სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იწვევს თუ არა ADE-ს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები? - ინფექციონისტის სკანდალური პოსტი და ქართველი ექიმების კრიტიკული პასუხი
იწვევს თუ არა ADE-ს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები? - ინფექციონისტის სკანდალური პოსტი და ქართველი ექიმების კრიტიკული პასუხი

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, კო­ვიდ 19-ს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის შე­დე­გად, ადა­მი­ანს ADE (ან­ტის­ხე­უ­ლით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა) გა­ნუ­ვი­თარ­დეს? ეს არის თემა, რო­მე­ლიც ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა ქარ­თველ ექი­მებ­ში დიდი პო­ლე­მი­კის საგ­ნად იქცა. სა­კი­თხი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვრცე­ლი პოს­ტით, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა წა­მოჭ­რა. ინ­ფექ­ცი­ო­ნის პოსტს, სა­ქარ­თვე­ლოს მძი­მე ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სტა­ტის­ტი­კი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში არ­სე­ბუ­ლი ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი გან­წყო­ბის ფონ­ზე, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის პოსტს, რო­მელ­საც ქვე­მოთ შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს გა­რეთ მო­მუ­შა­ვე არ­ერ­თმა ქარ­თველ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტმა უპა­სუ­ხა და გი­ორ­გი კან­დე­ლა­კის მიერ და­ხა­ტუ­ლი საფრ­თხე, მყა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბით გა­ა­ქარ­წყლა:

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­წე­რა, რომ მა­სი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია პან­დე­მი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს პო­პუ­ლა­ცი­ურ დო­ნე­ზე დიდ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს და აი, რო­გორ ახ­სნა სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა:

  • გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი:

"იმუ­ნო­ლო­გია და ვაქ­ცი­ნო­ლო­გია გა­სა­ო­ცა­რი დარ­გე­ბია. რამ­დე­ნა­დაც უფრო ღრმად შე­ეც­დე­ბი რომ ჩაწ­ვდე მათ კომ­პლექ­სუ­რო­ბას, მით უფრო ხვდე­ბი თუ რო­გო­რი უკი­დე­გა­ნო და ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მო­უკვლე­ვე­ლი სფე­რო­ე­ბია. რაც მთა­ვა­რია სი­ურპრი­ზე­ბით აღ­სავ­სეა და ვერ იტანს თავ­და­ჯე­რე­ბულ ამ­პარ­ტავ­ნე­ბას და ჯი­უ­ტო­ბას.

ვაქ­ცი­ნო­ლო­გი­ა­ში არ­სე­ბობს ამ დარ­გის­თვის ერთ-ერთი ფუნ­და­მენ­ტა­ლუ­რი კონ­ცეფ­ცია, რო­მელ­საც ქვია ვაქ­ცი­ნას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა - “vaccine associated disease enhancement” (VADE) რო­მე­ლიც არის ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ქოლ­გა ტერ­მი­ნი რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა მე­ქა­ნიზ­მით მიმ­დი­ნა­რე ვაქ­ცი­ნით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გან­მსა­ზღვრე­ლად.

ორი ძი­რი­თა­დი ქვე­ტი­პი მო­ი­ცავს: ან­ტის­ხე­უ­ლით გაძ­ლი­ე­რე­ბულ და­ა­ვა­დე­ბას - antibody dependent enhancement (ADE) და გაძ­ლი­ე­რე­ბულ რეს­პი­რა­ტო­რულ და­ა­ვა­დე­ბას „enhanced respiratory disease” (ERD). ვაქ­ცი­ნას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა (VADE) წარ­მო­ად­გენს ხშირ, გან­მსა­ზღვრელ მი­ზეზს, თუ რა­ტომ ვერ იქ­მნე­ბა მრა­ვა­ლი ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა და რა­ტომ გახ­და ზო­გი­ერ­თი შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნის ფი­ას­კოს მი­ზე­ზი.

მარ­ტი­ვად რომ ავ­ხსნათ და თავი არ შე­გა­წყი­ნოთ ძალ­ზე რთუ­ლი და კომ­პლექ­სუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბით, ყვე­ლა­ზე კლა­სი­კუ­რი ფორ­მით საქ­მის არსი მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში: ზო­გი­ერ­თი ვირუ­სის მი­მართ გა­მო­მუ­შავ­დე­ბა ორი ტი­პის ან­ტის­ხე­უ­ლი - მა­ნე­იტ­რა­ლი­ზი­რე­ბე­ლი (რო­მე­ლიც ანე­იტ­რა­ლებს ვირუსს) და ბმა­დი (ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი რომ­ლე­ბიც უერ­თდე­ბი­ან ვირუსს თუმ­ცა მისი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის უნა­რი არ შეს­წევთ. ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა არის ბმა­დი და მხო­ლოდ შე­და­რე­ბით მცი­რე ნა­წი­ლი - მა­ნე­იტ­რა­ლი­ზი­რე­ბე­ლი. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ გაქვთ ძლი­ე­რი მა­ნე­იტ­რა­ლი­ზი­რე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბა, მა­შინ თავი ქუდ­ში გაქვთ და პრობ­ლე­მა მოგ­ვა­რე­ბუ­ლია. მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მა­ნე­იტ­რა­ლი­ზი­რე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბა კლე­ბუ­ლობს და გვრჩე­ბა ძი­რი­თა­დად ბმა­დი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, ვი­თარ­დე­ბა სწო­რედ ის, რაც არ გვინ­და ყვე­ლა­ზე უფრო, რომ გან­ვი­თარ­დეს - ვაქ­ცი­ნას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის ფე­ნო­მე­ნი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ვღე­ბუ­ლობთ ვაქ­ცი­ნით გა­მოწ­ვე­ულ, ბუ­ნებ­რივ და­ა­ვა­დე­ბა­ზე უფრო მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის და მა­ღა­ლი სიკ­ვდი­ლო­ბის მქო­ნე და­ა­ვა­დე­ბას.

ვი­საც უფრო სიღ­რმი­სე­უ­ლად აინ­ტე­რე­სებს მე­ქა­ნიზ­მე­ბი, შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ ამ თე­მა­ზე არ­სე­ბულ მრა­ვალ სტა­ტი­ას თუ ვაქ­ცი­ნო­ლო­გი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში არ­სე­ბულ თა­ვებს.VADE არის სწო­რედ ის მი­ზე­ზი, რო­მე­ლიც გახ­და რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სის (RSV) ვაქ­ცი­ნის ფი­ას­კოს მი­ზე­ზი 60-იან წლებ­ში, რო­დე­საც აც­რი­ლი ბავ­შვე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ინ­ფი­ცირ­დნენ RSV ვირუ­სით და­ე­მარ­თათ გა­ცი­ლე­ბით მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და მათი ნა­წი­ლი და­ი­ღუ­პა. ამის შემ­დეგ დღემ­დე RSV ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა ვერ შე­იქ­მნა.

იგი­ვე მე­ქა­ნიზ­მით ვერ გა­ა­მარ­თლა დენ­გეს ვაქ­ცი­ნამ ათი წლის წინ - რო­დე­საც პირ­ვე­ლა­დი პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით აც­რი­ლებს შე­ე­ყა­რათ დენ­გე, გან­ვი­თარ­და დენ­გეს შო­კის სინ­დრო­მი და ასო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, დიდ წი­ლად ბავ­შვე­ბი. მას შემ­დეგ დენ­გეს ვაქ­ცი­ნას იყე­ნე­ბენ მხო­ლოდ მე­ო­რა­დი პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნი­თი­გი­ვე მი­ზე­ზე­ბით ვერ შე­იქ­მნა ორი სხვა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა - 2003 წე­ლის SARS-ის ვაქ­ცი­ნა და 2012 წლის MERS-ის ვაქ­ცი­ნა. რო­დე­საც SARS-ის და MERS-ის კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნე­ბით აც­რეს ცხო­ვე­ლე­ბი (შე­გახ­სე­ნებთ რომ ეს ვაქ­ცი­ნე­ბი გა­დი­ოდ­ნენ სრულ და ხან­გრძლივ გა­მოც­დებს ცხო­ვე­ლებ­ზე) და გარ­კვე­უ­ლი ხნის გას­ვლის შემ­დეგ და­ა­ინ­ფი­ცი­რეს კო­რო­ნა­ვირუ­სით, ცხო­ვე­ლე­ბის რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა გან­ვი­თარ­და გა­ცი­ლე­ბით მძი­მე ფორ­მით და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი და­ი­ღუ­პა.

რო­დის არის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რომ ვი­ხი­ლოთ ასე­თი გარ­თუ­ლე­ბა? იმ დროს რო­დე­საც ვაქ­ცი­ნის მა­ნე­იტ­რა­ლი­ზი­რე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბა ქვე­ით­დე­ბა! ტი­პი­უ­რად ეს ხდე­ბა არა ერ­თბა­შად, არა­მედ რა­მო­დე­ნი­მე თვი­დან ერთ წლამ­დე პე­რი­ოდ­ში ვაქ­ცი­ნი­რე­ბი­დან ან მა­შინ, რო­დე­საც რა­ი­მე მი­ზე­ზით, ეპი­დე­მი­ის დროს ხდე­ბა ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტის მი­მართ გამ­ძლე, რე­ზის­ტენ­ტუ­ლი შტა­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ეს არის სწო­რედ ის მო­მენ­ტი, რო­დე­საც ხდე­ბა ამ მძი­მე და ტრა­გი­კუ­ლი ეფექ­ტის მა­ნი­ფეს­ტა­ცია.

ემ­პი­რი­უ­ლი, პრეკ­ლი­ნი­კუ­რი, ცხო­ვე­ლებ­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი კვლე­ვე­ბის გა­რე­შე, სრუ­ლი­ად შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ ფე­ნო­მე­ნის პროგ­ნო­ზი­რე­ბა, მი­თუ­მე­ტეს ისე­თი პა­თო­გე­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის შექ­მნის დროს, რო­მელ­თა მო­ნა­თე­სა­ვე პა­თო­გე­ნე­ბის ვაქ­ცი­ნებს აღ­მო­აჩ­ნდათ ეს გა­და­უ­ლა­ხა­ვი პრობ­ლე­მა. ქვე­მოთ მოყ­ვა­ნილ შე­სა­ნიშ­ნავ სტა­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც ერთი წლის წინ არის და­ბეჭ­დი­ლი, დე­ტა­ლუ­რად არის აღ­წე­რი­ლი იმ ვრცე­ლი, ხან­გრძლი­ვი და ინ­ტენ­სი­უ­რი კვლე­ვე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა ცხო­ვე­ლებ­ში, მა­ნამ სა­ნამ უსაფრ­თხოდ შე­იძ­ლე­ბა პრო­დუქ­ტი გა­მო­ი­ცა­დოს ადა­მი­ან­ზე".

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის პოსტს სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ჯგუ­ფის კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა, გრი­გოლ ხურ­ცი­ძემ უპა­სუ­ხა:

  • გრი­გოლ ხურ­ცი­ძე:

"1. კო­ვი­დის ვაქ­ცი­ნე­ბი, რო­გორც ახა­ლი ისე ძვე­ლი, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით დამ­ზა­დე­ბულ­ნი წი­ნას­წა­რი კვლე­ვე­ბით, თე­ო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზით და პრაქ­ტი­კუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბით არ იწ­ვე­ვენ ADE (ან­ტის­ხე­უ­ლე­ბით გან­პი­რო­ბე­ბულ და­ა­ვა­დე­ბის გაძ­ლე­რე­ბის) რე­აქ­ცი­ას.

2. დღემ­დე არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არაა აღ­წე­რი­ლი 2 მი­ლი­არ­დი დო­ზის და 2 ახა­ლი ვა­რი­ან­ტის გა­მო­ჩე­ნის მერე. ამას უყუ­რებს WHO, ევ­რო­პის წამ­ლის სა­ა­გენ­ტო, ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი, სხვა ქვეყ­ნე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ორ­გა­ნო­ებს თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ.

3. სა­ნამ ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი ამ თე­ო­რი­ულ სა­კითხს ეჭი­დე­ბი­ან, ვი­მე­ო­რებ თე­ო­რი­ულს, რო­მე­ლიც იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, გა­მოც­დი­ლი და დღემ­დე დაკ­ვირ­ვე­ბა­შია, და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის 99% აუც­რე­ლია.

4. ვი­საც არ სჯე­რა, ვე­პა­ტი­ჟე­ბი ჩვე­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­ე­ბის შე­მოვ­ლებ­ზე.

5. აუც­რე­ლე­ბი იყე­ნე­ბენ დღეს ჰოს­პი­ტა­ლუ­რი რე­სურ­სის 99%-ს და შე­სა­ბა­მი­სად ვინც აიც­რა და აქვს სხვა პრობ­ლე­მა (გულ­სის­ხლძარ­ღვთა, ქი­რურ­გი­უ­ლი, ა.შ) უკა­ვე­ბენ ად­გილს, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­სა და მკურ­ნა­ლო­ბას. ეს ხალ­ხი იღუ­პე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აი­ღონ არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლებ­მა მა­შინ.

6. ანტი ვაქ­სე­რებს კი­დევ ერთხელ მო­გი­წო­დებთ: არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის და პრო­პა­გან­დის მა­გივ­რად, გა­მო­ი­ჩი­ნონ სა­ზო­გა­დო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მა­შინ შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ მო­ხა­ლი­სე­ე­ბად თა­ვის­ნა­ი­რი იდე­უ­რი და პრინ­ცი­პუ­ლი ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის რე­ა­ნი­მა­ცი­ებ­ში დამ­ხმა­რე მო­ხა­ლი­სე­ე­ბად. წინა მო­წო­დე­ბა­ზე ერ­თიც არ გა­მომ­ხმა­უ­რე­ბი­ხართ, აი ერც ერთი!

7. სა­მე­დი­ცი­ნო პე­სო­ნალ­მა აქეთ ვი­ო­მოთ და იქი­დან თქვენ თე­ო­რი­უ­ლი ჰი­პო­თე­ზე­ბის ქა­და­გე­ბით სე­ირს უყუ­რებ­დეთ უკვე აღარ გა­მო­ვა. პირ­და­პირ გე­კი­თხე­ბით, როცა დად­გე­ბა არ­ჩე­ვა­ნი და უკვე ძა­ლი­ან ახ­ლო­საა რო­გორ გან­ვას­ხვაო და პირ­ვე­ლი ვინ დავ­სვა ხე­ლოვ­ნუ­რის სუნ­თქვის აპა­რატ­ზე: ა) ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც არ გა­მო­ი­ყე­ნა ვაქ­ცი­ნა და მისი 99%-იანი შან­სი არ მოხ­ვედ­რი­ლი­ყო კო­ვი­დით რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, თუ ბ) აც­რი­ლი, რო­მე­ლიც მწვა­ვე გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბი­თაა შე­მო­სუ­ლი და აპა­რა­ტი მის­თვის აღარ მაქვს.

თქვე­ნი არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სხვი­სი ჯამ­რთე­ლო­ბის ფასი რა­ტომ უნდა ღირ­დეს?

P.S. აქ კა­კუნს და თე­ო­რი­ულ წი­აღსვლებს ნუ შე­მომ­თა­ვა­ზებთ, გე­ლით ხა­ლა­თით, ნიღ­ბით, ხელ­თათ­მა­ნე­ბით და დაღ­ლი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლით ისევ თქვე­ნი­ვე რწმე­ნის და კრი­ტი­კუ­ლად მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ა­ნი­მა­ცი­ებ­ში და­სახ­მა­რებ­ლად".

გრი­გოლ ხურ­ცი­ძის შე­ფა­სე­ბე­ბი გა­ი­ზი­ა­რა ასე­ვე სს სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ჯგუ­ფის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ვაჟ­მა, ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძემ:

"ზედ­მე­ტი თე­ო­რი­უ­ლი წი­აღსვლე­ბის დრო ნამ­დვი­ლად არაა. სრუ­ლი­ად ვე­თან­ხმე­ბი გიას! Gregory Khurtsidze აი­ცე­რით", - და­წე­რა ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძემ.

ასე­ვე გრი­გოლ ხურ­ცი­ძის შე­ფა­სე­ბე­ბი გა­ი­ზი­ა­რა ცნო­ბილ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა, ილი­ა­უ­ნის პრო­ფე­სორ­მა ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა:

"მად­ლო­ბა Gregory Khurtsidze-ს, რო­მე­ლიც, ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ გი­ორ­გი კან­დე­ლა­კის სტა­ტუ­სის შემ­დეგ, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ეს ვრცე­ლი სტა­ტუ­სი და­ე­წე­რა".

გი­ორ­გი კან­დე­ლა­კის პოსტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ასე­ვე აშშ-ის ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თვე­ლი დოქ­ტო­რი და ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე:

  • მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე:

"იმის­თვის, რომ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბით და­ა­ვა­დე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი და შე­საძ­ლო ეფექ­ტე­ბი და მას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი (ADE, VADE, VAERD) გა­ვი­გოთ რას ნიშ­ნავს, მი­ნი­მუმ ბა­ზი­სუ­რი იმუ­ნო­ლო­გუ­რი ტერ­მი­ნე­ბი უნდა გვეს­მო­დეს (მა­გა­ლი­თად Fc, კომ­პლე­მენ­ტი, კონ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ცვლი­ლე­ბა, M1 და M2 მაკრო­ფა­გის აქ­ტი­ვა­ცია და კი­დევ უამ­რა­ვი სხვა), ასე რომ გი­ორ­გი კან­დე­ლა­კის პოს­ტის გამ­ზი­ე­რებ­ლე­ბის 99%-ს წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს რა ში­ნა­არ­სია პოს­ტში, არც აინ­ტე­რე­სებთ, უბ­რა­ლოდ იყ­ნო­სეს, რომ რა­ღაც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წე­რია და აზი­ა­რე­ბენ ისე­თი­ვე სი­ხა­რუ­ლით, რო­გორც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დგომ კო­ვი­დით გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ის­ტო­რი­ებს.

აქვე ვი­ტყვი, რომ გი­ორ­გის თინა თო­ფუ­რი­ას და სხვა ფსევ­დო ექი­მე­ბის გვერ­დით და­ყე­ნე­ბა უბ­რა­ლოდ უგუ­ნუ­რე­ბაა, ისე­ვე რო­გორც მისი რუ­სულ პრო­ექ­ტად გა­მო­ცხა­დე­ბა, ხან­და­ხან ადა­მი­ა­ნი ავ­რცე­ლებს იმ თე­ო­რი­ას, რი­საც მარ­თლა სჯე­რა და დიახ, ხან­და­ხან ამის­თვის ყვე­ლა­ზე ცუდ დროს არ­ჩევს, ხოდა ვიმ­სჯე­ლოთ სა­ჯა­როდ.

ან­ტის­ხე­უ­ლე­ბით და­ა­ვა­დე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის (ADE) თემა 1 წლის წინ იყო ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი (2020-ს ზა­ფხულ­ში ბევ­რი სტა­ტია და­ი­ბეჭ­და ამ პო­ტენ­ცი­ურ რის­კზე) და აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში ვაქ­ცი­ნის შექ­მნის დღი­დან; რო­დე­საც ნე­ბის­მი­ე­რი ვაქ­ცი­ნის გა­მოც­და ხდე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, ADE-ს რის­კი არის ერთ-ერთი ის კი­თხვა, რო­მელ­საც მწარ­მო­ე­ბელ­მაც და სა­ბო­ლო­ოდ მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მაც პა­სუ­ხი უნდა გას­ცეს, სა­ნამ ის ფარ­თო მა­სე­ბამ­დე მივა. შე­ვეც­დე­ბი მარ­ტი­ვად ავ­ხსნა:

რო­დე­საც შე­გეყ­რე­ბა ვირუ­სის ერთი ვა­რი­ან­ტი/შტა­მი, მის სა­პა­სუ­ხოდ ან­ტის­ხე­უ­ლებს გა­მო­ი­მუ­შა­ვებ, შემ­დეგ შე­გეყ­რე­ბა იგი­ვე ვირუ­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტი და ან­ტის­ხე­უ­ლი ვირუსს მხო­ლოდ ებ­მის, მაგ­რამ არ ანე­იტ­რა­ლებს, ვირუ­სი მას იყე­ნებს მტა­რებ­ლად, რო­გორც „ტრო­ას ცხენს“, შე­დე­გად შე­დის ბევრ უჯრედ­ში, უფრო მე­ტად მრავ­ლდე­ბა და/ან უფრო ძლი­ერ ან­თე­ბით პა­სუხს (ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორმს) რთავს, ესაა მარ­ტი­ვად ADE, მაგ­რამ ეს ვირუსს შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს მი­ნი­მუმ 5 სხვა­დას­ვა გზით, რაც აღ­წე­რი­ლია სხვა­დას­ხვა ვირუ­სებ­ზე წარ­სულ­ში (დენ­გე, რსვ, აივ, სარ­სი, მერ­სი..).

რად­გა­ნაც მსგავ­სი რის­კი წარ­სულ­ში ბევ­რჯერ და­ფიქ­სირ­და სხვა­დას­ხვა ვაქ­ცი­ნე­ბის გა­მოკ­ვლე­ვე­ბი­სას, ყვე­ლა ცხო­ვე­ლუ­რი კვლე­ვის მო­დე­ლი ზუს­ტად ისეა აწყო­ბი­ლი, რომ ADE-ს სიგ­ნა­ლი ად­რე­ვე და­ი­ჭი­როს (ანუ ცხო­ვე­ლებს აინ­ფი­ცი­რე­ბენ ჯერ ერთი შტა­მით, მერე მე­ო­რე­თი და ზო­მა­ვენ სხვა­დას­ხვა ტი­პის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ტიტრს; ან ცრი­ან და შემ­დეგ აინ­ფი­ცი­რე­ბენ), რა­საც მოწ­მობს ის ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბი, რომ ვაქ­ცი­ნე­ბის კვლე­ვე­ბი შე­ჩერ­და ებო­ლას, აივ-ის, სარ­სის, მერ­სის და წი­თე­ლას ერთ-ერთი ვაქ­ცი­ნის ად­რე­უ­ლი კვლე­ვე­ბის დროს, მათ შო­რის სწო­რედ ამ მი­ზე­ზით.

უფრო მე­ტიც, რო­დე­საც სარს-კოვ-2-ს კან­დი­დატ ვაქ­ცი­ნე­ბის კვლე­ვე­ბი და­ი­წყო, ერთ-ერთი ვირუ­სის სა­მიზ­ნე ნა­წი­ლი (ანუ სპა­იკ ცი­ლის მა­გივ­რად) ე.წ ნუკ­ლე­ოპ­რო­ტე­ი­ნი იყო, რო­მელ­მაც ADE-ს სიგ­ნა­ლი აჩ­ვე­ნა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კვლე­ვე­ბი მა­შინ­ვე გა­ჩერ­და, ანუ მეც­ნი­ე­რებ­მა ერთ დღეს კი არ გა­იღ­ვი­ძეს და თქვეს, რომ სპა­იკ ცილა კარ­გი სა­მიზ­ნე იყო, არა­მედ მი­ვიდ­ნენ აქამ­დე, რო­გოც იმუ­ნო­გე­ნუ­რო­ბის და უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო პრო­ფი­ლის მქო­ნე სა­მიზ­ნე ცი­ლამ­დე.

უნდა იცო­დეთ, რომ ADE-ს გან­ვი­თა­რე­ბას სა­ერ­თოდ არ ჭირ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა, ანუ სა­ნამ ვაქ­ცი­ნე­ბი ჯერ ჩა­ნა­სა­ხო­ვან ფა­ზა­ში იყო, ვირუ­სი ჩი­ნე­თი­დან იტა­ლი­ამ­დე უკვე აქ­ტი­უ­რად მუ­ტი­რებ­და, ანუ ADE-ს გან­ვი­თა­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა უკვე შექ­მნი­ლი იყო რად­გან ბევ­რი შტა­მი ცირ­კუ­ლი­რებ­და, რისი ნიშ­ნე­ბიც არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა.

კო­ვიდ სა­წი­ნა­წღმდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის არც ერ­თმა კვლე­ვამ ცხო­ვე­ლებ­ში (თაგ­ვებ­ში, მა­კა­კებ­ში) ADE-ს არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არ გა­მო­ავ­ლი­ნა; რაც მთა­ვა­რია, უკვე გვყავს მი­ლი­არ­დო­ბით აც­რი­ლი, რო­მელ­თა ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი ახა­ლი შტა­მით და­ინ­ფი­ცირ­და; ADE არ არის მი­ო­კარ­დი­ტის მსუ­ბუ­ქი შემ­თხვე­ვა და ამი­ტომ ვერ და­ი­მა­ლე­ბა, სიგ­ნალს ამ­ხე­ლა პო­პუ­ლა­ცი­ა­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ნა­ხავ, კერ­ძოდ მა­სი­უ­რი ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მით სიკ­ვდი­ლო­ბა და­ფიქ­სირ­დე­ბა, რაც არ­სად არ მომ­ხდა­რა. აქ კი პი­რი­ქით ვხე­დავთ, სიკ­ვდი­ლო­ბას­თან ერ­თად, მა­სი­უ­რად შემ­ცირ­და და­ავ­დე­ბის მძი­მე ფორ­მე­ბი და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია.

ის რომ ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა დელ­ტა შტა­მის მი­მართ იკ­ლებს და ვერ ვხე­დავთ სიკ­ვდი­ლო­ბის მა­სი­ურ ზრდას, ეს ზუს­ტად ADE-ს სა­წი­ნა­აღ­მე­გო არ­გუ­მენ­ტია და არა პი­რი­ქით.

თუ პი­რა­დი მა­გა­ლი­თი ვინ­მეს­თვის რა­მეს ნიშ­ნავს, მე ავი­ცე­რი 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში, მა­შინ ეს თემა უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო, ამ­დე­ნი დრო­ის გას­ვლის და მი­ლი­არ­დო­ბით ადა­მი­ა­ნის აც­რის შემ­დგომ, ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია..."

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა სა­კუ­თარ კო­ლე­გებს ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უპა­სუ­ხა:

  • გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი:

"მოკ­ლედ გავ­ცემ პა­სუხს ორ ჩემ მე­გო­ბარს, ჩემ­თვის ძა­ლი­ან საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს, რო­მელ­თა აზრს ყო­ველ­თვის პა­ტივს ვცემ, თუმ­ცა ზოგ­ჯერ არ ვი­ზი­ა­რებ.

ძა­ლი­ან მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ თუ რა­ტომ არ ვებ­მე­ბი პო­ლე­მი­კა­ში, არ ვცემ პა­სუხს თი­თო­ე­ულ კო­მენ­ტარს, რო­მე­ლიც იდე­ბა ჩემს პოს­ტებ­ზე. ჯერ ერთი თუ და­ხე­დავთ ჩემს პოს­ტებს, ზოგ მათ­გან­ზე კო­მენ­ტა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა აჭარ­ბებს ათასს, და უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია მათ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. მე­ო­რეც ჩემი კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე ბეჭდ­ვის სის­წრა­ფე, ვერ აუვა იმ უამ­რა­ვი სა­კი­თხის გან­ხილ­ვას, რაც დაგ­როვ­და, თუმ­ცა არა­ვინ იწუ­ხებს მათ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას. ასე­ვე გთხოვთ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ჩემი გრა­ფი­კი იწყე­ბა დი­ლის 8 სა­ათ­ზე ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბით, გრძელ­დე­ბა სტა­ცი­ო­ნა­რე­ბით და მთავ­რდე­ბა ვა­ი­ბე­რით დის­ტან­ცი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში მო­თავ­სე­ბულ კო­ვიდ პა­ცი­ენ­ტებ­თან და­ახ­ლო­ე­ბით 11-12 სა­ა­თის­თვის და მძი­ნავს 5-6 სა­ა­თი.

ამ პი­რად დე­ტა­ლებს იმი­ტომ გიყ­ვე­ბით მხო­ლოდ, რომ ყო­ვე­ლი ჩემი პოს­ტის და­წე­რა დიდ ძა­ლის­ხმე­ვად მი­ღირს და სი­ტუ­ა­ცი­ის სიმ­ძი­მეს რომ არ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დე, არაფ­რის დი­დე­ბით არ გა­ვა­კე­თებ­დი ამას. ამ­ჯე­რა­დაც უბ­რა­ლოდ ვერ დავ­ტო­ვებ­დი ამ ორი, ჩემ­თვის სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის შე­ნიშ­ვნებს, თო­რემ შემ­დეგ­შიც პა­სუ­ხე­ბი და დის­კუ­სი­ა­ში შეს­ვლა ვე­რაფ­რით ვერ იქ­ცე­ვა წე­სად. მი­თუ­მე­ტეს ვერ შე­ვალ დის­კუ­სი­ა­ში ზო­გი­ერთ „ექ­სპერტთან“, რო­მელ­მაც ერთი თვის წინ ჩემი ვი­დეო-პრე­ზენ­ტა­ცი­ით შე­ი­ტყო პირ­ვე­ლად, თუ რას ნიშ­ნავს ან­ტის­ხე­უ­ლით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და დღეს უკვე „დე­ტა­ლურ ექ­სპერ­ტულ“ ანა­ლიზს დებს თა­ვის გვერ­დზე ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

1. ან­ტის­ხე­უ­ლით გაძ­ლი­ე­რე­ბულ და­ა­ვა­დე­ბა­ზე პან­დე­მი­ურ ვირუს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, თით­ქოს ჩა­ტა­რე­ბუ­ლია მრა­ვა­ლი კვლე­ვა ცხო­ვე­ლებ­ში და ან­ტის­ხე­უ­ლით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა არ და­დას­ტურ­და.

ამ არ­გუ­მენტს ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი, არა­ნა­ი­რი პრეკ­ლი­ნი­კუ­რი (ლი­ცენ­ზი­რე­ბამ­დე) კვლე­ვე­ბი ცხო­ვე­ლებ­ში ამ კუ­თხით არ არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, ამას პირ­და­პირ აღი­ა­რებს EMA (ევ­რო­ბის წამ­ლე­ბის სა­ა­გენ­ტო) იმ დო­კუ­მენ­ტში, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ფა­ი­ზე­რის­თვის გა­ი­ცა გა­და­უ­დე­ბე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის ლი­ცენ­ზია წლის და­სა­წყის­ში (ეს დო­კუ­მენ­ტი დევს ინ­ტერ­ნეტ­ში, გა­სა­ჯა­რო­ვე­ბუ­ლი აქვს თა­ვად EMA-ს). ამა­ვე დო­კუ­მენ­ტში ცალ­კეა გა­მო­ყო­ფი­ლი ის სა­კი­თხი, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნაკ­ლია ლი­ცენ­ზი­რე­ბის დრო­ის­თვის ასე­თი კვლე­ვე­ბის არარ­სე­ბო­ბა, და სთხოვს მწარ­მო­ე­ბელს (წე­სით უნდა ვა­ლებ­დეს), რომ შემ­დგომ­ში ჩა­ა­ტა­როს ასე­თი კვლე­ვე­ბი. ასე­თი კვლე­ვე­ბი შემ­დგომ­ში არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. ეს სა­კი­თხი არ არის სა­თა­ნა­დოდ შეს­წავ­ლი­ლი.

2. თუ არ­სე­ბობს ან­ტის­ხე­უ­ლით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, მას აუ­ცი­ლებ­ლად და­ვი­ნა­ხავ­დით აქამ­დე, და ეს ვერ და­ი­მა­ლე­ბო­და.

ვერც ამ არ­გუ­მენტს გა­ვი­ზი­ა­რებთ, რად­გან ან­ტის­ხე­უ­ლით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ძი­რი­თა­დად გა­მოვ­ლინ­დე­ბა, რო­დე­საც მა­ნე­იტ­რა­ლი­ზი­რე­ბე­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ტიტ­რი მკვეთ­რად და­ი­წევს, რა­საც დელ­ტა შტამ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 6-9 თვე სჭირ­დე­ბა, ან მა­შინ, რო­დე­საც გა­მოჩ­ნდე­ბა სრუ­ლად რე­ზის­ტენ­ტუ­ლი შტა­მი (და ამ პრო­ცე­სის გარ­და­უ­ვა­ლო­ბა­ზე ჩვენ უკვე ვი­სა­უბ­რეთ) რა შემ­თხვე­ვა­შიც ტიტრს უბ­რა­ლოდ არ ექ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ბა. სწო­რედ ეს არის ნამ­დვი­ლი (არა გა­ცხა­დე­ბუ­ლი) მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ გა­დაც­რა ის­რა­ელ­მა მე­სა­მედ მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქმის მე­სა­მე­დი (ძი­რი­თა­დად მო­ხუ­ცი პო­პუ­ლა­ცია, რო­მე­ლიც იყო აც­რი­ლი იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში) და ბუს­ტე­რით გა­დაც­რის პრო­ცე­სი იყო გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფი, ვიდ­რე პირ­ვე­ლი აცრა - რად­გან სას­წრა­ფოდ თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნათ ან­ტის­ხე­უ­ლით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. იგი­ვეა სი­ნამ­დვი­ლე­ში ის მი­ზე­ზი, რის გა­მოც ამე­რი­კა სას­წრა­ფოდ იწყებს მე­სა­მე ბუს­ტე­რით აც­რას (და მსჯე­ლო­ბა მი­დის, თუ რო­მე­ლი თვი­დან იქ­ნე­ბა ბუს­ტე­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა აც­რი­დან 5-8 თვის დი­ა­პა­ზო­ნი). რა თქმა უნდა ჯერ ჯე­რო­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რად ამას არა­ვინ იტყვის. 3-ე ბუს­ტე­რი ამ ეტა­პის­თვის მაგ პრობ­ლე­მას დიდ წი­ლად მო­აგ­ვა­რებს, რად­გან დელ­ტა მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ არის ვაქ­ცი­ნის მი­მართ რე­ზის­ტენ­ტუ­ლი და ტიტ­რის აწე­ვა ამ ეტაპ­ზე შე­ა­ნე­ლებს პრო­ცესს. მაგ­რამ რო­დე­საც ვი­ხი­ლავთ სრუ­ლად რე­ზის­ტენ­ტულ შტამს, არა­ნა­ი­რი ბუს­ტე­რი მაგ საქ­მეს აღარ უშ­ვე­ლის. ამის მი­უ­ხე­და­ვად, დღე­საც შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ სიგ­ნა­ლი ჩანს, რად­გან ის ფაქ­ტი, რომ ის­რა­ელ­ში 50-60% მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი­სა არის სწო­რედ აც­რი­ლი (ის­რა­ელ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 65% ი ამ­ჟა­მად აც­რი­ლია და 60% ორ­ჯერ აც­რი­ლი და თუ არ ვცდე­ბი 30%-მდეა უკვე სამ­ჯერ აც­რი­ლი) ასე­თი მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აც­რი­ლებ­ში (> 50%) ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც კი, რომ აც­რი­ლებ­ში უმე­ტე­სად მო­ხუ­ცე­ბი ჭარ­ბო­ბენ).

3. რაც შე­ე­ხე­ბა იმ სა­კითხს, რომ ან­ტის­ხე­უ­ლით გაძ­ლი­ე­რე­ბულ და­ა­ვა­დე­ბას ად­ვი­ლად ამო­ვიც­ნობთ.

ეს ასე არ არის, რად­გან მისი პრე­ზენ­ტა­ცია იქ­ნე­ბა ისე­თი­ვე, რო­გო­რი­ცაა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მი და დის­ტრეს სინ­დრო­მი. და რაც მთა­ვა­რია, ასე­თი გა­ცხო­ვე­ლე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი­რე­ბა იგი­ვე აშშ-ში, რომ მან­და­ტო­რუ­ლად აც­რან რაც შე­იძ­ლე­ბა დიდი ნა­წი­ლი პო­პუ­ლა­ცი­ი­სა, მომ­დი­ნა­რე­ობს სწო­რედ იქი­დან, რომ შეც­დო­ბე­მი ნაკ­ლე­ბად გამ­ჟღავ­ნდეს, და თუ პო­პუ­ლა­ცი­ის უდი­დე­სი ნა­წი­ლი აც­რი­ლი გყავთ, სა­კონ­ტრო­ლო ჯგუ­ფი აღარ იარ­სე­ბებს ცხა­დია, რო­მელ­თა­ნაც შეძ­ლებ­დით შე­გე­და­რე­ბი­ნათ ავა­დო­ბის სიმ­ძი­მის გან­სხვა­ვე­ბა

4. და კი­დევ მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო, სხვა ოპო­ნენ­ტებ­თან ნა­ნახ კო­მენ­ტა­რებს და აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­წო­რად გა­გე­ბულ სა­კითხს, თით­ქოს მე ვამ­ბობ, რომ ყვე­ლა­ნი და­ვი­ხო­ცე­ბით და ამოვ­წყდე­ბით ვაქ­ცი­ნის გამო. ეს რა თქმა უნდა სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლეა. აქ სა­უ­ბა­რია, რომ რა­ღაც პრო­ცენ­ტით, გა­იზ­რდე­ბა რო­გორც მძი­მე ავა­დო­ბა, ისე­ვე სა­ვა­რა­უ­დოდ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბაც, მაგ­რამ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა (Infection fatality rate) თუ ეხლა არის სა­შუ­ა­ლოდ 0.2-0.3 %, შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენ­თვის უც­ნობ ნიშ­ნუ­ლამ­დე, მა­გა­ლი­თად 0.9 %-მდე ან ნე­ბის­მი­ერ სხვა პრო­ცენ­ტამ­დე, რაც ნიშ­ნავს, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა დიდი ნა­წი­ლი კვლავ გა­ნი­კურ­ნე­ბა ამ და­ა­ვა­დე­ბი­სა­გან, მაგ­რამ პო­პუ­ლა­ცი­ურ დო­ნე­ზე ეს იქ­ნე­ბა უდი­დე­სი დარ­ტყმა და და­ნა­კარ­გი.

5. და ბო­ლოს უბ­რა­ლოდ სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ (ასე­თი კვლე­ვე­ბი სხვაც ბევ­რია) წარ­მო­გიდ­გენთ ია­პო­ნურ კვლე­ვას, სა­დაც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია სრუ­ლად რე­ზის­ტენ­ტუ­ლი შტა­მი და თა­ნაც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ან­ტის­ხე­უ­ლით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლით: https://www.biorxiv.org/.../2021.08.22.457114v1.full.pdf

6. ხოლო რა­ტომ ვერ მოხ­დე­ბა ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბით ან ბუს­ტე­რე­ბით, მა­გა­ზე ჩემს შემ­დეგ პოს­ტებ­ში მექ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი.

სა­ბო­ლო­ოდ კი, გთა­ვა­ზობთ, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გის, არ­ჩილ მარ­შა­ნი­ას ვრცელ პოსტს, სა­დაც ექი­მი დე­ტა­ლუ­რად გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ არ არის ADE კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის, ან კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის­თვის მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცვე­ლი საფრ­თხე:

  • არ­ჩილ მარ­შა­ნია:

"მო­გე­სალ­მე­ბით! ვეხ­მა­უ­რე­ბი ბ-ნი გი­ორ­გი კან­დე­ლა­კის სტა­ტუსს ADE (ან­ტის­ხე­უ­ლით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა)-ს შე­სა­ხებ.

პირ­ველ რიგ­ში ვეხ­მა­უ­რე­ბი იმი­ტომ, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი ღირ­სე­ბის სა­კი­თხია, გა­ივ­სო ჩემი მე­სენ­ჯე­რი შე­კი­თხვე­ბით თუ რა­ტომ ვმა­ლავ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას და ვაქ­ცი­ნე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას რომ გავ­ცემ, თურ­მე ხალ­ხს ვწი­რავ უფრო მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­ის­თვის.

ამ შე­კი­თხვებ­ში და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში არც არა­ფე­რია გა­საკ­ვი­რი, ორაზ­როვ­ნად და დას­კვნის გა­რე­შე აწყო­ბი­ლი ის ტექ­სტი არა­სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს სხვა აზ­რის­კენ ვერც წა­იყ­ვანს, ჩემი მე­სენ­ჯე­რის გარ­და სტა­ტუ­სის კო­მენ­ტა­რებ­შიც (ან­ტი­ვაქ­სე­რი ტროლ­ბო­ტე­ბის მხი­ა­რუ­ლი ყი­ჟი­ნის ფონ­ზე) იგი­ვე დაბ­ნე­უ­ლო­ბა იგ­რძნო­ბა.

არა­ვინ არა­ფერს მა­ლავ­და ცხა­დია, 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში ვწერ­დი მე პი­რა­დად რის­კებ­სა და სარ­გე­ბელ­ზე ვაქ­ცი­ნე­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც რა თქმა უნდა, ADE-ც არის გან­ხი­ლუ­ლი (https://www.facebook.com/525239291/posts/10158884510864292/).

აქ უბ­რა­ლოდ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფორ­მა­ზეა და სკან­და­ლუ­რო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, ჩემ­ზე ხაზ­გას­მაც ცოტა ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლია, რა თქმა უნდა, ყვე­ლა რის­კი და სარ­გე­ბე­ლი აწო­ნილ-და­წო­ნი­ლია და ისე არის ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მე კი არა, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ პრინ­ციპს ეყ­რდნო­ბა და გუ­შინ არ გამ­ხდა­რა ეს თე­ო­რია აქ­ტუ­ა­ლუ­რი.

თუმ­ცა იმის კარ­გად გა­სა­აზ­რებ­ლად, რომ ამ თე­ო­რი­ა­ში არა­ფე­რი ახა­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ არის, ჯო­ბია ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად მივ­ყვეთ ყვე­ლა­ფერს და პირ­ველ რიგ­ში მოკ­ლედ გან­ვმარ­ტოთ რა არის ADE (ან­ტის­ხე­უ­ლით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა).

ADE (ან­ტის­ხე­უ­ლით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა) ეს არის იშ­ვი­ა­თი ფე­ნო­მე­ნი, რო­დე­საც იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხის დროს, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი კი არ იცა­ვენ ორ­გა­ნიზმს ვირუ­სის­გან, არა­მედ პი­რი­ქით, იწ­ვე­ვენ უფრო მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­ას. ის შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ინ­ფექ­ცი­ით ან ვაქ­ცი­ნით:

1 - მა­გა­ლი­თად: თუ არ­სე­ბობს ერთი სა­ხე­ო­ბის ვირუ­სის ოთხი ტიპი (I, II, III და IV).I ტიპი ვირუ­სით დას­ნე­ბოვ­ნე­ბის შემ­დეგ, იგი­ვე სა­ხე­ო­ბის თუმ­ცა III ტი­პის ვირუს­თან თუ გვექ­ნე­ბა შე­ხე­ბა, შე­საძ­ლოა* გან­ვი­თარ­დეს უფრო მწვა­ვე ინ­ფექ­ცია, რად­გან პირ­ვე­ლი ინ­ფექ­ცი­ის შემ­დეგ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ანტსხე­უ­ლე­ბი კი არ იცა­ვენ ორ­გა­ნიზმს, არა­მედ "ეხ­მა­რე­ბი­ან" ვირუსს (ამის მა­გა­ლი­თია დენ­გეს ცხე­ლე­ბა);

2 - იგი­ვე პრინ­ცი­პით ეს შე­საძ­ლოა* მოხ­დეს ვაქ­ცი­ნი­თაც. ვაქ­ცი­ნით გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი შე­საძ­ლოა* არ იყოს დამ­ცა­ვი და პი­რი­ქით, და­ეხ­მა­როს ინ­ფექ­ცი­ას. ის­ტო­რი­ა­ში ამის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა არ­სე­ბობს. მისი ამოც­ნო­ბა უმე­ტეს­წი­ლად ხდე­ბა კვლე­ვებ­ში. ADE-ს გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვაქ­ცი­ნა ეფექ­ტუ­რო­ბას ვერ აჩ­ვე­ნებს, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში ინ­ფექ­ცია აუც­რელ ადა­მი­ან­ში უფრო მსუ­ბუ­ქად წავა, ვიდ­რე აც­რილ­ში.

  • შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ADE (ან­ტის­ხე­უ­ლით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა) გან­ვი­თარ­დეს კო­ვიდ19-ს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის შე­დე­გად?

ეს შე­კი­თხვა ერთი წლის წინ, ვაქ­ცი­ნე­ბის გა­მოს­ვლამ­დე იყო აქ­ტუ­ა­ლუ­რი, ისიც თე­ო­რი­ის, კი­თხვის ნიშ­ნის და არა მტკი­ცე­ბი­თი სა­ხით. მას შემ­დეგ ძა­ლი­ან ბევ­რი დრო და ხუთ მი­ლი­არ­დზე მეტი დოზა ვაქ­ცი­ნა გა­ვი­და, შე­სა­ბა­მი­სად დღეს ADE (ან­ტის­ხე­უ­ლით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა)-ს მა­ღალ რის­კებ­ზე კო­ვიდ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნებ­ში, სე­რი­ო­ზუ­ლად, მი­თუ­მეტ­რეს მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში, აღა­რა­ვინ სა­მეც­ნი­ე­რო მა­ღალ წრე­ებ­ში აღარ სა­უბ­რობს.

ჩვენ უკე ვნა­ხეთ ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბაც და ისიც, თუ სად წარ­მო­იშ­ვა სა­ში­ში შტა­მე­ბი, მა­ღა­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში თუ პი­რი­ქით. ის ცნო­ბი­ლი ენ­დე­მუ­რი შტა­მე­ბი არ წარ­მო­იქ­მნი­ლა იქ, სა­დაც ვაქ­ცი­ნა­ცია სწრა­ფი და მო­ცუ­ლო­ბი­თი იყო, არა­მედ გაჩ­ნდა იქ სა­დაც ვირუ­სი სწრა­ფად და "ჯო­გუ­რი იმუ­ნი­ტე­ტის" სტილ­ში გავ­რცელ­და: - ინ­დუ­რი შტა­მი; - ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი; - ბრა­ზი­ლი­უ­რი შტა­მი; - სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი შტა­მი.

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს ის, რომ ნე­ბის­მი­ერ თე­ო­რი­ას და აზრს აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა, მათ შო­რის იმა­საც, რომ ვი­ფიქ­როთ მხო­ლოდ ჩვენ ვი­ცით იმუ­ნო­ლო­გია და ვაქ­ცი­ნო­ლო­გია ამ პლა­ნე­ტა­ზე, მხო­ლოდ ჩვენ გაგ­ვახ­სენ­და ADE და მხო­ლოდ ჩვენ ვა­ფა­სებთ რის­კებს ობი­ექ­ტუ­რად და მთე­ლი და­ნარ­ჩე­ნი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სამ­ყა­რო და მისი სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი ცდე­ბა და ასე 2 წე­ლი­წად­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­წყდე­ბა ამ შეც­დო­მის გამო.

თუმ­ცა, მოდი, მა­ინც ჩა­მოვ­თვა­ლოთ და ვთქვათ - რა­ტომ არ არის ADE (ან­ტის­ხე­უ­ლით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა) კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის, ან კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის­თვის მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცვე­ლი საფრ­თხე:

  • პრეკ­ლი­ნი­კურ კვლე­ვებ­ში (ცხო­ვე­ლებ­ში) ADE-ს გან­ვი­თა­რე­ბის ფაქ­ტი არ არ­სე­ბობს;
  • კლი­ნი­კურ კვლე­ვებ­ში ADE-ს გან­ვი­თა­რე­ბის ფაქ­ტი არ არ­სე­ბობს;
  • პოს­ტკლი­ნი­კურ დაკ­ვირ­ვე­ბა­ში ADE-ს გან­ვი­თა­რე­ბის ფაქ­ტი არ არ­სე­ბობს;
  • მა­ნეტ­რა­ლი­ზე­ბე­ლი ან­ტის­ხე­უ­ლი­ე­ბის ტიტ­რი შეს­წავ­ლი­ლია და ამის მი­ხედ­ვით დგე­ბა ვაქ­ცი­ნის დო­ზე­ბის გან­სა­ზღვრა, და­მა­ტე­ბი­თი დო­ზე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ზრდის მა­ნე­იტ­რა­ლი­ზე­ბე­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას და ამ დროს ADE-ს გან­ვი­თა­რე­ბის ფაქ­ტი არ არ­სე­ბობს;
  • ვაქ­ცი­ნა არის ეფექ­ტუ­რი. არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­თან შე­და­რე­ბით სა­შუ­ა­ლოდ 90% მეტი შა­ნის აქვს ვაქ­ცი­ნი­რე­ბულს, რომ გა­დარ­ჩეს და არ გა­ნუ­ვი­თარ­დეს მძი­მე გარ­თუ­ლე­ბა, ანუ ADE-ს გან­ვი­თა­რე­ბის ფაქ­ტი არ არ­სე­ბობს;
  • გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა აც­რი­ლია, სტა­ტის­ტი­კა აჩ­ვე­ნებს, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა მცირ­დე­ბა, ანუ აც­რი­ლებ­ში და­ა­ვა­დე­ბა უფრო მწვა­ვედ არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ანუ ADE-ს გან­ვი­თა­რე­ბის ფაქ­ტი არ არ­სე­ბობს;
  • ერთი ტი­პის (ადა­მი­ა­ნის კო­რო­ნა­ვირუ­სის ყვე­ლა­ზე* გავ­რცე­ლე­ბუ­ლი 4 ტიპი არ­სე­ბობს) კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მე­ო­რე (სხვა) ტი­პის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ ADE-ს გან­ვი­თა­რე­ბის ფაქ­ტი არ არ­სე­ბობს;
  • ვაქ­ცი­ნა გარ­თუ­ლე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ის კუ­თხით რჩე­ბა მა­ღა­ლე­ფექ­ტუ­რი ახალ­წარ­მოქ­მნი­ლი შტა­მე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაც, ADE-ს გან­ვი­თა­რე­ბის ფაქ­ტი არ არ­სე­ბობს;
  • რო­დე­საც უკვე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ანს მკურ­ნა­ლო­ბი­სას აწ­ვდი­ან მზა ან­ტის­ხე­უ­ლებს (კონ­ვა­ლეს­ცენტ პლაზ­მა), ADE-ს გან­ვი­თა­რე­ბის ფაქ­ტი არ არ­სე­ბობს.

ანუ რომ გა­ვა­მარ­ტვოთ და რის­კი და სარ­გე­ბე­ლი ავ­წონ-დავ­წო­ნოთ: დღეს ერთ მხა­რეს გვაქვს: სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბა­დი ვირუ­სი, ყო­ველ დღე (მსოფ­ლი­ოს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ) სა­ქარ­თვე­ლო­ში ათე­უ­ლო­ბით მკვდა­რი ადა­მი­ა­ნი, უკან წა­სუ­ლი ეკო­ნო­მი­კა, გა­დატ­ვირ­თუ­ლი კლი­ნი­კე­ბი, ეფექ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნა და ADE (ან­ტის­ხე­უ­ლით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა) გან­ვი­თა­რე­ბის არც ერთი ფაქ­ტი. მე­ო­რე მხა­რეს კი გვაქვს: ADE (ან­ტის­ხე­უ­ლით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა) გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლო თე­ო­რია ერთი წლის დაძ­ვე­ლე­ბით, რო­მე­ლიც არც ერთი ფაქ­ტით არ დას­ტურ­დე­ბა. ანუ 100% გა­მო­რი­ცხუ­ლია, თე­ო­რი­უ­ლა­დაც კი, რომ ADE (ან­ტის­ხე­უ­ლით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა) არ გან­ვი­თარ­დე­ბა?

რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე ნე­ბის­მი­ერ თე­ო­რი­ას აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა. მე­ტიც, თე­ო­რი­უ­ლად ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი, ალ­ბა­თო­ბაა მთა­ვა­რი, რა არის იმის შან­სი რომ ეს ასე მოხ­დეს და რას გვიჩ­ვე­ნებს ფაქ­ტე­ბი, რა დას­ტურ­დე­ბა ექ­სპე­რი­მენ­ტა­ლუ­რად. და რად­გან სა­მეც­ნი­ე­რო მე­თო­დი და­დე­ბით თე­ო­რი­ას ამ­ტკი­ცებს და არა უარ­ყო­ფითს, სა­მეც­ნი­ე­რო მე­თო­დით 100%-თ რა­ი­მეს უარ­ყო­ფა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ანუ თე­ო­რი­უ­ლად: შე­იძ­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, აფ­თი­აქ­ში რე­ცეპ­ტის გა­რე­შე რომ იყი­დე­ბა იმ ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლის მი­ღე­ბის გამო სტი­ვენ ჯონ­სო­ნის სინ­დრო­მი გან­ვი­თარ­დეს, რომ­ლის მწვა­ვე ფორ­მის დროს სხე­უ­ლის 30% წყლულ­დე­ბა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა 60% აღ­წევს; შე­იძ­ლე­ბა მე­ზობ­ლის აივ­ნი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლი ტაფა და­გე­ცეთ თავ­ზე და მოკ­ვდეთ, ქუ­ჩა­ში რო­დე­საც გახ­ვალთ; ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა მთვა­რე­ზე ვარ­დის­ფერ­თა­ვი­ა­ნი ბე­გე­მო­ტი ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც მა­ღალ­ტოქ­სი­კურ გა­ზებს უშ­ვებს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი თე­ო­რი­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა კი, მაგ­რამ აქ "შე­იძ­ლე­ბა­ზე" არ არის, (რომ გან­ვმე­ორ­დეთ) ალ­ბა­თო­ბაა მთა­ვა­რი, რა არის იმის შან­სი, რომ ეს ასე მოხ­დეს, რას გვე­უბ­ნე­ბა ფაქ­ტე­ბი და რა დას­ტურ­დე­ბა ექ­სპე­რი­მენ­ტა­ლუ­რად. ამა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ზუს­ტად სა­მე­დი­ცი­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და არა იმა­ზე ვის რა თე­ო­რია მო­უ­ვა თავ­ში. და თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი უკუღ­მა გვინ­და გა­ვი­გოთ, ალ­ბა­თო­ბას და ფაქ­ტებს არაფ­რად ვაგ­დებთ და მხო­ლოდ თე­ო­რი­ე­ბით გვსურს ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლოთ, ოკ რა პრობ­ლე­მაა, მა­შინ: თავი რომ აგვტკივ­დე­ბა გა­მა­ყუ­ჩე­ბელს ნუ მი­ვი­ღებთ; ქუ­ჩა­შიც ნუ­რას­დროს გა­ვალთ, ტაფა რომ არ დაგ­ვე­ცეს თავ­ში; და სა­ერ­თო­დაც ღა­მე­ე­ბი ნუ­ღარ და­ვი­ძი­ნებთ მშვი­დად, რა დროს ძი­ლია, ემანდ იმ ვარ­დის­ფერ­თა­ვი­ან­მა ბე­გე­მოტ­მა არ გვა­პ­კუ­როს მა­ღალ­ტოქ­სი­კუ­რი გა­ზე­ბი მთვა­რე­დან. რა იცით რა ხდე­ბა, ეშ­მაკს არ სძი­ნავს!ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ".

მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დალი დოლიძე
0

პატივს ვცემ გიორგი კანდელაკის მოსაზრებებს

ნანიკო
3

ვინმე უარყოფს სტატისტიკას, რომ საავადმყოფოებში 99% აუცრელი წევს??? 

ავტორი:

იწვევს თუ არა ADE-ს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები? - ინფექციონისტის სკანდალური პოსტი და ქართველი ექიმების კრიტიკული პასუხი

იწვევს თუ არა ADE-ს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები? - ინფექციონისტის სკანდალური პოსტი და ქართველი ექიმების კრიტიკული პასუხი

შესაძლებელია თუ არა, კოვიდ 19-ს საწინააღმდეგო ვაქცინების შედეგად, ადამიანს ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) განუვითარდეს? ეს არის თემა, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა ქართველ ექიმებში დიდი პოლემიკის საგნად იქცა. საკითხი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვრცელი პოსტით, ინფექციონისტმა გიორგი კანდელაკმა წამოჭრა. ინფექციონის პოსტს, საქართველოს მძიმე ეპიდემიოლოგიური სტატისტიკისა და საზოგადოების ნაწილში არსებული ანტივაქსერული განწყობის ფონზე, მოქალაქეების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ინფექციონისტის პოსტს, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, საქართველოში თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ მომუშავე არერთმა ქართველმა სპეციალისტმა უპასუხა და გიორგი კანდელაკის მიერ დახატული საფრთხე, მყარი არგუმენტებით გააქარწყლა:

ინფექციონისტმა გიორგი კანდელაკმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, რომ მასიური ვაქცინაცია პანდემიის მიმდინარეობის დროს პოპულაციურ დონეზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს და აი, როგორ ახსნა საკუთარი მოსაზრება:

  • გიორგი კანდელაკი:

"იმუნოლოგია და ვაქცინოლოგია გასაოცარი დარგებია. რამდენადაც უფრო ღრმად შეეცდები რომ ჩაწვდე მათ კომპლექსურობას, მით უფრო ხვდები თუ როგორი უკიდეგანო და ჯერჯერობით გამოუკვლეველი სფეროებია. რაც მთავარია სიურპრიზებით აღსავსეა და ვერ იტანს თავდაჯერებულ ამპარტავნებას და ჯიუტობას.

ვაქცინოლოგიაში არსებობს ამ დარგისთვის ერთ-ერთი ფუნდამენტალური კონცეფცია, რომელსაც ქვია ვაქცინასთან ასოცირებული დაავადების გაძლიერება - “vaccine associated disease enhancement” (VADE) რომელიც არის ეგრეთ წოდებული ქოლგა ტერმინი რამდენიმე სხვადასხვა მექანიზმით მიმდინარე ვაქცინით გაძლიერებული დაავადების განმსაზღვრელად.

ორი ძირითადი ქვეტიპი მოიცავს: ანტისხეულით გაძლიერებულ დაავადებას - antibody dependent enhancement (ADE) და გაძლიერებულ რესპირატორულ დაავადებას „enhanced respiratory disease” (ERD). ვაქცინასთან ასოცირებული დაავადების გაძლიერება (VADE) წარმოადგენს ხშირ, განმსაზღვრელ მიზეზს, თუ რატომ ვერ იქმნება მრავალი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და რატომ გახდა ზოგიერთი შექმნილი ვაქცინის ფიასკოს მიზეზი.

მარტივად რომ ავხსნათ და თავი არ შეგაწყინოთ ძალზე რთული და კომპლექსური მექანიზმებით, ყველაზე კლასიკური ფორმით საქმის არსი მდგომარეობს შემდეგში: ზოგიერთი ვირუსის მიმართ გამომუშავდება ორი ტიპის ანტისხეული - მანეიტრალიზირებელი (რომელიც ანეიტრალებს ვირუსს) და ბმადი (ანტისხეულები რომლებიც უერთდებიან ვირუსს თუმცა მისი განეიტრალების უნარი არ შესწევთ. ანტისხეულების უმეტესობა არის ბმადი და მხოლოდ შედარებით მცირე ნაწილი - მანეიტრალიზირებელი. იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ძლიერი მანეიტრალიზირებელი აქტივობა, მაშინ თავი ქუდში გაქვთ და პრობლემა მოგვარებულია. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მანეიტრალიზირებელი აქტივობა კლებულობს და გვრჩება ძირითადად ბმადი ანტისხეულები, ვითარდება სწორედ ის, რაც არ გვინდა ყველაზე უფრო, რომ განვითარდეს - ვაქცინასთან ასოცირებული დაავადების გაძლიერების ფენომენი. ამ შემთხვევაში ვღებულობთ ვაქცინით გამოწვეულ, ბუნებრივ დაავადებაზე უფრო მძიმე მიმდინარეობის და მაღალი სიკვდილობის მქონე დაავადებას.

ვისაც უფრო სიღრმისეულად აინტერესებს მექანიზმები, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ თემაზე არსებულ მრავალ სტატიას თუ ვაქცინოლოგიის სახელმძღვანელოებში არსებულ თავებს.VADE არის სწორედ ის მიზეზი, რომელიც გახდა რესპირატორული სინციტიური ვირუსის (RSV) ვაქცინის ფიასკოს მიზეზი 60-იან წლებში, როდესაც აცრილი ბავშვები მოგვიანებით დაინფიცირდნენ RSV ვირუსით დაემართათ გაცილებით მძიმე მიმდინარეობის რესპირატორული დაავადება და მათი ნაწილი დაიღუპა. ამის შემდეგ დღემდე RSV ვირუსის ვაქცინა ვერ შეიქმნა.

იგივე მექანიზმით ვერ გაამართლა დენგეს ვაქცინამ ათი წლის წინ - როდესაც პირველადი პროფილაქტიკის მიზნით აცრილებს შეეყარათ დენგე, განვითარდა დენგეს შოკის სინდრომი და ასობით ადამიანი დაიღუპა, დიდ წილად ბავშვები. მას შემდეგ დენგეს ვაქცინას იყენებენ მხოლოდ მეორადი პროფილაქტიკის მიზნითიგივე მიზეზებით ვერ შეიქმნა ორი სხვა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა - 2003 წელის SARS-ის ვაქცინა და 2012 წლის MERS-ის ვაქცინა. როდესაც SARS-ის და MERS-ის კორონავირუსის ვაქცინებით აცრეს ცხოველები (შეგახსენებთ რომ ეს ვაქცინები გადიოდნენ სრულ და ხანგრძლივ გამოცდებს ცხოველებზე) და გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ დააინფიცირეს კორონავირუსით, ცხოველების რესპირატორული დაავადება განვითარდა გაცილებით მძიმე ფორმით და მნიშვნელოვანი ნაწილი დაიღუპა.

როდის არის ვაქცინაციის შემდეგ ყველაზე მოსალოდნელი, რომ ვიხილოთ ასეთი გართულება? იმ დროს როდესაც ვაქცინის მანეიტრალიზირებელი აქტივობა ქვეითდება! ტიპიურად ეს ხდება არა ერთბაშად, არამედ რამოდენიმე თვიდან ერთ წლამდე პერიოდში ვაქცინირებიდან ან მაშინ, როდესაც რაიმე მიზეზით, ეპიდემიის დროს ხდება ვაქცინის ეფექტის მიმართ გამძლე, რეზისტენტული შტამის ჩამოყალიბება. ეს არის სწორედ ის მომენტი, როდესაც ხდება ამ მძიმე და ტრაგიკული ეფექტის მანიფესტაცია.

ემპირიული, პრეკლინიკური, ცხოველებზე ინტენსიური კვლევების გარეშე, სრულიად შეუძლებელია ამ ფენომენის პროგნოზირება, მითუმეტეს ისეთი პათოგენების საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნის დროს, რომელთა მონათესავე პათოგენების ვაქცინებს აღმოაჩნდათ ეს გადაულახავი პრობლემა. ქვემოთ მოყვანილ შესანიშნავ სტატიაში, რომელიც ერთი წლის წინ არის დაბეჭდილი, დეტალურად არის აღწერილი იმ ვრცელი, ხანგრძლივი და ინტენსიური კვლევების აუცილებლობა ცხოველებში, მანამ სანამ უსაფრთხოდ შეიძლება პროდუქტი გამოიცადოს ადამიანზე".

ინფექციონისტის პოსტს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკურმა დირექტორმა, გრიგოლ ხურციძემ უპასუხა:

  • გრიგოლ ხურციძე:

"1. კოვიდის ვაქცინები, როგორც ახალი ისე ძველი, ტექნოლოგიებით დამზადებულნი წინასწარი კვლევებით, თეორიული ანალიზით და პრაქტიკული ექსპერიმენტებით არ იწვევენ ADE (ანტისხეულებით განპირობებულ დაავადების გაძლერების) რეაქციას.

2. დღემდე არცერთი შემთხვევა არაა აღწერილი 2 მილიარდი დოზის და 2 ახალი ვარიანტის გამოჩენის მერე. ამას უყურებს WHO, ევროპის წამლის სააგენტო, ამერიკისა და ევროპის ინფექციური დაავადებების საზოგადოებები, სხვა ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოებს თავი რომ დავანებოთ.

3. სანამ ანტივაქსერები ამ თეორიულ საკითხს ეჭიდებიან, ვიმეორებ თეორიულს, რომელიც იყო გათვალისწინებული, გამოცდილი და დღემდე დაკვირვებაშია, დაღუპული ადამიანების 99% აუცრელია.

4. ვისაც არ სჯერა, ვეპატიჟები ჩვენი რეანიმაციების შემოვლებზე.

5. აუცრელები იყენებენ დღეს ჰოსპიტალური რესურსის 99%-ს და შესაბამისად ვინც აიცრა და აქვს სხვა პრობლემა (გულსისხლძარღვთა, ქირურგიული, ა.შ) უკავებენ ადგილს, სამედიცინო პერსონალსა და მკურნალობას. ეს ხალხი იღუპება და პასუხისმგებლობა უნდა აიღონ არავაქცინირებულებმა მაშინ.

6. ანტი ვაქსერებს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: არაკომპეტენტური ინფორმაციის გავრცელების და პროპაგანდის მაგივრად, გამოიჩინონ საზოგადო პასუხისმგებლობა და მაშინ შემოგვიერთდნენ მოხალისეებად თავისნაირი იდეური და პრინციპული ანტივაქსერების რეანიმაციებში დამხმარე მოხალისეებად. წინა მოწოდებაზე ერთიც არ გამომხმაურებიხართ, აი ერც ერთი!

7. სამედიცინო პესონალმა აქეთ ვიომოთ და იქიდან თქვენ თეორიული ჰიპოთეზების ქადაგებით სეირს უყურებდეთ უკვე აღარ გამოვა. პირდაპირ გეკითხებით, როცა დადგება არჩევანი და უკვე ძალიან ახლოსაა როგორ განვასხვაო და პირველი ვინ დავსვა ხელოვნურის სუნთქვის აპარატზე: ა) ადამიანი, რომელმაც არ გამოიყენა ვაქცინა და მისი 99%-იანი შანსი არ მოხვედრილიყო კოვიდით რეანიმაციაში, თუ ბ) აცრილი, რომელიც მწვავე გულის უკმარისობითაა შემოსული და აპარატი მისთვის აღარ მაქვს.

თქვენი არჩევანის თავისუფლება, სხვისი ჯამრთელობის ფასი რატომ უნდა ღირდეს?

P.S. აქ კაკუნს და თეორიულ წიაღსვლებს ნუ შემომთავაზებთ, გელით ხალათით, ნიღბით, ხელთათმანებით და დაღლილი სამედიცინო პერსონალით ისევ თქვენივე რწმენის და კრიტიკულად მძიმედ დაავადებული ადამიანების რეანიმაციებში დასახმარებლად".

გრიგოლ ხურციძის შეფასებები გაიზიარა ასევე სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ვაჟმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ:

"ზედმეტი თეორიული წიაღსვლების დრო ნამდვილად არაა. სრულიად ვეთანხმები გიას! Gregory Khurtsidze აიცერით", - დაწერა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

ასევე გრიგოლ ხურციძის შეფასებები გაიზიარა ცნობილმა პოლიტიკოსმა, ილიაუნის პროფესორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა:

"მადლობა Gregory Khurtsidze-ს, რომელიც, ინფექციონისტ გიორგი კანდელაკის სტატუსის შემდეგ, იძულებული გახდა, რეანიმაციული პაციენტების მკურნალობის პარალელურად, ეს ვრცელი სტატუსი დაეწერა".

გიორგი კანდელაკის პოსტს გამოეხმაურა ასევე აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი და ექიმი-ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე:

  • მამუკა მაჩაიძე:

"იმისთვის, რომ ანტისხეულებით დაავადების გაძლიერების მექანიზმი და შესაძლო ეფექტები და მასთან ასოცირებული გართულებები (ADE, VADE, VAERD) გავიგოთ რას ნიშნავს, მინიმუმ ბაზისური იმუნოლოგური ტერმინები უნდა გვესმოდეს (მაგალითად Fc, კომპლემენტი, კონფორმაციული ცვლილება, M1 და M2 მაკროფაგის აქტივაცია და კიდევ უამრავი სხვა), ასე რომ გიორგი კანდელაკის პოსტის გამზიერებლების 99%-ს წარმოდგენა არ აქვს რა შინაარსია პოსტში, არც აინტერესებთ, უბრალოდ იყნოსეს, რომ რაღაც ვაქცინაციის საწინააღმდეგო წერია და აზიარებენ ისეთივე სიხარულით, როგორც ვაქცინაციის შემდგომ კოვიდით გარდაცვლილების ისტორიებს.

აქვე ვიტყვი, რომ გიორგის თინა თოფურიას და სხვა ფსევდო ექიმების გვერდით დაყენება უბრალოდ უგუნურებაა, ისევე როგორც მისი რუსულ პროექტად გამოცხადება, ხანდახან ადამიანი ავრცელებს იმ თეორიას, რისაც მართლა სჯერა და დიახ, ხანდახან ამისთვის ყველაზე ცუდ დროს არჩევს, ხოდა ვიმსჯელოთ საჯაროდ.

ანტისხეულებით დაავადების გაძლიერების (ADE) თემა 1 წლის წინ იყო ყველაზე აქტუალური (2020-ს ზაფხულში ბევრი სტატია დაიბეჭდა ამ პოტენციურ რისკზე) და აქტიურად განიხილებოდა სამეცნიერო წრეებში ვაქცინის შექმნის დღიდან; როდესაც ნებისმიერი ვაქცინის გამოცდა ხდება უსაფრთხოებისთვის, ADE-ს რისკი არის ერთ-ერთი ის კითხვა, რომელსაც მწარმოებელმაც და საბოლოოდ მარეგულირებელმაც პასუხი უნდა გასცეს, სანამ ის ფართო მასებამდე მივა. შევეცდები მარტივად ავხსნა:

როდესაც შეგეყრება ვირუსის ერთი ვარიანტი/შტამი, მის საპასუხოდ ანტისხეულებს გამოიმუშავებ, შემდეგ შეგეყრება იგივე ვირუსის ახალი ვარიანტი და ანტისხეული ვირუსს მხოლოდ ებმის, მაგრამ არ ანეიტრალებს, ვირუსი მას იყენებს მტარებლად, როგორც „ტროას ცხენს“, შედეგად შედის ბევრ უჯრედში, უფრო მეტად მრავლდება და/ან უფრო ძლიერ ანთებით პასუხს (ციტოკინური შტორმს) რთავს, ესაა მარტივად ADE, მაგრამ ეს ვირუსს შეუძლია გააკეთოს მინიმუმ 5 სხვადასვა გზით, რაც აღწერილია სხვადასხვა ვირუსებზე წარსულში (დენგე, რსვ, აივ, სარსი, მერსი..).

რადგანაც მსგავსი რისკი წარსულში ბევრჯერ დაფიქსირდა სხვადასხვა ვაქცინების გამოკვლევებისას, ყველა ცხოველური კვლევის მოდელი ზუსტად ისეა აწყობილი, რომ ADE-ს სიგნალი ადრევე დაიჭიროს (ანუ ცხოველებს აინფიცირებენ ჯერ ერთი შტამით, მერე მეორეთი და ზომავენ სხვადასხვა ტიპის ანტისხეულების ტიტრს; ან ცრიან და შემდეგ აინფიცირებენ), რასაც მოწმობს ის ისტორიული ფაქტები, რომ ვაქცინების კვლევები შეჩერდა ებოლას, აივ-ის, სარსის, მერსის და წითელას ერთ-ერთი ვაქცინის ადრეული კვლევების დროს, მათ შორის სწორედ ამ მიზეზით.

უფრო მეტიც, როდესაც სარს-კოვ-2-ს კანდიდატ ვაქცინების კვლევები დაიწყო, ერთ-ერთი ვირუსის სამიზნე ნაწილი (ანუ სპაიკ ცილის მაგივრად) ე.წ ნუკლეოპროტეინი იყო, რომელმაც ADE-ს სიგნალი აჩვენა და ამ მიმართულებით კვლევები მაშინვე გაჩერდა, ანუ მეცნიერებმა ერთ დღეს კი არ გაიღვიძეს და თქვეს, რომ სპაიკ ცილა კარგი სამიზნე იყო, არამედ მივიდნენ აქამდე, როგოც იმუნოგენურობის და უსაფრთხოების ყველაზე სასარგებლო პროფილის მქონე სამიზნე ცილამდე.

უნდა იცოდეთ, რომ ADE-ს განვითარებას საერთოდ არ ჭირდება ვაქცინა, ანუ სანამ ვაქცინები ჯერ ჩანასახოვან ფაზაში იყო, ვირუსი ჩინეთიდან იტალიამდე უკვე აქტიურად მუტირებდა, ანუ ADE-ს განვითარების წინაპირობა უკვე შექმნილი იყო რადგან ბევრი შტამი ცირკულირებდა, რისი ნიშნებიც არ გამოვლენილა.

კოვიდ საწინაწღმდეგო ვაქცინების არც ერთმა კვლევამ ცხოველებში (თაგვებში, მაკაკებში) ADE-ს არცერთი შემთხვევა არ გამოავლინა; რაც მთავარია, უკვე გვყავს მილიარდობით აცრილი, რომელთა ძალიან დიდი ნაწილი ახალი შტამით დაინფიცირდა; ADE არ არის მიოკარდიტის მსუბუქი შემთხვევა და ამიტომ ვერ დაიმალება, სიგნალს ამხელა პოპულაციაში აუცილებლად დაინახავ, კერძოდ მასიური ციტოკინური შტორმით სიკვდილობა დაფიქსირდება, რაც არსად არ მომხდარა. აქ კი პირიქით ვხედავთ, სიკვდილობასთან ერთად, მასიურად შემცირდა დაავდების მძიმე ფორმები და ჰოსპიტალიზაცია.

ის რომ ვაქცინების ეფექტურობა დელტა შტამის მიმართ იკლებს და ვერ ვხედავთ სიკვდილობის მასიურ ზრდას, ეს ზუსტად ADE-ს საწინააღმეგო არგუმენტია და არა პირიქით.

თუ პირადი მაგალითი ვინმესთვის რამეს ნიშნავს, მე ავიცერი 2020 წლის დეკემბერში, მაშინ ეს თემა უფრო აქტუალური იყო, ამდენი დროის გასვლის და მილიარდობით ადამიანის აცრის შემდგომ, ნაკლებად მნიშვნელოვნად მიმაჩნია..."

მოგვიანებით გიორგი კანდელაკმა საკუთარ კოლეგებს ასევე სოციალურ ქსელში უპასუხა:

  • გიორგი კანდელაკი:

"მოკლედ გავცემ პასუხს ორ ჩემ მეგობარს, ჩემთვის ძალიან საყვარელ ადამიანს, რომელთა აზრს ყოველთვის პატივს ვცემ, თუმცა ზოგჯერ არ ვიზიარებ.

ძალიან მსაყვედურობენ თუ რატომ არ ვებმები პოლემიკაში, არ ვცემ პასუხს თითოეულ კომენტარს, რომელიც იდება ჩემს პოსტებზე. ჯერ ერთი თუ დახედავთ ჩემს პოსტებს, ზოგ მათგანზე კომენტარების რაოდენობა აჭარბებს ათასს, და უბრალოდ შეუძლებელია მათზე პასუხის გაცემა. მეორეც ჩემი კლავიატურაზე ბეჭდვის სისწრაფე, ვერ აუვა იმ უამრავი საკითხის განხილვას, რაც დაგროვდა, თუმცა არავინ იწუხებს მათზე პასუხის გაცემას. ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩემი გრაფიკი იწყება დილის 8 საათზე ამბულატორიული პაციენტების მიღებით, გრძელდება სტაციონარებით და მთავრდება ვაიბერით დისტანციური კონსულტაციებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოთავსებულ კოვიდ პაციენტებთან დაახლოებით 11-12 საათისთვის და მძინავს 5-6 საათი.

ამ პირად დეტალებს იმიტომ გიყვებით მხოლოდ, რომ ყოველი ჩემი პოსტის დაწერა დიდ ძალისხმევად მიღირს და სიტუაციის სიმძიმეს რომ არ ვაცნობიერებდე, არაფრის დიდებით არ გავაკეთებდი ამას. ამჯერადაც უბრალოდ ვერ დავტოვებდი ამ ორი, ჩემთვის საპატივცემულო ადამიანების შენიშვნებს, თორემ შემდეგშიც პასუხები და დისკუსიაში შესვლა ვერაფრით ვერ იქცევა წესად. მითუმეტეს ვერ შევალ დისკუსიაში ზოგიერთ „ექსპერტთან“, რომელმაც ერთი თვის წინ ჩემი ვიდეო-პრეზენტაციით შეიტყო პირველად, თუ რას ნიშნავს ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება და დღეს უკვე „დეტალურ ექსპერტულ“ ანალიზს დებს თავის გვერდზე ამ თემასთან დაკავშირებით.

1. ანტისხეულით გაძლიერებულ დაავადებაზე პანდემიურ ვირუსთან მიმართებაში, თითქოს ჩატარებულია მრავალი კვლევა ცხოველებში და ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება არ დადასტურდა.

ამ არგუმენტს ვერ დავეთანხმები, არანაირი პრეკლინიკური (ლიცენზირებამდე) კვლევები ცხოველებში ამ კუთხით არ არის ჩატარებული, ამას პირდაპირ აღიარებს EMA (ევრობის წამლების სააგენტო) იმ დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც ფაიზერისთვის გაიცა გადაუდებელი გამოყენების ლიცენზია წლის დასაწყისში (ეს დოკუმენტი დევს ინტერნეტში, გასაჯაროვებული აქვს თავად EMA-ს). ამავე დოკუმენტში ცალკეა გამოყოფილი ის საკითხი, რომ მნიშვნელოვანი ნაკლია ლიცენზირების დროისთვის ასეთი კვლევების არარსებობა, და სთხოვს მწარმოებელს (წესით უნდა ვალებდეს), რომ შემდგომში ჩაატაროს ასეთი კვლევები. ასეთი კვლევები შემდგომში არ ჩატარებულა. ეს საკითხი არ არის სათანადოდ შესწავლილი.

2. თუ არსებობს ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება, მას აუცილებლად დავინახავდით აქამდე, და ეს ვერ დაიმალებოდა.

ვერც ამ არგუმენტს გავიზიარებთ, რადგან ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება ძირითადად გამოვლინდება, როდესაც მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების ტიტრი მკვეთრად დაიწევს, რასაც დელტა შტამთან მიმართებაში დაახლოებით 6-9 თვე სჭირდება, ან მაშინ, როდესაც გამოჩნდება სრულად რეზისტენტული შტამი (და ამ პროცესის გარდაუვალობაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ) რა შემთხვევაშიც ტიტრს უბრალოდ არ ექნება მნიშვნელობა. სწორედ ეს არის ნამდვილი (არა გაცხადებული) მიზეზი, თუ რატომ გადაცრა ისრაელმა მესამედ მოსახლეობის თითქმის მესამედი (ძირითადად მოხუცი პოპულაცია, რომელიც იყო აცრილი იანვარ-თებერვალში) და ბუსტერით გადაცრის პროცესი იყო გაცილებით სწრაფი, ვიდრე პირველი აცრა - რადგან სასწრაფოდ თავიდან აეცილებინათ ანტისხეულით გაძლიერებული დაავადების შესაძლებლობა. იგივეა სინამდვილეში ის მიზეზი, რის გამოც ამერიკა სასწრაფოდ იწყებს მესამე ბუსტერით აცრას (და მსჯელობა მიდის, თუ რომელი თვიდან იქნება ბუსტერი აუცილებელი, ბაიდენის ადმინისტრაციაში განიხილება აცრიდან 5-8 თვის დიაპაზონი). რა თქმა უნდა ჯერ ჯერობით ოფიციალურად ამას არავინ იტყვის. 3-ე ბუსტერი ამ ეტაპისთვის მაგ პრობლემას დიდ წილად მოაგვარებს, რადგან დელტა მხოლოდ ნაწილობრივ არის ვაქცინის მიმართ რეზისტენტული და ტიტრის აწევა ამ ეტაპზე შეანელებს პროცესს. მაგრამ როდესაც ვიხილავთ სრულად რეზისტენტულ შტამს, არანაირი ბუსტერი მაგ საქმეს აღარ უშველის. ამის მიუხედავად, დღესაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სიგნალი ჩანს, რადგან ის ფაქტი, რომ ისრაელში 50-60% მძიმე პაციენტებისა არის სწორედ აცრილი (ისრაელში მოსახლეობის 65% ი ამჟამად აცრილია და 60% ორჯერ აცრილი და თუ არ ვცდები 30%-მდეა უკვე სამჯერ აცრილი) ასეთი მაღალი მაჩვენებელი აცრილებში (> 50%) ძალიან მაღალია, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ აცრილებში უმეტესად მოხუცები ჭარბობენ).

3. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ანტისხეულით გაძლიერებულ დაავადებას ადვილად ამოვიცნობთ.

ეს ასე არ არის, რადგან მისი პრეზენტაცია იქნება ისეთივე, როგორიცაა ჩვეულებრივი ციტოკინური შტორმი და დისტრეს სინდრომი. და რაც მთავარია, ასეთი გაცხოველებული აქცენტირება იგივე აშშ-ში, რომ მანდატორულად აცრან რაც შეიძლება დიდი ნაწილი პოპულაციისა, მომდინარეობს სწორედ იქიდან, რომ შეცდობემი ნაკლებად გამჟღავნდეს, და თუ პოპულაციის უდიდესი ნაწილი აცრილი გყავთ, საკონტროლო ჯგუფი აღარ იარსებებს ცხადია, რომელთანაც შეძლებდით შეგედარებინათ ავადობის სიმძიმის განსხვავება

4. და კიდევ მინდა გამოვეხმაურო, სხვა ოპონენტებთან ნანახ კომენტარებს და აბსოლუტურად არასწორად გაგებულ საკითხს, თითქოს მე ვამბობ, რომ ყველანი დავიხოცებით და ამოვწყდებით ვაქცინის გამო. ეს რა თქმა უნდა სრული სისულელეა. აქ საუბარია, რომ რაღაც პროცენტით, გაიზრდება როგორც მძიმე ავადობა, ისევე სავარაუდოდ სიკვდილიანობაც, მაგრამ სიკვდილიანობა (Infection fatality rate) თუ ეხლა არის საშუალოდ 0.2-0.3 %, შეიძლება გაიზარდოს ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობ ნიშნულამდე, მაგალითად 0.9 %-მდე ან ნებისმიერ სხვა პროცენტამდე, რაც ნიშნავს, რომ ინფიცირებულთა დიდი ნაწილი კვლავ განიკურნება ამ დაავადებისაგან, მაგრამ პოპულაციურ დონეზე ეს იქნება უდიდესი დარტყმა და დანაკარგი.

5. და ბოლოს უბრალოდ საილუსტრაციოდ (ასეთი კვლევები სხვაც ბევრია) წარმოგიდგენთ იაპონურ კვლევას, სადაც ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია სრულად რეზისტენტული შტამი და თანაც ლაბორატორიულად დადასტურებული ანტისხეულით გაძლიერებული დაავადების პოტენციალით: https://www.biorxiv.org/.../2021.08.22.457114v1.full.pdf

6. ხოლო რატომ ვერ მოხდება ამ პრობლემის მოგვარება მოდიფიცირებული ვაქცინებით ან ბუსტერებით, მაგაზე ჩემს შემდეგ პოსტებში მექნება საუბარი.

საბოლოოდ კი, გთავაზობთ, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის, არჩილ მარშანიას ვრცელ პოსტს, სადაც ექიმი დეტალურად განმარტავს, თუ რატომ არ არის ADE კორონავირუსების, ან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისთვის მაღალი რისკის შემცველი საფრთხე:

  • არჩილ მარშანია:

"მოგესალმებით! ვეხმაურები ბ-ნი გიორგი კანდელაკის სტატუსს ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება)-ს შესახებ.

პირველ რიგში ვეხმაურები იმიტომ, რომ პროფესიული ღირსების საკითხია, გაივსო ჩემი მესენჯერი შეკითხვებით თუ რატომ ვმალავდი ინფორმაციას და ვაქცინების რეკომენდაციას რომ გავცემ, თურმე ხალხს ვწირავ უფრო მწვავე ინფექციისთვის.

ამ შეკითხვებში და დამოკიდებულებაში არც არაფერია გასაკვირი, ორაზროვნად და დასკვნის გარეშე აწყობილი ის ტექსტი არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანს სხვა აზრისკენ ვერც წაიყვანს, ჩემი მესენჯერის გარდა სტატუსის კომენტარებშიც (ანტივაქსერი ტროლბოტების მხიარული ყიჟინის ფონზე) იგივე დაბნეულობა იგრძნობა.

არავინ არაფერს მალავდა ცხადია, 2020 წლის დეკემბერში ვწერდი მე პირადად რისკებსა და სარგებელზე ვაქცინების შესახებ, სადაც რა თქმა უნდა, ADE-ც არის განხილული (https://www.facebook.com/525239291/posts/10158884510864292/).

აქ უბრალოდ კომუნიკაციის ფორმაზეა და სკანდალურობაზეა საუბარი, ჩემზე ხაზგასმაც ცოტა ღიმილისმომგვრელია, რა თქმა უნდა, ყველა რისკი და სარგებელი აწონილ-დაწონილია და ისე არის ყველა გადაწყვეტილება მიღებული, მე კი არა, მთელი მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოება ამ პრინციპს ეყრდნობა და გუშინ არ გამხდარა ეს თეორია აქტუალური.

თუმცა იმის კარგად გასააზრებლად, რომ ამ თეორიაში არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ არის, ჯობია ქრონოლოგიურად მივყვეთ ყველაფერს და პირველ რიგში მოკლედ განვმარტოთ რა არის ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება).

ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) ეს არის იშვიათი ფენომენი, როდესაც იმუნური პასუხის დროს, ანტისხეულები კი არ იცავენ ორგანიზმს ვირუსისგან, არამედ პირიქით, იწვევენ უფრო მწვავე ინფექციას. ის შეიძლება განვითარდეს ინფექციით ან ვაქცინით:

1 - მაგალითად: თუ არსებობს ერთი სახეობის ვირუსის ოთხი ტიპი (I, II, III და IV).I ტიპი ვირუსით დასნებოვნების შემდეგ, იგივე სახეობის თუმცა III ტიპის ვირუსთან თუ გვექნება შეხება, შესაძლოა* განვითარდეს უფრო მწვავე ინფექცია, რადგან პირველი ინფექციის შემდეგ გამომუშავებული ანტსხეულები კი არ იცავენ ორგანიზმს, არამედ "ეხმარებიან" ვირუსს (ამის მაგალითია დენგეს ცხელება);

2 - იგივე პრინციპით ეს შესაძლოა* მოხდეს ვაქცინითაც. ვაქცინით გამომუშავებული ანტისხეულები შესაძლოა* არ იყოს დამცავი და პირიქით, დაეხმაროს ინფექციას. ისტორიაში ამის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა არსებობს. მისი ამოცნობა უმეტესწილად ხდება კვლევებში. ADE-ს განვითარების შემთხვევაში ვაქცინა ეფექტურობას ვერ აჩვენებს, რადგან ამ შემთხვევაში ინფექცია აუცრელ ადამიანში უფრო მსუბუქად წავა, ვიდრე აცრილში.

  • შესაძლებელია თუ არა ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) განვითარდეს კოვიდ19-ს საწინააღმდეგო ვაქცინების შედეგად?

ეს შეკითხვა ერთი წლის წინ, ვაქცინების გამოსვლამდე იყო აქტუალური, ისიც თეორიის, კითხვის ნიშნის და არა მტკიცებითი სახით. მას შემდეგ ძალიან ბევრი დრო და ხუთ მილიარდზე მეტი დოზა ვაქცინა გავიდა, შესაბამისად დღეს ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება)-ს მაღალ რისკებზე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებში, სერიოზულად, მითუმეტრეს მტკიცებით ფორმაში, აღარავინ სამეცნიერო მაღალ წრეებში აღარ საუბრობს.

ჩვენ უკე ვნახეთ ვაქცინების ეფექტურობაც და ისიც, თუ სად წარმოიშვა საშიში შტამები, მაღალი ვაქცინაციის მქონე ქვეყნებში თუ პირიქით. ის ცნობილი ენდემური შტამები არ წარმოიქმნილა იქ, სადაც ვაქცინაცია სწრაფი და მოცულობითი იყო, არამედ გაჩნდა იქ სადაც ვირუსი სწრაფად და ''ჯოგური იმუნიტეტის'' სტილში გავრცელდა: - ინდური შტამი; - ბრიტანული შტამი; - ბრაზილიური შტამი; - სამხრეთ აფრიკული შტამი.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ ნებისმიერ თეორიას და აზრს აქვს არსებობის უფლება, მათ შორის იმასაც, რომ ვიფიქროთ მხოლოდ ჩვენ ვიცით იმუნოლოგია და ვაქცინოლოგია ამ პლანეტაზე, მხოლოდ ჩვენ გაგვახსენდა ADE და მხოლოდ ჩვენ ვაფასებთ რისკებს ობიექტურად და მთელი დანარჩენი განვითარებული სამყარო და მისი სამეცნიერო საზოგადოება კი ცდება და ასე 2 წელიწადში განვითარებული ქვეყნების უმეტესობა გაწყდება ამ შეცდომის გამო.

თუმცა, მოდი, მაინც ჩამოვთვალოთ და ვთქვათ - რატომ არ არის ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) კორონავირუსების, ან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისთვის მაღალი რისკის შემცველი საფრთხე:

  • პრეკლინიკურ კვლევებში (ცხოველებში) ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
  • კლინიკურ კვლევებში ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
  • პოსტკლინიკურ დაკვირვებაში ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
  • მანეტრალიზებელი ანტისხეულიების ტიტრი შესწავლილია და ამის მიხედვით დგება ვაქცინის დოზების განსაზღვრა, დამატებითი დოზები აჩვენებს, რომ ზრდის მანეიტრალიზებელი ანტისხეულების რაოდენობას და ამ დროს ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
  • ვაქცინა არის ეფექტური. არავაქცინირებულთან შედარებით საშუალოდ 90% მეტი შანის აქვს ვაქცინირებულს, რომ გადარჩეს და არ განუვითარდეს მძიმე გართულება, ანუ ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
  • განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა აცრილია, სტატისტიკა აჩვენებს, რომ სიკვდილიანობა მცირდება, ანუ აცრილებში დაავადება უფრო მწვავედ არ მიმდინარეობს, ანუ ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
  • ერთი ტიპის (ადამიანის კორონავირუსის ყველაზე* გავრცელებული 4 ტიპი არსებობს) კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში, მეორე (სხვა) ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
  • ვაქცინა გართულებების პრევენციის კუთხით რჩება მაღალეფექტური ახალწარმოქმნილი შტამების წინააღმდეგაც, ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
  • როდესაც უკვე ინფიცირებული ადამიანს მკურნალობისას აწვდიან მზა ანტისხეულებს (კონვალესცენტ პლაზმა), ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს.

ანუ რომ გავამარტვოთ და რისკი და სარგებელი ავწონ-დავწონოთ: დღეს ერთ მხარეს გვაქვს: სწრაფად გავრცელებადი ვირუსი, ყოველ დღე (მსოფლიოს რომ თავი დავანებოთ) საქართველოში ათეულობით მკვდარი ადამიანი, უკან წასული ეკონომიკა, გადატვირთული კლინიკები, ეფექტური ვაქცინა და ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) განვითარების არც ერთი ფაქტი. მეორე მხარეს კი გვაქვს: ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) განვითარების შესაძლო თეორია ერთი წლის დაძველებით, რომელიც არც ერთი ფაქტით არ დასტურდება. ანუ 100% გამორიცხულია, თეორიულადაც კი, რომ ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) არ განვითარდება?

როგორც ზემოთ აღვნიშნე ნებისმიერ თეორიას აქვს არსებობის უფლება. მეტიც, თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, აბსოლუტურად ყველაფერი, ალბათობაა მთავარი, რა არის იმის შანსი რომ ეს ასე მოხდეს და რას გვიჩვენებს ფაქტები, რა დასტურდება ექსპერიმენტალურად. და რადგან სამეცნიერო მეთოდი დადებით თეორიას ამტკიცებს და არა უარყოფითს, სამეცნიერო მეთოდით 100%-თ რაიმეს უარყოფა შეუძლებელია. ანუ თეორიულად: შეიძლება ჩვეულებრივი, აფთიაქში რეცეპტის გარეშე რომ იყიდება იმ ტკივილგამაყუჩებელის მიღების გამო სტივენ ჯონსონის სინდრომი განვითარდეს, რომლის მწვავე ფორმის დროს სხეულის 30% წყლულდება და სიკვდილიანობა 60% აღწევს; შეიძლება მეზობლის აივნიდან გადმოვარდნილი ტაფა დაგეცეთ თავზე და მოკვდეთ, ქუჩაში როდესაც გახვალთ; ასევე შეიძლება მთვარეზე ვარდისფერთავიანი ბეგემოტი ცხოვრობს, რომელიც მაღალტოქსიკურ გაზებს უშვებს.

ეს ყველაფერი თეორიულად შეიძლება კი, მაგრამ აქ ''შეიძლებაზე'' არ არის, (რომ განვმეორდეთ) ალბათობაა მთავარი, რა არის იმის შანსი, რომ ეს ასე მოხდეს, რას გვეუბნება ფაქტები და რა დასტურდება ექსპერიმენტალურად. ამაზეა დაფუძნებული ზუსტად სამედიცინო გადაწყვეტილებები და არა იმაზე ვის რა თეორია მოუვა თავში. და თუ ეს ყველაფერი უკუღმა გვინდა გავიგოთ, ალბათობას და ფაქტებს არაფრად ვაგდებთ და მხოლოდ თეორიებით გვსურს ვიხელმძღვანელოთ, ოკ რა პრობლემაა, მაშინ: თავი რომ აგვტკივდება გამაყუჩებელს ნუ მივიღებთ; ქუჩაშიც ნურასდროს გავალთ, ტაფა რომ არ დაგვეცეს თავში; და საერთოდაც ღამეები ნუღარ დავიძინებთ მშვიდად, რა დროს ძილია, ემანდ იმ ვარდისფერთავიანმა ბეგემოტმა არ გვაპკუროს მაღალტოქსიკური გაზები მთვარედან. რა იცით რა ხდება, ეშმაკს არ სძინავს!ჯანმრთელობას გისურვებთ".