ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი "ფორმულას" მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც თავკვეთულას მონასტრის ბერი იოანე ჟურნალისტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.
"თქვენ არ იცით, რა ლექსიკა ჰქონდა, ეკლესიისკენ მოყვანა რომ დავიწყე... თქვენ ისიც არ გაინტერესებთ, ეს ადამიანი საიდან ამოვიყვანე მე. ეს მართლა ასეა, თქვენ არ იცით, რა ლექსიკა ჰქონდა ამ ადამიანს, როცა მე ეკლესიისკენ დავიწყე ამ ადამიანის მოყვანა, საიდან მოვიყვანე. არ მოგისმენიათ, ეს იმასთან შედარებით... სანამ ჩემთან მოვიდოდა და რომ დავიახლოვე, მისი ლექსიკა ბევრად უფრო მძიმე იყო. ბევრად უფრო ძლიერი ფსიქოლოგიური და ფსიქიკური ზიანი ჰქონდა. არ ამართლებს...
თქვენი ჟურნალისტი როგორ მოხვდა დღეს იმ მონასტერში, იცით? ფიზიკურად როგორ გადავიდა? ხიდი არის იქ გაკეთებული, წელს გაგვიკეთა ხელისუფლებამ დიდი თხოვნის შემდეგ. მდინარეზე ამ ხიდის გარეშე ვერ გადახვალ. 5 წელია ეს ბერი იქ ცხოვრობს, მარტო. ტურები, მგლები, ძროხები, რომლებიც უნგრევენ ყველაფერს... ერთხელ გველი შემოეხვია ფეხზე. 5 წელია მარტო, მშიერი ცხოვრობს, რითიც შემეძლო, ვეხმარებოდი", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა "ფორმულასთან".
ნახეთ ვიდეო:
თავკვეთულას მონასტრის ბერმა, "ფორმულას" ჟურალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კადრები "ფორმულამ" გაავრცელა.
სასულიერო პირი იმ შეკითხვებმა გააღიზიანა, რომელიც ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან უკანონო მშენებლობებს ეხება. სწორედ ამ თემაზე რეპორტაჟის მოსამზადებლად იყო ჩასული ადგილზე გადამღები ჯგუფი, თუმცა სასულიერო პირმა ჟურნალისტები გამოყარა.
"ძეგლი დაუდგით დედათქვენს და მამათქვენს, როცა გარდაიცვლებიან... ჟურნალისტი კი არა მხარე ხარ ტო... მისმინე, შვილო, დეგენერატი ხარ?! მამაძაღლი ხარ...
ჟურნალისტი კი არა, პირშისტი ხარ, პირში არ აგიღია? წადი, შენი დედას და**ცი ახლა, რა. შეურაცხყოფას გაყენებ კი არა დედა გი**ე. იდ** ნა**, რა!...
რა კრეტინი ხარ, ბიჭო? აბა შენნაირთან რა ვიომო, მოვა სპეცრაზმი, ასე მოგკიდებს ხელს და გაგაუპატიურებს უკნიდან. არ გინდა?...
შვილი არ გინდა? გინდა, მუცელში მოგიკვდეს? ეკლესიას ნუ დაეჯახები [...] შეიძლება მიხვიდე, ვიღაც გარდაცვლილი დაგხვდეს სახლში, რად გინდათ? შეიძლება, ცილი დამწამოთ. ახლა, მე არ წამოვალ, თქვენ დევნას არ დავიწყებ, მაგრამ შვილები მყავს, ისინიც ძველი განგსტერები არიან, გამოვუშვებ და სადღაც გაგიხვრეტენ რაღაცებს..." - ამ სიტყვებით მიმართა ბერმა ჟურნალისტს. ვიდეო