მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი,  ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი" - ირაკლი ღარიბაშვილი
"ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი,  ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი" - ირაკლი ღარიბაშვილი

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი არ არის ჩვე­ნი უფ­რო­სი, ჩვე­ნი უფ­რო­სია ქარ­თვე­ლი ხალ­ხი. თუ მათ რე­ა­ლუ­რად აინ­ტე­რე­სებთ საქ­მის ვი­თა­რე­ბა­ში და არსში გარ­კვე­ვა, უნდა გა­არ­კვი­ონ და არა ზე­და­პი­რუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი აკე­თონ, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ევ­რო­კავ­ში­რის მაკრო­ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მაკრო­ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მე­ო­რე ტრან­ში სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ამ კუ­თხით სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა ბევ­რად წინ უს­წრებს ევ­რო­კავ­ში­რის მოქ­მე­დი წევ­რე­ბის სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას.

მი­სი­ვე თქმით, მი­უ­ხე­და­ვად შარლ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენ­ტი­დან გა­მოს­ვლი­სა, მმარ­თვე­ლი გუნ­დი ერ­თგუ­ლია იმ რე­ფორ­მე­ბი­სა, რო­მე­ლიც და­ი­წყეს.

"მთავ­რო­ბამ სეს­ხი აიღო 150 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბით 2020 წელს, ამ სეს­ხი­დან ნა­ხე­ვა­რი ჩა­მო­რი­ცხუ­ლი იქნა შარ­შან და მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი მიბ­მუ­ლი იყო სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა­ზე. მინ­და ყვე­ლას შე­ვახ­სე­ნო და მათ შო­რის ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს, რომ­ლე­ბიც დღეს გა­მო­დი­ან გან­ცხა­დე­ბე­ბით - ჩვენ კარ­გად ვი­ცით და გვახ­სოვს რო­გო­რი სა­სა­მარ­თლო ჩა­ი­ბა­რა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, მას შემ­დეგ არა­ერ­თი რე­ა­ლუ­რი და ხელ­შე­სა­ხე­ბი რე­ფორ­მა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, რა­მაც რე­ა­ლუ­რად გამჭვირ­ვა­ლე გა­ხა­და და გახ­სნა ეს სის­ტე­მა. ამას გარ­და, სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა ბევ­რად წინ უს­წრებს ევ­რო­კავ­ში­რის მოქ­მე­დი წევ­რე­ბის, სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას, რაც ყვე­ლა კვლე­ვით დას­ტურ­დე­ბა, მათ შო­რის ევ­რო­კავ­ში­რის გა­მო­კი­თხვე­ბით. ჩვენ გა­მო­ვე­დით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­დან ვი­ნა­ი­დან მე­ო­რე მთა­ვარ­მა მხა­რემ არ მო­ა­წე­რა ხელი, მათ რომ მო­ე­წე­რათ ჩვენ დავ­რჩე­ბო­დით, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ვაგ­რძე­ლებთ და ვართ ერ­თგუ­ლი იმ რე­ფორ­მე­ბი­სა, რო­მე­ლიც და­ვი­წყეთ და აუ­ცი­ლებ­ლად ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ.

გვაქვს ორ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა, რო­მე­ლიც არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი 10-12 წელ­ზე მე­ტია, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა ბი­უ­ჯეტ­ში მი­ლი­არდ ლარ­ზე მეტი და­მა­ტე­ბი­თი ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი გას­ჩე­ნო­და სა­ხელ­მწი­ფოს. ჩვენ მი­ვე­ცით ჩვენს თავს უფ­ლე­ბა იმი­სა, რომ დაგ­ვე­წყო ეტა­პობ­რი­ვად სა­გა­რეო ვა­ლის შემ­ცი­რე­ბა, შარ­შან ჩვენ ავი­ღეთ 3 მი­ლი­არ­დის სა­გა­რეო ვალი, რაც მძი­მე ტვირ­თად და­აწ­ვა ჩვენს ქვე­ყა­ნას. ეს იყო სეს­ხი და და­მა­ტე­ბი­თი სეს­ხის აღე­ბა­ზე ვთქვით უარი, ამ სეს­ხმა ძა­ლი­ან დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი წონა შე­ი­ძი­ნა და სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის სა­გა­ნი თუ სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და. ამ უხერ­ხუ­ლო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და თავი შე­ვი­კა­ვეთ მისი აღე­ბის­გან“, - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 77 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
natia
0

მართალი ხარ შენი უფროსი ბიძინაა 

როცა სათქმელი არაფერია
0

რა ვიცი ევროპაში კარტოფილზე თქვენ მიერეკებით აქედან ხალხს და......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი,  ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი,  ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი" - ირაკლი ღარიბაშვილი

ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი. თუ მათ რეალურად აინტერესებთ საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

ღარიბაშვილის განმარტებით, მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე იყო დამოკიდებული და ამ კუთხით საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სასამართლო სისტემას.

მისივე თქმით, მიუხედავად შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტიდან გამოსვლისა, მმართველი გუნდი ერთგულია იმ რეფორმებისა, რომელიც დაიწყეს.

"მთავრობამ სესხი აიღო 150 მილიონი ევროს ოდენობით 2020 წელს, ამ სესხიდან ნახევარი ჩამორიცხული იქნა შარშან და მეორე ნახევარი მიბმული იყო სასამართლო რეფორმაზე. მინდა ყველას შევახსენო და მათ შორის ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გამოდიან განცხადებებით - ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს როგორი სასამართლო ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“, მას შემდეგ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ, რამაც რეალურად გამჭვირვალე გახადა და გახსნა ეს სისტემა. ამას გარდა, საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების, სახელმწიფოების სასამართლო სისტემას, რაც ყველა კვლევით დასტურდება, მათ შორის ევროკავშირის გამოკითხვებით. ჩვენ გამოვედით ხელშეკრულებიდან ვინაიდან მეორე მთავარმა მხარემ არ მოაწერა ხელი, მათ რომ მოეწერათ ჩვენ დავრჩებოდით, ამის მიუხედავად, ვაგრძელებთ და ვართ ერთგული იმ რეფორმებისა, რომელიც დავიწყეთ და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ.

გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც არ დაფიქსირებული 10-12 წელზე მეტია, რამაც საშუალება მოგვცა ბიუჯეტში მილიარდ ლარზე მეტი დამატებითი ეკონომიკური შემოსავალი გასჩენოდა სახელმწიფოს. ჩვენ მივეცით ჩვენს თავს უფლება იმისა, რომ დაგვეწყო ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება, შარშან ჩვენ ავიღეთ 3 მილიარდის საგარეო ვალი, რაც მძიმე ტვირთად დააწვა ჩვენს ქვეყანას. ეს იყო სესხი და დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი, ამ სესხმა ძალიან დიდი პოლიტიკური წონა შეიძინა და სპეკულაციების საგანი თუ საფუძველი გახდა. ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად მივიღეთ გადაწყვეტილება და თავი შევიკავეთ მისი აღებისგან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.