ავტორი:

ვინ არის კრიმინალური ავტორიტეტი, მეტსახელად "სინკარა", რომელსაც "კანონიერი ქურდის"სტატუსი შეუჩერეს?

ვინ არის კრიმინალური ავტორიტეტი, მეტსახელად "სინკარა", რომელსაც "კანონიერი ქურდის"სტატუსი შეუჩერეს?

საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, რამდენიმე დღის წინ თურქეთში, ქალაქ ტრაბზონში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტების "სხოდკა" გაიმართა. "კანონიერი ქურდების" შეკრებაზე თბილისელი კრიმინალური ავტორიტეტის - 40 წლის გიორგი ფოლადაშვილის, იგივე "სინკარას" ბედი გადაწყდა.

სააგენტოს წყაროს ცნობით, "ვიდეოკონფერენციაზე", რომელსაც რამდენიმე ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ესწრებოდა, ფოლადაშვილს "კანონიერი ქურდის" სტატუსი შეუჩერეს.

საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთში, სასამართლო პროცესზე ფოლადაშვილმა -0:08 უარყო ქურდული სამყაროს წევრობა. ამის შესახებ თურქეთში მცხოვრებ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებს საფრანგეთში მყოფმა ნოდარ გამისონიამ შეატყობინა.

"სინკარასთვის" ტიტულის ჩამორთმევის საკითხმა ბევრი კრიმინალური ავტორიტეტის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ამ საკითხზე გამართულ ვიდეოკონფერენციაზე ფოლადაშვილმა პასუხისგან თავი შეიკავა და დუმილი ამჯობინა. გააგრძელეთ კითხვა