საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გერმანელ ბავშვებს სკოლებში დღემდე ახსენებენ იმას, თუ რა ხდებოდა 1945 წლამდე - 9 წლის წინ რა ხდებოდა, ამის შეხსენება მოსახლეობისთვის, ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებაა" - კობახიძე
"გერმანელ ბავშვებს სკოლებში დღემდე ახსენებენ იმას, თუ რა ხდებოდა 1945 წლამდე - 9 წლის წინ რა ხდებოდა, ამის შეხსენება მოსახლეობისთვის, ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებაა" - კობახიძე

გერ­მა­ნელ ბავ­შვებს სკო­ლებ­ში დღემ­დე ახ­სე­ნე­ბენ იმას, თუ რა ხდე­ბო­და 1945 წლამ­დე, 9 წლის წინ რა ხდე­ბო­და, ამის შეხ­სე­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, - ასე გან­მარ­ტა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ის, თუ რა­ტომ უკა­ვია წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე სა­უ­ბარს გარ­კვე­უ­ლი წილი მმარ­თვე­ლი გუნ­დის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში.

რო­გორც მან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გან­მარ­ტა, 9 წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­დე­ნად ცუდი რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბო­და, რაც ქვე­ყა­ნა­ში აღა­რას­დროს უნდა გან­მე­ორ­დეს, ეს კი სწო­რედ მმარ­თვე­ლი გუნ­დის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

კი­თხვა­ზე, ხომ არ რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ პო­ლი­ტი­კუ­რად აძ­ლი­ე­რებს არა მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი, არა­მედ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ „პო­ლი­ტი­კურ ბუად“ წარ­მო­ჩე­ნა, კო­ბა­ხი­ძემ გან­მარ­ტა, რომ პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებ­ზე სა­უ­ბარს მმარ­თვე­ლი გუნ­დის კამ­პა­ნი­ის მხო­ლოდ 10% უკა­ვია, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნორ­მა­ლუ­რია ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბი­სას.

„ჩვე­ნი კამ­პა­ნი­ის 90% ეთ­მო­ბა სა­უ­ბარს იმა­ზე, თუ რა გა­ვა­კე­თეთ და რას ვა­პი­რებთ, რომ გა­ვა­კე­თოთ, 10%-ს თუ ვსა­უბ­რობთ ჩვენს ოპო­ნენ­ტებ­ზე და მათ შო­რის, მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სულ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­ზე, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბუ­ნებ­რი­ვი ნე­ბის­მი­ერ პო­ლი­ტი­კურ კამ­პა­ნი­ა­ში.

ყო­ვე­ლი მე­ო­თხე ამომ­რჩე­ვე­ლი ხმას აძ­ლევს „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, რაც არის ძა­ლი­ან მძი­მე მო­ცე­მუ­ლო­ბა. ერთ - ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი არის ის, რომ მათ სა­კუთ­რე­ბა­შია სამი სა­ტე­ლე­ვი­ზიო არხი, რო­მელ­საც თა­ვი­სი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს, თა­ვი­სი გავ­ლე­ნა აქვს და ბუ­ნებ­რი­ვია, მათი მა­ყუ­რე­ბე­ლი მოქ­ცე­უ­ლია შე­სა­ბა­მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნის ქვეშ. ორი ძი­რი­თა­დი რე­სურ­სი აქვს „ნაც­მოძ­რა­ო­ბას“, რა­საც იყე­ნებს არ­ჩევ­ნებს შო­რის პე­რი­ოდ­შიც და არ­ჩევ­ნე­ბის დრო­საც, ეს არის ხალ­ხის­გან მო­პა­რუ­ლი ფული, რო­მელ­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი დღემ­დე ხარ­ჯავს, მათ შო­რის, არ­ჩევ­ნებ­ზე, მე­ო­რე ეს არის მე­დია, რო­მელ­საც ამ ფუ­ლით ინა­ხავს. ტე­ლე­ვი­ზი­ებ­საც ამ „შავი ფუ­ლით“ ინა­ხა­ვენ. მა­გა­ლი­თად რომ აი­ღოთ კონ­კრე­ტუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ნა­ხავთ, რომ ძა­ლი­ან დიდ ნა­წილს შა­ვად ურიგ­დე­ბათ ხელ­ფა­სე­ბი. უბ­რა­ლოდ, მე­დი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი და შემ­დეგ მოჰ­ყვე­ბა ამას სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი და შე­იძ­ლე­ბა უწყე­ბე­ბიც თავს იკა­ვე­ბენ, ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ შავი ფული ტრი­ა­ლებს ქარ­თულ მე­დი­ა­ში“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, "შემ­დე­გი ერთი თვე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­ზეც იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო სა­უ­ბა­რი". კი­თხვა­ზე, შეძ­ლო თუ არა გა­სუ­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მი­ნი­მუმ ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა მა­ინც, რი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა მის მიერ ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მი­მართ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის უტყუ­ა­რო­ბას და­ი­ჯე­რებ­და, კო­ბა­ხი­ძე პა­სუ­ხობს: "ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას გუ­ლის­თვის რომ გა­დად­გე­ბი კაცი, მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა რა გინ­და?!".

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ გა­და­ცე­მა­ში აღ­ნიშ­ნა, გი­ორ­გი გა­ხა­რია „არის ნი­კა­ნორ მე­ლი­ას­თვის გა­დამ­დგა­რი ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი“.

„ამა­ზე მეტი სირ­ცხვი­ლი რა უნდა იყოს და ამა­ზე დიდი ღა­ლა­ტი სა­კუ­თა­რი გუნ­დი­სა და ქვეყ­ნის წი­ნა­შე“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ამას­თან, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, გი­ორ­გი გა­ხა­რია დღეს სა­ინ­ტე­რე­სო ფი­გუ­რა აღარ არის, რად­გან, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბის მიერ სი­მარ­თლის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბის შემ­დეგ მთავ­რო­ბის ყო­ფილ­მა მე­თა­ურ­მა აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა და­კარ­გა.

„თა­ვის დრო­ზე ბევ­რად მეტს ვსა­უბ­რობ­დით, მაგ­რამ აღარ არის სა­ინ­ტე­რე­სო გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გვეთ­ქვა სი­მარ­თლე ამ ადა­მი­ან­თან და მის პარ­ტი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ამ სი­მარ­თლემ გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ მას რე­ი­ტინ­გი რა­დი­კა­ლუ­რად შე­უმ­ცირ­და. დღეს ის ვერ ახერ­ხებს იმ­დე­ნი ხმის წარ­თმე­ვას, რა­საც იმ შემ­თხვე­ვა­ში მო­ა­ხერ­ხებ­და, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სი­მარ­თლე რომ არ გვეთ­ქვა, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, აქ­ტუ­ა­ლო­ბა და­კარ­გა მის­მა ფაქ­ტორ­მა. ამის მი­უ­ხე­და­ვად ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა მოვ­დუნ­დეთ. შემ­დე­გი ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­შიც მას­ზეც იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო სა­უ­ბა­რი, ბუ­ნებ­რი­ვია. ჩვენ­თვის ძვირ­ფა­სია, თუნ­დაც ის 10 ათა­სი ხმაც, ის ათა­სო­ბით ხმაც, რო­მელ­საც ახ­ლაც გვარ­თმევს. მისი ხმე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი არის ჩვენ­გან წა­ღე­ბუ­ლი ხმე­ბი, რაც აქვს 4-5%, - ნა­ხე­ვა­რი არის ჩვე­ნი, ნა­ხე­ვა­რი და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის, თუმ­ცა, ის 2-3%-ც ჩვენ­თვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმი­სათ­ვის, რომ ეს 2-3%-ც უკან და­ვიბ­რუ­ნოთ. ამი­ტომ, მეტი სი­მარ­თლის თქმის გაგ­რძე­ლე­ბაა სა­ჭი­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და ამა­საც აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებთ.

აქ­ტუ­ა­ლო­ბა და­კარ­გა არ­სე­ბი­თად გა­ხა­რი­ას ფაქ­ტორ­მა. მას ჰქონ­და ერ­თა­დერ­თი მი­სია, რომ რა­მე­ნა­ი­რად და­ვე­ახ­ლო­ე­ბი­ნეთ 43%-იან მაჩ­ვე­ნე­ბელს, ეს მი­სი­აც ამო­წუ­რა, ანუ სა­ერ­თოდ და­კარ­გა აქ­ტუ­ა­ლო­ბა, ფუნ­ქცია და­კარ­გა გა­ხა­რი­ამ და მის­მა პარ­ტი­ამ. რა და­ვა­ლე­ბი­თაც შე­მო­იყ­ვა­ნეს პო­ლი­ტი­კა­ში, ის და­ვა­ლე­ბა აღარ არ­სე­ბობს ბუ­ნე­ბა­ში. ჩვენც შე­სა­ბა­მი­სად, იმ­დენს აღარ ვსა­უბ­რობთ გა­ხა­რი­ა­ზე, რე­ა­ლუ­რად აღარ არის აქ­ტუ­ა­ლუ­რი“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმედა
4

თქვენ მართველობასაც გაახსენებენ ბავშვებს ბნელებო.

ელგუჯა
4

გერმანელები ახსენებენ იმიტომ, რომ ფაშიზმი საშინელება და კაცობრიობის მტერია.თქვენ კი იმიტომ,რომ თქვენი უმაქნისობა "დაბუროთ".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"გერმანელ ბავშვებს სკოლებში დღემდე ახსენებენ იმას, თუ რა ხდებოდა 1945 წლამდე - 9 წლის წინ რა ხდებოდა, ამის შეხსენება მოსახლეობისთვის, ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებაა" - კობახიძე

"გერმანელ ბავშვებს სკოლებში დღემდე ახსენებენ იმას, თუ რა ხდებოდა 1945 წლამდე - 9 წლის წინ რა ხდებოდა, ამის შეხსენება მოსახლეობისთვის, ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებაა" - კობახიძე

გერმანელ ბავშვებს სკოლებში დღემდე ახსენებენ იმას, თუ რა ხდებოდა 1945 წლამდე, 9 წლის წინ რა ხდებოდა, ამის შეხსენება მოსახლეობისთვის, ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებაა, - ასე განმარტა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ის, თუ რატომ უკავია წინა ხელისუფლებაზე საუბარს გარკვეული წილი მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიაში.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განმარტა, 9 წლის წინ საქართველოში იმდენად ცუდი რაღაცები ხდებოდა, რაც ქვეყანაში აღარასდროს უნდა განმეორდეს, ეს კი სწორედ მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა.

კითხვაზე, ხომ არ რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურად აძლიერებს არა მის მიერ გაკეთებული საქმეები, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ „პოლიტიკურ ბუად“ წარმოჩენა, კობახიძემ განმარტა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებზე საუბარს მმართველი გუნდის კამპანიის მხოლოდ 10% უკავია, რაც აბსოლუტურად ნორმალურია ნებისმიერი სახის კამპანიის წარმოებისას.

„ჩვენი კამპანიის 90% ეთმობა საუბარს იმაზე, თუ რა გავაკეთეთ და რას ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ, 10%-ს თუ ვსაუბრობთ ჩვენს ოპონენტებზე და მათ შორის, მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ პარტიაზე, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი ნებისმიერ პოლიტიკურ კამპანიაში.

ყოველი მეოთხე ამომრჩეველი ხმას აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც არის ძალიან მძიმე მოცემულობა. ერთ - ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ მათ საკუთრებაშია სამი სატელევიზიო არხი, რომელსაც თავისი მაყურებელი ჰყავს, თავისი გავლენა აქვს და ბუნებრივია, მათი მაყურებელი მოქცეულია შესაბამისი პოლიტიკური გავლენის ქვეშ. ორი ძირითადი რესურსი აქვს „ნაცმოძრაობას“, რასაც იყენებს არჩევნებს შორის პერიოდშიც და არჩევნების დროსაც, ეს არის ხალხისგან მოპარული ფული, რომელსაც სააკაშვილი დღემდე ხარჯავს, მათ შორის, არჩევნებზე, მეორე ეს არის მედია, რომელსაც ამ ფულით ინახავს. ტელევიზიებსაც ამ „შავი ფულით“ ინახავენ. მაგალითად რომ აიღოთ კონკრეტული ტელევიზიების თანამშრომლები, ნახავთ, რომ ძალიან დიდ ნაწილს შავად ურიგდებათ ხელფასები. უბრალოდ, მედიაზეა საუბარი და შემდეგ მოჰყვება ამას სპეკულაციები და შეიძლება უწყებებიც თავს იკავებენ, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ შავი ფული ტრიალებს ქართულ მედიაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, "შემდეგი ერთი თვე გიორგი გახარიაზეც იქნება საჭირო საუბარი". კითხვაზე, შეძლო თუ არა გასული თვეების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ მინიმუმ ერთი მტკიცებულების მოპოვება მაინც, რითაც საზოგადოება მის მიერ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიმართ გაჟღერებული ბრალდებების უტყუარობას დაიჯერებდა, კობახიძე პასუხობს: "ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ნიკანორ მელიას გულისთვის რომ გადადგები კაცი, მეტი მტკიცებულება რა გინდა?!".

როგორც კობახიძემ გადაცემაში აღნიშნა, გიორგი გახარია „არის ნიკანორ მელიასთვის გადამდგარი ყოფილი პრემიერ-მინისტრი“.

„ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს და ამაზე დიდი ღალატი საკუთარი გუნდისა და ქვეყნის წინაშე“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, გიორგი გახარია დღეს საინტერესო ფიგურა აღარ არის, რადგან, „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ სიმართლის გამოაშკარავების შემდეგ მთავრობის ყოფილმა მეთაურმა აქტუალურობა დაკარგა.

„თავის დროზე ბევრად მეტს ვსაუბრობდით, მაგრამ აღარ არის საინტერესო გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოვახერხეთ საზოგადოებისთვის გვეთქვა სიმართლე ამ ადამიანთან და მის პარტიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ სიმართლემ განაპირობა ის, რომ მას რეიტინგი რადიკალურად შეუმცირდა. დღეს ის ვერ ახერხებს იმდენი ხმის წართმევას, რასაც იმ შემთხვევაში მოახერხებდა, ჩვენი საზოგადოებისთვის სიმართლე რომ არ გვეთქვა, მაგრამ საბოლოო ჯამში, აქტუალობა დაკარგა მისმა ფაქტორმა. ამის მიუხედავად ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა მოვდუნდეთ. შემდეგი ერთი თვის განმავლობაშიც მასზეც იქნება საჭირო საუბარი, ბუნებრივია. ჩვენთვის ძვირფასია, თუნდაც ის 10 ათასი ხმაც, ის ათასობით ხმაც, რომელსაც ახლაც გვართმევს. მისი ხმების დაახლოებით ნახევარი არის ჩვენგან წაღებული ხმები, რაც აქვს 4-5%, - ნახევარი არის ჩვენი, ნახევარი დანარჩენი ოპოზიციური პარტიების, თუმცა, ის 2-3%-ც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს 2-3%-ც უკან დავიბრუნოთ. ამიტომ, მეტი სიმართლის თქმის გაგრძელებაა საჭირო საზოგადოებისთვის და ამასაც აუცილებლად გავაკეთებთ.

აქტუალობა დაკარგა არსებითად გახარიას ფაქტორმა. მას ჰქონდა ერთადერთი მისია, რომ რამენაირად დავეახლოებინეთ 43%-იან მაჩვენებელს, ეს მისიაც ამოწურა, ანუ საერთოდ დაკარგა აქტუალობა, ფუნქცია დაკარგა გახარიამ და მისმა პარტიამ. რა დავალებითაც შემოიყვანეს პოლიტიკაში, ის დავალება აღარ არსებობს ბუნებაში. ჩვენც შესაბამისად, იმდენს აღარ ვსაუბრობთ გახარიაზე, რეალურად აღარ არის აქტუალური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.