სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოზარდი გოგონას უძველესმა დნმ-მა აჩვენა, რომ ის ადამიანების აქამდე უცნობ ჯგუფს მიეკუთვნება - მსოფლიო უნიკალური აღმოჩენის წინაშე
მოზარდი გოგონას უძველესმა დნმ-მა აჩვენა, რომ ის ადამიანების აქამდე უცნობ ჯგუფს მიეკუთვნება - მსოფლიო უნიკალური აღმოჩენის წინაშე

2015 წელს ინ­დო­ნე­ზი­ის კუნ­ძულ სუ­ლა­ვე­სი­ზე აღ­მო­ჩე­ნილ­მა 7200 წლის წინ გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დი გო­გო­ნას ნეშტმა, მსოფ­ლიო უნი­კა­ლუ­რი აღ­მო­ჩე­ნის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა.

მას მერე, რაც მო­ხერ­ხდა მისი თა­ვის ქა­ლი­დან ჯერ დნმ-ის ნი­მუ­შის ამო­ღე­ბა და შემ­დგომ გა­შიფვ­რა, აღ­მოჩ­ნდა, რომ გო­გო­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის აქამ­დე უც­ნობ ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა.

“Nature -ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ეს კონ­კრე­ტუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბა მეც­ნი­ე­რებს მსოფ­ლი­ოს არ­ცერთ კუ­თხე­ში ჯერ არ უნა­ხავთ", - წერს CNN-ი.

”ჩვენ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ უძ­ვე­ლე­სი ადა­მი­ა­ნის დნმ კუნ­ძულ­ზე, ავ­სტრა­ლი­ა­სა და აზი­ას შო­რის რე­გი­ონ­ში, რო­მელ­საც "Wallacea"-ს უწო­დე­ბენ. ეს აღ­მო­ჩე­ნა გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას ახ­ლე­ბუ­რად შევ­ხე­დოთ პო­პუ­ლა­ცი­ის გე­ნე­ტი­კურ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­სა და ის­ტო­რი­ას ად­რე­უ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის მა­გა­ლით­ზე მსოფ­ლი­ოს ამ ნაკ­ლე­ბად შეს­წავ­ლილ რე­გი­ონ­ში", - ნათ­ქვა­მია კვლე­ვა­ში, რომ­ლის თა­ნა­ავ­ტო­რი ავ­სტრა­ლი­ის ადა­მი­ა­ნის ევო­ლუ­ცი­ის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის არ­ქე­ო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რი ადამ ბრუ­მია.

მკვლე­ვარ­თა აზ­რით, პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყე­ნებ­დნენ Wallacea -ს და სხვა ინ­დო­ნე­ზი­ურ კუნ­ძუ­ლებს, მათ შო­რის სუ­ლა­ვეს­საც, ევ­რა­ზი­ი­დან ავ­სტრა­ლი­ის კონ­ტი­ნენტზე გა­და­სას­ვლე­ლად, და­ახ­ლო­ე­ბით 50 ათა­სი წლის წინ, თუმ­ცა მათი ზუს­ტი მარ­შრუ­ტი ცნო­ბი­ლი არ არის. ნა­პოვ­ნი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი და ქვის მხატ­ვრო­ბის ნი­მუ­შე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ამ კუნ­ძუ­ლებ­ზე 47 000 წლის წინ ნამ­დვი­ლად ცხოვ­რობ­დნენ.

მას შემ­დეგ, რაც 2015 წელს არ­ქე­ო­ლო­გებ­მა იპო­ვეს 17-18 წლის გო­გო­ნას ჩონ­ჩხი სუ­ლა­ვე­სის ერთ-ერთ გა­მოქ­ვა­ბულ­ში, მისი კვლე­ვა არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა. დად­გინ­და, რომ გო­გო­ნას ნეშ­ტი დაკ­რძა­ლუ­ლი იყო 7200 წლის წინ. ის იყო ე.წ. ტო­ა­ლის კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი, რომ­ლის ნახ­ვაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ სუ­ლა­ვე­სის სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით. გა­მოქ­ვა­ბუ­ლი, სა­დაც ნეშ­ტი იპო­ვეს, ნა­წი­ლია არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგლი­სა, სა­ხე­ლად: ლე­ნაგ პა­ნინ­გე.

მო­ნა­დი­რე-შემგრო­ვე­ბელ­თა ტო­მე­ბი ”ტო­ა­ლი­ა­ნე­ბი“ სამ­ხრეთ სუ­ლა­ვე­სის ტყის ვა­კე­ებ­სა და მთებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 8000 წლის წინ და ახ. წ. V სა­უ­კუ­ნემ­დე ცხოვ­რობ­დნენ. მათ შექ­მნეს უნი­კა­ლუ­რი ქვის ია­რა­ღე­ბი (მათ შო­რის პა­წა­წი­ნა, წვრი­ლად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ის­რის წვე­რე­ბი), რომ­ლე­ბიც ინ­დო­ნე­ზი­ა­ში მხო­ლოდ ამ კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას გვხვდე­ბა.

წამ­ყვან­მა მეც­ნი­ერ­მა სე­ლი­ნა კარლ­ჰოფ­მა დნმ - ის ამო­ღე­ბა თა­ვის ქა­ლის ძირ­ში არ­სე­ბუ­ლი სფე­ნო­ი­დუ­ლი ძვლის­გან შეძ­ლო.

”ეს იყო სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა, რად­გან ტრო­პი­კულ­მა კლი­მატ­მა მა­სა­ლა ძლი­ერ და­ა­ზა­რა­ლა", - აცხა­დებს კარლ­ჰო­ფი.

  • სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დნმ - ში იმა­ლე­ბა

ახალ­გაზ­რდა ქა­ლის დნმ-მა აჩ­ვე­ნა, რომ იგი თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტალ­ღის­გან წარ­მო­იშ­ვა, რომ­ლე­ბიც კუნ­ძულ­ზე 50 000 წლის წინ არ­სე­ბობ­დნენ. ბრა­მის თქმით, ისი­ნი იყ­ვნენ თა­ნა­მედ­რო­ვე ძი­რძვე­ლი ავ­სტრა­ლი­ე­ლე­ბი­სა და პა­პუ­ა­სე­ბის წი­ნაპ­რე­ბი.

უძ­ვე­ლეს­მა გე­ნომ­მა, რომ­ლის მოკ­ვლე­ვაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და, გა­მო­ავ­ლი­ნა აქამ­დე უც­ნო­ბი უძ­ვე­ლე­სი ხალ­ხი.

”ადრე ეგო­ნათ, რომ აზი­უ­რი გე­ნე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი პირ­ვე­ლად "Wallacea"- ში და­ახ­ლო­ე­ბით 3 500 წლის წინ შე­ვიდ­ნენ.

ეს აღ­მო­ჩე­ნა კი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ამ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბობ­და ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ჩვენ აქამ­დე წარ­მოდ­გე­ნაც კი არ გვქონ­და, ვი­ნა­ი­დან ამ რე­გი­ონ­ში ძველ­თაძ­ვე­ლი ჩონ­ჩხის ნაშ­თე­ბი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია”, - აცხა­დე­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბი, რო­მელ­თა თქმით, მო­ზარ­დი გო­გო­ნას გე­ნო­მი კი­დევ არა­ერთ სა­ი­დუმ­ლოს ახ­დის ფარ­დას. წყა­რო

მო­ამ­ზა­და თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
0

უფრო პირიქით მგონია

რატი
3

სწორედ ამიტომ იხელმძღვანელეთ სოკრატეს ცნობილი დებულებით – ,,მე ვიცი ის , რომ არაფერი არ ვიცი'' და დარვინიზმის (რომელსაც უამრავი უზუსტობა და ნაკლი გააჩნია) იდეოლოგიურ იარაღად გამოყენებას თავი დაანებეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მოზარდი გოგონას უძველესმა დნმ-მა აჩვენა, რომ ის ადამიანების აქამდე უცნობ ჯგუფს მიეკუთვნება - მსოფლიო უნიკალური აღმოჩენის წინაშე

მოზარდი გოგონას უძველესმა დნმ-მა აჩვენა, რომ ის ადამიანების აქამდე უცნობ ჯგუფს მიეკუთვნება - მსოფლიო უნიკალური აღმოჩენის წინაშე

2015 წელს ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე აღმოჩენილმა 7200 წლის წინ გარდაცვლილი მოზარდი გოგონას ნეშტმა, მსოფლიო უნიკალური აღმოჩენის წინაშე დააყენა.

მას მერე, რაც მოხერხდა მისი თავის ქალიდან ჯერ დნმ-ის ნიმუშის ამოღება და შემდგომ გაშიფვრა, აღმოჩნდა, რომ გოგონა ადამიანების აქამდე უცნობ ჯგუფს მიეკუთვნება.

“Nature -ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ეს კონკრეტული წარმომავლობა მეცნიერებს მსოფლიოს არცერთ კუთხეში ჯერ არ უნახავთ", - წერს CNN-ი.

”ჩვენ აღმოვაჩინეთ უძველესი ადამიანის დნმ კუნძულზე, ავსტრალიასა და აზიას შორის რეგიონში, რომელსაც "Wallacea"-ს უწოდებენ. ეს აღმოჩენა გვაძლევს საშუალებას ახლებურად შევხედოთ პოპულაციის გენეტიკურ მრავალფეროვნებასა და ისტორიას ადრეული და თანამედროვე ადამიანების მაგალითზე მსოფლიოს ამ ნაკლებად შესწავლილ რეგიონში", - ნათქვამია კვლევაში, რომლის თანაავტორი ავსტრალიის ადამიანის ევოლუციის კვლევითი ცენტრის არქეოლოგიის პროფესორი ადამ ბრუმია.

მკვლევართა აზრით, პირველი ადამიანები იყენებდნენ Wallacea -ს და სხვა ინდონეზიურ კუნძულებს, მათ შორის სულავესსაც, ევრაზიიდან ავსტრალიის კონტინენტზე გადასასვლელად, დაახლოებით 50 ათასი წლის წინ, თუმცა მათი ზუსტი მარშრუტი ცნობილი არ არის. ნაპოვნი ინსტრუმენტები და ქვის მხატვრობის ნიმუშები აჩვენებს, რომ ადამიანები ამ კუნძულებზე 47 000 წლის წინ ნამდვილად ცხოვრობდნენ.

მას შემდეგ, რაც 2015 წელს არქეოლოგებმა იპოვეს 17-18 წლის გოგონას ჩონჩხი სულავესის ერთ-ერთ გამოქვაბულში, მისი კვლევა არ შეჩერებულა. დადგინდა, რომ გოგონას ნეშტი დაკრძალული იყო 7200 წლის წინ. ის იყო ე.წ. ტოალის კულტურის ნაწილი, რომლის ნახვაც შესაძლებელია ნახევარკუნძულ სულავესის სამხრეთ-დასავლეთით. გამოქვაბული, სადაც ნეშტი იპოვეს, ნაწილია არქეოლოგიური ძეგლისა, სახელად: ლენაგ პანინგე.

მონადირე-შემგროვებელთა ტომები ”ტოალიანები“ სამხრეთ სულავესის ტყის ვაკეებსა და მთებში დაახლოებით 8000 წლის წინ და ახ. წ. V საუკუნემდე ცხოვრობდნენ. მათ შექმნეს უნიკალური ქვის იარაღები (მათ შორის პაწაწინა, წვრილად დამუშავებული ისრის წვერები), რომლებიც ინდონეზიაში მხოლოდ ამ კონკრეტულ ადგილას გვხვდება.

წამყვანმა მეცნიერმა სელინა კარლჰოფმა დნმ - ის ამოღება თავის ქალის ძირში არსებული სფენოიდული ძვლისგან შეძლო.

”ეს იყო სერიოზული პრობლემა, რადგან ტროპიკულმა კლიმატმა მასალა ძლიერ დააზარალა", - აცხადებს კარლჰოფი.

  • საიდუმლოებები, რომლებიც დნმ - ში იმალება

ახალგაზრდა ქალის დნმ-მა აჩვენა, რომ იგი თანამედროვე ადამიანების პირველი ტალღისგან წარმოიშვა, რომლებიც კუნძულზე 50 000 წლის წინ არსებობდნენ. ბრამის თქმით, ისინი იყვნენ თანამედროვე ძირძველი ავსტრალიელებისა და პაპუასების წინაპრები.

უძველესმა გენომმა, რომლის მოკვლევაც შესაძლებელი გახდა, გამოავლინა აქამდე უცნობი უძველესი ხალხი.

”ადრე ეგონათ, რომ აზიური გენების მქონე ადამიანები პირველად "Wallacea"- ში დაახლოებით 3 500 წლის წინ შევიდნენ.

ეს აღმოჩენა კი იმაზე მეტყველებს, რომ ამ რეგიონში არსებობდა ადამიანთა ჯგუფი, რომლის შესახებაც ჩვენ აქამდე წარმოდგენაც კი არ გვქონდა, ვინაიდან ამ რეგიონში ძველთაძველი ჩონჩხის ნაშთები ძალიან იშვიათია”, - აცხადებენ მეცნიერები, რომელთა თქმით, მოზარდი გოგონას გენომი კიდევ არაერთ საიდუმლოს ახდის ფარდას. წყარო

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა