სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირკვევა, რომ რუსეთს მაინც ჰყავს საყრდენი ამ ქვეყანაში" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია საქართველოს მთავრობის  უარს ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე
"ირკვევა, რომ რუსეთს მაინც ჰყავს საყრდენი ამ ქვეყანაში" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია საქართველოს მთავრობის  უარს ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უარი, ევ­რო­კავ­ში­რის­გან მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კურ დახ­მა­რე­ბა­ზე, ორი დღეა, რუ­სუ­ლი ონ­ლა­ინ­გა­მო­ცე­მე­ბი­სა და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი გან­ხილ­ვის თე­მად იქცა.

"სა­ქარ­თვე­ლოს თქმით, მათ არ სჭირ­დე­ბათ ევ­რო­კავ­ში­რის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა", - წერს გა­მო­ცე­მა eadaily.com.ru. რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, აქამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებ­და, რომ "ად­გი­ლობ­რი­ვი ოპო­ზი­ცია სა­ბო­ტა­ჟის რე­ჟიმ­ზე იყო გა­და­სუ­ლი, რო­გორ­მე ქვეყ­ნის და­სავ­ლე­თის­კენ სვლის­თვის ხელი შე­ე­შა­ლა. ისი­ნი მათ ქმე­დე­ბებს მავ­ნებ­ლურს უწო­დებ­დნენ".

გა­მო­ცე­მის­ვე ცნო­ბით, ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცია არა­ერ­თხელ გა­მო­ვი­და ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და წი­ნა­და­დე­ბით, და­სავ­ლელ პარ­ნი­ო­რებ­სა და ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებს შე­ე­წყვი­ტათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა, რად­გან მათი ქმე­დე­ბე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ის­გან შო­რის იყო. ახლა თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ბობს უარს, რა­საც ოპო­ზი­ცია მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს და და­სავ­ლე­თის­გან დის­ტან­ცი­რე­ბად აფა­სებს.

echo.msk.ru-ს ცნო­ბით, თან­ხა, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უარი თქვა, კო­ვიდ-პან­დე­მი­ის შე­დე­გე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი.

"თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, კრე­დი­ტის სა­ხით, ევ­რო­კავ­ში­რის 75 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე თქვა უარი, - წერს რუ­სუ­ლი მე­დია, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "ეკო­ნი­მი­კის ზრდის მაჩ­ვე­ნებ­ლით" ახ­სნეს, რის გა­მოც ახა­ლი ვა­ლის აღე­ბა­ზე ით­ქვა უარი". თუმ­ცა, ქვეყ­ნის ოპო­ზი­ცი­უ­რი და (არა მხო­ლოდ) სა­ზო­გა­დო­ე­ბა ში­შობს, რომ დე­მოკ­რა­ტია და სა­ხელ­მწი­ფოს სა­გა­რეო კურ­სი საფრ­თხის ქვე­შაა.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" კო­რეს­პონ­დენ­ტის რი­კარდ იოზ­ვი­ა­კის მო­საზ­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­ში­რის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო იმით, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლოს შექ­მნა ვერ შეძ­ლო, რაც კრე­დი­ტის მი­ღე­ბის ერთ-ერთი პი­რო­ბა იყო.

"სა­ქარ­თვე­ლომ და­არ­ღვია პი­რო­ბა, რო­მე­ლიც მაკრო­ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მე­ო­რე ნა­წი­ლის მი­ღე­ბის­თვის უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა, თუმ­ცა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლოს შექ­მნა ამის სა­პირ­წო­ნე ვერ აღ­მოჩ­ნდა", - და­წე­რა მან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის თა­ვის გვერ­დზე.

რო­გორც რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, რომ მისი უფ­რო­სი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი კი არა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხია, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ცი­ნი­კურ­მა გან­ცხა­დე­ბა­მაც არ და­ა­ყოვ­ნა.

"ჩვე­ნი დიდი, მხცო­ვა­ნი და კარ­გად გა­მოწრთო­ბი­ლი დიპ­ლო­მა­ტიც გა­მოჩ­ნდა და სა­ქარ­თვე­ლოს შე­ა­გე­ბა, რომ თუ რუ­სეთ­თან, რო­გორც თა­ვის მე­ზო­ბელ­თან, ნორ­მა­ლუ­რად ცხოვ­რე­ბის­თვის მზა­დაა, თა­ვის მხრივ მოს­კო­ვიც მზად არის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­სად­გე­ნად. ოღონდ, თუ სა­ქარ­თვე­ლოს ნამ­დვი­ლად არ სურს რუ­სე­თის კარ­ტის გა­თა­მა­შე­ბა და­სავ­ლე­თის მფარ­ვე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის, არა­მედ რო­გორც მე­ზობ­ლებ­თან, ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბაო. იქ­ნებ ვინ­მემ შე­მახ­სე­ნოს, რო­მელ მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას­თან გვაქვს ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, ყვე­ლას ისე ვუ­ყუ­რებთ, რო­გორც ჩვენს სა­კუთ­რე­ბას ახლო წარ­სულ­ში, რო­მე­ლიც ახლო მო­მა­ვალ­ში ისევ ჩვე­ნი გავ­ლე­ნის სიბ­რტყე­ში უნდა დაბ­რუნ­დეს. არ მგო­ნია, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იცოდ­ნენ, რომ ცე­ცხლს ეთა­მა­შე­ბი­ან", - წერს რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ან­ტონ ჩე­რე­პა­ნო­ვი.

"ლავ­როვ­მა იცის ქარ­თვე­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სე­თის შრო­მით ბა­ზარ­თან და რუ­სეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უვი­ზო რე­ჟი­მი ახ­სე­ნა, იცის სად და­არ­ტყას ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კის სა­შუ­ა­ლო ფე­ნას. რო­გორც ირ­კვე­ვა, რუ­სეთს მა­ინც ჰყავს საყ­რდე­ნი ამ ქვე­ყა­ნა­ში, რაც ძა­ლი­ან კარ­გად იცის და შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ უშ­ვებს, მმარ­თვე­ლი გუნ­დი­სა თუ ოპო­ზი­ცი­ის არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­თა­ვი­სოდ არ გა­მო­ი­ყე­ნოს", - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი "ანას­ტა­სია კინ­სკი".

"ამ­დე­ნი წე­ლია ქარ­თვე­ლი ხალ­ხი თვით­გა­მორ­კვე­ვის რე­ჟიმ­შია. ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ ევ­რო­პის­კენ გა­და­ი­ხა­რონ, აზი­ის­კენ, თუ ისევ რუ­სეთ­თან უნ­დათ. ახა­ლი თა­ო­ბა ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში კი იღებს გა­ნათ­ლე­ბას, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, "უფ­რო­სი თა­ო­ბის სინ­დრო­მი" ჯერ კი­დევ ძლი­ე­რია ქვე­ყა­ნა­ში. იმე­დია, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა უკან აღარ დაბ­რუნ­დე­ბა, თო­რემ ადრე თუ გვი­ან ბე­ლა­რუ­სის გზით მო­უ­წევთ სი­ა­რუ­ლი", - მი­აჩ­ნია ემირ ტა­მო­ევს.

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mimino
8

ოცნებავ, იგემეთ პოლიტიკური სიმძიმე და მიიღეთ პასუხი პუტინისაგან... ხოდა იცოდეთ საქართველოს საზოგადოების არჩევანია დასავლური სამყარო....

რატი
4

ორივე, რუსეთიც და დასავლეთიც, მოუსავლეთში რომ წახვიდეთ და ჩვენი დანარჩენი სამეზობლოც თან გაიყოლოთ, დიდად დაგვავალებთ. თუნდაც ცოტა ხანი მაინც დავისვენებთ.

ავტორი:

"ირკვევა, რომ რუსეთს მაინც ჰყავს საყრდენი ამ ქვეყანაში" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია საქართველოს მთავრობის  უარს ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე

"ირკვევა, რომ რუსეთს მაინც ჰყავს საყრდენი ამ ქვეყანაში" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია საქართველოს მთავრობის  უარს ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე

საქართველოს ხელისუფლების უარი, ევროკავშირისგან მაკროეკონომიკურ დახმარებაზე, ორი დღეა, რუსული ონლაინგამოცემებისა და ინტერნეტმომხმარებლების აქტიური განხილვის თემად იქცა.

"საქართველოს თქმით, მათ არ სჭირდებათ ევროკავშირის ფინანსური დახმარება", - წერს გამოცემა eadaily.com.ru. რუსული გამოცემის ცნობით, აქამდე საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ "ადგილობრივი ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმზე იყო გადასული, როგორმე ქვეყნის დასავლეთისკენ სვლისთვის ხელი შეეშალა. ისინი მათ ქმედებებს მავნებლურს უწოდებდნენ".

გამოცემისვე ცნობით, ქართული ოპოზიცია არაერთხელ გამოვიდა ინიციატივითა და წინადადებით, დასავლელ პარნიორებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შეეწყვიტათ ხელისუფლების მხარდაჭერა, რადგან მათი ქმედებები დემოკრატიისგან შორის იყო. ახლა თავად ხელისუფლება ამბობს უარს, რასაც ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს და დასავლეთისგან დისტანცირებად აფასებს.

echo.msk.ru-ს ცნობით, თანხა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა, კოვიდ-პანდემიის შედეგების პრევენციისთვის იყო განკუთვნილი.

"თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ, კრედიტის სახით, ევროკავშირის 75 მილიონ ევროზე თქვა უარი, - წერს რუსული მედია, რომლის ცნობითაც, საქართველოში ეს გადაწყვეტილება "ეკონიმიკის ზრდის მაჩვენებლით" ახსნეს, რის გამოც ახალი ვალის აღებაზე ითქვა უარი". თუმცა, ქვეყნის ოპოზიციური და (არა მხოლოდ) საზოგადოება შიშობს, რომ დემოკრატია და სახელმწიფოს საგარეო კურსი საფრთხის ქვეშაა.

"რადიო თავისუფლების" კორესპონდენტის რიკარდ იოზვიაკის მოსაზრებით, საქართველომ ევროკავშირის ყურადღება მიიპყრო იმით, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა ვერ შეძლო, რაც კრედიტის მიღების ერთ-ერთი პირობა იყო.

"საქართველომ დაარღვია პირობა, რომელიც მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის მიღებისთვის უნდა შეესრულებინა, თუმცა, დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა ამის საპირწონე ვერ აღმოჩნდა", - დაწერა მან სოციალური ქსელის თავის გვერდზე.

როგორც რუსი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელებში წერენ, საქართველოს პრემიერის განცხადების შემდეგ, რომ მისი უფროსი ევროპარლამენტი კი არა, ქართველი ხალხია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცინიკურმა განცხადებამაც არ დააყოვნა.

"ჩვენი დიდი, მხცოვანი და კარგად გამოწრთობილი დიპლომატიც გამოჩნდა და საქართველოს შეაგება, რომ თუ რუსეთთან, როგორც თავის მეზობელთან, ნორმალურად ცხოვრებისთვის მზადაა, თავის მხრივ მოსკოვიც მზად არის ურთიერთობების აღსადგენად. ოღონდ, თუ საქართველოს ნამდვილად არ სურს რუსეთის კარტის გათამაშება დასავლეთის მფარველობის შენარჩუნებისთვის, არამედ როგორც მეზობლებთან, ნორმალური ცხოვრებაო. იქნებ ვინმემ შემახსენოს, რომელ მეზობელ ქვეყანასთან გვაქვს ნორმალური ურთიერთობა, ყველას ისე ვუყურებთ, როგორც ჩვენს საკუთრებას ახლო წარსულში, რომელიც ახლო მომავალში ისევ ჩვენი გავლენის სიბრტყეში უნდა დაბრუნდეს. არ მგონია, საქართველოში არ იცოდნენ, რომ ცეცხლს ეთამაშებიან", - წერს რუსი ინტერნეტმომხმარებელი ანტონ ჩერეპანოვი.

"ლავროვმა იცის ქართველების დამოკიდებულება რუსეთის შრომით ბაზართან და რუსეთში საქართველოს მოქალაქეების უვიზო რეჟიმი ახსენა, იცის სად დაარტყას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის საშუალო ფენას. როგორც ირკვევა, რუსეთს მაინც ჰყავს საყრდენი ამ ქვეყანაში, რაც ძალიან კარგად იცის და შესაძლებლობას არ უშვებს, მმართველი გუნდისა თუ ოპოზიციის არაპოპულარული გადაწყვეტილებები სათავისოდ არ გამოიყენოს", - წერს ინტერნეტმომხმარებელი "ანასტასია კინსკი".

"ამდენი წელია ქართველი ხალხი თვითგამორკვევის რეჟიმშია. ვერ ჩამოყალიბდნენ ევროპისკენ გადაიხარონ, აზიისკენ, თუ ისევ რუსეთთან უნდათ. ახალი თაობა ევროპასა და ამერიკაში კი იღებს განათლებას, მაგრამ როგორც ჩანს, "უფროსი თაობის სინდრომი" ჯერ კიდევ ძლიერია ქვეყანაში. იმედია, საქართველოს მოსახლეობა უკან აღარ დაბრუნდება, თორემ ადრე თუ გვიან ბელარუსის გზით მოუწევთ სიარული", - მიაჩნია ემირ ტამოევს.