პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნანატრი ტყუპი გააჩინა... როგორ უნდოდა, მაგრამ ვერაგმა Covid -19 - მა არ დააცადა მათი მოფერება" - 47 წლის ქალი, რომელსაც 10-წლიანი მოლოდინის შემდეგ, ტყუპი შეეძინა, გარდაიცვალა
"ნანატრი ტყუპი გააჩინა... როგორ უნდოდა, მაგრამ ვერაგმა Covid -19 - მა არ დააცადა მათი მოფერება" - 47 წლის ქალი, რომელსაც 10-წლიანი მოლოდინის შემდეგ, ტყუპი შეეძინა, გარდაიცვალა

კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ ორ­სულ­თა უმ­ძი­მეს სტა­ტის­ტი­კას, სამ­წუ­ხა­როდ, 47 წლის ნატო ფხა­კა­ძე შე­ე­მა­ტა. ქალი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო და 20 აგ­ვის­ტოს ქუ­თა­ის­ში, კლი­ნი­კა "ბო­მონდში“ იმ­შო­ბი­ა­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხენ მა­შინ ინ­ფორ­მა­ცია კლი­ნი­კამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა.

ტყუ­პი ქალ-ვა­ჟის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და თბი­ლის­ში, ივა­ნე ბო­კე­რი­ას სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს და იქ გა­ნაგ­რძობ­და მკურ­ნა­ლო­ბას.

47 წლის ქალი შვილს ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნატო ფხა­კა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას მისი მე­გობ­რე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან და წე­რენ, რომ ვე­რაგ­მა და­ა­ვა­დე­ბამ ქა­ლის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა.

"ჩემ­თვის უმ­ძი­მე­სი წუ­თე­ბი, თით­ქოს დე­და­მი­წა გა­ჩერ­და... ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი პა­ცი­ენ­ტი ნატო ფხა­კა­ძე აღარ არის... ერ­თად ბევ­რი ვიბ­რძო­ლეთ, ერ­თად დიდი გზა გა­ვი­ა­რეთ. ამ ბრძო­ლა­ში მან გა­ი­მარ­ჯვა და ნა­ნატ­რი ტყუ­პი გა­ა­ჩი­ნა, რო­გორ უნ­დო­და, რო­გორ ნატ­რობ­და, მაგ­რამ ვე­რაგ­მა Covid19 - მა არ და­ა­ცა­ლა მათი მო­ფე­რე­ბა. რა უსა­მარ­თლო­ბაა. ნა­თელ­ში გა­ნის­ვე­ნე. მე შენ მუ­დამ მე­მახ­სოვ­რე­ბი. შენი ექი­მი "ლელუ" რო­გორც მე­ძახ­დი...“ - წერს ზუ­რაბ სა­ბახ­ტა­რაშ­ვი­ლის რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ცენ­ტრის ექი­მი ლელა ირე­მა­ძე.

"ათი წელი შვილს ნატ­რობ­და და ვერ ნახა, ვერ ჩა­ი­ხუ­ტა ტყუ­პე­ბი ისე წა­ვი­და, შენ ეს არ და­გიმ­სა­ხუ­რე­ბია, ნატო. რო­გორ მე­გო­ნა, რომ გა­ვი­მარ­ჯვებ­დით ამ ვე­რაგ კო­ვიდ­ზე... იქ, სა­დაც გაფ­რინ­დი, ძა­ლი­ან შორს, შენი შვი­ლე­ბი და­ი­ფა­რე, მა­მი­დუ. ათი წლის ოც­ნე­ბას ფრთა შე­ას­ხი და არც კი დაგ­ცალ­და ამ ოც­ნე­ბის ნახ­ვა… გპირ­დე­ბი მა­რი­ამს და გი­ორ­გის ყო­ველ­თვის ემახ­სოვ­რე­ბი…“ - წერს გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

ambebi.ge - ს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია კლი­ნი­კა­ში და­უ­დას­ტუ­რეს.

ივა­ნე ბო­კე­რი­ას სა­ხე­ლო­ბის ჰოს­პიტ­ლის კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი, ალექ­სი ვა­ჩა­ძე:

- ქალ­ბა­ტო­ნი მშო­ბი­ა­რო­ბი­დან ძა­ლი­ან მალე გად­მო­იყ­ვა­ნეს ჩვენს კლი­ნი­კა­ში. გად­მოყ­ვა­ნი­სას ჰქონ­და საკ­მა­ოდ გა­მო­ხა­ტუ­ლი სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, ჟანგბად­და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა ფხი­ზე­ლი. მა­ლე­ვე შე­ფას­და რო­გორც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტი. ავიყ­ვა­ნეთ რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სა­დაც გაგ­რძელ­და მკურ­ნა­ლო­ბა, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი პრო­ტო­კო­ლით არის ეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ვაძ­ლევ­დით ჟანგბადს მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით, სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც სხვა და­ნარ­ჩე­ნი ქა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გიყ­ვე­ბით ხოლ­მე, ზუს­ტად ისე დრა­მა­ტუ­ლად გან­ვი­თარ­და სი­ტუ­ა­ცია. ჯერ იყო უბ­რა­ლოდ ჟანგბად­ზე, მერე გა­და­ვი­და სი­პაპ­ზე, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ძა­ლი­ან რომ გა­უ­ა­რეს­და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, სრუ­ლად მარ­თვით სუნ­თქვა­ზე მოგ­ვი­წია გა­დაყ­ვა­ნა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში მყი­სი­ე­რი დე­სა­ტუ­რა­ცია მოხ­და, წუ­ხელ ღა­მით გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათელში იყოს
0

ვააჰ, რამდენი ტრაგედია დაატრიალა ამ კოვიდმა. მოგვშორდეს მალე. 

ანანო
0

გული მომიკვდა. ((( რა უბედურება დაატრიალა ამ ვერაგმა ვირუსმა. ამხელა სიხარული გლოვით შეეცვალა ოჯახს. რას ვუშველი, მაგრამ მთელი გულით ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ნანატრი ტყუპი გააჩინა... როგორ უნდოდა, მაგრამ ვერაგმა Covid -19 - მა არ დააცადა მათი მოფერება" - 47 წლის ქალი, რომელსაც 10-წლიანი მოლოდინის შემდეგ, ტყუპი შეეძინა, გარდაიცვალა

"ნანატრი ტყუპი გააჩინა... როგორ უნდოდა, მაგრამ ვერაგმა Covid -19 - მა არ დააცადა მათი მოფერება" - 47 წლის ქალი, რომელსაც 10-წლიანი მოლოდინის შემდეგ, ტყუპი შეეძინა, გარდაიცვალა

კორონავირუსით გარდაცვლილ ორსულთა უმძიმეს სტატისტიკას, სამწუხაროდ, 47 წლის ნატო ფხაკაძე შეემატა. ქალი კოვიდინფიცირებული იყო და 20 აგვისტოს ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში“ იმშობიარა. აღნიშნულის შესახენ მაშინ ინფორმაცია კლინიკამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ტყუპი ქალ-ვაჟის დაბადების შემდეგ, მისი მდგომარეობა დამძიმდა და თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს და იქ განაგრძობდა მკურნალობას.

47 წლის ქალი შვილს ათი წლის განმავლობაში ელოდა. სოციალურ ქსელში ნატო ფხაკაძის გარდაცვალებას მისი მეგობრები ეხმაურებიან და წერენ, რომ ვერაგმა დაავადებამ ქალის სიცოცხლე შეიწირა.

"ჩემთვის უმძიმესი წუთები, თითქოს დედამიწა გაჩერდა... ჩემი უსაყვარლესი პაციენტი ნატო ფხაკაძე აღარ არის... ერთად ბევრი ვიბრძოლეთ, ერთად დიდი გზა გავიარეთ. ამ ბრძოლაში მან გაიმარჯვა და ნანატრი ტყუპი გააჩინა, როგორ უნდოდა, როგორ ნატრობდა, მაგრამ ვერაგმა Covid19 - მა არ დააცალა მათი მოფერება. რა უსამართლობაა. ნათელში განისვენე. მე შენ მუდამ მემახსოვრები. შენი ექიმი "ლელუ" როგორც მეძახდი...“ - წერს ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული ცენტრის ექიმი ლელა ირემაძე.

"ათი წელი შვილს ნატრობდა და ვერ ნახა, ვერ ჩაიხუტა ტყუპები ისე წავიდა, შენ ეს არ დაგიმსახურებია, ნატო. როგორ მეგონა, რომ გავიმარჯვებდით ამ ვერაგ კოვიდზე... იქ, სადაც გაფრინდი, ძალიან შორს, შენი შვილები დაიფარე, მამიდუ. ათი წლის ოცნებას ფრთა შეასხი და არც კი დაგცალდა ამ ოცნების ნახვა… გპირდები მარიამს და გიორგის ყოველთვის ემახსოვრები…“ - წერს გარდაცვლილი ქალის ახლობელი.

ambebi.ge - ს მომხდარი ტრაგედია კლინიკაში დაუდასტურეს.

ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორი, ალექსი ვაჩაძე:

- ქალბატონი მშობიარობიდან ძალიან მალე გადმოიყვანეს ჩვენს კლინიკაში. გადმოყვანისას ჰქონდა საკმაოდ გამოხატული სუნთქვის უკმარისობა, ჟანგბადდამოკიდებული იყო, თუმცა ფხიზელი. მალევე შეფასდა როგორც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი. ავიყვანეთ რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც გაგრძელდა მკურნალობა, როგორც ეროვნული პროტოკოლით არის ეს გათვალისწინებული. ვაძლევდით ჟანგბადს მაღალი კონცენტრაციით, სამწუხაროდ, როგორც სხვა დანარჩენი ქალების შემთხვევაში გიყვებით ხოლმე, ზუსტად ისე დრამატულად განვითარდა სიტუაცია. ჯერ იყო უბრალოდ ჟანგბადზე, მერე გადავიდა სიპაპზე, საბოლოო ჯამში, ძალიან რომ გაუარესდა მისი მდგომარეობა, სრულად მართვით სუნთქვაზე მოგვიწია გადაყვანა. რამდენიმე დღეში მყისიერი დესატურაცია მოხდა, წუხელ ღამით გარდაიცვალა.