ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 82 პაციენტი მკურნალობს.
როგორც ჰოსპიტლის კოვიდდეპარტამენტის კურატორმა მერაბ ჩიქოვანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია.
მისივე თქმით, დღეს კოვიდდეპარტამენტიდან პაციენტების გაწერა არ იგეგმება.