მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში განახლდება 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში? - განათლების მინისტრის განმარტება
რა შემთხვევაში განახლდება 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში? - განათლების მინისტრის განმარტება

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის, მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლის გან­ცხა­დე­ბით, იმ ქა­ლაქ­სა და სო­ფელ­ში, სა­დაც ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 4%-ზე ქვე­მოთ იქ­ნე­ბა, 4 ოქ­ტომ­ბრი­დან სწავ­ლა გა­ნახ­ლდე­ბა საკ­ლა­სო ოთა­ხებ­სა და აუ­დი­ტო­რი­ებ­ში.

უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე მან დე­ტა­ლუ­რად გან­მარ­ტა, თუ რო­გორ და რა ფორ­მით გა­ნახ­ლდე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი.

"რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ასვე კერ­ძო ბა­ღე­ბი, არ ინ­ფუნ­ქცი­ო­რე­ბენ 4 ოქ­ტომ­ბრამ­დე და 4 ოქ­ტომ­ბერს რა­საკ­ვირ­ვე­ლია ამ სა­კითხს და­ვუბ­რუნ­დე­ბით. რაც შე­ხე­ბა სკო­ლებს, პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯებ­სა და უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს, 4 ოქ­ტომ­ბრამ­დე ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი იფუნ­ქცი­ო­ნი­ე­რე­ბენ დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლებს, მინ­და და­ვა­კონ­კრე­ტო, 15 სექ­ტემ­ბერს, რო­გორც არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი იწყე­ბა, სე­მესტრი და­ი­წყე­ბა, მაგ­რამ დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში და ეს იქ­ნე­ბა 4 ოქ­ტომ­ბრამ­დე.

მინ­და დე­ტა­ლუ­რად აგიხ­სნათ, რა მოხ­დე­ბა 4 ოქ­ტომ­ბერს და რო­გო­რი კრი­ტე­რი­უ­მით ვი­სარ­გებ­ლებთ. გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა გვექ­ნე­ბა. ეს გუ­ლის­ხმობს შემ­დეგს, რომ იმ ქა­ლაქ­ში ან სო­ფელ­ში, სა­დაც ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა 4%-ზე ქვე­მოთ, იქ სწავ­ლა გა­ნახ­ლდე­ბა საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, აუ­დი­ტო­რი­ებ­ში, ანუ დას­წრე­ბულ ფორ­მატ­ში, ხოლო იმ ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლებ­ში, სა­დაც 4%-ზე მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა, კვლავ დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

რო­გორც იცით, ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა შტა­მებს შო­რის, "დელ­ტა“ შტა­მი შე­ად­გენს 90%-ს და სამ­წუ­ხა­როდ, ეს შტა­მი გან­სა­კუთ­რე­ბით და­ე­რია ბავ­შვებს და ახალ­გაზ­რდებს. ბავ­შვე­ბის, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, უწყე­ბა­თა­შო­რის­მა საბ­ჭომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო“,-გა­ნა­ცხა­და ჩხენ­კელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლექტორი
1

საკლასო ოთახებში შეიძლება, მაგრამ აუდიტორიებში ბოდიში. როგორ ჩამოიყვანთ სტუდენტს რაიონიდან, რომელიც უკვე მოერგო ამ დისტანციურ სწავლებას! თავს ვიტყუებთ, ბატონო მინისტრო. უკეთეს შემთხვევაში სემესტრის ბოლომდე დავრჩებით ამ რეჟიმში .

გლახუნა
0

საგანმანათლებლო დაწესებულებები დახურული და რესტორნები ღია.... არ გრცხვენიათ? დააწესეთ მკაცრი შეზღუდვები არმ ღრეობებზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რა შემთხვევაში განახლდება 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში? - განათლების მინისტრის განმარტება

რა შემთხვევაში განახლდება 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში? - განათლების მინისტრის განმარტება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, 4 ოქტომბრიდან სწავლა განახლდება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან დეტალურად განმარტა, თუ როგორ და რა ფორმით განახლდება სასწავლო პროცესი.

"როგორც სახელმწიფო, ასვე კერძო ბაღები, არ ინფუნქციორებენ 4 ოქტომბრამდე და 4 ოქტომბერს რასაკვირველია ამ საკითხს დავუბრუნდებით. რაც შეხება სკოლებს, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, 4 ოქტომბრამდე ეს დაწესებულებები იფუნქციონიერებენ დისტანციურ რეჟიმში.

რაც შეეხება სკოლებს, მინდა დავაკონკრეტო, 15 სექტემბერს, როგორც არის გამოცხადებული, სასწავლო პროცესი იწყება, სემესტრი დაიწყება, მაგრამ დისტანციურ რეჟიმში და ეს იქნება 4 ოქტომბრამდე.

მინდა დეტალურად აგიხსნათ, რა მოხდება 4 ოქტომბერს და როგორი კრიტერიუმით ვისარგებლებთ. გადავწყვიტეთ, რომ დიფერენცირებული მიდგომა გვექნება. ეს გულისხმობს შემდეგს, რომ იმ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, იქ სწავლა განახლდება საკლასო ოთახებში და შესაბამისად, აუდიტორიებში, ანუ დასწრებულ ფორმატში, ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც 4%-ზე მაღალი იქნება, კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება.

როგორც იცით, ამჟამად საქართველოში სხვადასხვა შტამებს შორის, "დელტა“ შტამი შეადგენს 90%-ს და სამწუხაროდ, ეს შტამი განსაკუთრებით დაერია ბავშვებს და ახალგაზრდებს. ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, უწყებათაშორისმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება მიიღო“,-განაცხადა ჩხენკელმა.