საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მიშო, ნიჭისა და ადამიანობის ზეიმი, შრომის, პატიოსნების, საიმედოობის მაგალითი..." ​- ავარიას გომბორზე ცნობილი მუსიკოსი ემსხვერპლა
"ჩემი მიშო, ნიჭისა და ადამიანობის ზეიმი, შრომის, პატიოსნების, საიმედოობის მაგალითი..." ​- ავარიას გომბორზე ცნობილი მუსიკოსი  ემსხვერპლა

ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სი მიშა ჯა­ფა­რი­ძე გუ­შინ ავ­ტო­ა­ვა­რი­ას ემსხვერ­პლა. ვა­ზი­ა­ნი-გომ­ბო­რის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე სწრა­ფად მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა "პრი­უ­სი", რო­მელ­შიც მუ­სი­კო­სი იჯდა, მსუ­ბუქ ავ­ტო­მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა. მომ­ხდა­რის შე­დე­გად მიშა ჯა­ფა­რი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე მხა­რეს არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. შსს-მ საქ­მე 276-ე მუხ­ლით აღ­ძრა, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს...

ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სის ტრა­გი­კულ გარ­დაც­ვა­ლე­ბას არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

„უმ­ძი­მეს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ღებთ დღე­ი­დან მუ­სი­კო­სე­ბი, ვინც ვმე­გობ­რობ­დით და ვუკ­რავ­დით და ვი­საც უკი­დე­გა­ნოდ გვიყ­ვარ­და მიშა ჯა­ფა­რი­ძე…

მე ეს ერთხელ გა­მო­ვი­ა­რე, 2001 წელს ოძე­ლა რომ დავ­კარ­გეთ… 20 წელი გა­ვი­და და კი­დევ უფრო დი­დია გა­აზ­რე­ბა იმ ტრა­გე­დი­ის, რაც ახლა ჩვენს თავს ხდე­ბა… დავ­კარ­გეთ უძ­ვირ­ფა­სე­სი მე­გო­ბა­რი, თა­ნა­მო­აზ­რე, ახა­ლი თა­ო­ბის გა­მოკ­ვე­თი­ლი მუ­სი­კო­სი, ძა­ლი­ან ძა­ლი­ან ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ე­რი, არა­ნორ­მა­ლუ­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, თან უსაყ­ვარ­ლე­სი მიშა… ჩვე­ნი სა­ერ­თო მიშა ჯა­ფა­რი­ძე…

ძა­ლი­ან ცუ­დია, მეტი რომ არ შე­იძ­ლე­ბა… უკი­დუ­რე­სო­ბა…

მო­მი­ტე­ვეთ, რომ ჩემი უმ­ძი­მე­სი ემო­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბის უფ­ლე­ბა მი­ვე­ცი თავს“, - წერს ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი.

მომ­ღე­რალ გიორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლის თქმით, მიშა ჯა­ფა­რი­ძე მის­თვის არა მხო­ლოდ კარ­გი მე­გო­ბა­რი, არა­მედ ბენ­დის წევ­რიც იყო.

"რა უნდა გა­მე­გო ისე­თი რომ გული ასე გამ­ხეთ­ქვო­და? - ვინ უნდა წა­სუ­ლი­ყო ამ ქვეყ­ნი­დან რომ მეთ­ქვა ჩემი გუ­ლის ნა­წი­ლი წა­ი­ღო-თქო. ვინ მე­ი­მე­დე­ბო­და ბოლო წლე­ბის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ზე მე­ტად?! ვინ იყო ჩემი გა­მორ­ჩე­უ­ლი ბიჭი! ჩემი ძმა, ჩემი მიშო! ჩემი ნი­ჭი­სა და ადა­მი­ა­ნო­ბის ზე­ი­მი, შრო­მის, პა­ტი­ოს­ნე­ბის, წეს­რი­გის, სა­ი­მე­დო­ო­ბი­სა და უბ­რა­ლო­ე­ბის მა­გა­ლი­თი. ვის და­ვეყ­რდნო ახლა, ვის ვთხო­ვო დახ­მა­რე­ბა, ვინ შე­მიც­ვლის შენ თავს ჩემო და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად წა­სუ­ლო ბიჭო, რას ვა­ხა­ლო თავი! იმა­ზე მე­ტად რა მატ­კენს ახლა რაც შენი სიკ­ვდი­ლით დავ­ზა­რალ­დი და გავ­ნად­გურ­დი?

წლე­ბის წინ ბენ­დს რომ ვა­კე­თებ­დი მუ­სი­კო­სებს ვე­ძებ­დი, მი­შომ და­მი­რე­კა, მე ბა­სის­ტი ვარო, შევ­ხვდი მა­შინ სულ კონ­ტრა­ბას­ზე უკ­რავ­და, მერე ერ­თად ბევ­რი რამე ვის­წავ­ლეთ ბევ­რს მე­კი­თხე­ბო­და, მაჩ­ვე­ნებ­და ახალ მიგ­ნე­ბებს ბას­გი­ტა­რა­ზე, ახალ ჟღე­რა­დო­ბებს, რი­ფებს, ღრუ­ბე­ლი­ვით იყო, ყვე­ლა­ფერს ის­რუ­ტავ­და, ეს ბიჭი თით­ქმის ყველ­გან ჩემს ზურგს ამაგ­რებ­და სრუ­ლი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით! არასო­დეს დე­დას გე­ფი­ცე­ბით არა­სო­დეს არა­ფე­რი არ შეშ­ლია! იმე­დი არა­სო­დეს გა­უც­რუ­ე­ბია სულ მე­ი­მე­დე­ბო­და ჩემი მიშო, სულ მი­რე­კავ­და პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით, ყვე­ლა­ფერს მე­კი­თხე­ბო­და. რო­გო­რი და­უ­ზა­რე­ლი იყო, რო­გო­რი ცო­ცხა­ლი მშრო­მე­ლი.

მიშო! ახლა რა ეშ­ვე­ლე­ბა შენს ოჯახს, რა?! რა გვეშ­ვე­ლე­ბა ჩვენ უშე­ნოდ?!

და­მი­რე­კა მან­ქა­ნა უნდა ვი­ყი­დოო, სულ სპორ­ტუ­ლი მან­ქა­ნე­ბი ჩა­მო­მით­ვა­ლა, მე ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და რად­გან არ მო­მე­წო­ნა ეს ახი­რე­ბა, არა­სო­დეს არ ჰყო­ლია სწრა­ფი მან­ქა­ნა, სულ "პრი­უ­სე­ბი" ჰყავ­და. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ძნე­ლად გა­და­ი­ტა­ნა და მე­გო­ნა, გა­და­უვ­ლი­და ეს აკ­ვი­ა­ტე­ბა. ხო და ჩემი მიშო ამ მან­ქა­ნამ იმ­სხვერ­პლა. ვერ ვი­ჯე­რებ, ვერც ვი­აზ­რებ? წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­დე­საც ბენ­დის შეკ­რე­ბას ვი­წყებ­დი პირ­ვე­ლი ჩემს მი­შოს­თან ვრე­კავ­დი, მიშო თუ მყავ­და ,მთებს გა­დავ­დგამ­დი! მიშო თუ იყო, დე­დას ვუ­ტი­რებ­დი, ისეთ რა­მე­ებს გა­ვა­კე­თებ­დი. ხვალ რომ დამ­ჭირ­დეს ბენ­დი რას ვი­ზავ? არა­ფერს მიშო აღარ მყავს ჩემი უნი­ჭი­ე­რე­სი ბიჭი!

მიშო, მიყ­ვარ­ხარ!!! ვიცი ვე­ღარ შე­გა­ჩე­რებ, მშვი­დო­ბით...“ - წერს გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი.

მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა კო­ლე­გებს ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მი­უ­სამ­ძიმ­რა.

"ასე რო­გორ და­ვამ­ძი­მეთ დე­და­მი­წა? მი­დი­ან და მი­დი­ან უკან­მო­უ­ხე­და­ვად ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ და და ვუ­სამ­ძიმ­რებ კო­ლე­გებს ახალ­გაზ­რდა, უნი­ჭი­ე­რე­სი მუ­სი­კო­სის მიშა ჯა­ფა­რი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას“, - წერს კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
@@@@
0

ისევ და ისევ სიჩქარე, უკვე აღარც კი ვიცი რა ვთქვა

ხვიჩა
0

სად გეჩქარებათ ბავშვებო,განა 10 წუთს რმე მნიშვნელობა აქვს,ვინც გელის,მაინც დაგლოდებათ.დინჯად ხალხო დინჯად.

ავტორი:

"ჩემი მიშო, ნიჭისა და ადამიანობის ზეიმი, შრომის, პატიოსნების, საიმედოობის მაგალითი..." ​- ავარიას გომბორზე ცნობილი მუსიკოსი ემსხვერპლა

"ჩემი მიშო, ნიჭისა და ადამიანობის ზეიმი, შრომის, პატიოსნების, საიმედოობის მაგალითი..." ​- ავარიას გომბორზე ცნობილი მუსიკოსი  ემსხვერპლა

ახალგაზრდა მუსიკოსი მიშა ჯაფარიძე გუშინ ავტოავარიას ემსხვერპლა. ვაზიანი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე სწრაფად მიმავალი ავტომანქანა "პრიუსი", რომელშიც მუსიკოსი იჯდა, მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. მომხდარის შედეგად მიშა ჯაფარიძე გარდაიცვალა, მეორე მხარეს არავინ დაშავებულა. შსს-მ საქმე 276-ე მუხლით აღძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს...

ნიჭიერი მუსიკოსის ტრაგიკულ გარდაცვალებას არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში.

„უმძიმეს ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვიღებთ დღეიდან მუსიკოსები, ვინც ვმეგობრობდით და ვუკრავდით და ვისაც უკიდეგანოდ გვიყვარდა მიშა ჯაფარიძე…

მე ეს ერთხელ გამოვიარე, 2001 წელს ოძელა რომ დავკარგეთ… 20 წელი გავიდა და კიდევ უფრო დიდია გააზრება იმ ტრაგედიის, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება… დავკარგეთ უძვირფასესი მეგობარი, თანამოაზრე, ახალი თაობის გამოკვეთილი მუსიკოსი, ძალიან ძალიან ძალიან ახალგაზრდა, ნიჭიერი, არანორმალურად მოწესრიგებული და პროფესიონალი, თან უსაყვარლესი მიშა… ჩვენი საერთო მიშა ჯაფარიძე…

ძალიან ცუდია, მეტი რომ არ შეიძლება… უკიდურესობა…

მომიტევეთ, რომ ჩემი უმძიმესი ემოციის გამჟღავნების უფლება მივეცი თავს“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

მომღერალ გიორგი სუხიტაშვილის თქმით, მიშა ჯაფარიძე მისთვის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ ბენდის წევრიც იყო.

"რა უნდა გამეგო ისეთი რომ გული ასე გამხეთქვოდა? - ვინ უნდა წასულიყო ამ ქვეყნიდან რომ მეთქვა ჩემი გულის ნაწილი წაიღო-თქო. ვინ მეიმედებოდა ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მეტად?! ვინ იყო ჩემი გამორჩეული ბიჭი! ჩემი ძმა, ჩემი მიშო! ჩემი ნიჭისა და ადამიანობის ზეიმი, შრომის, პატიოსნების, წესრიგის, საიმედოობისა და უბრალოების მაგალითი. ვის დავეყრდნო ახლა, ვის ვთხოვო დახმარება, ვინ შემიცვლის შენ თავს ჩემო დაუმსახურებლად წასულო ბიჭო, რას ვახალო თავი! იმაზე მეტად რა მატკენს ახლა რაც შენი სიკვდილით დავზარალდი და გავნადგურდი?

წლების წინ ბენდს რომ ვაკეთებდი მუსიკოსებს ვეძებდი, მიშომ დამირეკა, მე ბასისტი ვარო, შევხვდი მაშინ სულ კონტრაბასზე უკრავდა, მერე ერთად ბევრი რამე ვისწავლეთ ბევრს მეკითხებოდა, მაჩვენებდა ახალ მიგნებებს ბასგიტარაზე, ახალ ჟღერადობებს, რიფებს, ღრუბელივით იყო, ყველაფერს ისრუტავდა, ეს ბიჭი თითქმის ყველგან ჩემს ზურგს ამაგრებდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! არასოდეს დედას გეფიცებით არასოდეს არაფერი არ შეშლია! იმედი არასოდეს გაუცრუებია სულ მეიმედებოდა ჩემი მიშო, სულ მირეკავდა პატარა ბავშვივით, ყველაფერს მეკითხებოდა. როგორი დაუზარელი იყო, როგორი ცოცხალი მშრომელი.

მიშო! ახლა რა ეშველება შენს ოჯახს, რა?! რა გვეშველება ჩვენ უშენოდ?!

დამირეკა მანქანა უნდა ვიყიდოო, სულ სპორტული მანქანები ჩამომითვალა, მე ძალიან შემეშინდა რადგან არ მომეწონა ეს ახირება, არასოდეს არ ჰყოლია სწრაფი მანქანა, სულ "პრიუსები" ჰყავდა. მამის გარდაცვალება ძნელად გადაიტანა და მეგონა, გადაუვლიდა ეს აკვიატება. ხო და ჩემი მიშო ამ მანქანამ იმსხვერპლა. ვერ ვიჯერებ, ვერც ვიაზრებ? წლების განმავლობაში როდესაც ბენდის შეკრებას ვიწყებდი პირველი ჩემს მიშოსთან ვრეკავდი, მიშო თუ მყავდა ,მთებს გადავდგამდი! მიშო თუ იყო, დედას ვუტირებდი, ისეთ რამეებს გავაკეთებდი. ხვალ რომ დამჭირდეს ბენდი რას ვიზავ? არაფერს მიშო აღარ მყავს ჩემი უნიჭიერესი ბიჭი!

მიშო, მიყვარხარ!!! ვიცი ვეღარ შეგაჩერებ, მშვიდობით...“ - წერს გიორგი სუხიტაშვილი.

მაიკო კაჭკაჭიშვილმა კოლეგებს ახალგაზრდა მუსიკოსის გარდაცვალება მიუსამძიმრა.

"ასე როგორ დავამძიმეთ დედამიწა? მიდიან და მიდიან უკანმოუხედავად ძალიან ვწუხვარ და და ვუსამძიმრებ კოლეგებს ახალგაზრდა, უნიჭიერესი მუსიკოსის მიშა ჯაფარიძის გარდაცვალებას“, - წერს კაჭკაჭიშვილი.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"