ავტორი:

"ვირუსი ბებოსა და ბავშვს დაუდასტურდა.. თავზე დავტიროდი...ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე" - ციაკო ფიფია კოვიდისტორიისა და რთული პერიოდის შესახებ

"ვირუსი ბებოსა და ბავშვს დაუდასტურდა.. თავზე დავტიროდი...ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე" - ციაკო ფიფია კოვიდისტორიისა და რთული პერიოდის შესახებ

მსახიობი ციაკო ფიფია ამბობს, რომ ივლისის შუა რიცხვებში მის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. მძიმე გამოცდილების შესახებ მან "თბილისელებს" უამბო.

"ივლისის შუა რიცხვებში, ჩემს შვილს, ალექსანდრეს კორონა დაუდასტურდა, თან ინდური შტამი და ლამის მოვკვდი, ეს რომ გავიგე. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი ქმარი სულ გარეთ ვართ, ყველა წესს და რეგულაციას ვიცავთ. ყველაზე მეტად ბებიასა და შვილზე ვნერვიულობდი. ბებო გავიდა მაღაზიაში, იქიდან დაბრუნებული დაქალს შეხვდა, ელაპარაკა.

იმ დღეებში, მთელ უბანში ოჯახი არ იყო დარჩენილი, კორონა რომ არ დაფიქსირებულიყო. ჩვენც ვერ გადავრჩით - ბებოს დაქალს დაუდასტურდა, ბებოც დავტესტეთ და დაუდასტურდა. ეს ძლივს გადავიტანეთ, ისედაც სუნთქვის პრობლემები აქვს.

საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ჩვენც გავიტესტეთ და არ აღმოგვაჩნდა. ძალიან პანიკიორი ვარ, ემოციური და გადავწყვიტე, 72 საათში გადამოწმება. დიდებს არ აღმოგვაჩნდა და ბავშვს დაუდასტურდა. იმ წუთას მის წინ როგორ შევიკავე ემოცია, არ ვიცი.

ერთი სიტყვით, ბავშვი თავს კარგად გრძნობდა, არაფერი ეტყობოდა და ჩვენ დავიხოცეთ. პირველი სამი დღე ბავშვს თავზე დავტიროდი. მერე ჩემს თავს შემოვულაწუნე და ვუთხარი: გამოფხიზლდი! ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე, ათას სისულელეს ვფიქრობდი, ვლოცულობდი... მიუხედავად იმისა, რომ არცერთს არ გვქონდა, მთელი ოჯახი სახლში გამოვიკეტეთ სამი კვირა. მადლობა ღმერთს, ახლა კარგად არის. აცრაც გავიკეთე და ახლა მეორე დოზის გაკეთებას ველოდები", - ამბობს ციაკო ფიფია. (წყარო: "თბილისელები").