კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკემბრამდე კორონავირუსით აშშ-ში 100 000 ადამიანის, ევროპის რეგიონში კი - 236 000 ადამიანის გარდაცვალებას ვარაუდობენ - სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი
დეკემბრამდე კორონავირუსით აშშ-ში 100 000 ადამიანის, ევროპის რეგიონში კი - 236 000 ადამიანის გარდაცვალებას ვარაუდობენ - სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

აშშ-ის ალერ­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი აცხა­დებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში დე­კემ­ბრამ­დე კო­რო­ნა­ვირუსს, შე­საძ­ლოა კი­დევ 100 000 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლოს. ამის მი­ზე­ზად ფა­უ­ჩი ქვეყ­ნის ზო­გი­ერთ ნა­წილ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­ნე­ლე­ბას ასა­ხე­ლებს. მისი თქმით, ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად ერ­თა­დერ­თი გზა მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცი­აა.

„ჩვენ ვი­ცით, რომ ვაქ­ცი­ნებ­თან ერ­თად გვაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ეს სი­ტუ­ა­ცია შევ­ცვა­ლოთ. ეს იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ კრი­ზის­ში მყოფ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა გა­და­დონ ნე­ბის­მი­ე­რი იდე­ო­ლო­გი­უ­რი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი გან­სხვა­ვე­ბა და უბ­რა­ლოდ აიც­რან“, - აღ­ნიშ­ნა ფა­უ­ჩიმ.

Bloomberg-ის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ამ­ჟა­მად აშშ-ში ორი დო­ზით ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 52.3%-ია აც­რი­ლი.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ევ­რო­პის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ჰანს კლუ­გეს გან­ცხა­დე­ბით, 1-ელ დე­კემ­ბრამ­დე ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით შე­საძ­ლოა, კი­დევ 236 000 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პოს.

„გა­სულ კვი­რა­ში, რე­გი­ონ­ში და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 11%-ით გა­ი­ზარ­და. 1-ელ დე­კემ­ბრამ­დე ევ­რო­პა­ში კი­დევ 236 000 ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი“, - აღ­ნიშ­ნა კლუ­გემ.

მი­სი­ვე თქმით, ამ დრომ­დე ევ­რო­პი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის 53 ქვე­ყა­ნა­ში კო­ვიდ-19-ს 1.3 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. 33 ქვე­ყა­ნა­ში ავა­დო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი ბოლო 2 კვი­რა­ში 10%-ით გაზ­რდი­ლია.

კლუ­გეს თქმით, „დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა კო­ვიდ­შე­ზღუდ­ვე­ბის გა­უქ­მე­ბამ და ზა­ფხულ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ზრდამ გა­მო­იწ­ვია.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ევ­რო­პა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სრუ­ლად არის ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, რე­გი­ონ­ში, ბოლო პე­რი­ოდ­ში, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­ფარ­ვის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შემ­ცირ­და.

„ბოლო ექ­ვსი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ფარ­ვის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 14%-ით შემ­ცირ­და, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნებ­ზე წვდო­მის ნაკ­ლე­ბო­ბით. ჩვენს რე­გი­ონ­ში ვაქ­ცი­ან­ცი­ის და­ფარ­ვის სტაგ­ნა­ცია სე­რი­ო­ზულ შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს“, - აღ­ნიშ­ნა კლუ­გემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
7

გეგმაც ქონიათ...

ლია
8

ერთ_ერთ გრაფიკის შედგენისას ერთ დღეს დაავადებულებს დებენ 0 მე2 დღეს 5000 კაცს.ნორმალურია ეს?ამ სტატისტიკას ეყრდნობა ფაუჩი.სხვათაშორის პირველად არ დაუდიათ ასეთი მონაცემები.როგორ უნდა გაიგო ერთ დღეს არცერთი ტესტი არ არის დადებითი და მე2 დღეს ასეთ გასაოცარ ციფრებზე ადის და ამ მონაცემებით აგებენ სულელურ გრაფიკებს,საერთოდ სტატისტიკაში და კვლევებში დიდ სისულელეებს აწყდები ამერიკაში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

დეკემბრამდე კორონავირუსით აშშ-ში 100 000 ადამიანის, ევროპის რეგიონში კი - 236 000 ადამიანის გარდაცვალებას ვარაუდობენ - სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

დეკემბრამდე კორონავირუსით აშშ-ში 100 000 ადამიანის, ევროპის რეგიონში კი - 236 000 ადამიანის გარდაცვალებას ვარაუდობენ - სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში დეკემბრამდე კორონავირუსს, შესაძლოა კიდევ 100 000 ადამიანი ემსხვერპლოს. ამის მიზეზად ფაუჩი ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ვაქცინაციის პროცესის შენელებას ასახელებს. მისი თქმით, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი გზა მასობრივი ვაქცინაციაა.

„ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინებთან ერთად გვაქვს იმის საშუალება, რომ ეს სიტუაცია შევცვალოთ. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ კრიზისში მყოფმა ადამიანებმა უნდა გადადონ ნებისმიერი იდეოლოგიური თუ პოლიტიკური განსხვავება და უბრალოდ აიცრან“, - აღნიშნა ფაუჩიმ.

Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, ამჟამად აშშ-ში ორი დოზით ზრდასრული მოსახლეობის 52.3%-ია აცრილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადებით, 1-ელ დეკემბრამდე ევროპის რეგიონში კორონავირუსით შესაძლოა, კიდევ 236 000 ადამიანი დაიღუპოს.

„გასულ კვირაში, რეგიონში დაღუპულთა რაოდენობა 11%-ით გაიზარდა. 1-ელ დეკემბრამდე ევროპაში კიდევ 236 000 ფატალური შემთხვევაა მოსალოდნელი“, - აღნიშნა კლუგემ.

მისივე თქმით, ამ დრომდე ევროპისა და ცენტრალური აზიის 53 ქვეყანაში კოვიდ-19-ს 1.3 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. 33 ქვეყანაში ავადობის კოეფიციენტი ბოლო 2 კვირაში 10%-ით გაზრდილია.

კლუგეს თქმით, „დელტა“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევების მატება კოვიდშეზღუდვების გაუქმებამ და ზაფხულში მოგზაურობის ზრდამ გამოიწვია.

ამასთან, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ადამიანების დაახლოებით ნახევარი სრულად არის ვაქცინირებული, რეგიონში, ბოლო პერიოდში, ვაქცინაციის დაფარვის მაჩვენებელი შემცირდა.

„ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, დაფარვის მაჩვენებელი 14%-ით შემცირდა, რაც განპირობებულია ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინებზე წვდომის ნაკლებობით. ჩვენს რეგიონში ვაქციანციის დაფარვის სტაგნაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“, - აღნიშნა კლუგემ.