მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეგენდარული ABBA-ს "ჰოლოგრამული" დაბრუნება - როგორ გამოიყურება წლების შემდეგ ცნობილი ოთხეული?
ლეგენდარული ABBA-ს "ჰოლოგრამული" დაბრუნება - როგორ გამოიყურება წლების შემდეგ ცნობილი ოთხეული?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გაxდა, რომ ლე­გენ­და­რულ­მა შვე­დურ­მა პოპ-ჯგუფ­მა ABBA-მ, პირ­ვე­ლად ბოლო 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ორი ახა­ლი სიმ­ღე­რის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა. მუ­სი­კო­სებ­მა ინ­ტერ­ნეტ­ში სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო ბა­ლა­და წარ­მო­ად­გი­ნეს, სა­ხელ­წო­დე­ბით: "I Still Have Faith in You“ ("მე შენი ჯერ კი­დევ მჯე­რა“), მას თან დარ­თუ­ლი აქვს ვი­დე­ოკ­ლი­პი, რო­მელ­შიც ახა­ლი მუ­სი­კა ABBA-ს ძვე­ლი გა­მოს­ვლე­ბის კად­რე­ბის ფონ­ზე ის­მის.

შვე­დუ­რი პოპ-კვარ­ტე­ტის ახა­ლი ალ­ბო­მი სა­ხელ­წო­დე­ბით "Abba Voyage" 5 ნო­ემ­ბერს გა­მო­ვა, შემ­დეგ კი მისი "ჰო­ლოგ­რა­ფი­უ­ლი გას­ტრო­ლე­ბი“ გა­ი­მარ­თე­ბა, რომ­ლის დრო­საც სო­ლის­ტე­ბის "გა­მოს­ვლა“ ვირ­ტუ­ა­ლურ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის სა­ხით, ნამ­დვი­ლი ჯგუ­ფი­სა და 10 მუ­სი­კო­სის თან­ხლე­ბით მოხ­დე­ბა.

მე­ო­რე კომ­პო­ზი­ცი­ას, რო­მე­ლიც ABBA-მ სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გი­ნა, "Don't Shut Me Down" ეწო­დე­ბა. სულ ალ­ბომ­ში ჯგუ­ფის ათი სიმ­ღე­რა იქ­ნე­ბა.

რო­გორც ABBA-ს მუ­სი­კო­სებ­მა თქვეს, მათ ახა­ლი კო­პო­ზი­ცი­ე­ბის ჩა­წე­რა მა­შინ გა­და­წყვი­ტეს, როცა სცე­ნურ წარ­მოდ­გე­ნა­ზე მუ­შა­ობ­დნენ. "თავ­და­პირ­ვე­ლად ჩვენ მხო­ლოდ ორი სიმ­ღე­რის ჩა­წე­რა გვქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი, მაგ­რამ შემ­დეგ ვი­ფიქ­რეთ, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ჩაგ­ვე­წე­რა“, - ამ­ბობს ბენი ან­დერ­სო­ნი. ახალ ალ­ბომს იგი ასე აღ­წერს: "ვფიქ­რობ, ის საკ­მა­ოდ კარ­გია. ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, რაც ჩვენს ასაკ­ში შეგ­ვეძ­ლო“.

  • "АBBA - ტა­რე­ბი“ მღე­რი­ან

ახა­ლი პრო­ექ­ტის ვი­დე­ოპ­რე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ურ პარკში გა­ი­მარ­თა, ABBA-ს ჯგუ­ფის მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი - მა­მა­კა­ცე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ: ქა­ლე­ბი - აგ­ნე­ტა ფელტსკო­გი და ანი-ფრიდ ლინგსტა­დი მას­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. "ისი­ნიც აქ უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ, - იხუმ­რა ბი­ორნ ულ­ვე­უს­მა, - მაგ­რამ ქა­ლებს ეს სა­ჯა­რო გა­მოს­ვლა, ბე­ნი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, მა­ინ­ცდა­მა­ინც არ უხა­რი­ათ“.

ABBA-ს "ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ტური“ სა­ხელ­წო­დე­ბით "Abba Voyage" მო­მა­ვა­ლი წლის 27 მა­ისს და­ი­წყე­ბა და ჩა­ტარ­დე­ბა ლონ­დო­ნის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად აშე­ნე­ბულ დარ­ბაზ­ში. კონ­ცერ­ტე­ბი კვი­რა­ში ექ­ვსი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

მომ­ღერ­ლე­ბის ავა­ტა­რე­ბი (მათ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად "АBBA-ატა­რებს“ უწო­დე­ბენ) შე­მუ­შავ­და ამე­რი­კე­ლი კი­ნემ­ტოგ­რა­ფის­ტის ედ­ვარდ ლუ­კა­სის კომ­პა­ნი­ის Industrial Light and Magic-ის მიერ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ედ­ვარდ ლუ­კა­სი ჰო­ლი­ვუდ­ში ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტე­ბის წამ­ყვა­ნი შემ­ქმნე­ლია.

მომ­ღერ­ლე­ბი თა­ვი­ანთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ 22 ჰიტს "შე­ას­რუ­ლე­ბენ, მათ შო­რის, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, Mamma Mia-ს და Waterloo-ს.

შოუს მომ­ზა­დე­ბის დროს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო სპე­ცი­ა­ლუ­რი სენ­სო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც აფიქ­სი­რებ­დნენ ABBA-ს უკვე საკ­მა­ოდ და­ბე­რე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სე­ბის მოძ­რა­ო­ბას იმ მიზ­ნით, რომ მათ "ახალ­გაზ­რდულ ას­ლებს“ უფრო რე­ა­ლის­ტუ­რად ემოძ­რა­ვათ.

"აგ­ნე­ტა, ბენი, ბი­ორ­ნი და ანი-ფრი­და სცე­ნა­ზე 160 კა­მე­რი­სა და ამა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის იმ გე­ნი­ო­სე­ბის წი­ნა­შე გა­მო­ვიდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ვი­ზუ­ა­ლურ ეფექ­ტებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ“, - ჰყვე­ბა პრო­დი­უ­სე­რი ლუდ­ვიგ ან­დერ­სო­ნი, - ხუთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ იდე­ა­ლუ­რად შე­ას­რუ­ლეს ყვე­ლა სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც ამ შო­უ­ში იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი“.

"ამი­ტო­მაც შოუს დროს თქვენ იმ ადა­მი­ა­ნებს ვერ და­ი­ნა­ხავთ, რომ­ლე­ბიც ABBA-ს მომ­ღერ­ლე­ბის როლს ას­რუ­ლე­ბენ. მომ­ღერ­ლე­ბი თვი­თონ ისი­ნი არი­ან“, - ამ­ბობს პრო­დი­უ­სე­რი.

  • რე­კორ­დუ­ლი წარ­მა­ტე­ბა

ჯგუფს სა­ხე­ლი ABBA 1973 წელს ეწო­და. მა­ნამ­დე მას Björn, Benny, Agnetha & Anni-Frid ერ­ქვა, რო­მელ­შიც ბი­ორნ ულ­ვე­უ­სი და ბენი ან­დერ­სო­ნი ჯგუფ The Hep Stars-დან გა­და­ვიდ­ნენ. ისი­ნი უკვე ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტო­რე­ბი იყ­ვნენ. თა­ვის მხრივ, აგ­ნე­ტა და ანი-ფრი­დაც წარ­მა­ტე­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ სოლო-შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის ამ­პლუ­ა­ში.

მაგ­რამ მათ­მა ერ­თობ­ლივ­მა პრო­ექ­ტმა ყო­ვე­ლი­ვე წინა პე­რი­ოდ­ში შექ­მნი­ლი დაჩ­რდი­ლა: 1974 წელს "ევ­რო­ვი­ზი­ა­ში“ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ (სიმ­ღე­რით Waterloo) ჯგუფ­მა თით­ქმის 400 მი­ლი­ო­ნი სინ­გლი და ალ­ბო­მი გა­ყი­და მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

მი­უ­ზიკ­ლი "Mamma Mia!", რო­მე­ლიც მათ მიერ შეს­რუ­ლე­ბულ ჰი­ტებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი (ბენი ულ­ვე­უ­სი­სა და ბი­ორნ ან­დერ­სო­ნის პრო­დი­უ­სე­რო­ბით), 50 მი­ლი­ონ­მა ადა­მი­ან­მა ნახა.

ჯგუ­ფი წარ­მა­ტე­ბით გა­მოს­ვლებს გა­ნაგ­რძობ­და მას შემ­დე­გაც, რაც ცოლ-ქმარ­ნი - ერთი მხრივ, ბი­ორ­ნი და აგ­ნე­ტა (1978 წელს) და მე­ო­რე მხრივ - ბი­ორ­ნი და ანი-ფრი­და (1981 წელს) გა­ი­ყარ­ნენ, მაგ­რამ 11 წლის არ­სე­ბო­ბის შემ­დეგ, 1983 წელს, მუ­სი­კო­სებ­მა სა­ბო­ლო­ოდ და­შო­რე­ბა მა­ინც გა­და­წყვი­ტეს. მათი ბოლო ერ­თობ­ლი­ვი ალ­ბო­მი იყო The Singles, რო­მე­ლიც 1982 წელს გა­მო­ვი­და. მას­ში შე­ვი­და ჰი­ტე­ბი: Under Attack და The Day Before You Came.

ABBA-ს წევ­რე­ბის ბო­ლოს ერ­თად 1986 წლის იან­ვარ­ში გა­მო­ვიდ­ნენ შვე­დუ­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ This Is Your Life-სათ­ვის, რო­მე­ლიც ჯგუ­ფის მე­ნე­ჯე­რის სტიგ ან­დერ­სო­ნის 55-ე და­ბა­დე­ბის დღეს ეძღვნე­ბო­და, მათ ჩა­წე­რეს სიმ­ღე­რის "Tivedshambo“ აკუს­ტი­კუ­რი ვერ­სია.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუცა
1

აბბას ფიროსმანს შევადარებდი, პრიმიტიული შემოქმედება მაგრამ გენიალური.

რუსა
1

მართლაც ლეეგენდარული ჯგუფი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ლეგენდარული ABBA-ს "ჰოლოგრამული" დაბრუნება - როგორ გამოიყურება წლების შემდეგ ცნობილი ოთხეული?

ლეგენდარული ABBA-ს "ჰოლოგრამული" დაბრუნება - როგორ გამოიყურება წლების შემდეგ ცნობილი ოთხეული?

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გაxდა, რომ ლეგენდარულმა შვედურმა პოპ-ჯგუფმა ABBA-მ, პირველად ბოლო 40 წლის განმავლობაში, ორი ახალი სიმღერის პრეზენტაცია გამართა. მუსიკოსებმა ინტერნეტში საფორტეპიანო ბალადა წარმოადგინეს, სახელწოდებით: "I Still Have Faith in You“ ("მე შენი ჯერ კიდევ მჯერა“), მას თან დართული აქვს ვიდეოკლიპი, რომელშიც ახალი მუსიკა ABBA-ს ძველი გამოსვლების კადრების ფონზე ისმის.

შვედური პოპ-კვარტეტის ახალი ალბომი სახელწოდებით "Abba Voyage" 5 ნოემბერს გამოვა, შემდეგ კი მისი "ჰოლოგრაფიული გასტროლები“ გაიმართება, რომლის დროსაც სოლისტების "გამოსვლა“ ვირტუალურ გამოსახულების სახით, ნამდვილი ჯგუფისა და 10 მუსიკოსის თანხლებით მოხდება.

მეორე კომპოზიციას, რომელიც ABBA-მ საზოგადოებას წარუდგინა, "Don't Shut Me Down" ეწოდება. სულ ალბომში ჯგუფის ათი სიმღერა იქნება.

როგორც ABBA-ს მუსიკოსებმა თქვეს, მათ ახალი კოპოზიციების ჩაწერა მაშინ გადაწყვიტეს, როცა სცენურ წარმოდგენაზე მუშაობდნენ. "თავდაპირველად ჩვენ მხოლოდ ორი სიმღერის ჩაწერა გვქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ შემდეგ ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა კიდევ რამდენიმე ჩაგვეწერა“, - ამბობს ბენი ანდერსონი. ახალ ალბომს იგი ასე აღწერს: "ვფიქრობ, ის საკმაოდ კარგია. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ჩვენს ასაკში შეგვეძლო“.

  • "АBBA - ტარები“ მღერიან

ახალი პროექტის ვიდეოპრეზენტაციაზე, რომელიც ლონდონის ოლიმპიურ პარკში გაიმართა, ABBA-ს ჯგუფის მხოლოდ ნახევარი - მამაკაცები გამოვიდნენ: ქალები - აგნეტა ფელტსკოგი და ანი-ფრიდ ლინგსტადი მასში არ მონაწილეობდნენ. "ისინიც აქ უნდა ყოფილიყვნენ, - იხუმრა ბიორნ ულვეუსმა, - მაგრამ ქალებს ეს საჯარო გამოსვლა, ბენისაგან განსხვავებით, მაინცდამაინც არ უხარიათ“.

ABBA-ს "ვირტუალური ტური“ სახელწოდებით "Abba Voyage" მომავალი წლის 27 მაისს დაიწყება და ჩატარდება ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში სპეციალურად აშენებულ დარბაზში. კონცერტები კვირაში ექვსი დღის განმავლობაში გაიმართება.

მომღერლების ავატარები (მათ არაოფიციალურად "АBBA-ატარებს“ უწოდებენ) შემუშავდა ამერიკელი კინემტოგრაფისტის ედვარდ ლუკასის კომპანიის Industrial Light and Magic-ის მიერ. როგორც ცნობილია, ედვარდ ლუკასი ჰოლივუდში ვიზუალური ეფექტების წამყვანი შემქმნელია.

მომღერლები თავიანთ ყველაზე პოპულარულ 22 ჰიტს "შეასრულებენ, მათ შორის, რასაკვირველია, Mamma Mia-ს და Waterloo-ს.

შოუს მომზადების დროს გამოყენებული იყო სპეციალური სენსორები, რომლებიც აფიქსირებდნენ ABBA-ს უკვე საკმაოდ დაბერებული მუსიკოსების მოძრაობას იმ მიზნით, რომ მათ "ახალგაზრდულ ასლებს“ უფრო რეალისტურად ემოძრავათ.

"აგნეტა, ბენი, ბიორნი და ანი-ფრიდა სცენაზე 160 კამერისა და ამავე რაოდენობის იმ გენიოსების წინაშე გამოვიდნენ, რომლებიც ვიზუალურ ეფექტებზე მუშაობდნენ“, - ჰყვება პროდიუსერი ლუდვიგ ანდერსონი, - ხუთი კვირის განმავლობაში მათ იდეალურად შეასრულეს ყველა სიმღერა, რომელიც ამ შოუში იქნება გამოყენებული“.

"ამიტომაც შოუს დროს თქვენ იმ ადამიანებს ვერ დაინახავთ, რომლებიც ABBA-ს მომღერლების როლს ასრულებენ. მომღერლები თვითონ ისინი არიან“, - ამბობს პროდიუსერი.

  • რეკორდული წარმატება

ჯგუფს სახელი ABBA 1973 წელს ეწოდა. მანამდე მას Björn, Benny, Agnetha & Anni-Frid ერქვა, რომელშიც ბიორნ ულვეუსი და ბენი ანდერსონი ჯგუფ The Hep Stars-დან გადავიდნენ. ისინი უკვე ცნობილი სიმღერების ავტორები იყვნენ. თავის მხრივ, აგნეტა და ანი-ფრიდაც წარმატებით სარგებლობდნენ სოლო-შემსრულებლების ამპლუაში.

მაგრამ მათმა ერთობლივმა პროექტმა ყოველივე წინა პერიოდში შექმნილი დაჩრდილა: 1974 წელს "ევროვიზიაში“ გამარჯვების შემდეგ (სიმღერით Waterloo) ჯგუფმა თითქმის 400 მილიონი სინგლი და ალბომი გაყიდა მთელ მსოფლიოში.

მიუზიკლი "Mamma Mia!", რომელიც მათ მიერ შესრულებულ ჰიტებზეა დაფუძნებული (ბენი ულვეუსისა და ბიორნ ანდერსონის პროდიუსერობით), 50 მილიონმა ადამიანმა ნახა.

ჯგუფი წარმატებით გამოსვლებს განაგრძობდა მას შემდეგაც, რაც ცოლ-ქმარნი - ერთი მხრივ, ბიორნი და აგნეტა (1978 წელს) და მეორე მხრივ - ბიორნი და ანი-ფრიდა (1981 წელს) გაიყარნენ, მაგრამ 11 წლის არსებობის შემდეგ, 1983 წელს, მუსიკოსებმა საბოლოოდ დაშორება მაინც გადაწყვიტეს. მათი ბოლო ერთობლივი ალბომი იყო The Singles, რომელიც 1982 წელს გამოვიდა. მასში შევიდა ჰიტები: Under Attack და The Day Before You Came.

ABBA-ს წევრების ბოლოს ერთად 1986 წლის იანვარში გამოვიდნენ შვედური სატელევიზიო შოუ This Is Your Life-სათვის, რომელიც ჯგუფის მენეჯერის სტიგ ანდერსონის 55-ე დაბადების დღეს ეძღვნებოდა, მათ ჩაწერეს სიმღერის "Tivedshambo“ აკუსტიკური ვერსია.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ