პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ სუნთქვის სიხშირეს" - რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა გადავიყვანოთ კოვიდინფიცირებული კლინიკაში?
"გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ სუნთქვის სიხშირეს" - რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა გადავიყვანოთ კოვიდინფიცირებული კლინიკაში?

ახალ­გაზ­რდა ექი­მი, გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­რიგ სა­ინ­ტე­რე­სო ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს თუ რა შემ­თხვე­ვა­ში სჭირ­დე­ბა კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ანს კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა.

გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე:

"რო­დე­საც ადა­მი­ანს და­უდ­გინ­დე­ბა კო­ვი­დი, შემ­თხვე­ვა­თა დიდ ნა­წილ­ში და­ა­ვა­დე­ბა პირ­ველ კვი­რას ჩვე­უ­ლებ­რივ მი­დის. შემ­დეგ უეც­რად ხდე­ბა დამ­ძი­მე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულს მო­უ­ლოდ­ნე­ლად დას­ჭირ­დეს კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა.

პირ­ვე­ლი ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გზა გახ­ლავთ პულ­ქსოქ­სი­მეტ­რის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა. ეს ხელ­სა­წყო პან­დე­მი­ის დროს ყვე­ლამ შე­ი­ძი­ნა და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გა­ი­ზო­მოს სის­ხლში ჟანგბა­დის დონე. თუ კო­ვი­დი გაქვს სა­ტუ­რა­ცია უნდა იყოს 94 პრო­ცენტზე ზე­ვით. ამ შე­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფე­რი გაქვთ კარ­გად. თუ სა­ტუ­რა­ცია 94-ის ქვე­ვით ჩა­მო­ვი­და, ეს ნიშ­ნავს რომ უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად გაქვთ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფილ­ტვე­ბი და გჭირ­დე­ბათ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია. კო­ვი­დის შემ­თხვე­ვა­ში სა­ტუ­რა­ცია შე­იძ­ლე­ბა მარ­ტი­ვად დაქ­ვე­ით­დეს.

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ არ გაქვთ პულ­ქსო­სი­მეტ­რის აპა­რა­ტი, მა­შინ უნდა და­აკ­ვირ­დეთ გაქვთ თუ არა ქო­ში­ნის შეგ­რძნე­ბა. ეს ნიშ­ნავს რომ ამ შემ­თხვე­ვა­შიც გჭრი­დე­ბათ გა­დაყ­ვა­ნა. წუთ­ში ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის სუნ­თქვის სიხ­ში­რეა 12-20-მდე. თუ 30-მდე გა­ი­ზარ­და, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თქვე­ნი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია. სუნ­თქვის სიხ­ში­რის გა­ზომ­ვა ტე­ლე­ფონ­ზე წამ­ზო­მის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­გიძ­ლი­ათ. ოღონდ სუნ­თქვის სიხ­ში­რე წა­მი­ე­რად კი არა, მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე უნდა იყოს გაზ­რი­დი­ლი. რაც უფრო ხშირ­დე­ბა სუნ­თქვა, ეს ნიშ­ნავს რომ პა­ცი­ენ­ტი უფრო მე­ტად მძიმ­დე­ბა.

კი­დევ რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი, რო­დე­საც უნდა გა­დახ­ვი­დეთ კლი­ნი­კა­ში, ესე­ნი გახ­ლავთ, და­ბა­ლი წნე­ვა, ტუ­ჩე­ბი­სა და ცხვი­რის მი­და­მო­ზე სი­ლურ­ჯე­ე­ბი, რა­საც ცი­ა­ნო­ზი ჰქვია. ასე­ვე მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გუ­ლის მი­და­მო­ში ტკი­ვი­ლი.

კლი­ნი­კა­ში უნდა გა­დახ­ვი­დეთ იმ შემ­თხვე­ვა­შიც თუ დღის მან­ძილ­ზე შარ­დის რა­ო­დე­ნო­ბა 100 მი­ლი­ლიტრზე ნაკ­ლე­ბია, სი­თხის მი­ღე­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

ზო­გი­ერ­თი თვით­ნე­ბუ­რად იკე­თებს სის­ხლის ანა­ლიზს, მე ამის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, მაგ­რამ თუ მა­ინც გა­ი­კე­თეთ და მა­ღა­ლია ლე­ი­კო­ცი­ტე­ბი უნდა გა­და­ვი­დეს პა­ცი­ენ­ტი სტა­ცი­ო­ნარ­ში, ასე­ვე იმ შემ­თხვე­ვა­შიც თუ პრო­კალ­ცი­ტო­მი­ნი 0.25-ია, ეს ნიშ­ნავს რომ გაქვთ თან­დარ­თუ­ლი ბაქ­ტე­რუ­ლი ინ­ფექ­ცია და აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია.

მე მა­ინც გირ­ჩევთ, რომ ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ მა­ინც სუნ­თქვის სიხ­ში­რე­სა და პულ­ქსო­ქი­მეტრს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­შინ თუ ადა­მი­ა­ნი არის 60 წლის ზე­ვით, ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბით იყ­ვნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი ვი­საც აქვთ გა­და­ტა­ნი­ლი ან მიმ­დი­ნა­რე შემ­დე­გი და­ა­ვა­დე­ბე­ბი: გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბებ, ფილ­ტვის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბა, ტრან­სპალნტა­ცია სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­სი, ასე­ვე ადა­მი­ა­ნი თუ ჭარ­ბწო­ნი­ა­ნია, აქვს შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბექ­ტი, მა­ღა­ლი წნე­ვა, ეს არის ის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ყუ­რა­დღე­ბით უნდა იყოთ. და­ი­მახ­სოვ­რეთ, კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი კვი­რა მსუ­ბუ­ქია და შემ­დეგ იწყე­ბა დამ­ძი­მე­ბა... “ - ამ­ბობს ვი­დე­ობ­ლოგ­ში გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კლინიკაში გადაყვანა.
0

ნაცნობობით?

emigranti
0

გაიხაროს ამ ახალგაზრდამ . კარგი რჩევები მივიღე.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ სუნთქვის სიხშირეს" - რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა გადავიყვანოთ კოვიდინფიცირებული კლინიკაში?

"გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ სუნთქვის სიხშირეს" - რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა გადავიყვანოთ კოვიდინფიცირებული კლინიკაში?

ახალგაზრდა ექიმი, გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დეტალურად აღწერს თუ რა შემთხვევაში სჭირდება კოვიდინფიცირებულ ადამიანს კლინიკაში გადაყვანა.

გიორგი ღოღობერიძე:

"როდესაც ადამიანს დაუდგინდება კოვიდი, შემთხვევათა დიდ ნაწილში დაავადება პირველ კვირას ჩვეულებრივ მიდის. შემდეგ უეცრად ხდება დამძიმება და შეიძლება ინფიცირებულს მოულოდნელად დასჭირდეს კლინიკაში გადაყვანა.

პირველი ყველაზე მარტივი გზა გახლავთ პულქსოქსიმეტრის სწორად გამოყენება. ეს ხელსაწყო პანდემიის დროს ყველამ შეიძინა და მისი საშუალებით ადამიანს შეუძლია გაიზომოს სისხლში ჟანგბადის დონე. თუ კოვიდი გაქვს სატურაცია უნდა იყოს 94 პროცენტზე ზევით. ამ შეთხვევაში ყველაფერი გაქვთ კარგად. თუ სატურაცია 94-ის ქვევით ჩამოვიდა, ეს ნიშნავს რომ უკვე სერიოზულად გაქვთ დაზიანებული ფილტვები და გჭირდებათ დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაცია. კოვიდის შემთხვევაში სატურაცია შეიძლება მარტივად დაქვეითდეს.

იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ პულქსოსიმეტრის აპარატი, მაშინ უნდა დააკვირდეთ გაქვთ თუ არა ქოშინის შეგრძნება. ეს ნიშნავს რომ ამ შემთხვევაშიც გჭრიდებათ გადაყვანა. წუთში ჯანმრთელი ადამიანის სუნთქვის სიხშირეა 12-20-მდე. თუ 30-მდე გაიზარდა, აუცილებელია თქვენი ჰოსპიტალიზაცია. სუნთქვის სიხშირის გაზომვა ტელეფონზე წამზომის საშუალებითაც შეგიძლიათ. ოღონდ სუნთქვის სიხშირე წამიერად კი არა, მთელი დღის მანძილზე უნდა იყოს გაზრიდილი. რაც უფრო ხშირდება სუნთქვა, ეს ნიშნავს რომ პაციენტი უფრო მეტად მძიმდება.

კიდევ რამდენიმე ფაქტორი, როდესაც უნდა გადახვიდეთ კლინიკაში, ესენი გახლავთ, დაბალი წნევა, ტუჩებისა და ცხვირის მიდამოზე სილურჯეები, რასაც ციანოზი ჰქვია. ასევე მოსვენებულ მდგომარეობაში გულის მიდამოში ტკივილი.

კლინიკაში უნდა გადახვიდეთ იმ შემთხვევაშიც თუ დღის მანძილზე შარდის რაოდენობა 100 მილილიტრზე ნაკლებია, სითხის მიღების მიუხედავად.

ზოგიერთი თვითნებურად იკეთებს სისხლის ანალიზს, მე ამის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ თუ მაინც გაიკეთეთ და მაღალია ლეიკოციტები უნდა გადავიდეს პაციენტი სტაციონარში, ასევე იმ შემთხვევაშიც თუ პროკალციტომინი 0.25-ია, ეს ნიშნავს რომ გაქვთ თანდართული ბაქტერული ინფექცია და აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია.

მე მაინც გირჩევთ, რომ ყურადღება მიაქციოთ მაინც სუნთქვის სიხშირესა და პულქსოქიმეტრს. განსაკუთრებულად მაშინ თუ ადამიანი არის 60 წლის ზევით, ასევე ყურადღებით იყვნენ ის ადამიანები ვისაც აქვთ გადატანილი ან მიმდინარე შემდეგი დაავადებები: გულის დაავადებებ, ფილტვის დაავადებები, თირკმლის უკმარისობა, ტრანსპალნტაცია სხვადასხვა ორგანოსი, ასევე ადამიანი თუ ჭარბწონიანია, აქვს შაქრიანი დიაბექტი, მაღალი წნევა, ეს არის ის შემთხვევები, როდესაც ყურადღებით უნდა იყოთ. დაიმახსოვრეთ, კოვიდინფიცირების პირველი კვირა მსუბუქია და შემდეგ იწყება დამძიმება... “ - ამბობს ვიდეობლოგში გიორგი ღოღობერიძე.