა­და­უ­დე­ბე­ლი ან ქრო­ნი­კუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მა, და­უ­კავ­შირ­დით სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას, ან თქვენს პი­რად ექიმს!

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
2

უნდა გავითვალისწინოთ აცრილებმაც და აუცრელებმაც?

ჭოლა
3

კარგით რა ... ეს ნანა გეგეჭკორი საიდანღა გამოაცხვეთ. კულუმბეგოვი და მისნაირები ისედაც საკმარისად არიან და ამას რაღა უნდა - "კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო". ... ან ფოტო მაინც შეცვალეთ რა, მაჭანკალს რომ გასათხოვებელი ქალის ფოტოს მისცემენ და ისიც რომ არ დააყოვნებს და შეუდგება "საქმეს" - ე, იმას გავს ... დროზე მაინც გაათხოვეთ, შევუწუხდი მაგ ფოტოს ყურებით ხან რომელ საიტზეა გამომზეურებული და ხან - რომელზე :) :) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

როგორ ვმართოთ გართულებელი კოვიდი სახლის პირობებში - რა იგულისხმება მდგომარეობის გაუარესებაში და რა უნდა იცოდეთ მედიკამენტებით მკურნალობაზე

როგორ ვმართოთ გართულებელი კოვიდი სახლის პირობებში - რა იგულისხმება მდგომარეობის გაუარესებაში და რა უნდა იცოდეთ მედიკამენტებით მკურნალობაზე

ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმები ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული სოციალურ ქსელში გვიზიარებენ დეტალურ ინსტრუქციას და რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მართოს კოვიდინფიცირებულმა გართულებული ვირუსი სახლის პირობებში:

"ინფორმაცია, რომელიც ამ მოკლე გზამკვლევშია მოწოდებული, არაერთხელ გამოქვეყნდა სხვადასხვა ფორმატით, მაგრამ სამწუხაროდ, არ წყდება წერილების უსასრულო ჯაჭვი, რომლებშიც პანიკაში მყოფი ადამიანები დაჟინებით ითხოვენ პასუხებს ერთიდაიგივე შეკითხვებზე. ვითვალისწინებთ რა საქართველოში არსებულ ამჟამინდელ კრიტიკულ სიტუაციას, გადატვირთულ ჯანდაცვის სექტორს და დღეების განმავლობაში ექიმის კონსულტაციის გარეშე დარჩენილი პაციენტების ინტერესებს, ჩვენ, ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურლი კიდევ ერთხელ ვაქვეყნებთ მაქსიმალურად მარტივი ენით დაწერილ ინფორმაციას, რომელიც სრულიად საკმარისია გაურთულებელი კოვიდის სამართავად სახლის პირობებში.

იმედია, ამ მოკლე გზამკვლევს ჩვენი ახალგაზრდა კოლეგებიც გამოიყენებენ და გაითვალისწინებენ.

კოვიდ ინფექციის სიმპტომების გამოვლინებისას, ან ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში ქცევის წესები:

კოვიდ-19-ის სიმპტომები ძალიან მრავალფეროვანია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოვიდი შეიძლება დაიწყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, მისთვის დამახასიათებელი სიმპტომების კომპლექსით, ან უკვე არსებული ქრონიკული პრობლემების უეცარი გამწვავებით.

  • კოვიდ-19-ის ყველაზე ხშირად გამოხატული სიმპტომებია:

> გემოვნების და ყნოსვის ნაწილობრივ დაქვეითება, სრული გაქრობა ან გაუკუღმართება (როცა ყველაფერს მხოლოდ ერთი სპეციფიკური სუნი ან გემო აქვს, მაგალითად დამპალი ხორცის, დამწვარი რეზინის და ა.შ.). ეს ორი სიმპტომი ყველაზე სპეციფიკურია.

> ცხელება, შემცივნება, კანკალი;

> გონების დაბინდვა;

> მეხსიერების დაქვეითება;

> ძლიერი ზოგადი სისუსტე;

> თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;

> სხეულის კუნთების ტკივილი (ხშირად უმძიმესი);

> ყელის ტკივილი, წვის შეგრძნება, ან ყელში უცხო სხეულის შეგრძნება;

ი) სურდო (დელტა ვარიანტს ეს განსაკუთრებით ახასიათებს);

> ხველება, სუნთქვის გაძნელება;

> გულისრევის შეგრძნება, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი;

სიმპტომები შეიძლება სხვადასხვა ინტენსივობით იქნას გამოხატული დაავადების სხვადასხვა პერიოდში. არ არის აუცილებელი რამდენიმე ან ყველა სიმპტომის ერთდროული გამოვლინება.

კოვიდ-19-ზე ეჭვის მიტანა აუცილებელია ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში და თანდართული რომელიმე, თუნდაც ძალიან მსუბუქად გამოხატული სიმპტომის გამოვლინებისას.

თვითშეფასება კოვიდ-19-ის დიაგნოსტიკის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა!

პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ ყველა დაავადებული ტესტირებას, მკურნალობას ან ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს!

თუ თქვენ არ განეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფს და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებთ; აუცილებელია იზოლაცია (ქართული ოფიციალური გზამკვლევის მიხედვით 12 დღით).

რას გულისხმობს იზოლაცია? - თუ ოჯახის წევრებისგან განცალკევებულ საცხოვრებელში ვერ ახერხებთ გადასვლას, ეცადეთ მათთან (ერთდროულად) საერთო სივრცით არ ისარგებლოთ. თქვენი ოთახიდან გამოსვლისას ატარეთ ორმაგი ნიღაბი. თუ საშუალება გაქვთ ცალკე საცხოვრებელში იყოთ, ეს იდეალური გამოსავალი იქნება.

დაიწყეთ სიმპტომების ყოველდღიური აღწერა. აწარმოეთ კოვიდ დღიურები. კოვიდ დღიურები საშუალებას იძლევა ექიმმა მაღალი სიზუსტით შეაფასოს დაავადების დინამიკაში მიმდინარეობა და სწორად განსაზღვროს ის პერიოდები, როცა საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება, მკურნალობის დაწყება ან ჰოსპიტალიზაცია.

  • კოვიდ დღიურებისათვის საჭირო ინფორმაციების ჩამონათვალი:

1. ჩაინიშნეთ პირველი სიმპტომების გამოვლინების და დადებითი ტესტის დადასტურების დღე;

2. ტემპერატურის მრუდი. დღეში რამდენჯერმე გაიზომეთ ტემპერატურა და მოინიშნეთ დღიურში დროსთან ერთად.

3. სისხლში ჟანგბადის შემცველობა (სატურაცია). სასურველია იქონიოთ პულსოქსიმეტრი. თუ ხელი არ მიგიწვდებათ, არ იდარდოთ, ამის გარეშეც გახვალთ ფონს. სხვა მეთოდებით დააკვირდებით სასუნთქ სისტემას.

4. გულისცემის სიხშირე. პულსის გაზომვა, ერთი წუთის განმავლობაში. ამას ასევე შეძლებთ პულსოქსიმეტრით ან ელექტრონული წნევის საზომი აპარატით.

5. სუნთქვის სიხშირე - ამ ინფორმაციის მიღებას ერთ წუთში გულმკერდის სუნთქვითი მოძრაობის აღრიცხვით, ან საკუთარ ჩასუნთქვის სიხშირეზე ყურადღებით დაკვირვებით შეძლებთ. თუ თავად ვერ ახერხებთ, დახმარება შეიძლება მეგობრებს სთხოვოთ. საუკეთესო საშუალებაა ვიდეოზარი მეგობართან. საუბარი განყენებულ თემაზე საშუალებას მოგცემთ დაავადებულის ყურადღება სხვაგან მიმართოთ და მოსმენისას მის გულმკერდის მოძრაობებზე დაკვირვებით წუთში სუნთქვის სიხშირე აღრიცხოთ.

6. აღრიცხეთ ყოველი ახალი სიმპტომი.

ყურადღებით დააკვირდით თქვენს ზოგად მდგომარეობას. პირველ რიგში აუცილებელია ზედმიწევნით კარგად შეაფასოთ თქვენი საწყისი მდგომარეობა, რათა ათვლის წერტილიდან მინიმალური გადახრის დაფიქსირება ადვილად მოახერხოთ. თუ ხვდებით, რომ მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება დროულად მიმართეთ ექიმს.

  • რა იგულისხმება მდგომარეობის გაუარესებაში?

• უკიდურესი დაღლილობის შეგრძნება არ გაძლევთ მოძრაობის საშუალებას.

• შეუძლოთ ყოფნის გამო ვერ იღებთ საკმარისი რაოდენობით სითხეს და საკვებს.

• გონების დაბინდვა.

• მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ ემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას.

• სუნთქვის გამოხატულად პროგრესირებადი უკმარისობა.

  • რესპირატორული უკმარისობა და სხვა სასიგნალო სიმპტომები:

> ჩვეულებრივი აქტივობები ხდება უჩვეულოდ შეუძლებელი და იწვევს ქოშინს; ანუ ქოშინი მინიმალური დატვირთვისას.

> სუნთქავთ უფრო ჩქარა და მძიმედ, ვიდრე ჩვეულებრივ (სუნთქვის სიხშირე მოზრდილებში ნორმაში არ აღემატება 18-20-ს წუთში). მოსვენებულ მდგომარეობაში სუნთქვის გახშირება წუთში 24 ჩასუნთქვაზე მეტი დაავადების პროგრესირების მაჩვენებელი ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია.

> ჩვეულებრივი აქტივობა იწვევს თავბრუსხვევას

> ვისაც პულსოქსიმეტრზე მიგიწვდებათ ხელი, სატურაცია ნორმალურ მდგომარეობაში უნდა აღემატებოდეს 95%. თუ სატურაცია, ოთახის ჰაერზე, <92%-ზე (მუდმივად), ან <95%-ზე მაგრამ მას თან ახლავს სუნთქვის სიხშირის მყარი მომატება, პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია.

> პროდუქტიული ხველა, იგულისხმება დიდი რაოდენობით ნახველი, ასეთ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს თანდართული ბაქტერიული პნევმონია. კოვიდს უმეტესად მშრალი ხველა ახასიათებს.

> ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა), ნორმალური გულისცემის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 100-ს წუთში. მაღალი ტემპერატურის ფონზე გულის აჩქარება მოსალოდნელია, მაგრამ არ უნდა დარჩეს იგივე ტემპერატურის ნორმალურ ფარგლებში დაბრუნებისას.

> ტკივილი, უჩვეულო სიმძიმის ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში.

> საკმარისი რაოდენობით საკვებს და სითხეს ვერ ღებულობთ კუჭნაწლავის ტრაქტის სიმპტომების გამო.

> დიარეის და ღებინების ხშირი ეპიზოდები, რამაც შეიძლება სერიოზული დეჰიდრატაცია გამოიწვიოს.

> ქვემო კიდურების ასიმეტრიული შეშუპება (ასეთ შემთხვევაში ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი უნდა გამოირიცხოს). მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები თავიდანვე მეტ ყურადღებას საჭიროებენ. პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე, ასეთმა პაციენტებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. შესაძლებელია მათი ადრეული ჰოსპიტალიზაციაც მიზანშეწონილი იყოს, რადგან მაღალი რისკის პაციენტები რომელთაც დაავადების შედარებით მძიმე ფორმა აღენიშნებათ, დინამიკაში ყურადღებით დაკვირვებას საჭიროებენ.

  • რისკის კრიტერიუმები:

> ორსულობა;

> ასაკი (> 65 წელზე);

> მოხუცებულთა სახლის მაცხოვრებლები;

> იმუნოკომპრომეტირებული მდგომარეობები, როგორიცაა შიდსი, სტეროიდებით ქრონიკული თერაპია, თანდაყოლილი იმუნოდეფიციტები;

> ფილტვის ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა: ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ასთმა, ფილტვის ფიბროზი, ცისტიკური ფიბროზი;

> კარდიოვასკულარული დაავადებები როგორიცაა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, კარდიომიოპათიები-> ონკოლოგიური დაავადებები;

> სიმსუქნე;

> დიაბეტი;

> თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;

> ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა;

> ტვინის სისხლძარღვთა დაავადებები;

> ნევროლოგიური დაავადებები, განსაკუთრებით დემენცია;

> სისხლის დაავადებები როგორიცაა ნამგლისებური ანემია;

> ორგანოგადანერგილი პაციენტები.

რისკის ჯგუფში ყოფნა არ ნიშნავს კოვიდ-19-ის რთული ფორმებით გარანტირებულ მიმდინარეობას. ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ გართულებების რისკი უფრო მაღალია იმ ადამიანებთან შედარებით, ვისაც არანაირი რისკის ფაქტორი არ აღენიშნებათ. არამიზნობრივი მკურნალობა და ჰოსპიტალიზაცია ამ ჯგუფში განსაკუთრებით საშიშია! სწორედ ამიტომ, აუცილებელია მათი მდგომარეობის დეტალური აღწერა და კონტროლი.

  • კოვიდ-19-ის არამედიკამენტოზური მკურნალობის პრინციპები:

უპირველესი ოქროს წესია საზოგადოებისგან, ოჯახისგან, საყვარელი ადამიანებისგან იზოლაცია. იზოლაციის წესების დარღვევა კლავს!იზოლაციაში უსაფრთხოდ ყოფნის მთავარი წესებია; ბევრი მოძრაობა, სიმშვიდე და პროფესიონალური ინსტრუქციის ზედმიწევნით ზუსტად შესრულება. კოვიდს ახასიათებს ძლიერი სისუსტე, დეპრესიული განწყობა და ხასიათის ცვლილებები. მიუხედავად განწყობის არქონისა, შეძლებიდაგვარად უნდა იმოძრაოთ. მოძრაობა გართულებების თავის აცილების საუკეთესო გარანტიაა. რეგულარულად, აგრესიულად ავარჯიშეთ სასუნთქი სისტემა!

ფილტვის ვარჯიშის უმარტივეს გზას დღეში რამდენჯერმე ბუშტების გაბერვა წარმოადგენს. თუ სპირომეტრზე მიგიწვდებათ ხელი, ეს ვარჯიში უფრო სახალისო ხდება. სუნთქვითი ვარჯიშები განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება.

იმოძრავეთ რამდენსაც შეძლებთ. ბევრს არც ეზო აქვს და არც სოფელი, ამიტომ ოთახში მოუწევს სიარული, მაგრამ გაითვალისწინეთ, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია! მოძრაობა დაგიცავთ ქვემო კიდურების ვენური თრომბოზებისგან. თუ ოთახში სიარულს ვერ ახერხებთ, სცადეთ მსუბუქი ვარჯიშები ადგილზე. იძინეთ საკმარისად. ეს დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებასა და ენერგიის აღდგენაში. თუ სიმსუქნე არ გიშლით ხელს, ეცადეთ იძინოთ პირჩაღმა.

იკვებეთ მაქსიმალურად სრულფასოვნად! როგორმე დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ ასეთ დროს ვიტამინებით და ცილებით მდიდარი საკვები ჰქონდეთ მეზობლად მცხოვრებ ინფიცირებულებს. საკვები და პირველადი დახმარების ნივთები შეგიძლიათ ერთმანეთს კართან დაუტოვოთ. კონტაქტი უპირობოდ უნდა იყოს დისტანციის წესების უმკაცრესი დაცვით!ცხელების; კუნთების, სახსრების და თავის ტკივილის მართვა შეიძლება ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით. ხველის რეფლექსის დათრგუნვა აუცილებელი არ არის, თუ ის სერიოზულ დისკომფორტს არ გიქმნით.

დიაბეტით დაავადებულებმა ზედმიწევნით ზუსტად აკონტროლეთ სისხლში გლუკოზის შემცველობა. დიაბეტი და სხვა ქრონიკული დაავადებები მკაცრი კონტროლის ქვეშ მოაქციეთ და თავიდან აიცილეთ მათი გამწვავება.

  • მედიკამენტოზური მკურნალობა:

არაჰოსპიტალიზირებული პაციენტები ანტიკოაგულაციას ან ანტითრომბოციტულ მკურნალობას არ საჭიროებენ!!ანტიკოაგულაციასა და ანტითრომბოციტულ მკურნალობაში იგულისხმება ასპირინი (იგივე კარდიომაგნილი), აპიქსაბანი, ქსარელტო, კუმადინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინი (სავარადუდო დასახელებებია კლექსანი, ლოვენოქსი, ენოქსიპარინი, ფონდაპარინუქსი. სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება უამრავი განსხვავებული დასახელებით გამოიყენებოდეს).

გთხოვთ ნუ მიიღებთ ამ პრეპარატებს ექიმის დანიშნულების გარეშე!!

ასე შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში გართულებები გამოიწვიოთ, რაც ისედაც ურთულეს კოვიდ ინფექციის კლინიკურ კურსს განსაკუთრებით დაამძიმებს. არამიზნობრივი ანტიკოაგულაციის საშიში გართულებებია: თავის ტვინის ჰემორაგიული ინსულტი, სისხლდენები შინაგან ორგანოებში, განსაკუთრებით ხშირად კუჭ-ნაწლავის სისტემის სისხლდენა. ეს პრეპარატები განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც სპეციფიური სისხლის დაავადებები და ღვიძლის უკმარისობა აღენიშნება.

სტეროიდები, ეგრეთწოდებული დექსამეტაზონი და ჰიდროკორტიზონი. გაითვალისწინეთ, დადებითი შედეგი ამ პრეპარატებით ნანახი იქნა მხოლოდ მძიმე, ჰოსპიტალიზირებულ, ჟანგბადზე დამოკიდებულ პაციენტებში. ცივილიზირებულ ქვეყნებში, ისინი არ გამოიყენებიან მსუბუქი დაავადების სამართავად! მეტიც, არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ სტეროიდების ნაადრევმა, არამიზნობრივმა გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს დაავადების მიმდინარეობა. სტეროიდების ნაადრევი გამოყენება დააქვეითებს იმუნურ პასუხს და ხელს შეუშლის თქვენს ორგანიზმს ინფექციასთან ბროძოლაში. ასევე, სტეროიდების არამიზნობრივი გამოყენება შეიცავს რთული ბაქტერიული ინფექციის განვითარების საშიშროებას. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ სტეროიდების არამიზნობრივმა და არასწორი დოზებით გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კუჭნაწლავიდან სისხლდენის განვითარებას!

ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს ექიმის დანიშნულების გარეშე! კოვიდი არ არის ბაქტერიული ინფექცია. ის ვირუსული დაავადებაა და მასზე ანტიბიოტიკები გავლენას ვერ ახდენენ. ანტიბიოტიკი გვჭირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კოვიდ დაავადება რთულდება თანდართული ბაქტერიული პნევმონიით ან სხვა სისტემის ბაქტერიული ინფექციით. ივერმექტინი არ გამოიყენება კოვიდის სამკურნალოდ არც ევროპული არც ამერიკული გაიდლაინების თანახმად! თეორიულად მას გააჩნია ანტივირუსული მოქმედების მექანიზმი, მაგრამ ამ ეფექტის განსახორციელებლად საჭიროა მისი გამოყენება დაშვებულ თერაპიულზე ბევრად მაღალი დოზით. ასეთი დოზა კი ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია! ივერმექტინის არამიზნობრივად, არათერაპიული დოზებით გამოყენება სიცოცხლისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს.დღეს-დღეობით არ არსებობს არცერთი სპეციფიკური პრეპარატი, რომელიც კოვიდ-19-ის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის, სახლში დარჩენილ პაციენტებში გამოიყენება. გარდა მონოკლონალური ანტისხეულების კოქტეილისა რაც საქართველოში სამწუხაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

ვიტამინები. არ არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს ‘’ც’’ ვიტამინის ან მულტივიტამინების ეფექტურობას კოვიდ ინფექციის მკურნალობაში. არსებობს შედარებით სუსტი და არაპირდაპირი მტკიცებულება ‘’დ’’ ვიტამინის სარგებლიანობასთან დაკავშირებით; თუმცა მას კოვიდ სიკვდილიანობაზე გავლენა არ აქვს!

არ შეშინდეთ! პანიკამ არ მოგიცვათ და მედიკამენტების არამიზნობრივი გამოყენებით თუ სამედიცინო დაწესებულებებში არასაჭირო ვიზიტით მდგომარეობა არ გაიუარესოთ. თუ თქვენ არ განეკუთვენებით მაღალი რისკის ჯგუფს, ტესტირება ან ექიმთან ვიზიტი მსუბუქად მიმდინარე დაავადებისას აუცილებელი არ არის.

  • ვინ უნდა მიმართოს გადაუდებელი დახმარების ცენტრებს?

> პაციენტებმა სუნთქვის მძიმე უკმარისობით (მკვეთრად გამოხატული და დინამიკაში დამძიმებული);

> ლეთარგიის, ძილად მიგდების, გონების სრული დაბინდვის შემთხვევაში;

> გამოხატული მწვავე კორონარული სიმპტომის ან გულის უკმარისობის დროს, თუნდაც მსუბუქი კოვიდ ინფექციის მიმდინარეობისას.

  • იზოლაციიდან გამოსვლის წესები:

* ქართული გზამკვლევის თანახმად, 12 დღე პირველი სიმპტომების დაწყებიდან ან დადებითი პსრ ტესტის დაფიქსირებიდან, უნდა იმყოფებოდეთ იზოლაციაში!

* იზოლაციის მოსახსნელად აუცილებელია ბოლო 48 საათი იყოს უსიმპტომო, ყოველგვარი სიცხის დამწევის მოხმარების გარეშე!

* განმეორებითი ტესტი იზოლაციის მოსახსნელად საჭირო არ არის!ტესტი შეიძლება დიდი ხნით დარჩეს დადებითი, პაციენტი კი გადამდები აღარ იყოს. ტესტის დადებითობას ვირუსის რნმ-ის ნარჩენები განაპირობებენ და ასეთი ნარჩენები დაავადებას ვერ გამოიწვევენ!

P.S. ფეისბუქის ეს ჩანაწერი არ წარმოადგენს პროფესიული სამედიცინო რჩევის, დიაგნოზის ან მკურნალობის შემცვლელს. ინფორმაცია, რომელიც ამ პოსტებშია მოცემული, არის მხოლოდ საგანმანათლებლო და საინფორმაციო ხასიათის. თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის გადაუდებელი ან ქრონიკული სამედიცინო პრობლემა, დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას, ან თქვენს პირად ექიმს!