პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სწავლა, სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება" - ამირან გამყრელიძე
"სწავლა, სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება" - ამირან გამყრელიძე

ვფიქ­რობ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ეპიდ­ვი­თა­რე­ბას გა­ნი­ხი­ლავს და სწავ­ლა, სა­ვა­რა­უ­დოდ, დის­ტან­ცი­უ­რად და­ი­წყე­ბა, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ მე­დი­ა­ვე­ბი­ნარ­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ნამ და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 4%-ზე ქვე­მოთ არ ჩა­მო­ვა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლი­სა და პე­და­გოგ-პრო­ფე­სო­რე­ბის 80% ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა, სკო­ლებ­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში უსაფრ­თხო გა­რე­მო არ იქ­ნე­ბა.

„ვფიქ­რობ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო გა­ნი­ხი­ლავს ამ ფონს და სწავ­ლა და­ი­წყე­ბა დის­ტან­ცი­უ­რად. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­აა, სა­ნამ და­დე­ბი­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ ჩა­მო­ვა 4%-ის ქვე­მოთ, დღეს 9.43 პრო­ცენ­ტი გვაქვს, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლი­სა და პე­და­გო­გე­ბის 80% არ იქ­ნე­ბა სკო­ლა­ში ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, ჩვენ ვერ გან­ვი­ხი­ლავთ სკო­ლას უსაფრ­თხოდ, ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია მათი აცრა და სა­ერ­თო ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, რა თქმა უნდა, იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი სკო­ლებ­ში დას­წრე­ბუ­ლი სწავ­ლის გან­ხილ­ვა.

მე პი­რა­დად იგი­ვე შე­ხე­დუ­ლე­ბა მაქვს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რომ დას­წრე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის­თვის ეს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი იყოს დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი. ეს არ ეხე­ბათ მხო­ლოდ პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს, სტუ­დენ­ტე­ბიც უნდა იყ­ვნენ აც­რი­ლე­ბი. 150 000 სტუ­დენ­ტი არის დღეს, რომ­ლე­ბიც ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან. „დელ­ტა“ შტა­მი ძა­ლი­ან ად­ვი­ლად ვრცელ­დე­ბა ახალ­გაზ­რდებ­ში, ად­ვი­ლად გა­დამ­დე­ბია, ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია, რომ სწავ­ლის და­წყე­ბის­თვის ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტი და სკო­ლა იყოს უსაფრ­თხო“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პროფესორი
0

სტუდენტები მარტო იმის გამო არ იაცრებიან, რომ დარჩნენ სწავლების დისტანციურ რეჟიმში. ეს მათთვის მოსახერხებელია: არ სჭირდებათ ქალაქში ბინის დაქირავება, ხელი არ ეშლებათ სამსახურში (უმრავლესობა მუშაობს), სასურველი ქულის მიღება ასე ბევრად მარტივია ("შპარგალკაც" კი აღარ არის საჭირო)... დიპლომის მიღება ასე ბევრად მოხერხებული და კომფორტულია. ციდნა? მაგისი რა მოგახსენოთ.

(((
0

კორონას რომ ჩვენ თვითონ მივხედოთ არა?? ასე მგონია კორონა, ჩვენი, ხალხის სამართავად გჭირდებათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"სწავლა, სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება" - ამირან გამყრელიძე

"სწავლა, სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება" - ამირან გამყრელიძე

ვფიქრობ, განათლების სამინისტრო ეპიდვითარებას განიხილავს და სწავლა, სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ არ ჩამოვა და ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგ-პროფესორების 80% ვაქცინირებული არ იქნება, სკოლებსა და უნივერსიტეტებში უსაფრთხო გარემო არ იქნება.

„ვფიქრობ, განათლების სამინისტრო განიხილავს ამ ფონს და სწავლა დაიწყება დისტანციურად. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, სანამ დადებითი მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ის ქვემოთ, დღეს 9.43 პროცენტი გვაქვს, ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგების 80% არ იქნება სკოლაში ვაქცინირებული, ჩვენ ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ, ამიტომ სასურველია მათი აცრა და საერთო ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება განხილული სკოლებში დასწრებული სწავლის განხილვა.

მე პირადად იგივე შეხედულება მაქვს უნივერსიტეტებთან მიმართებაში, რომ დასწრებული სწავლებისთვის ეს კრიტერიუმები იყოს დაკმაყოფილებული. ეს არ ეხებათ მხოლოდ პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებიც უნდა იყვნენ აცრილები. 150 000 სტუდენტი არის დღეს, რომლებიც ახალგაზრდები არიან. „დელტა“ შტამი ძალიან ადვილად ვრცელდება ახალგაზრდებში, ადვილად გადამდებია, ამიტომ სასურველია, რომ სწავლის დაწყებისთვის ყველა უნივერსიტეტი და სკოლა იყოს უსაფრთხო“, - განაცხადა გამყრელიძემ.