ავტორი:

ადრიანა ლიმა, პენელოპე კრუსი, ბიანკა ბალტი... - როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები ვენეციის კინოფესტივალზე? (ფოტოები)

ადრიანა ლიმა, პენელოპე კრუსი, ბიანკა ბალტი... - როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები ვენეციის კინოფესტივალზე? (ფოტოები)

პირველ სექტემბერს, კინოს სამყაროში ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული მოვლენა, ვენეციის ყოველწლიური, რიგით 78-ე კინოფესტივალი დაიწყო.

ღონისძიება ლეგენდარული რეჟისორის, პედრო ალმოდოვარის ფილმით, Madres paralelas-ით გაიხსნა. ფილმში მთავარ როლს რეჟისორის მუზა, 47 წლის ესპანელი მსახიობი, პენელოპე კრუსი თამაშობს. ფილმის პრემიერას უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრო.

ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე, ყოველთვის არის ვარსკვლავების ჩაცმულობა. წელს განსაკუთრებული ყურადღება "რეტროს" სტილის წითელ კაბაში გამოწყობილმა მოდელმა, ადრიანა ლიმამ მიიქცია.

ასევე თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა "დოლჩე გაბანას" ყვითელ კაბაში გამოწყობილი მოდელი, ბიანკა ბალტი.

პენელოპე კრუსს "შანელის" კაბა ამშვენებდა.