პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ველოდებით სამედიცინო დასკვნას" - შეიძლება ზურაბ ზვიადაურს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს
"ველოდებით სამედიცინო დასკვნას" - შეიძლება ზურაბ ზვიადაურს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს

სო­ფელ წი­ნან­დლის ტყე­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ად­ვო­კა­ტის, მაგ­და კოტ­რი­კა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, სა­ჭი­რო­ებს თუ არა ზვი­ა­და­უ­რი კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას და იქ მკურ­ნა­ლო­ბას.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ამ ეტაპ­ზე ზვი­ა­და­უ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

"დღეს მო­ვი­ნა­ხუ­ლე ზვი­ა­და­უ­რი. მე­დი­კა­მენ­ტებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ ეტაპ­ზე მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. მას ხერ­ხე­მალ­ზე აქვს თი­ა­ქა­რი, ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია სამ­ჯერ აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

ვე­ლო­დე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნას. ამის შემ­დეგ გა­და­წყდე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის სტრა­ტე­გია. შე­იძ­ლე­ბა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია დას­ჭირ­დეს, შე­იძ­ლე­ბა არ დას­ჭირ­დეს, დას­კვნას ვე­ლო­დე­ბით. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ დას­ჭირ­დეს. დას­კვნა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, წი­ნან­დალ­ში 16 აგ­ვის­ტოს 3 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს, მათ შო­რის ერთი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ძმა, ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი. შსს-მ ორი პირი და­ა­კა­ვა. ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი ერთი ადა­მი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ხოლო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით, რა­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა მოჰ­ყვა, 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯაბა ჯ. და­ა­კა­ვეს. შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­მა იმ მა­მა­კაცს ეს­რო­ლა, რო­მელ­მაც გას­რო­ლა მისი ძმის და რამ­დე­ნი­მე პი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ზვი­ა­და­ურს სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
10

სათანადო მკურნალობა ყველას ეკუთვნის...

v
1

tavshi auvarda chempionoba 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ველოდებით სამედიცინო დასკვნას" - შეიძლება ზურაბ ზვიადაურს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს

"ველოდებით სამედიცინო დასკვნას" - შეიძლება ზურაბ ზვიადაურს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს

სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატის, მაგდა კოტრიკაძის განცხადებით, სამედიცინო დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, საჭიროებს თუ არა ზვიადაური კლინიკაში გადაყვანას და იქ მკურნალობას.

როგორც ადვოკატმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სამედიცინო დასკვნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

''დღეს მოვინახულე ზვიადაური. მედიკამენტებზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ხერხემალზე აქვს თიაქარი, ქირურგიული ოპერაცია სამჯერ აქვს ჩატარებული.

ველოდებით სამედიცინო დასკვნას. ამის შემდეგ გადაწყდება მკურნალობის სტრატეგია. შეიძლება ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს, შეიძლება არ დასჭირდეს, დასკვნას ველოდებით. არ გამოვრიცხავ, რომ დასჭირდეს. დასკვნა უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯაბა ჯ. დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა. ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.