პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ ექიმებს, რომლებსაც უხარიათ ლეტალობის დღევანდელი ინდექსი, ვუსურვებ, ძალიან მალე დაგვემარცხებინოს პანდემია" - ლევან რატიანი
"იმ ექიმებს, რომლებსაც უხარიათ ლეტალობის დღევანდელი ინდექსი, ვუსურვებ, ძალიან მალე დაგვემარცხებინოს პანდემია" - ლევან რატიანი

თუ რა­ი­მე სა­სი­კე­თო ხდე­ბა სამ­ყა­როს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში, და­მერ­წმუ­ნეთ, ეს ჩვენს პრო­ტო­კოლ­ში ასა­ხუ­ლია და აი­სა­ხე­ბა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან რა­ტი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას იმის შე­სა­ხებ, რომ ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლის აზ­რით, კო­ვი­დის მარ­თვის პრო­ტო­კო­ლი რე­ა­ლო­ბას აღარ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და მას­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნაა სა­ჭი­რო.

რო­გორც რა­ტი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო პრო­ტო­კო­ლი მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ტო­კოლს ეფუძ­ნე­ბა და მას­ში ცვლი­ლე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად იც­ვლე­ბა.

„ბევ­რი კრი­ტი­კა მი­მი­ღია და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი. ეს და­ა­ვა­დე­ბა სულ 2 წელს ით­ვლის, აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამ და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი არც მე ვიცი და არც წამ­ყვან­მა მეც­ნი­ე­რებ­მა, ვინც ამ ვირუსს დღე და ღამე სწავ­ლო­ბენ. ადა­მი­ა­ნებს მინ­და ვუ­თხრა, რომ ბო­რო­ტე­ბას სი­კე­თე სჯობს - თუ მათ აქვთ იმა­ზე მეტი ინ­ფორ­მა­ცია, ვიდ­რე ჩვენ, და­ნა­შა­უ­ლი­ცაა, თუ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ გვაწ­ვდი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო პრო­ტო­კოლს, ის მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ტო­კოლ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, ამი­ტომ, რო­გორც იც­ვლე­ბა მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ტო­კო­ლი, ცვლი­ლე­ბა ხდე­ბა ჩვე­ნი პრო­ტო­კო­ლი­საც. თუ რა­ი­მე სა­სი­კე­თო ხდე­ბა სამ­ყა­როს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში, და­მერ­წმუ­ნეთ, ეს ჩვენს პრო­ტო­კოლ­ში ასა­ხუ­ლია და აი­სა­ხე­ბა.

მე მაც­ვია თეთ­რი ხა­ლა­თი, სიკ­ვდი­ლის ბო­ლომ­დე ამ ხა­ლა­თის გახ­დას არ ვა­პი­რებ. იმ ექი­მებს, რომ­ლებ­საც უხა­რი­ათ დღე­ვან­დე­ლი ლე­ტა­ლო­ბის ინ­დექ­სე­ბი, რაც გა­სა­ო­ცა­რია, ვუ­სურ­ვებ ჩემ­თან ერ­თად, ძა­ლი­ან მალე დაგ­ვე­მარ­ცხე­ბი­ნოს პან­დე­მია და დაგ­ვე­ვი­წყე­ბი­ნოს ყვე­ლა ბო­რო­ტე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხათუნა
1

როგორ მიყვარს ეს გოჭი ბიჭი,გამძლეობა ლევააან...

!
0

ერთი იმ მცირეთაგანი ვისაც ვენდობი, წარმატებები ლევან!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"იმ ექიმებს, რომლებსაც უხარიათ ლეტალობის დღევანდელი ინდექსი, ვუსურვებ, ძალიან მალე დაგვემარცხებინოს პანდემია" - ლევან რატიანი

"იმ ექიმებს, რომლებსაც უხარიათ ლეტალობის დღევანდელი ინდექსი, ვუსურვებ, ძალიან მალე დაგვემარცხებინოს პანდემია" - ლევან რატიანი

თუ რაიმე სასიკეთო ხდება სამყაროს ნებისმიერ წერტილში, დამერწმუნეთ, ეს ჩვენს პროტოკოლში ასახულია და აისახება, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ ექსპერტების ნაწილის აზრით, კოვიდის მართვის პროტოკოლი რეალობას აღარ შეესაბამება და მასში ცვლილებების შეტანაა საჭირო.

როგორც რატიანმა აღნიშნა, საქართველოს სახელმწიფო პროტოკოლი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლს ეფუძნება და მასში ცვლილებების პარალელურად იცვლება.

„ბევრი კრიტიკა მიმიღია დაუსაბუთებელი. ეს დაავადება სულ 2 წელს ითვლის, აღნიშნულიდან გამომდინარე ამ დაავადების შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი არც მე ვიცი და არც წამყვანმა მეცნიერებმა, ვინც ამ ვირუსს დღე და ღამე სწავლობენ. ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ ბოროტებას სიკეთე სჯობს - თუ მათ აქვთ იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე ჩვენ, დანაშაულიცაა, თუ ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან. რაც შეეხება ჩვენს სახელმწიფო პროტოკოლს, ის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლზეა დაფუძნებული, ამიტომ, როგორც იცვლება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლი, ცვლილება ხდება ჩვენი პროტოკოლისაც. თუ რაიმე სასიკეთო ხდება სამყაროს ნებისმიერ წერტილში, დამერწმუნეთ, ეს ჩვენს პროტოკოლში ასახულია და აისახება.

მე მაცვია თეთრი ხალათი, სიკვდილის ბოლომდე ამ ხალათის გახდას არ ვაპირებ. იმ ექიმებს, რომლებსაც უხარიათ დღევანდელი ლეტალობის ინდექსები, რაც გასაოცარია, ვუსურვებ ჩემთან ერთად, ძალიან მალე დაგვემარცხებინოს პანდემია და დაგვევიწყებინოს ყველა ბოროტება“,- განაცხადა რატიანმა.