საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გლდანის ციხეში, რომელიც სავსე იყო ჯალათებით და ხდებოდა ადამიანების წამება და გაუპატიურება, დღეს პატიმრებს ჟოლო მოჰყავთ" - პრემიერი
"გლდანის ციხეში, რომელიც სავსე იყო ჯალათებით და ხდებოდა ადამიანების წამება და გაუპატიურება, დღეს პატიმრებს ჟოლო მოჰყავთ" - პრემიერი

როცა ჩვენ ვსა­უბ­რობთ გა­კე­თე­ბულ საქ­მე­ებ­ზე, არ გვა­ვი­წყდე­ბა, რო­გო­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი იყო თუნ­დაც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში; უნდა აღი­ნიშ­ნოს ორი სი­ტყვით, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა იყო მა­შინ ცი­ხე­ებ­ში, რო­გორ ფეხ­ქვეშ იყო გა­თე­ლი­ლი ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ის ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ღვთის­გან არის ბო­ძე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხო­ნის მე­რო­ბის კან­დი­და­ტის, ლადო ჯურ­ხა­ძის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, არც თუ ისე შო­რე­ულ წარ­სულ­ში იყო, სულ რა­ღაც 8-9 წლის წინ, ეს მდგო­მა­რე­ო­ბა იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში.

„ამი­ტომ, რო­დე­საც ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი გვაკ­რი­ტი­კე­ბენ, მინ­და მათ შე­ვახ­სე­ნო, მათ არ აქვთ არა­ნა­ი­რი მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა, რომ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა გა­აკ­რი­ტი­კონ, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბა­ზე და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, ადა­მი­ა­ნის დაც­ვა­ზე. რამ­დე­ნი­მე დღის წინ რატი ბრე­გა­ძემ გა­იხ­სე­ნა, რომ ცი­ხე­ებ­ში გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო.

რა თქმა უნდა, ჩვენ ეს კარ­გად ვი­ცით, ეს მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნახა. ცი­ხის სა­კან­ში, 20 კვად­რა­ტულ მეტრზე, 30-ზე მეტი პა­ტი­მა­რი იყო გა­მომ­წყვდე­უ­ლი. ასეთ არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებს ემა­ტე­ბო­და მათი ყო­ველ­დღი­უ­რი ცემა, ჩაგ­ვრა, წა­მე­ბა, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა და ათა­სი უბე­დუ­რე­ბა, რო­მე­ლიც ხდე­ბო­და სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში. დღეს რა­დი­კა­ლუ­რად არის შეც­ვლი­ლი ვი­თა­რე­ბა. ცნო­ბილ გლ­და­ნის ცი­ხე­ში, რო­მე­ლიც სავ­სე იყო ჯა­ლა­თე­ბით და ხდე­ბო­და ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, დღეს პა­ტიმ­რებს მოჰ­ყავთ ჟოლო, ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მცი­რე მე­წარ­მე­ო­ბა მო­ვა­წყო­ბი­ნეთ, და­ვეხ­მა­რეთ და ასე ვუ­წყობთ ხელს მათ რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას. ეს არის ჩვე­ნი ხელ­წე­რა, ამით გან­სხვავ­დე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ „ნაც­მოძ­რა­ო­ბის­გან“ და სა­ა­კაშ­ვი­ლის მჩაგ­ვრე­ლი რე­ჟი­მის­გან. ამი­ტო­მაც, ჩვენ ყვე­ლამ მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბა უნდა გა­ვა­კე­თოთ. რა თქმა უნდა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ძლი­ე­რად გა­ი­მარ­ჯვებს ამ არ­ჩევ­ნებ­ში ყვე­ლა ქა­ლაქ­ში და ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"გლდანის ციხეში, რომელიც სავსე იყო ჯალათებით და ხდებოდა ადამიანების წამება და გაუპატიურება, დღეს პატიმრებს ჟოლო მოჰყავთ" - პრემიერი

"გლდანის ციხეში, რომელიც სავსე იყო ჯალათებით და ხდებოდა ადამიანების წამება და გაუპატიურება, დღეს პატიმრებს ჟოლო მოჰყავთ" - პრემიერი

როცა ჩვენ ვსაუბრობთ გაკეთებულ საქმეებზე, არ გვავიწყდება, როგორი გამოწვევები იყო თუნდაც ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველოში; უნდა აღინიშნოს ორი სიტყვით, თუ რა მდგომარეობა იყო მაშინ ციხეებში, როგორ ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის ღირსება, თავისუფლება და ის ფუნდამენტური თავისუფლებები, რომელიც ღვთისგან არის ბოძებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატის, ლადო ჯურხაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არც თუ ისე შორეულ წარსულში იყო, სულ რაღაც 8-9 წლის წინ, ეს მდგომარეობა იყო საქართველოში.

„ამიტომ, როდესაც ჩვენი ოპონენტები გვაკრიტიკებენ, მინდა მათ შევახსენო, მათ არ აქვთ არანაირი მორალური უფლება, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკონ, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ ადამიანის ღირსებაზე და თავისუფლებაზე, ადამიანის დაცვაზე. რამდენიმე დღის წინ რატი ბრეგაძემ გაიხსენა, რომ ციხეებში გაუსაძლისი მდგომარეობა იყო.

რა თქმა უნდა, ჩვენ ეს კარგად ვიცით, ეს მთელმა მსოფლიომ ნახა. ციხის საკანში, 20 კვადრატულ მეტრზე, 30-ზე მეტი პატიმარი იყო გამომწყვდეული. ასეთ არაადამიანურ პირობებს ემატებოდა მათი ყოველდღიური ცემა, ჩაგვრა, წამება, გაუპატიურება და ათასი უბედურება, რომელიც ხდებოდა საპატიმროებში. დღეს რადიკალურად არის შეცვლილი ვითარება. ცნობილ გლდანის ციხეში, რომელიც სავსე იყო ჯალათებით და ხდებოდა ადამიანების წამება და გაუპატიურება, დღეს პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო, ციხის ტერიტორიაზე, მცირე მეწარმეობა მოვაწყობინეთ, დავეხმარეთ და ასე ვუწყობთ ხელს მათ რესოციალიზაციას. ეს არის ჩვენი ხელწერა, ამით განსხვავდება „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობისგან“ და სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმისგან. ამიტომაც, ჩვენ ყველამ მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ძლიერად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.