მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე გაუგებარი ნაბიჯია, არგუმენტი - ვალის შემცირების აუცილებლობა - ანალიზს ვერ უძლებს!" - მწვავე მესიჯები პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგიდან
"გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე გაუგებარი ნაბიჯია, არგუმენტი - ვალის შემცირების აუცილებლობა - ანალიზს ვერ უძლებს!" - მწვავე მესიჯები პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგიდან

გა­ცხა­დე­ბუ­ლი უარი ევ­რო­კავ­ში­რის სეს­ხის მი­ღე­ბა­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის და პი­რა­დად ჩემ­თვის საკ­მა­ოდ გა­უ­გე­ბა­რი ნა­ბი­ჯია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი ევ­რო­კავ­ში­რის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა­ზე უა­რის თქმას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პო­ზი­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "გა­უ­გე­ბა­რია, თუ რა გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ დღეს სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კრი­ზი­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მე­ტად პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვა­ლის შემ­ცი­რე­ბა გახ­და".

"დღეს 2 სექ­ტემ­ბე­რია და ზუს­ტად ერთი თვე რჩე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე! არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი გზის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დატ­ვირ­თვის მა­ტა­რე­ბე­ლი არის და იქ­ნე­ბა. უნდა შევ­ძლოთ და ჩა­ვა­ტა­როთ სა­მა­გა­ლი­თო არ­ჩევ­ნე­ბი სი­ძულ­ვი­ლის ენის, ძა­ლა­დო­ბი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის გა­რე­შე, დე­მოკ­რა­ტი­ულ, კონ­კუ­რე­ტულ და სა­მარ­თლი­ან გა­რე­მო­ში! ამას ელო­დე­ბი­ან ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ამას და­აკ­ვირ­დე­ბი­ან ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი! აქამ­დე მო­ვე­დით და გა­დავ­ლა­ხეთ უამ­რა­ვი პო­ლო­ტი­კუ­რი თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი სირ­თუ­ლე, რომ არა ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბა, სო­ლი­და­რო­ბა, გვერ­დში დგო­მა და გა­წე­უ­ლი შრო­მა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და პან­დე­მი­ის მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი­სა, თუ ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის გაძ­ლე­ბა, გა­და­ლახ­ვა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

ისიც გვეს­მის, რომ რა­ი­მე სა­ხით, ან რამე მი­ზე­ზით ევ­რო­პუ­ლი თა­ნად­გო­მი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის და რე­გი­ო­ნის მი­მართ ინ­ტე­რე­სის შე­სუს­ტე­ბა, ხელს აძ­ლევს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ქვეყ­ნის იმ შიდა თუ გარე ძა­ლებს, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ გა­მო­იწ­ვი­ონ ქვეყ­ნის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია თუ და­სუს­ტე­ბა.

სწო­რედ ამ გა­რე­მო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ცხა­დე­ბუ­ლი უარი ევ­რო­კავ­ში­რის სეს­ხის მი­ღე­ბა­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის და პი­რა­დად ჩემ­თვის საკ­მა­ოდ გა­უ­გე­ბა­რი ნა­ბი­ჯია.

ეკო­ნო­მი­კუ­რი არ­გუ­მენ­ტი - ვა­ლის შემ­ცი­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა - ანა­ლიზს ვერ უძ­ლებს! რო­გო­რიც არ უნდა იყოს ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის ზრდა, თუნ­დაც ორ­ციფ­რი­ა­ნი, ის მა­ინც არ ანუ­ლი­რებს იმ სო­ცი­ა­ლურ და ადა­მი­ა­ნურ ზი­ანს, რაც კო­ვიდ­მა მო­უ­ტა­ნა ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას, და რისი შემ­ცი­რე­ბაც უშუ­ა­ლოდ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი 75 მი­ლი­ონ ევ­რო­ი­ა­ნი (ანუ 300 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბის) სეს­ხი. გა­უ­გე­ბა­რია, თუ რა გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ დღეს სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კრი­ზი­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მე­ტად პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვა­ლის შემ­ცი­რე­ბა გახ­და. სა­ნამ ორ­ციფ­რი­ა­ნი ზრდის შე­დე­გი სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე არ აი­სა­ხე­ბა, დახ­მა­რე­ბა­ზე უა­რის თქმის ლო­გი­კა ძნე­ლად გა­სა­გე­ბია!

ცოტა არ იყოს პა­რა­დოქ­სუ­ლა­დაც ჟღერს ერთი ხე­ლით ევ­რო­პის სეს­ხზე უა­რის თქმა და მე­ო­რე მხრივ, სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ზე, მათ შო­რის რი­კო­თის მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე აპე­ლი­რე­ბა, მა­შინ, როცა იგი დიდ­წი­ლად ევ­რო­პი­დან წა­მო­სუ­ლი სეს­ხე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა!

ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­დე­გე­ბი ამ ნა­ბი­ჯის, ამ სეს­ხის აღე­ბა არ აღე­ბით - არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. აქ მთა­ვა­რი ჩვე­ნი ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცია, ჩვე­ნი სი­ტყვის სან­დო­ო­ბაა! მარ­თა­ლია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ნე­ბის­მი­ერ სეს­ხზე უა­რის თქმის უფ­ლე­ბა გა­აჩ­ნია, თუმ­ცა სესხთან ერ­თად ხელ­მო­წე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­მართ ცვა­ლე­ბა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ცალ­მხრი­ვი აუხ­სნე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, შე­საძ­ლოა, აი­სა­ხოს, რო­გორც ქვეყ­ნის ხვა­ლინ­დელ რე­ი­ტინგზე, ასე­ვე უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის გან­წყო­ბა­ზეც.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი იზო­ლა­ცი­ო­ნიზ­მი, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში მდი­დარ ქვეყ­ნე­ბის­თვი­საც მი­უღ­წე­ვა­დია, და ჩვენ­თვის რო­გორც პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის სა­ხი­ფა­თო ილუ­ზი­აა, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს არ უდევს სა­ფუძ­ვლად, თუმ­ცა სა­ჭი­როა სიფრ­თხი­ლე, რათა ასეთ­მა ნა­ბი­ჯებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში არ გა­ა­ჩი­ნოს ცრუ წარ­მოდ­გე­ნე­ბი.

ევ­რო­კავ­ში­რის სო­ლი­და­რო­ბა­სა და პარტნი­ო­რო­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის 80%-ს არა თუ ეს­მის, კი­დე­ვაც იზი­ა­რებს. ისიც უნდა გვეს­მო­დეს, რომ ავ­ღა­ნე­თის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, ახა­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი ვი­თა­რე­ბა იქ­მნე­ბა, სა­დაც ჩვე­ნი სტა­ბი­ლუ­რო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა უფრო მე­ტად და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ევ­რო­პა­ზე ვიდ­რე აქამ­დე.

როცა ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს ვპირ­დე­ბით „მეტ ევ­რო­პას სა­ქარ­თვე­ლო­ში და მეტ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პა­ში“ და ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებს 2024 წელს კან­დი­და­ტუ­რის გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნას, ამ მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ გზა­ზე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის სრუ­ლი ნდო­ბა და მხარ­და­ჭე­რა!

ჩემი როლი ნა­თელ­ზე ნა­თე­ლია ამ ვი­თა­რე­ბა­ში: მე ვდგა­ვარ და ვიდ­გე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის მხა­რეს, ყვე­ლა­ფერს ვი­ღო­ნებ, რომ არა­ვინ, არც ხე­ლი­სუსფლე­ბამ და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბით და არც დესტრუქ­ცი­ულ­მა ოპო­ზი­ცი­ამ, რო­მე­ლიც დღეს თავ­ხე­დუ­რად ხელს აწერს დო­კუ­მეტს, რო­მელ­საც 6 თვე ძირს უთხრი­და, შეძ­ლოს ამ გზის არე­ვა და ამით ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის საფრ­თხის ქვეშ და­ყე­ნე­ბა. ერთს ეკუთ­ვნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­მარ­თლი­ა­ნად ჩა­ა­ტა­როს არ­ჩევ­ნე­ბი, შე­ას­რუ­ლოს ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და გა­ამ­ყა­როს ქვეყ­ნის მი­მართ ნდო­ბა; მე­ო­რეს კი არ უნდა მი­ე­ცეს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის პრო­ვო­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა უმი­ზე­ზოდ არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ყე­ნე­ბით.

ჩემი პო­ზი­ცია უც­ვლე­ლია: მე ვარ ერ­თგუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი იმის, რა­საც ვი­ცავ მუდ­მი­ვად პირ­ვე­ლი დღი­დან: სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თო­ბა, დე­პო­ლა­რი­ზა­ცია, ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი დე­მოკ­რა­ტია და ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი!“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მკითხველის კომენტარები / 80 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყოჩაღ პრეზიდენტო !!!
3

ღირსეული იყო პრეზიდენტის გამოსვლა,რომელმაც კიდევ ერთხელ ამხილა, მართველი ძალა ქვეყნისთვის და მოსახლეობითვის საზიანო ქმედებაში! ოცნების საქციელს გამართლება არ უწერია,ეს იყო კიდევ ერთხელ ჩადენილი პოლიტიკური თაღლითობა და ქვეყნის სახელის გატეხვა!

ლალი
2

ესეც ემიჯნება უკვე საერთაშორისო პოლიტიკურ გადაგდებაში მხილებულ გაკოტრებულ ოცნებას.ყველგან და ყველაფერში ჩაფლავდნენ.ესე სამარცხვინოდ დასრულდება ქოციანობა მალე,გახარია აჩქარებს და აჩქარებს ამ პროცესს.მთლად გადაიყვანა ჭკუიდან ისედაც შეშლილი კობახიძე.ეს კარგია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე გაუგებარი ნაბიჯია, არგუმენტი - ვალის შემცირების აუცილებლობა - ანალიზს ვერ უძლებს!" - მწვავე მესიჯები პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგიდან

"გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე გაუგებარი ნაბიჯია, არგუმენტი - ვალის შემცირების აუცილებლობა - ანალიზს ვერ უძლებს!" - მწვავე მესიჯები პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგიდან

გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყნის პირველი პირი ევროკავშირის ფინანსური დახმარების მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "გაუგებარია, თუ რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად პრიორიტეტული საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა".

"დღეს 2 სექტემბერია და ზუსტად ერთი თვე რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე! არჩევნებამდე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროპული გზისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელი არის და იქნება. უნდა შევძლოთ და ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები სიძულვილის ენის, ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე, დემოკრატიულ, კონკურეტულ და სამართლიან გარემოში! ამას ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები და ამას დააკვირდებიან ჩვენი პარტნიორები! აქამდე მოვედით და გადავლახეთ უამრავი პოლოტიკური თუ ეკონომიკური სირთულე, რომ არა ჩვენი პარტნიორების დახმარება, სოლიდარობა, გვერდში დგომა და გაწეული შრომა ძალიან რთული იქნებოდა პანდემიის მიერ გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა, თუ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გაძლება, გადალახვა და სტაბილურობის შენარჩუნება.

ისიც გვესმის, რომ რაიმე სახით, ან რამე მიზეზით ევროპული თანადგომისა და ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება, ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის იმ შიდა თუ გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ გამოიწვიონ ქვეყნის დესტაბილიზაცია თუ დასუსტება.

სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია.

ეკონომიკური არგუმენტი - ვალის შემცირების აუცილებლობა - ანალიზს ვერ უძლებს! როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლეობას, და რისი შემცირებაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული 75 მილიონ ევროიანი (ანუ 300 მილიონი ლარის ოდენობის) სესხი. გაუგებარია, თუ რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად პრიორიტეტული საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა. სანამ ორციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება, დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია!

ცოტა არ იყოს პარადოქსულადაც ჟღერს ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება!

ეკონომიკური შედეგები ამ ნაბიჯის, ამ სესხის აღება არ აღებით - არ შემოიფარგლება. აქ მთავარი ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი სიტყვის სანდოობაა! მართალია, რომ ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება გააჩნია, თუმცა სესხთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი აუხსნელი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, აისახოს, როგორც ქვეყნის ხვალინდელ რეიტინგზე, ასევე უცხოელი ინვესტორების განწყობაზეც.

დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური იზოლაციონიზმი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში მდიდარ ქვეყნებისთვისაც მიუღწევადია, და ჩვენთვის როგორც პატარა ქვეყნისთვის სახიფათო ილუზიაა, ამ გადაწყვეტილებებს არ უდევს საფუძვლად, თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რათა ასეთმა ნაბიჯებმა მოსახლეობაში არ გააჩინოს ცრუ წარმოდგენები.

ევროკავშირის სოლიდარობასა და პარტნიორობას ალტერნატივა არ გააჩნია, რაც მოსახლეობის 80%-ს არა თუ ესმის, კიდევაც იზიარებს. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ავღანეთის შემდგომ პერიოდში, ახალი სტრატეგიული ვითარება იქმნება, სადაც ჩვენი სტაბილურობა და უსაფრთხოება უფრო მეტად დამოკიდებული იქნება ევროპაზე ვიდრე აქამდე.

როცა ჩვენს მოქალაქეებს ვპირდებით „მეტ ევროპას საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში“ და ევროპელ პარტნიორებს 2024 წელს კანდიდატურის განაცხადის შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია ამ გზაზე შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიორების სრული ნდობა და მხარდაჭერა!

ჩემი როლი ნათელზე ნათელია ამ ვითარებაში: მე ვდგავარ და ვიდგები საქართველოს ევროპული არჩევანის მხარეს, ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ, არც ხელისუსფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმეტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება. ერთს ეკუთვნის პასუხისმგებლობა სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაამყაროს ქვეყნის მიმართ ნდობა; მეორეს კი არ უნდა მიეცეს დესტაბილიზაციის პროვოცირების საშუალება უმიზეზოდ არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით.

ჩემი პოზიცია უცვლელია: მე ვარ ერთგული ყველაფერი იმის, რასაც ვიცავ მუდმივად პირველი დღიდან: საზოგადოების ერთობა, დეპოლარიზაცია, ქვეყნის გაერთიანება, პოლიტიკური დემოკრატია და ევროპული მომავალი!“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"