პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან" - "ქართული ოცნების" პასუხი შარლ მიშელს?
"გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან" - "ქართული ოცნების" პასუხი შარლ მიშელს?

გა­სულ კვი­რას, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კი­ევ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი­სას, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენტ შარლ მი­შელს შეხ­ვდა, რო­მე­ლიც ამ შეხ­ვედ­რას "ტვი­ტერ­ში“ გა­მო­ეხ­მა­უ­რა და და­წე­რა, - სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან სა­უ­რი­სას ხაზი გა­ვუს­ვი, რომ რე­ფორ­მე­ბი ისე­თი სა­ჭი­როა, რო­გორც არას­დრო­სო... "მაკრო­ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­ცე­მის ვადა ახ­ლოვ­დე­ბა და დროა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გა­მო­ავ­ლი­ნოს ერ­თგუ­ლე­ბა შე­თან­ხმე­ბე­ბის მი­მართ, გან­სა­კუთ­რე­ბით, რე­ფორ­მე­ბის დღის წეს­რიგ­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - ვკი­თხუ­ლობთ მი­შე­ლის პოს­ტში.

სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამის პა­სუ­ხია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ ევ­რკავ­ში­რის­გან ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბას აღარ აპი­რე­ბენ.

"ნე­ბის­მი­ე­რი ინ­სი­ნუ­ა­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, გა­და­წყვე­ტი­ლი გვაქვს, თავი შე­ვი­კა­ვოთ ევ­რო­კავ­ში­რის სეს­ხის მე­ო­რე ნა­წი­ლის აღე­ბის­გან", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, რი­თაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მიერ ევ­რო­კავ­ში­რის მაკრო­ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხზე, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ისაა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­გა­რეო ვა­ლის შემ­ცი­რე­ბას ცდი­ლობს.

"ტრა­გე­დია არის ის, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და მათ შო­რის ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი და­დი­აბ ევ­რო­კავ­ში­რის სტრუქ­ტუ­რებ­ში, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის არის ევ­რო­კავ­ში­რის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ა­ში და ცდი­ლო­ენ, რა­ღაც სან­ქცი­ე­ბი და შე­ფერ­ხე­ბე­ბი წა­მო­ვი­დეს ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა მაკრო­ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას, ეს არის სეს­ხი, რომ­ლის ნა­წი­ლიც ავი­ღეთ 2020 წელს. 75 მლნ ევ­როს მე­ო­რე ნა­წი­ლი სეს­ხი იყო, რო­მე­ლიც არ იყო გრან­ტი და დახ­მა­რე­ბა, ამის თა­ო­ბა­ზე ალ­ბათ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო გა­ა­კე­თებს გან­ცხა­დე­ბას. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ წელს და­ვი­წყეთ სა­გა­რეო ვა­ლის შემ­ცი­რე­ბა, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, ამ თან­ხის მი­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა აღარ იქ­ნე­ბა. მად­ლი­ე­რი ვართ ევ­რო­კავ­შრის ყვე­ლა იმ დახ­მა­რე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მათ პან­დე­მი­ის დროს აღ­მოგ­ვი­ჩი­ნეს და ზო­გა­დად, ყვე­ლაფ­რის­თვის, რა­საც ჩვენ­თვის აკე­თე­ბენ. ჩვენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაგ­რძე­ლებთ წინსვლას.

მე­ო­რე მხრივ ამ სა­კი­თხმა დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა შე­ი­ძი­ნა, ამი­ტომ ნე­ბის­მი­ე­რი ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, მთავ­რო­ბა არ გა­მო­რი­ცხავს და გა­და­წყვე­ტი­ლიც გვაქვს, რომ თავი შე­ვი­კა­ვოთ ამ მე­ო­რე ნა­წი­ლის სეს­ხის სა­ხით აღე­ბა­ზე. მთა­ვა­რი მო­ტი­ვი არის ის, რომ ეტა­პობ­რი­ვად და­ვი­წყეთ სა­გა­რეო ვა­ლის შემ­ცი­რე­ბა. გვაქვს ორ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რი გზა, ივ­ლი­სის თვის ზრდაც 10%-მდე იქ­ნე­ბა, რაც ჯამ­ში 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა 12.2% ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა. ეს და­მა­ტე­ბით შე­მო­სა­ვალს გა­ა­ჩენს ბი­უ­ჯეტ­ში და ამ ტემ­პის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით წლის ბო­ლოს გვექ­ნე­ბა ორ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა.

ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი გა­და­სუ­ლი არი­ან სა­ბო­ტა­ჟის რე­ჟიმ­ზე, რომ რა­ი­მე­ნა­ი­რად შე­ა­ფერ­ხონ ჩვე­ნი ქვეყ­ნის წინსვლა და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ეს არის მტრუ­ლი, მავ­ნებ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში“ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­კავ­ში­რის­გან მაკრო­ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბას ფი­ნან­სუ­რი დატ­ვირ­თვა აღარ აქვს, რად­გან ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის შე­დე­გად ბი­უ­ჯეტ­ში და­მა­ტე­ბით 1 მლრდ ლა­რის აკუ­მუ­ლი­რე­ბა მოხ­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბამ“ "შარლ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბა“ ცალ­მხრი­ვად "ანუ­ლი­რე­ბუ­ლად“ გა­მო­ა­ცხა­და.

მკითხველის კომენტარები / 112 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზსს
0

ძალიან მომწონს ჩვენი მთავრობა. შეიძლება ბევრი რამე არ მოგვწონდეს დღევანდელობაში და ბევრი რამ გვიჭირდეს, მაგრამ ასეთი ნორმალური მთავრობა ჯერ არ ჰყოლია საქართველოს. მე ვემხრობი ჩვენს მთავრობას გადაწყვეტილებების ძირითად ნაწილში.

პატრიოტი 2
2

ღირსები ვართ ყველაფრის !!! ეკონომიკა დუღს, 12,5% ზრდა გვაქვს ეკონომიკის, სააკაშვილი რომ დადის ევროპის ქვენებში-თურმე საქართველოს ბიუჯეტს აწვება და ა.შ. კიდევ რამდენი სისულელე და სიბრიყვე უნდა გვითხრას ღარიბაშვილმა და კობახიძემ !!! ბავშვს ჰკითხეს, რატომ ტირიო, გამდის და ვტირიო -ასეა ჩვენი საქმე!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან" - "ქართული ოცნების" პასუხი შარლ მიშელს?

"გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან" - "ქართული ოცნების" პასუხი შარლ მიშელს?

გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კიევში ოფიციალური ვიზიტისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა, რომელიც ამ შეხვედრას "ტვიტერში“ გამოეხმაურა და დაწერა, - საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საურისას ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები ისეთი საჭიროა, როგორც არასდროსო... "მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით“, - ვკითხულობთ მიშელის პოსტში.

სავარაუდოდ, სწორედ ამის პასუხია "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა განცხადებები, რომ ევრკავშირისგან ფინანსური დახმარების მიღებას აღარ აპირებენ.

"ნებისმიერი ინსინუაციის თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რითაც "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების საკითხზე, "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, აღნიშნულის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება საგარეო ვალის შემცირებას ცდილობს.

"ტრაგედია არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მათ შორის ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დადიაბ ევროკავშირის სტრუქტურებში, მოგეხსენებათ, ის არის ევროკავშირის სახალხო პარტიაში და ცდილოენ, რაღაც სანქციები და შეფერხებები წამოვიდეს ჩვენი მიმართულებით.

რაც შეეხება მაკროფინანსურ დახმარებას, ეს არის სესხი, რომლის ნაწილიც ავიღეთ 2020 წელს. 75 მლნ ევროს მეორე ნაწილი სესხი იყო, რომელიც არ იყო გრანტი და დახმარება, ამის თაობაზე ალბათ, მოგვიანებით ფინანსთა სამინისტრო გააკეთებს განცხადებას. გამომდინარე იქიდან, რომ წელს დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით, ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. მადლიერი ვართ ევროკავშრის ყველა იმ დახმარებისთვის, რომელიც მათ პანდემიის დროს აღმოგვიჩინეს და ზოგადად, ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებენ. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ წინსვლას.

მეორე მხრივ ამ საკითხმა დიდი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, ამიტომ ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს და გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე. მთავარი მოტივი არის ის, რომ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური გზა, ივლისის თვის ზრდაც 10%-მდე იქნება, რაც ჯამში 7 თვის განმავლობაში იქნება 12.2% ეკონომიკური ზრდა. ეს დამატებით შემოსავალს გააჩენს ბიუჯეტში და ამ ტემპის შენარჩუნებით წლის ბოლოს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

ჩვენი ოპონენტები გადასული არიან საბოტაჟის რეჟიმზე, რომ რაიმენაირად შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის წინსვლა დასავლეთის მიმართულებით, ეს არის მტრული, მავნებლური დამოკიდებულება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა.

როგორც ცნობილია, "ქართული ოცნებამ“ "შარლ მიშელის შეთანხმება“ ცალმხრივად "ანულირებულად“ გამოაცხადა.