ავტორი:

“მოსკოვი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობის აღსადგენად“ - რას აცხადებს სერგეი ლავროვი

“მოსკოვი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობის აღსადგენად“ - რას აცხადებს სერგეი ლავროვი

"თუ საქართველოს სურს იცხოვროს რუსეთთან მეზობლურად, მოსკოვი მზადაა ურთიერთობის აღსადგენად“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთს წელიწადნახევრის წინ განზრახული ჰქონდა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება, თუმცა ამას ხელი შეუშალა თბილისში მომხდარმა "უხეშმა პროვოკაციამ."

"თუ საქართველოს ნამდვილად არ სურს გაითამაშოს რუსეთთან კარტი დასავლეთის მფარველობის შესანარჩუნებლად და სურს ნორმალურად, მეზობლურად ცხოვრება, ჩვენ ამისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ.

როცა მათ ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღეს, განზრახული გვქონდა, გვეპასუხა მეზობლისთვის. თავდაპირველად, ვაკვირდებოდით რა მოხდებოდა და რა თქმა უნდა, საქართველოში მოგზაურობა არავისთვის აგვიკრძალავს, მაგრამ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ჩვენ მზად ვიყავით, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი აგვემოქმედებინა, რათა საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ვიზიტი შესძლებოდათ.

მაგრამ შემდეგ იყო არასასიამოვნო ინციდენტი, ეს იყო უხეში პროვოკაცია რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინააღმდეგ თბილისში საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის სხდომაზე“, - აღნიშნა რუსეთი საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

წყარო: .ekhokavkaza.com