მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველი მამები, რომლებსაც შვილი პანდემიის დროს შეეძინათ - ემოციური ფოტოები ოჯახური ალბომებიდან
ცნობილი ქართველი მამები, რომლებსაც შვილი პანდემიის დროს შეეძინათ - ემოციური ფოტოები ოჯახური ალბომებიდან

ისი­ნი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მა­მე­ბი არი­ან და ყვე­ლა მათ­გა­ნი აქ­ტი­უ­რად არის შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში ჩარ­თუ­ლი. ბევ­რი მათ­გა­ნი პან­დე­მი­ის დროს გახ­და მამა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი და და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, შვი­ლე­ბის­თვის ყო­ველ­თვის პო­უ­ლო­ბენ დროს.

გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძე მამა 2021 წლის იან­ვარ­ში გახ­და. მე­ო­რე გო­გო­ნა, სა­ხე­ლად ნიკა, მსა­ხი­ობს მა­რი­ამ ნა­დი­რა­ძეს­თან მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში შე­ე­ძი­ნა. გი­ორ­გი ხში­რად აქ­ვეყ­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შვილ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს, სა­დაც ჩანს, რომ აქ­ტი­უ­რად არის პა­ტა­რას მოვ­ლა­ში ჩარ­თუ­ლი. გი­ორ­გის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი გო­გო­ნა ჰყავს.

ილო ბე­როშ­ვილ­სა და ანი ბე­ბი­ას სა­ერ­თო შვი­ლი შარ­შან, ივ­ნის­ში შე­ე­ძი­ნათ. ვაჟს ჯერი და­არ­ქვეს. ილოს­თვის ჯერი მე­სა­მე შვი­ლია, მსა­ხი­ო­ბი ხში­რად ასე­ირ­ნებს პა­ტა­რას მე­უღ­ლეს­თან ერ­თად და ანი ოჯა­ხურ ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს. მსა­ხი­ობს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი გო­გო­ნა ჰყავს.

ვახო სა­ნა­ი­ას პირ­ვე­ლი ვაჟი - სანი სა­ნა­ია მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა­ში შე­ე­ძი­ნა. ჟურ­ნა­ლისტს წინა ქორ­წი­ნე­ბე­ბი­დან სამი გო­გო­ნა ჰყავს.

ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე­სა და ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვილს სა­ერ­თო შვი­ლი ანა ჰყავთ. პრო­დი­უ­სე­რი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ხში­რად აქ­ვეყ­ნებს უმ­ცროს ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს და წყვი­ლი პა­ტა­რას­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რო­ბა­საც არ ერი­დე­ბა. ნოეს პირ­ვე­ლი ორი ქორ­წი­ნე­ბი­დან გო­გო­ნა და ვაჟი ჰყავს.

ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი ალექ­სან­დრეს მამა 26 მა­ისს გახ­და. ახალ­ბე­და მამა ხში­რად ასე­ირ­ნებს პა­ტა­რას ბუ­ნე­ბა­ში. პირ­ვე­ლი შვი­ლი მომ­ღე­რალ­მა ერთი თვის ასაკ­ში მო­ნათ­ლა.

არ­ჩილ სო­ლო­ღაშ­ვი­ლი და ნუცა ქავ­თა­რა­ძე მშობ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ გახ­დნენ. მსა­ხი­ობ­მა პირ­ველ შვილს სანი და­არ­ქვა.

გი­ორ­გი ყიფ­ში­ძეს მე­სა­მე და მე­ო­თხე შვი­ლე­ბი, კოს­მო და ლუნა, მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა­ში ანი გა­სო­ევ­თან შე­ე­ძი­ნა. ორი ქორ­წი­ნე­ბი­დან მსა­ხი­ობს ორი შვი­ლი უკვე ჰყავს. რო­გორც ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, პან­დე­მია სწო­რად გა­მო­ი­ყე­ნა და შვი­ლე­ბის გაზ­რდა­ში ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა მე­უღ­ლეს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
0

ანუ ამ სელებრითიკოების საოხრეზე პანდემიამ კარგად იმოქმედა? 

მაკა
0

ჯანმრთელობას ვუსურვებ პატარებს და მათ მშობლებსაც ბევრი პატარა შემატებოდეს ჩვენ ქეყანას ცნობილების და არაცნობილებისაც.

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

ცნობილი ქართველი მამები, რომლებსაც შვილი პანდემიის დროს შეეძინათ - ემოციური ფოტოები ოჯახური ალბომებიდან

ცნობილი ქართველი მამები, რომლებსაც შვილი პანდემიის დროს შეეძინათ - ემოციური ფოტოები ოჯახური ალბომებიდან

ისინი ცნობილი ქართველი მამები არიან და ყველა მათგანი აქტიურად არის შვილების აღზრდაში ჩართული. ბევრი მათგანი პანდემიის დროს გახდა მამა. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებულები და დაკავებულები არიან, შვილებისთვის ყოველთვის პოულობენ დროს.

გიორგი მახარაძე მამა 2021 წლის იანვარში გახდა. მეორე გოგონა, სახელად ნიკა, მსახიობს მარიამ ნადირაძესთან მეორე ქორწინებაში შეეძინა. გიორგი ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ აქტიურად არის პატარას მოვლაში ჩართული. გიორგის პირველი ქორწინებიდან ერთი გოგონა ჰყავს.

ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას საერთო შვილი შარშან, ივნისში შეეძინათ. ვაჟს ჯერი დაარქვეს. ილოსთვის ჯერი მესამე შვილია, მსახიობი ხშირად ასეირნებს პატარას მეუღლესთან ერთად და ანი ოჯახურ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მსახიობს პირველი ქორწინებიდან ორი გოგონა ჰყავს.

ვახო სანაიას პირველი ვაჟი - სანი სანაია მესამე ქორწინებაში შეეძინა. ჟურნალისტს წინა ქორწინებებიდან სამი გოგონა ჰყავს.

ნოე სულაბერიძესა და ჯანეტ ქერდიყოშვილს საერთო შვილი ანა ჰყავთ. პროდიუსერი და ტელეწამყვანი ხშირად აქვეყნებს უმცროს ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და წყვილი პატარასთან ერთად მოგზაურობასაც არ ერიდება. ნოეს პირველი ორი ქორწინებიდან გოგონა და ვაჟი ჰყავს.

ანდრია გველესიანი ალექსანდრეს მამა 26 მაისს გახდა. ახალბედა მამა ხშირად ასეირნებს პატარას ბუნებაში. პირველი შვილი მომღერალმა ერთი თვის ასაკში მონათლა.

არჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე მშობლები რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ გახდნენ. მსახიობმა პირველ შვილს სანი დაარქვა.

გიორგი ყიფშიძეს მესამე და მეოთხე შვილები, კოსმო და ლუნა, მესამე ქორწინებაში ანი გასოევთან შეეძინა. ორი ქორწინებიდან მსახიობს ორი შვილი უკვე ჰყავს. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, პანდემია სწორად გამოიყენა და შვილების გაზრდაში ძალიან ეხმარება მეუღლეს.