მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხელება, თავის და სახსრების ტკივილი - რას ამბობენ მედიკოსები ვირუსზე, რომელმაც ინდოეთში ათობით ბავშვი იმსხვერპლა
ცხელება, თავის და სახსრების ტკივილი - რას ამბობენ მედიკოსები ვირუსზე, რომელმაც ინდოეთში ათობით ბავშვი იმსხვერპლა

უკვე ერთ კვი­რა­ზე მე­ტია, რაც ინ­დო­ე­თის უტარ-პრა­დე­შის შტა­ტის ზო­გი­ერთ რა­ი­ო­ნის მცხოვ­რებ­ლებს, უმე­ტე­სად კი ბავ­შვებს, აწუ­ხებთ ცხე­ლე­ბა და ოფ­ლი­ა­ნო­ბა. რო­გორც BBC-ი წერს, ბევ­რი მათ­გა­ნი უჩი­ვის სახ­სრე­ბის ტკი­ვილს, თა­ვის ტკი­ვილს, აწუ­ხებთ ასე­ვე გუ­ლის­რე­ვა და ხში­რია გა­უ­წყლო­ე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. ბავ­შვებს აღე­ნიშ­ნე­ბათ გა­მო­ნა­ყა­რი ფე­ხებ­სა და მკლა­ვებ­ზე.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმპტო­მე­ბის მქო­ნე სულ მცი­რე 50 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და მათ შო­რის უმე­ტე­სო­ბა ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი კი კლი­ნი­კებ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გარ­დაც­ვლილ­თა­გან არც ერთს არ ჰქო­ნია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი.

  • მა­შინ, როცა ინ­დო­ე­თი კო­ვიდ პან­დე­მი­ის უმ­ძი­მეს ტალ­ღას თან­და­თან თავს აღ­წევს და სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის ნიშ­ნე­ბი შე­იმ­ჩნე­ვა, ამ ამ­ბავ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და მე­დი­ა­ში პა­ნი­კა გა­მო­იწ­ვია და სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მე­ბის მთა­ვარ გვერ­დზე გაჩ­ნდა ასე­თი სა­თა­უ­რე­ბი - "იდუ­მა­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­მაც უტარ-პრა­დე­შის შტა­ტი მო­იც­ვა.“

რას ამ­ბო­ბენ მე­დი­კო­სე­ბი?

ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვებს სწავ­ლო­ბენ, თვლი­ან, რომ შე­საძ­ლოა, საქ­მე ეხე­ბო­დეს ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ას, დენ­გე ვირუსს, რო­მე­ლიც კო­ღო­ე­ბით გა­და­დის, თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ვერ სა­უბ­რო­ბენ.

მე­დი­კო­სე­ბის თქმით, კლი­ნი­კებ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბას აღე­ნიშ­ნე­ბო­და სის­ხლში თრომ­ბო­ცი­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბა, რაც ხელს უწყობს სის­ხლის შე­დე­დე­ბას, აღ­ნიშ­ნუ­ლი კი დენ­გე ვირუ­სის მძი­მე ფორ­მის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია.

"პა­ცი­ენ­ტე­ბი, უმე­ტე­სად კი ბავ­შვე­ბი, ძა­ლი­ან სწრა­ფად იღუ­პე­ბი­ან“, - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მი.

დენ­გე ვირუ­სი ტრო­პი­კულ და­ა­ვა­დე­ბად მი­იჩ­ნე­ვა და ის ასო­ბით წე­ლია, რაც ინ­დო­ეთ­ში ცირ­კუ­ლი­რებს. ახა­სი­ა­თებს სე­ზო­ნუ­რო­ბა და უმე­ტე­სად წვი­მი­ან სე­ზონს უკავ­შირ­დე­ბა. ამას­თან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ვირუ­სი უფრო მე­ტად ვნებს ბავ­შვებს. დენ­გეს ინ­ფექ­ცი­ის დროს ხუთ­ჯერ უფრო მეტი ბავ­შვი იღუ­პე­ბა, ვიდ­რე ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი. სხვა­დას­ხვა დროს აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სი 100-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში გა­მოვ­ლინ­და.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
1

სად თქვენ და სად ინდოეთი! სად თქვენ და სად ინდოეთის მედიცინა!? ხოლო ახლა ინდოეთს დაეწყო სხვების შეხება, სხვა კორონავირუსებისა და მიკროორგანიზმების შეხება, რაც შენთან მოვა შემოდგომა-გაზაფხულზე. >>>>>>>>>>>>>>>>უყურეთ ცერცვაძე-იმნაძე-გამყრელიძეობას. ისინი ინდოელების ფრჩხილადაც არ ღირან სხეულისა და მკურნალობის გაგებაში. გიხაროდეთ!

ანა
0

დენგეს ცხელება ენდემურია ინდოეთში და ძალიან მარტივად სვამენ დიაგნოზს. სწორია, რომ ბავშვებში უფრო რთულად მიმდინარეობს, ვიდრე მოზრდილებში. გამონაყარი უფრო მუცლის არეში ახასიათებს. ამ დიაგნოზის დადგენა ნებისმიერ ინდოელ ექიმს შეუძლია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ცხელება, თავის და სახსრების ტკივილი - რას ამბობენ მედიკოსები ვირუსზე, რომელმაც ინდოეთში ათობით ბავშვი იმსხვერპლა

ცხელება, თავის და სახსრების ტკივილი - რას ამბობენ მედიკოსები ვირუსზე, რომელმაც ინდოეთში ათობით ბავშვი იმსხვერპლა

უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატის ზოგიერთ რაიონის მცხოვრებლებს, უმეტესად კი ბავშვებს, აწუხებთ ცხელება და ოფლიანობა. როგორც BBC-ი წერს, ბევრი მათგანი უჩივის სახსრების ტკივილს, თავის ტკივილს, აწუხებთ ასევე გულისრევა და ხშირია გაუწყლოების შემთხვევები. ბავშვებს აღენიშნებათ გამონაყარი ფეხებსა და მკლავებზე.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული სიმპტომების მქონე სულ მცირე 50 ადამიანი გარდაიცვალა და მათ შორის უმეტესობა ბავშვები იყვნენ, რამდენიმე ასეული კი კლინიკებშია მოთავსებული. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილთაგან არც ერთს არ ჰქონია დადასტურებული კორონავირუსი.

  • მაშინ, როცა ინდოეთი კოვიდ პანდემიის უმძიმეს ტალღას თანდათან თავს აღწევს და სტაბილიზაციის ნიშნები შეიმჩნევა, ამ ამბავმა საზოგადოებასა და მედიაში პანიკა გამოიწვია და სხვადასხვა გამოცემების მთავარ გვერდზე გაჩნდა ასეთი სათაურები - "იდუმალი დაავადება, რომელმაც უტარ-პრადეშის შტატი მოიცვა.“

რას ამბობენ მედიკოსები?

ექიმები, რომლებიც აღნიშნულ შემთხვევებს სწავლობენ, თვლიან, რომ შესაძლოა, საქმე ეხებოდეს ვირუსულ ინფექციას, დენგე ვირუსს, რომელიც კოღოებით გადადის, თუმცა ამ დროისთვის დადასტურებულად ვერ საუბრობენ.

მედიკოსების თქმით, კლინიკებში გადაყვანილი პაციენტების უმეტესობას აღენიშნებოდა სისხლში თრომბოციტების შემცირება, რაც ხელს უწყობს სისხლის შედედებას, აღნიშნული კი დენგე ვირუსის მძიმე ფორმის მახასიათებელია.

"პაციენტები, უმეტესად კი ბავშვები, ძალიან სწრაფად იღუპებიან“, - ამბობს ადგილობრივი ექიმი.

დენგე ვირუსი ტროპიკულ დაავადებად მიიჩნევა და ის ასობით წელია, რაც ინდოეთში ცირკულირებს. ახასიათებს სეზონურობა და უმეტესად წვიმიან სეზონს უკავშირდება. ამასთან აღსანიშნავია, რომ ეს ვირუსი უფრო მეტად ვნებს ბავშვებს. დენგეს ინფექციის დროს ხუთჯერ უფრო მეტი ბავშვი იღუპება, ვიდრე ზრდასრული ადამიანი. სხვადასხვა დროს აღნიშნული ვირუსი 100-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლინდა.