ავტორი:

"ქვეყნისა და საზოგადოების მოღალატე იქნება, ვინც ორსულს ეტყვის, რომ არ აიცრას" - ამირან გამყრელიძე

"ქვეყნისა და საზოგადოების მოღალატე იქნება, ვინც ორსულს ეტყვის, რომ არ აიცრას" - ამირან გამყრელიძე

ქვეყნისა და საზოგადოების მოღალატე იქნება, ვინც ორსულს ეტყვის, რომ არ აიცრან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მედია ვებინარზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ექიმებში ანტივაქსერები არიან. ამირან გამყრელიძემ ექიმებს მოუწოდა, აცრის საწინააღმდეგო აგიტაციას ნუ ეწევიან.

„ექიმები პანდემიის პერიოდში მაგალითი უნდა ვიყოთ ყველაფერში. ქვეყანაში მომუშავე ექიმების 66%-ია აცრილი. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოცვა ექიმებში არის, სულ მცირე, ერთი დოზით მაინც. ექიმს, ექთანს, უმცროს სამედიცინო პერსონალს და სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციის თანამშრომელს თუ ვიგულისხმებთ, იქ საშუალოდ 46%-ია. დაახლოებით 10 დღის წინანდელ მონაცემებს ვამბობ, შესაძლოა, ახლა მეტია. ძალიან მწყინს, რომ ჩემს კოლეგებში ანტივაქსერები არიან. სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო. ზოგიერთი სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურობს და კიდევ ერთხელ მინდა მათ მივმართო და მოვუწოდო, თითოეული ადამიანი თავის შეხედულებებში თავისუფალია, გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა უფლებათა შორის, მაგრამ როცა ქვეყანაში პანდემია და ეპიდემიაა, როცა იცი, რომ ეს ვირუსი ნამდვილად კლავს ადამიანებს, სამწუხაროდ, ვიცით, რომ 1000 ინფიცირებულიდან 10-15, ხანდახან 20 შეიძლება დაიღუპოს.

ვიცით, რომ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის პრევენციული აცრა. ამ დროს, როგორ შეიძლება ადამიანებს მოვუწოდოთ, რომ არ აიცრან. ქვეყნის და საზოგადოების მოღალატე იქნება, ვინც ორსულს ეტყვის, რომ არ აიცრას. ორსულებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. მოვუწოდებ ყველა ორსულს, მიბრძანდნენ და „ფაიზერით“ აიცრან. ვაქცინა საკმარისია, არავითარი გართულება არ იქნება. ყველას უმორჩილესად გთხოვთ, მეან-გინეკოლიგებს. რაც მეტი ორსული იქნება საქართველოში და მეტი ბავშვი გაჩნდება, კარგია. ამიტომ, ავცრათ ორსულები იმიტომ, რომ არ ინდობს ორსულ ქალებს ეს ვირუსი. ძალიან ძლიერი გართულებით მიდის მერე. ახლა კიდევ ახალი პროტოკოლები მუშავდება ორსულების მოვლასთან, პრევენციასთან დაკავშირებით, ვიცი, ექიმებში ძალიან ბევრი ანტივაქსერი არ არის, მაგრამ ვინც არიან, მივმართავ და უმორჩილესად ვთხოვთ, საწინააღმდეგო აგიტაციას მაინც ნუ უწევთ. ანტივაქსერობა თქვენთვის შეინახეთ იმიტომ, რომ დღეს ყველა სამედიცინო მუშაკმა კი არა, ყველა ადამიანმა უნდა მოუწოდოს თავისი ოჯახის წევრებს, წადით და აიცერით. ამაზეა ქვეყნის გადარჩენის, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზა“, - განაცხადა გამყრელიძემ.