სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩოხატაურში დააკავეს პირი, რომელიც ავტოგასამართ სადგურზე ოპერატორს იარაღით თავს დაესხა და ფული გასტაცა
ჩოხატაურში დააკავეს პირი, რომელიც ავტოგასამართ სადგურზე ოპერატორს იარაღით თავს დაესხა და ფული გასტაცა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის აბა­შის რა­ი­ო­ნულ სამ­მარ­თვე­ლოს­თან ერ­თად 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ღ. მუ­ქა­რის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით, აბა­შის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­ა­კა­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლი 5-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის 25 აგ­ვის­ტოს, დაბა ჩო­ხა­ტა­ურ­ში, მე­რაბ კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გურს ყა­ჩა­ღუ­რად თავს და­ეს­ხა, ია­რა­ღის მუ­ქა­რით ოპე­რა­ტორს ფული გას­ტა­ცა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ბ.ღ. სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს.

პო­ლი­ცი­ამ, და­კა­ვე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას, ყა­ჩა­ღო­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი ფუ­ლის ნა­წი­ლი და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - პნევ­მა­ტუ­რი პის­ტო­ლე­ტი ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო.

მუ­ქა­რის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­დე­ნილ ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
0

სირცხვილია ჩოხატაურში გურული ავტოგასამართ სადგურის დაყაჩაღებით იმცირებს თავს. თუ მაგარი გურული ხარ გადი სურების ტყეში და გავარდი ფირალად.

გიო
0
უარესი რომ არ ხდება არ გიკვირთ? დოლარი იმდენზეა ასული ადამიანს საჭმლის გარდა არაფერში ფული არ გეყოფა. ვერაფერს ვერ იყიდი იმიტომ რომ ლარში იმდენის გადახდა გიწევს სული შეიძლება ამოგძვრრს ადამიანს. ელექტროობა არ გაძვირდებაო და ორ კვირაში მესიჯი მომივიდა ტარიფი "გაკორექტირდაო" ყველაზე დიდი ბანდიტები თქვენ ხართ და თქვენი ადგილი ციხეშია.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ჩოხატაურში დააკავეს პირი, რომელიც ავტოგასამართ სადგურზე ოპერატორს იარაღით თავს დაესხა და ფული გასტაცა

ჩოხატაურში დააკავეს პირი, რომელიც ავტოგასამართ სადგურზე ოპერატორს იარაღით თავს დაესხა და ფული გასტაცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის აბაშის რაიონულ სამმართველოსთან ერთად 1999 წელს დაბადებული ბ.ღ. მუქარის გამოყენებით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, აბაშის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, დაბა ჩოხატაურში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე ავტოგასამართ სადგურს ყაჩაღურად თავს დაესხა, იარაღის მუქარით ოპერატორს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბ.ღ. საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ყაჩაღობის შედეგად მოპოვებული ფულის ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი - პნევმატური პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მუქარის გამოყენებით ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.