სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრმადყოფილზე და....“ - სამტომეული, რომლითაც დოჩანაშვილი მკითხველს დაემშვიდობა, გაყიდვაშია
"ბრმადყოფილზე და....“ - სამტომეული, რომლითაც დოჩანაშვილი მკითხველს დაემშვიდობა, გაყიდვაშია

გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვილს ხში­რად აფა­სე­ბენ, რო­გორც მწე­რალს რო­მელ­საც ბიბ­ლია უბიბ­ლი­ოდ მი­აქვს მკი­თხვე­ლამ­დე. ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი რო­მა­ნის „სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლის“ სცე­ნა­რი ბიბ­ლი­ი­დან უძღე­ბი შვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბის ის­ტო­რი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­მანს ხში­რად მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის გვირ­გვი­ნად მო­ი­აზ­რე­ბენ. თუმ­ცა დო­ჩა­ნაშ­ვილ­მა მკი­თხველს სიკ­ვდი­ლის წინ დიდი სა­ჩუ­ქა­რი და­უ­ტო­ვა.

სი­ცო­ცხლის ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­მო­ი­ცა სამ­ტო­მე­უ­ლის „ბრმად­ყო­ფილ­ზე და....“ პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი. ის მკი­თხვე­ლის­თვის ფარ­თოდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყო და დიდი მო­წო­ნე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა. სამ­ტო­მე­უ­ლი სრუ­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი კი ახ­ლა­ხანს გახ­და და მისი შე­ძე­ნა ექ­სკლუ­ზი­უ­რად „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­სა და biblusi.ge-ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ სამ­ტო­მე­უ­ლის კომ­პლექ­ტი ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი ტი­რა­ჟით არის გა­მო­ცე­მუ­ლი, სულ 1000 ცალი.

სამ­ტო­მე­ულ­ზე გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი ცხოვ­რე­ბის ბოლო რამ­დე­ნი­მე წელი მუ­შა­ობ­და. ნა­წარ­მო­ებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სი­უ­ჟე­ტი იო­ა­ნეს სა­ხა­რე­ბის მე­ცხრე თა­ვი­დან, რო­მელ­შიც მო­თხრო­ბი­ლია ამ­ბა­ვი უსი­ნათ­ლოს­თვის თვა­ლის ახე­ლის შე­სა­ხებ. რო­გორ გრძელ­დე­ბა თვა­ლა­ხე­ლი­ლის სი­ცო­ცხლე, რა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - რას თუ რო­გორ ხე­დავ? რო­გორ იყე­ნებს ადა­მი­ა­ნი ღვთის­გან მო­ნი­ჭე­ბულ უდი­დეს სა­ჩუ­ქარს - სი­ნათ­ლეს... სწო­რედ ამ და კი­დევ სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მებს ეხე­ბა გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის ახა­ლი რო­მა­ნი, რო­მე­ლიც სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი სი­უ­ჟე­ტის კი­დევ ერთ გან­სა­კუთ­რე­ბულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ვა­რი­ა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ვის­თვი­საც სამ­ტო­მე­უ­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყო და წა­კი­თხუ­ლი აქვთ, უკვე სა­უბ­რო­ბენ, რომ ეს არის მისი შე­მოქმდე­ბის სა­უ­კე­თე­სო ნა­წარ­მო­ე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ წიგნს ბო­ლო­ში გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი ტექ­სტი აქვს დარ­თუ­ლი, რომ­ლი­თაც დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი თით­ქოს თა­ვის მკი­თხველს გა­მო­ემ­შვი­დო­ბა. სწო­რედ ამი­ტომ „ბრმად­ყო­ფილ­ზე და....“ უკვე აღი­ა­რე­ბუ­ლია წიგ­ნად, რო­მე­ლიც ყვე­ლა ქარ­თველ­მა უნდა წა­ი­კი­თხოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ბრმადყოფილზე და....“ - სამტომეული, რომლითაც დოჩანაშვილი მკითხველს დაემშვიდობა, გაყიდვაშია

"ბრმადყოფილზე და....“ - სამტომეული, რომლითაც დოჩანაშვილი მკითხველს დაემშვიდობა, გაყიდვაშია

გურამ დოჩანაშვილს ხშირად აფასებენ, როგორც მწერალს რომელსაც ბიბლია უბიბლიოდ მიაქვს მკითხველამდე. ყველასთვის საყვარელი რომანის „სამოსელი პირველის“ სცენარი ბიბლიიდან უძღები შვილის დაბრუნების ისტორიას ეხმაურება. რომანს ხშირად მწერლის შემოქმედების გვირგვინად მოიაზრებენ. თუმცა დოჩანაშვილმა მკითხველს სიკვდილის წინ დიდი საჩუქარი დაუტოვა.

სიცოცხლის ბოლო პერიოდში გამოიცა სამტომეულის „ბრმადყოფილზე და....“ პირველი ნაწილი. ის მკითხველისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი იყო და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. სამტომეული სრულად ხელმისაწვდომი კი ახლახანს გახდა და მისი შეძენა ექსკლუზიურად „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელსა და biblusi.ge-ზეა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამტომეულის კომპლექტი ლიმიტირებული ტირაჟით არის გამოცემული, სულ 1000 ცალი.

სამტომეულზე გურამ დოჩანაშვილი ცხოვრების ბოლო რამდენიმე წელი მუშაობდა. ნაწარმოებში გამოყენებულია სიუჟეტი იოანეს სახარების მეცხრე თავიდან, რომელშიც მოთხრობილია ამბავი უსინათლოსთვის თვალის ახელის შესახებ. როგორ გრძელდება თვალახელილის სიცოცხლე, რა არის მნიშვნელოვანი - რას თუ როგორ ხედავ? როგორ იყენებს ადამიანი ღვთისგან მონიჭებულ უდიდეს საჩუქარს - სინათლეს... სწორედ ამ და კიდევ სხვა მნიშვნელოვან თემებს ეხება გურამ დოჩანაშვილის ახალი რომანი, რომელიც სახარებისეული სიუჟეტის კიდევ ერთ განსაკუთრებულ ლიტერატურულ ვარიაციას წარმოადგენს.

საზოგადოებაში, ვისთვისაც სამტომეული ხელმისაწვდომი იყო და წაკითხული აქვთ, უკვე საუბრობენ, რომ ეს არის მისი შემოქმდების საუკეთესო ნაწარმოები. აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნს ბოლოში გამოსამშვიდობებელი ტექსტი აქვს დართული, რომლითაც დოჩანაშვილი თითქოს თავის მკითხველს გამოემშვიდობა. სწორედ ამიტომ „ბრმადყოფილზე და....“ უკვე აღიარებულია წიგნად, რომელიც ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს.