მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"1 საათში შემიძლია დავკეტო მთელი ქვეყანა..." - რას პასუხობს პრემიერი შეკითხვას, თუ როგორ იმართება კოვიდპანდემია დღეს
"1 საათში შემიძლია დავკეტო მთელი ქვეყანა..." - რას პასუხობს პრემიერი შეკითხვას, თუ როგორ იმართება კოვიდპანდემია დღეს

მა­შინ, რო­დე­საც ვაქ­ცი­ნა არ არ­სე­ბობ­და, მთე­ლი ქვე­ყა­ნა და­კე­ტი­ლი იყო - 1 სა­ათ­ში შე­მიძ­ლია მთე­ლი ქვე­ყა­ნა დავ­კე­ტო, მაგ­რამ ეს არ არის გა­მო­სა­ვა­ლი, - ასე უპა­სუ­ხა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, თუ რო­გორ იმარ­თე­ბა კო­ვიდ­პან­დე­მია დღეს, მა­შინ, რო­დე­საც გა­ხა­რია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბი­სას ამ­ბობ­და, რომ კარ­გად იმარ­თე­ბო­და ეს პრო­ცე­სი და ფაქ­ტია, რომ ამ­დე­ნი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა არ ფიქ­სირ­დე­ბო­და.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ჩა­კეტ­ვა დღეს შე­უძ­ლე­ბე­ლია და ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ, რო­მელ­მაც ეკო­ნო­მი­კა გახ­სნა, მე-4 და მე-5 ტალ­ღა გა­მო­ი­ა­რა.

„შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს წევ­რი ვი­ყა­ვი მა­შინ მეც, მთე­ლი მთავ­რო­ბა ვმარ­თავ­დით ამ პრო­ცესს, მა­შინ არც ვაქ­ცი­ნა არ­სე­ბობ­და და მთე­ლი ქვე­ყა­ნა იყო და­კე­ტი­ლი. ქვეყ­ნის და­კეტ­ვა­ზე მარ­ტი­ვი არა­ფე­რია, 1 სა­ათ­ში შე­მიძ­ლია დავ­კე­ტო მთე­ლი ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ ეს არ არის გა­მო­სა­ვა­ლი. ჩვენ არ­ჩე­ვა­ნი მო­ვუ­ტა­ნეთ მო­სახ­ლე­ო­ბას, ჩა­მო­ვუ­ტა­ნეთ 3 მი­ლი­ონ­ზე მეტი ვაქ­ცი­ნა „სი­ნო­ფარ­მი“ „სი­ნო­ვა­კი“ „ფა­ი­ზე­რი“ „ას­ტრა­ზე­ნე­კა“ და ეს არ­ჩე­ვა­ნი თა­ვად მო­სახ­ლე­ო­ბამ უნდა მი­ი­ღოს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვაქ­ცი­ნა­ცია, პირ­ბა­დის ტა­რე­ბა და ჩვე­ნი ყვე­ლას დაც­ვა. ქვეყ­ნის ჩა­კეტ­ვა დღეს არის შე­უძ­ლე­ბე­ლი, ჩვენ ვთქვით, რომ ლო­კა­ლუ­რი ცალ­კე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ვა­წე­სოთ და და­ვა­წე­სეთ კი­დე­ვაც. სი­ტუ­ა­ცია მი­დის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ანა­ლო­გი­უ­რი გზა გა­ი­ა­რა, მე-4 და მე-5 ტალ­ღე­ბი ყველ­გან ასე არის, მათ ვინც გახ­სნეს ეკო­ნო­მი­კა ეს გზა გა­მო­ი­ა­რეს. ეკო­ნო­მი­კის გახ­სნას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს, მით უმე­ტეს ჩვენ­ნა­ი­რი პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა - ყვე­ლა­ზე ძლი­ერ­მა სა­ხელ­მწი­ფომ თქვა, რომ ქვეყ­ნის ჩა­კეტ­ვა აღარ მოხ­დე­ბა, იგი­ვე გა­ნა­ცხა­დეს ევ­რო­პე­ლებ­მა, ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ­მა და ყვე­ლამ. შე­დე­გი არის ის, რომ დღეს გვაქვს ორ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა, ამით ვა­მა­ყობ, ასე­ვე ვა­მა­ყობ იმით, რომ ბიზ­ნე­სი დამ­შვი­დე­ბუ­ლია, სტა­ბი­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბა ეკო­ნო­მი­კა და გვაქვს უპ­რე­ცე­დენ­ტო ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა. ის რომ ტუ­რიზ­მის სე­ზო­ნი არ ჩა­ვარ­და და მო­სახ­ლე­ო­ბას და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი გა­უჩ­ნდა სწო­რედ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­დე­გია. კი­დევ ერთს გე­ტყვით, ამ პრო­ცეს­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეკო­ნო­მი­კის ზრდის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და მე­ო­რე მხრივ, მისი მარ­თვა. მარ­თვა ჩვენ გვეს­მის შემ­დეგ­ნა­ი­რად, რომ არ­ცერ­თი მო­ქა­ლა­ქე ზრუნ­ვის და მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე არ დარ­ჩეს, ამას დღე­ვან­დე­ლი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ახერ­ხებს, ექი­მე­ბის გმი­რო­ბა­ზე დგას მთე­ლი ეს პრო­ცე­სი. ვაქ­ცი­ნე­ბი, რომ არ იყოს ქვე­ყა­ნა­ში კრი­ტი­კა სა­მარ­თლი­ა­ნი და ლე­გი­ტი­მუ­რი იქ­ნე­ბო­და, დღეს როცა ვაქ­ცი­ნე­ბი გვაქვს შე­მო­ტა­ნი­ლი, იმა­ზე მეტი ვიდ­რე არის სა­ჭი­რო ამ ეტა­პის­თვის, სა­ერ­თოდ რაზე არის სა­უ­ბა­რი. მა­ნამ­დე ადა­მი­ა­ნე­ბი აკ­რი­ტი­კებ­დნენ მთავ­რო­ბას, მათ შო­რის, გა­ხა­რი­ას დროს, რომ გახ­სე­ნით ქვე­ყა­ნა და ეკო­ნო­მი­კა, და­ი­წყო მთე­ლი კამ­პა­ნია, აქ­ცი­ე­ბიც იყო, და­ვი­წყეთ ეტა­პობ­რი­ვი გახ­სნა და შე­მო­ვი­ტა­ნეთ ვაქ­ცი­ნე­ბი, რა­მაც შე­დე­გი არ და­ა­ყოვ­ნა“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

და იძულებითი საპენსიო ბეგარა არ შეგიძლიათ მოგვაშოროდ???ისედაც გახუთმაგდა ფასები და კიდევ 2%-რისთვის გვახევთ ???

ბიცო
1

(ოღონც ეს არ ქნათ) და მზად ვართ მომავალი 4 წელი ისევ გაჭირვებაში,არნახულ ფასებში,სასწაულ ინფლაციაში და უიმედობაში ვიარსებოდ,,,(უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"1 საათში შემიძლია დავკეტო მთელი ქვეყანა..." - რას პასუხობს პრემიერი შეკითხვას, თუ როგორ იმართება კოვიდპანდემია დღეს

"1 საათში შემიძლია დავკეტო მთელი ქვეყანა..." - რას პასუხობს პრემიერი შეკითხვას, თუ როგორ იმართება კოვიდპანდემია დღეს

მაშინ, როდესაც ვაქცინა არ არსებობდა, მთელი ქვეყანა დაკეტილი იყო - 1 საათში შემიძლია მთელი ქვეყანა დავკეტო, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ იმართება კოვიდპანდემია დღეს, მაშინ, როდესაც გახარია პრემიერ-მინისტრობისას ამბობდა, რომ კარგად იმართებოდა ეს პროცესი და ფაქტია, რომ ამდენი გარდაცვალების შემთხვევა არ ფიქსირდებოდა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ჩაკეტვა დღეს შეუძლებელია და ყველა ქვეყანამ, რომელმაც ეკონომიკა გახსნა, მე-4 და მე-5 ტალღა გამოიარა.

„შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს წევრი ვიყავი მაშინ მეც, მთელი მთავრობა ვმართავდით ამ პროცესს, მაშინ არც ვაქცინა არსებობდა და მთელი ქვეყანა იყო დაკეტილი. ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, 1 საათში შემიძლია დავკეტო მთელი ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ჩვენ არჩევანი მოვუტანეთ მოსახლეობას, ჩამოვუტანეთ 3 მილიონზე მეტი ვაქცინა „სინოფარმი“ „სინოვაკი“ „ფაიზერი“ „ასტრაზენეკა“ და ეს არჩევანი თავად მოსახლეობამ უნდა მიიღოს. აუცილებელია ვაქცინაცია, პირბადის ტარება და ჩვენი ყველას დაცვა. ქვეყნის ჩაკეტვა დღეს არის შეუძლებელი, ჩვენ ვთქვით, რომ ლოკალური ცალკეული შეზღუდვები შეიძლება დავაწესოთ და დავაწესეთ კიდევაც. სიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ, მთელმა მსოფლიომ ანალოგიური გზა გაიარა, მე-4 და მე-5 ტალღები ყველგან ასე არის, მათ ვინც გახსნეს ეკონომიკა ეს გზა გამოიარეს. ეკონომიკის გახსნას ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა - ყველაზე ძლიერმა სახელმწიფომ თქვა, რომ ქვეყნის ჩაკეტვა აღარ მოხდება, იგივე განაცხადეს ევროპელებმა, ბრიტანეთის პრემიერმა და ყველამ. შედეგი არის ის, რომ დღეს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ამით ვამაყობ, ასევე ვამაყობ იმით, რომ ბიზნესი დამშვიდებულია, სტაბილურად ვითარდება ეკონომიკა და გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. ის რომ ტურიზმის სეზონი არ ჩავარდა და მოსახლეობას დამატებითი შემოსავალი გაუჩნდა სწორედ ამ გადაწყვეტილებების შედეგია. კიდევ ერთს გეტყვით, ამ პროცესში აუცილებელია ეკონომიკის ზრდის შენარჩუნება და მეორე მხრივ, მისი მართვა. მართვა ჩვენ გვესმის შემდეგნაირად, რომ არცერთი მოქალაქე ზრუნვის და მკურნალობის გარეშე არ დარჩეს, ამას დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა ახერხებს, ექიმების გმირობაზე დგას მთელი ეს პროცესი. ვაქცინები, რომ არ იყოს ქვეყანაში კრიტიკა სამართლიანი და ლეგიტიმური იქნებოდა, დღეს როცა ვაქცინები გვაქვს შემოტანილი, იმაზე მეტი ვიდრე არის საჭირო ამ ეტაპისთვის, საერთოდ რაზე არის საუბარი. მანამდე ადამიანები აკრიტიკებდნენ მთავრობას, მათ შორის, გახარიას დროს, რომ გახსენით ქვეყანა და ეკონომიკა, დაიწყო მთელი კამპანია, აქციებიც იყო, დავიწყეთ ეტაპობრივი გახსნა და შემოვიტანეთ ვაქცინები, რამაც შედეგი არ დააყოვნა“, - განაცხადა პრემიერმა.