სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკეისროს შემდეგ, კოვიდიანი დედის სიკვდილის რისკი იზრდება 13-ჯერ..." - რას წერს რევაზ ბოჭორიშვილი ინფიცირებული ორსულების რისკებსა და უახლეს კვლევებზე
"საკეისროს შემდეგ, კოვიდიანი დედის სიკვდილის რისკი იზრდება 13-ჯერ..." - რას წერს რევაზ ბოჭორიშვილი ინფიცირებული ორსულების რისკებსა და უახლეს კვლევებზე

საფ­რან­გეთ­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი, რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პი­რად გვერ­დზე კო­ვი­დით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ორ­სუ­ლე­ბის­თვის სა­კე­ის­რო კვე­თის რის­კებ­ზე სა­უბ­რობს და თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი უახ­ლე­სი კვლე­ვე­ბის შე­დე­გებს გვი­ზი­ა­რებს:

"დღეს მე­გობ­რის გვერ­დზე ამო­ვი­კი­თხე, კი­დევ ერთი კო­ვი­დით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ორ­სუ­ლი გარ­დაც­ვლი­ლა, სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დგომ. არა­ნა­ი­რად არ ვა­პი­რებ კონ­კრე­ტუ­ლი ტრა­გე­დი­ის გან­ხილ­ვას. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე, დღე­ი­სათ­ვის უკვე კარ­გად ცნო­ბილ ფაქტს მო­ვიყ­ვან.

დღეს უკვე ბევ­რი კვლე­ვა ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ კო­ვი­დით და­ა­ვა­დე­ბულ ორ­სუ­ლებ­ში უფრო მეტი გარ­თუ­ლე­ბა (დე­ტა­ლუ­რად არ ჩა­მოვ­თვლი) ვი­თარ­დე­ბა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბაც ბევ­რად უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე ორ­სუ­ლებ­ში, რო­მელ­თაც კო­ვი­დი არ ჰქო­ნი­ათ. სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა, 18 ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, აჩ­ვე­ნებს რომ დე­დის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა იზ­რდე­ბა 22-ჯერ! ეს კვლე­ვა იმი­თაც არის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ ნა­ნა­ხია კო­რე­ლა­ცია ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე­სა და გარ­თუ­ლე­ბებს შო­რის. და­ბა­ლი და სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის ქვეყ­ნებ­ში უფრო ხში­რია გარ­თუ­ლე­ბე­ბი კო­ვი­დი­ან ორ­სუ­ლებ­ში.

https://jamanetwork.com/.../jamapedia.../fullarticle/2779182

თა­ვად სა­კე­ის­რო კვე­თა უფრო სა­რის­კოა კო­ვი­დი­ან ორ­სუ­ლებ­ში. ეს­პა­ნუ­რი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დგომ კო­ვი­დი­ა­ნი დე­დის კლი­ნი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის რის­კი იზ­რდე­ბა 13-ჯერ, კო­ვი­დის გა­რე­შე სა­კე­ის­როს­თან შე­და­რე­ბით. სტა­ტია 2020 წლის ივ­ნი­სით თა­რიღ­დე­ბა, ანუ 1 წე­ლი­წად­ზე მე­ტია ეს ცნო­ბი­ლია და სხვა კვლე­ვე­ბიც, უფრო ახა­ლი, ამას ადას­ტუ­რებს.

https://jamanetwork.com/journals/jama/fullarticle/2767206

დიდი ამე­რი­კუ­ლი კვლე­ვა, რო­მე­ლიც არა სა­კე­ის­როს, არა­მედ ზო­გად ქი­რურ­გი­ულ ოპე­რა­ცი­ებს ეხე­ბა, ას­კვნის, რომ კო­ვი­დით და­ა­ვა­დე­ბის ფონ­ზე ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის შემ­თხვე­ვა­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა იზ­რდე­ბა 2-ჯერ.

https://jamanetwork.com/.../jamanetwo.../fullarticle/2778455

სხვა კვლე­ვე­ბიც მსგავს შე­დე­გებს აჩ­ვე­ნებს და დღეს აღი­ა­რე­ბუ­ლია, რომ რე­ა­ლუ­რად გა­და­უ­დე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის გარ­და, კო­ვი­დის ფონ­ზე ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია არ უნდა ჩა­ტარ­დეს. და რის­კე­ბი იმ­დე­ნად სა­ო­პე­რა­ცი­ოს გუნ­დის­თვის კი არ არ­სე­ბობს, არა­მედ თა­ვად პა­ცი­ენ­ტი­სათ­ვის.

და ესაა დიდი პრობ­ლე­მა სა­კე­ის­როს შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვაა. ხან­მოკ­ლე და ნაკ­ლე­ბად ტრავ­მუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც ქი­რურ­გი­აა. ხოლო კო­ვი­დით თუ კო­ვი­დის გა­რე­შე, არ­სე­ბობს სა­კე­ის­რო კვე­თის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჩვე­ნე­ბე­ბი, სა­მე­ა­ნო, რომ­ლე­ბიც კო­ვიდ­თან ერ­თად არ გამ­ქრა­ლა, პი­რი­ქით, გა­ი­ზარ­და კო­ვი­დის გამო.

დე­დის კო­ვი­დის დამ­ძი­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ნა­ყო­ფის გა­და­სარ­ჩე­ნად სა­კე­ის­რო შე­იძ­ლე­ბა ერ­თად ერთი გა­მო­სა­ვა­ლი გახ­დეს. ეს სრუ­ლი­ად ახა­ლი რე­ა­ლო­ბაა. ამი­ტომ, არა­ნა­ი­რად არ ვა­პი­რებ გარ­ჩე­ვას, გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო თუ არა სა­კე­ის­რო. არც კონ­კრე­ტუ­ლი დე­ტა­ლე­ბი ვიცი და არც ამ სივ­რცე­შია ეს გა­სარ­ჩე­ვი. ის კი ვიცი, რომ უმი­ზე­ზოდ სა­კე­ის­როს არ გა­ა­კე­თებ­დნენ.

უკვე გროვ­დე­ბა მო­ნა­ცე­მე­ბი აც­რი­ლი ორ­სუ­ლე­ბის კო­ვი­დით და­ა­ვა­დე­ბის სტა­ტის­ტი­კა­ზე. სულ ორი­ო­დე კვი­რის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვა მე­ი­ოს კლი­ნი­კი­დან (აშშ-ს ერთ ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კლი­ნი­კა) ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს აც­რის დამ­ცველ როლს. აც­რილ ორ­სუ­ლებ­ში კო­ვი­დით და­ა­ვად­და 1,4%, აუც­რე­ლებ­ში კი 11,3%

https://www.ajogmfm.org/.../S2589-9333(21)00162-2/fulltext

რა დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა ამ ფაქ­ტე­ბის და არა ვა­რა­უ­დე­ბი­სა თუ ჰი­პო­თე­ზე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე? კო­ვი­დი არ უნდა შეხ­ვდეს ორ­სულს და კო­ვი­დის დამ­ძი­მე­ბის გამო, სა­კე­ის­რომ­დე არ უნდა მი­ვი­დეს საქ­მე. გა­დამ­წყვე­ტია ორ­სუ­ლე­ბის დაც­ვა კო­ვი­დის­გან და ეს დღეს ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის პი­რუთ­ვნელ შეს­რუ­ლე­ბას­თან ერ­თად ვაქ­ცი­ნა­ცი­ით შე­იძ­ლე­ბა. ორი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ მე­ო­რე გან­სა­კუთ­რე­ბით. (იხი­ლეთ ბოლო კვლე­ვა). ორ­სუ­ლე­ბის არ აც­რის­კენ მო­წო­დე­ბე­ბი არა­ნა­ი­რად არ არის გა­მარ­თლე­ბუ­ლი, არც მეც­ნი­ე­რუ­ლად და არც ეთი­კუ­რად".

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
6

13 ჯერ? ამხანაკი ყუფარაძის დასკვნით , რატომ ამტკიცებს 14 ჯერო?

555
9

საბჭოეთის დროს კი კეთდებოდა საკეისროები მაგრამ სიკცდილიანობა ძაან მცირე რო იყო (თუ იყო საერთოდ) და დღეს რამ განაპირობა სიკვდილიანობის მაღალი დონე? უცოდინრობამ, კოვიდს ნუ აბრალებთ ყველაფერს, უყურეთ მსოფლიო შესარჩევ მატცებს ფეხბურთში? გადატენილი სტადიონები პირბადის გარეშე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"საკეისროს შემდეგ, კოვიდიანი დედის სიკვდილის რისკი იზრდება 13-ჯერ..." - რას წერს რევაზ ბოჭორიშვილი ინფიცირებული ორსულების რისკებსა და უახლეს კვლევებზე

"საკეისროს შემდეგ, კოვიდიანი დედის სიკვდილის რისკი იზრდება 13-ჯერ..." - რას წერს რევაზ ბოჭორიშვილი ინფიცირებული ორსულების რისკებსა და უახლეს კვლევებზე

საფრანგეთში მომუშავე ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე კოვიდით დაავადებული ორსულებისთვის საკეისრო კვეთის რისკებზე საუბრობს და თემასთან დაკავშირებით არსებული უახლესი კვლევების შედეგებს გვიზიარებს:

"დღეს მეგობრის გვერდზე ამოვიკითხე, კიდევ ერთი კოვიდით დაავადებული ორსული გარდაცვლილა, საკეისრო კვეთის შემდგომ. არანაირად არ ვაპირებ კონკრეტული ტრაგედიის განხილვას. მხოლოდ რამდენიმე, დღეისათვის უკვე კარგად ცნობილ ფაქტს მოვიყვან.

დღეს უკვე ბევრი კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ კოვიდით დაავადებულ ორსულებში უფრო მეტი გართულება (დეტალურად არ ჩამოვთვლი) ვითარდება და სიკვდილიანობაც ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ორსულებში, რომელთაც კოვიდი არ ჰქონიათ. საერთაშორისო კვლევა, 18 ქვეყანაში ჩატარებული, აჩვენებს რომ დედის სიკვდილიანობა იზრდება 22-ჯერ! ეს კვლევა იმითაც არის საინტერესო, რომ ნანახია კორელაცია ქვეყნის განვითარების დონესა და გართულებებს შორის. დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში უფრო ხშირია გართულებები კოვიდიან ორსულებში.

https://jamanetwork.com/.../jamapedia.../fullarticle/2779182

თავად საკეისრო კვეთა უფრო სარისკოა კოვიდიან ორსულებში. ესპანური კვლევის მიხედვით, საკეისრო კვეთის შემდგომ კოვიდიანი დედის კლინიკური პარამეტრების გაუარესების რისკი იზრდება 13-ჯერ, კოვიდის გარეშე საკეისროსთან შედარებით. სტატია 2020 წლის ივნისით თარიღდება, ანუ 1 წელიწადზე მეტია ეს ცნობილია და სხვა კვლევებიც, უფრო ახალი, ამას ადასტურებს.

https://jamanetwork.com/journals/jama/fullarticle/2767206

დიდი ამერიკული კვლევა, რომელიც არა საკეისროს, არამედ ზოგად ქირურგიულ ოპერაციებს ეხება, ასკვნის, რომ კოვიდით დაავადების ფონზე ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში სიკვდილიანობა იზრდება 2-ჯერ.

https://jamanetwork.com/.../jamanetwo.../fullarticle/2778455

სხვა კვლევებიც მსგავს შედეგებს აჩვენებს და დღეს აღიარებულია, რომ რეალურად გადაუდებელი სიტუაციების გარდა, კოვიდის ფონზე ქირურგიული ოპერაცია არ უნდა ჩატარდეს. და რისკები იმდენად საოპერაციოს გუნდისთვის კი არ არსებობს, არამედ თავად პაციენტისათვის.

და ესაა დიდი პრობლემა საკეისროს შემთხვევაში, რომელიც ქირურგიული ჩარევაა. ხანმოკლე და ნაკლებად ტრავმული, მაგრამ მაინც ქირურგიაა. ხოლო კოვიდით თუ კოვიდის გარეშე, არსებობს საკეისრო კვეთის აბსოლუტური ჩვენებები, სამეანო, რომლებიც კოვიდთან ერთად არ გამქრალა, პირიქით, გაიზარდა კოვიდის გამო.

დედის კოვიდის დამძიმების შემთხვევაში, ნაყოფის გადასარჩენად საკეისრო შეიძლება ერთად ერთი გამოსავალი გახდეს. ეს სრულიად ახალი რეალობაა. ამიტომ, არანაირად არ ვაპირებ გარჩევას, გამართლებული იყო თუ არა საკეისრო. არც კონკრეტული დეტალები ვიცი და არც ამ სივრცეშია ეს გასარჩევი. ის კი ვიცი, რომ უმიზეზოდ საკეისროს არ გააკეთებდნენ.

უკვე გროვდება მონაცემები აცრილი ორსულების კოვიდით დაავადების სტატისტიკაზე. სულ ორიოდე კვირის წინ გამოქვეყნებული კვლევა მეიოს კლინიკიდან (აშშ-ს ერთ ერთი ყველაზე ცნობილი კლინიკა) ნათლად აჩვენებს აცრის დამცველ როლს. აცრილ ორსულებში კოვიდით დაავადდა 1,4%, აუცრელებში კი 11,3%

https://www.ajogmfm.org/.../S2589-9333(21)00162-2/fulltext

რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ფაქტების და არა ვარაუდებისა თუ ჰიპოთეზების საფუძველზე? კოვიდი არ უნდა შეხვდეს ორსულს და კოვიდის დამძიმების გამო, საკეისრომდე არ უნდა მივიდეს საქმე. გადამწყვეტია ორსულების დაცვა კოვიდისგან და ეს დღეს ჰიგიენის წესების პირუთვნელ შესრულებასთან ერთად ვაქცინაციით შეიძლება. ორივე მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე განსაკუთრებით. (იხილეთ ბოლო კვლევა). ორსულების არ აცრისკენ მოწოდებები არანაირად არ არის გამართლებული, არც მეცნიერულად და არც ეთიკურად".