პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის” თერაპევტი - მაკა გოშაძე კარიესის გამომწვევ მიზეზებსა და მის მკურნალობაზე
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის” თერაპევტი - მაკა გოშაძე კარიესის გამომწვევ მიზეზებსა და მის მკურნალობაზე

XXI სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­შია კბი­ლებ­თან. სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, და­ახ­ლო­ე­ბით 95%-ს უჩ­ნდე­ბა კა­რი­ე­სი. ალ­ბათ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ იმის გა­გე­ბა, რომ წინა ის­ტო­რი­ულ ეპო­ქებ­ში, მე­დი­ცი­ნის და ჰი­გი­ე­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი დო­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ადა­მი­ა­ნე­ბი კა­რი­ე­სით შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად იტან­ჯე­ბოდ­ნენ. ყვე­ლა­ფე­რი მე-18 სა­უ­კუ­ნე­ში შე­იც­ვა­ლა, რო­დე­საც ხალ­ხმა ჭარხლის­გან რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი შაქ­რის მი­ღე­ბა ის­წავ­ლა. „შაქ­რის ბუმ­თან“ ერ­თად, კა­რი­ე­სის ნამ­დვი­ლი ეპი­დე­მია გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

რა­ტომ ახ­დენს ასეთ ძლი­ერ გავ­ლე­ნას შა­ქა­რი კბი­ლებ­ზე? რა პრო­ცე­სე­ბი იმა­ლე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის ნაც­ნო­ბი სი­ტყვის - „კა­რი­ე­სის“ მიღ­მა? რა­ტომ ჩნდე­ბა და რო­გორ უნდა ვუმ­კურ­ნა­ლოთ? - ამ და სხვა კი­თხვებ­ზე „ბლიც დენ­ტა­ლი - კა­ხა­ბერ ხა­რე­ბა­ვას კლი­ნი­კის“ სტო­მა­ტო­ლო­გი, თე­რა­პევ­ტი მაკა გო­შა­ძე გვი­პა­სუ­ხებს.

ქალ­ბა­ტო­ნო მაკა, რა არის კა­რი­ე­სი და რა იწ­ვევს მას?

- ადა­მი­ა­ნის პი­რის ღრუ­ში ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მია, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან სწრა­ფად მრავ­ლდე­ბი­ან. კა­რი­ე­სის მი­ზე­ზი კბი­ლის მა­გარ ქსო­ვი­ლებ­ზე არ­სე­ბუ­ლი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბია. ბაქ­ტე­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც პი­რის ღრუ­ში ცხოვ­რო­ბენ - სტრეპ­ტო­კო­კე­ბი, ლაქ­ტობ­ცი­ლე­ბი და აქ­ტი­ნო­მი­ცე­ტე­ბი. რო­გორც წესი, ისი­ნი და­ბა­დე­ბი­დან, დე­დი­დან „მემ­კვიდ­რე­ო­ბით“ გა­და­ე­ცე­მა ბავ­შვს და მათი მო­შო­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. კბი­ლე­ბის გა­ხეხ­ვი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ, ბაქ­ტე­რი­ე­ბის რი­ცხვი შე­იძ­ლე­ბა მი­ლი­ო­ნამ­დე გა­ი­ზარ­დოს. სტრეპ­ტო­კო­კე­ბი გა­და­ა­მუ­შა­ვე­ბენ ნახ­შირ­წყლებს, რომ­ლე­ბიც საკ­ვე­ბი­დან მი­ი­ღე­ბა და სა­ნაც­ვლოდ გა­მო­ყო­ფენ მჟა­ვებს, რომ­ლე­ბიც აზი­ა­ნებს კბი­ლებს. ამ პრო­ცეს­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქა­რო­ზა მოქ­მე­დებს, რო­მელ­საც რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი შა­ქა­რი და შე­სა­ბა­მი­სად, შაქ­რის შემ­ცვე­ლი ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტი შე­ი­ცავს. ნე­ბის­მი­ე­რი კა­რი­ე­სი იწყე­ბა იმით, რომ პირ­ში იქ­მნე­ბა ბაქ­ტე­რი­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბის­თვის ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი. კა­რი­ე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს მრა­ვალ მი­ზეზ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა: გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი, მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი გან­წყო­ბა, ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი წესი, სტრე­სი, მავ­ნე ჩვე­ვე­ბი, კვე­ბა, სას­მე­ლი წყა­ლი და სხვა. არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი ჰი­გი­ე­ნა იწ­ვევს კბი­ლის ქვე­ბის და ნა­დე­ბე­ბის წარ­მოქ­მნას და მი­ნან­ქრის და­ზი­ა­ნე­ბას. იქ­მნე­ბა ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის გამ­რავ­ლე­ბი­სათ­ვის და კა­რი­ე­სის გა­ჩე­ნი­სათ­ვის.

კა­რი­ე­სის გან­ვი­თა­რე­ბის რამ­დე­ნი სტა­დია არ­სე­ბობს?

- არ­სე­ბობს კა­რი­ე­სის ოთხი სტა­დია: ლა­ქის სტა­დია, კა­რი­ე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი სტა­დი­აა, რო­მე­ლიც მკურ­ნა­ლო­ბას მარ­ტი­ვად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. კბი­ლის მი­ნან­ქა­რი ზოგ ნა­წილ­ში რბი­ლი ხდე­ბა და მას­ზე ჩნდე­ბა პიგმენ­ტუ­რი ლაქა. პირ­ვე­ლი სტა­დი­ის დროს, კბი­ლის მი­ნან­ქარ­ში კალ­ცი­უ­მის, ფოს­ფო­რის, ფტო­რის და სხვა მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა მცირ­დე­ბა. ზე­და­პი­რუ­ლი კა­რი­ე­სის სტა­დი­ის დროს, დესტრუქ­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი მხო­ლოდ მი­ნან­ქარ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­შუ­ა­ლო კა­რი­ე­სის შემ­თხვე­ვა­ში, კბი­ლის და­ზი­ა­ნე­ბა შე­და­რე­ბით ღრმაა, თუმ­ცა არ ეხე­ბა ფესვს. ღრმა კა­რი­ე­სის დროს, ფეს­ვამ­დე კბი­ლის საღი ქსო­ვი­ლის ძა­ლი­ან თხე­ლი ფე­ნა­ღაა დარ­ჩე­ნი­ლი.

რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან კა­რი­ე­სი?

- კბი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ენი­ჭე­ბა კა­რი­ე­სის პრო­ფი­ლაქ­ტი­კას. პრო­ფი­ლაქ­ტი­კა გუ­ლის­ხმობს კა­რი­ე­სის გა­მომ­წვე­ვი ენ­დო­გე­ნუ­რი და ეგ­ზო­გე­ნუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის მო­ცი­ლე­ბას და კბი­ლის ქსო­ვი­ლის რე­ზის­ტენ­ტო­ბის გაზ­რდას. საპრო­ფი­ლაქ­ტი­კო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მო­ი­ცავს ორ­გა­ნიზ­მის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას, სწო­რი კვე­ბის რე­ჟი­მის დაც­ვას, პი­რის ღრუს ჰი­გი­ე­ნას, ნერ­წყვის გა­მო­ყო­ფის ნორ­მა­ლი­ზე­ბას, ყბა-კბილ­თა ანო­მა­ლი­ე­ბის და დე­ფორ­მა­ცი­ე­ბის მო­შო­რე­ბას, კბი­ლის ბუ­ნებ­რი­ვი ფი­სუ­რე­ბის (ჩა­ნაჭ­დე­ვე­ბის) ჰერ­მე­ტი­ზა­ცი­ას. პირ­ვე­ლი წესი, პი­რის ღრუს ჰი­გი­ე­ნის დაც­ვაა. ბაქ­ტე­რი­ე­ბის ჰა­ბი­ტა­ტის - კბი­ლის ნა­დე­ბის მო­სა­შო­რებ­ლად, კბი­ლე­ბი დღე­ში ორ­ჯერ, დი­ლით და სა­ღა­მოს უნდა გა­ი­ხე­ხოთ. არ და­გა­ვი­წყდეთ ენის გაწ­მენ­დაც და სავ­ლე­ბი სი­თხის გა­მო­ყე­ნე­ბა. გა­მო­ი­ყე­ნეთ კბი­ლის ძაფი, კბი­ლებს შო­რის დარ­ჩე­ნი­ლი საჭ­მლის ნარ­ჩე­ნე­ბის მო­სა­შო­რებ­ლად. მე­ო­რე წესი, სწო­რი კვე­ბაა. შე­ამ­ცი­რეთ რა­ცი­ონ­ში ნახ­შირ­წყლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბით შა­ქა­რი. გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი, კან­ფე­ტე­ბი - კბი­ლე­ბის მტე­რია. ყავა ორ­გა­ნიზ­მი­დან გა­მო­დევ­ნის კალ­ცი­უმს და ცვლის კბი­ლის ემა­ლის ფერს. მე­სა­მე წესი, ფტო­რის შემ­ცვე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაა.ფტო­რი ამაგ­რებს კბი­ლის ემალს. მე­ო­თხე წესი კი სტო­მა­ტო­ლოგ­თან რე­გუ­ლა­რუ­ლი ვი­ზი­ტია, პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის­თვის. გა­ი­ა­რეთ კბი­ლე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი გაწ­მენ­დის პრო­ცე­დუ­რა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ნა­დე­ბის და ქვე­ბის ეფექ­ტურ მო­ცი­ლე­ბას. ასე­ვე, კბი­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბით და­ფარ­ვას, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს ფტორს და კალ­ცი­უმს.

ბავ­შვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რო­დი­დან უნდა მი­ვი­ღოთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კის ზო­მე­ბი?

- ბავ­შვებ­ში კა­რი­ე­სის პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სათ­ვის ზრუნ­ვა დე­დამ ჯერ კი­დევ ნა­ყო­ფის მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ო­დი­დან უნდა და­ი­წყოს, სპე­ცი­ა­ლუ­რი კვე­ბი­თი დი­ე­ტის დაც­ვით და ქრო­ნი­კუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის დრო­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბით. ბავ­შვს ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან სჭირ­დე­ბა სწავ­ლე­ბა პი­რის ღრუს ჰი­გი­ე­ნის შე­სა­ხებ. სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი პ. ღ. ჰი­გი­ე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, მი­ნე­რა­ლე­ბით და ვი­ტა­მი­ნე­ბით ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი კვე­ბი­თა და ნახ­შირ­წყლო­ვა­ნი საკ­ვე­ბის შე­ზღუდ­ვით თა­ვი­დან აი­ცი­ლებთ მო­სა­ლოდ­ნელ პრობ­ლე­მებს. ექვს თვე­ში ერთხელ აუ­ცი­ლე­ბე­ლია საპრო­ფი­ლაქ­ტი­კო ვი­ზი­ტი ექიმ სპე­ცი­ა­ლის­ტთან, რო­მე­ლიც დრო­უ­ლად გა­მო­ავ­ლენს არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს და და­გეგ­მავს მოქ­მე­დე­ბის შემ­დგომ სტრა­ტე­გი­ას.

რა პე­რი­ო­დუ­ლო­ბი­თაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი კბი­ლე­ბის გაწ­მენ­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად?

- კა­რი­ე­სის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მხო­ლოდ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში კბი­ლე­ბის მოვ­ლით. სტო­მა­ტო­ლო­გი­ა­ში არ­სე­ბობს მთე­ლი რიგი პრო­ცე­დუ­რე­ბი­სა, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ეფექ­ტუ­რად დაძ­ლი­ოთ გარ­თუ­ლე­ბე­ბი და აღად­გი­ნოთ კბი­ლის გარ­სის ნორ­მა­ლუ­რი მი­ნე­რა­ლუ­რი ბა­ლან­სი. კბი­ლე­ბის გაწ­მენ­დის პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ, პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით. მაგ­რამ თუ პა­ცი­ენ­ტი ატა­რებს ორ­თო­დონ­ტულ კონ­სტრუქ­ცი­ას, ან მიდ­რე­კი­ლე­ბა აქვს ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით პიგმენ­ტუ­რი ნა­დე­ბის­კენ, ჩაის, ყა­ვის და სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბის გამო, პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში, წე­ლი­წად­ში სამ­ჯე­რაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი.

„ბლიც დენ­ტა­ლი - კა­ხა­ბერ ხა­რე­ბა­ვას კლი­ნი­კა“ - სტან­დარ­ტე­ბის უმაღ­ლე­სი დაც­ვით მუ­შა­ობს, სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის და­სა­წყი­სი­დან ბო­ლომ­დე უზ­რუნ­ველ­ყოფს მკურ­ნა­ლო­ბის მა­ღალ ხა­რისხს. კლი­ნი­კა, მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვა­ნი გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის Dentsply Sirona-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში. რაც იმას ნიშ­ნავს რომ, კლი­ნი­კა სრუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლია გერ­მა­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით. „ბლიც დენ­ტა­ლი - კა­ხა­ბერ ხა­რე­ბა­ვას კლი­ნი­კა“ გთა­ვა­ზობთ თე­რა­პი­უ­ლი, ქი­რურ­გი­უ­ლი, ორ­თო­პე­დი­უ­ლი,ორ­თო­დონ­ტი­უ­ლი, ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი სერ­ვი­სე­ბის სრულ სპექტრს.

გახ­სოვ­დეთ, კა­რი­ე­სის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა სხვა მრა­ვა­ლი და­ა­ვა­დე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კას და პრე­ვენ­ცი­ა­საც მო­ი­ცავს და ზო­გა­დი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­წინ­და­რია.

(R)

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სალომე
5

საინტერესო და ინფორმაციული სტატიაა, მადლობა. 

რეკლამა
0

ალბათ ფასები რა სასწაული იქნება არა>>>>>>

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის” თერაპევტი - მაკა გოშაძე კარიესის გამომწვევ მიზეზებსა და მის მკურნალობაზე

“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის” თერაპევტი - მაკა გოშაძე კარიესის გამომწვევ მიზეზებსა და მის მკურნალობაზე

XXI საუკუნის ყველაზე გავრცელებული დაავადება პირდაპირ კავშირშია კბილებთან. სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობას, დაახლოებით 95%-ს უჩნდება კარიესი. ალბათ გაგიკვირდებათ იმის გაგება, რომ წინა ისტორიულ ეპოქებში, მედიცინის და ჰიგიენის განვითარების გაცილებით დაბალი დონის მიუხედავად, ადამიანები კარიესით შედარებით ნაკლებად იტანჯებოდნენ. ყველაფერი მე-18 საუკუნეში შეიცვალა, როდესაც ხალხმა ჭარხლისგან რაფინირებული შაქრის მიღება ისწავლა. „შაქრის ბუმთან“ ერთად, კარიესის ნამდვილი ეპიდემია გაჩნდა, რომელიც დღემდე გრძელდება.

რატომ ახდენს ასეთ ძლიერ გავლენას შაქარი კბილებზე? რა პროცესები იმალება ყველასათვის ნაცნობი სიტყვის - „კარიესის“ მიღმა? რატომ ჩნდება და როგორ უნდა ვუმკურნალოთ? - ამ და სხვა კითხვებზე „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ სტომატოლოგი, თერაპევტი მაკა გოშაძე გვიპასუხებს.

ქალბატონო მაკა, რა არის კარიესი და რა იწვევს მას?

- ადამიანის პირის ღრუში ძალიან დიდი რაოდენობით მიკროორგანიზმია, რომლებიც ძალიან სწრაფად მრავლდებიან. კარიესის მიზეზი კბილის მაგარ ქსოვილებზე არსებული მიკროორგანიზმებია. ბაქტერიები, რომლებიც პირის ღრუში ცხოვრობენ - სტრეპტოკოკები, ლაქტობცილები და აქტინომიცეტები. როგორც წესი, ისინი დაბადებიდან, დედიდან „მემკვიდრეობით“ გადაეცემა ბავშვს და მათი მოშორება შეუძლებელია. კბილების გახეხვიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ბაქტერიების რიცხვი შეიძლება მილიონამდე გაიზარდოს. სტრეპტოკოკები გადაამუშავებენ ნახშირწყლებს, რომლებიც საკვებიდან მიიღება და სანაცვლოდ გამოყოფენ მჟავებს, რომლებიც აზიანებს კბილებს. ამ პროცესზე განსაკუთრებით საქაროზა მოქმედებს, რომელსაც რაფინირებული შაქარი და შესაბამისად, შაქრის შემცველი ნებისმიერი პროდუქტი შეიცავს. ნებისმიერი კარიესი იწყება იმით, რომ პირში იქმნება ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები. კარიესის განვითარებაზე გავლენას ახდენს მრავალ მიზეზთა ერთობლიობა: გარემო პირობები, მემკვიდრეობითი განწყობა, ცხოვრების გარკვეული წესი, სტრესი, მავნე ჩვევები, კვება, სასმელი წყალი და სხვა. არასრულფასოვანი ჰიგიენა იწვევს კბილის ქვების და ნადებების წარმოქმნას და მინანქრის დაზიანებას. იქმნება ხელსაყრელი პირობები მიკროორგანიზმების გამრავლებისათვის და კარიესის გაჩენისათვის.

კარიესის განვითარების რამდენი სტადია არსებობს?

- არსებობს კარიესის ოთხი სტადია: ლაქის სტადია, კარიესის განვითარების ყველაზე ადრეული სტადიაა, რომელიც მკურნალობას მარტივად ექვემდებარება. კბილის მინანქარი ზოგ ნაწილში რბილი ხდება და მასზე ჩნდება პიგმენტური ლაქა. პირველი სტადიის დროს, კბილის მინანქარში კალციუმის, ფოსფორის, ფტორის და სხვა მიკროელემენტების შემცველობა მცირდება. ზედაპირული კარიესის სტადიის დროს, დესტრუქციული პროცესები მხოლოდ მინანქარში მიმდინარეობს. საშუალო კარიესის შემთხვევაში, კბილის დაზიანება შედარებით ღრმაა, თუმცა არ ეხება ფესვს. ღრმა კარიესის დროს, ფესვამდე კბილის საღი ქსოვილის ძალიან თხელი ფენაღაა დარჩენილი.

როგორ ავიცილოთ თავიდან კარიესი?

- კბილის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კარიესის პროფილაქტიკას. პროფილაქტიკა გულისხმობს კარიესის გამომწვევი ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორების მოცილებას და კბილის ქსოვილის რეზისტენტობის გაზრდას. საპროფილაქტიკო ღონისძიებები მოიცავს ორგანიზმის გამოჯანმრთელებას, სწორი კვების რეჟიმის დაცვას, პირის ღრუს ჰიგიენას, ნერწყვის გამოყოფის ნორმალიზებას, ყბა-კბილთა ანომალიების და დეფორმაციების მოშორებას, კბილის ბუნებრივი ფისურების (ჩანაჭდევების) ჰერმეტიზაციას. პირველი წესი, პირის ღრუს ჰიგიენის დაცვაა. ბაქტერიების ჰაბიტატის - კბილის ნადების მოსაშორებლად, კბილები დღეში ორჯერ, დილით და საღამოს უნდა გაიხეხოთ. არ დაგავიწყდეთ ენის გაწმენდაც და სავლები სითხის გამოყენება. გამოიყენეთ კბილის ძაფი, კბილებს შორის დარჩენილი საჭმლის ნარჩენების მოსაშორებლად. მეორე წესი, სწორი კვებაა. შეამცირეთ რაციონში ნახშირწყლების რაოდენობა და განსაკუთრებით შაქარი. გაზიანი სასმელები, კანფეტები - კბილების მტერია. ყავა ორგანიზმიდან გამოდევნის კალციუმს და ცვლის კბილის ემალის ფერს. მესამე წესი, ფტორის შემცველი საშუალებების გამოყენებაა.ფტორი ამაგრებს კბილის ემალს. მეოთხე წესი კი სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტია, პროფილაქტიკური გამოკვლევებისთვის. გაიარეთ კბილების პროფესიონალური გაწმენდის პროცედურა, რომელიც მოიცავს ნადების და ქვების ეფექტურ მოცილებას. ასევე, კბილების სპეციალური პრეპარატებით დაფარვას, რომელიც შეიცავს ფტორს და კალციუმს.

ბავშვების შემთხვევაში როდიდან უნდა მივიღოთ პროფილაქტიკის ზომები?

- ბავშვებში კარიესის პროფილაქტიკისათვის ზრუნვა დედამ ჯერ კიდევ ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდიდან უნდა დაიწყოს, სპეციალური კვებითი დიეტის დაცვით და ქრონიკული ინფექციების დროული მკურნალობით. ბავშვს ადრეული ასაკიდან სჭირდება სწავლება პირის ღრუს ჰიგიენის შესახებ. სწორად შერჩეული პ. ღ. ჰიგიენის საშუალებებით, მინერალებით და ვიტამინებით ბალანსირებული კვებითა და ნახშირწყლოვანი საკვების შეზღუდვით თავიდან აიცილებთ მოსალოდნელ პრობლემებს. ექვს თვეში ერთხელ აუცილებელია საპროფილაქტიკო ვიზიტი ექიმ სპეციალისტთან, რომელიც დროულად გამოავლენს არსებულ პრობლემებს და დაგეგმავს მოქმედების შემდგომ სტრატეგიას.

რა პერიოდულობითაა რეკომენდებული კბილების გაწმენდა პროფესიონალურად?

- კარიესის პროფილაქტიკა არ შემოიფარგლება მხოლოდ სახლის პირობებში კბილების მოვლით. სტომატოლოგიაში არსებობს მთელი რიგი პროცედურებისა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ეფექტურად დაძლიოთ გართულებები და აღადგინოთ კბილის გარსის ნორმალური მინერალური ბალანსი. კბილების გაწმენდის პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია წელიწადში ორჯერ, პროფილაქტიკის მიზნით. მაგრამ თუ პაციენტი ატარებს ორთოდონტულ კონსტრუქციას, ან მიდრეკილება აქვს ჭარბი რაოდენობით პიგმენტური ნადებისკენ, ჩაის, ყავის და სიგარეტის მოხმარების გამო, პროცედურის ჩატარება ამ შემთხვევაში, წელიწადში სამჯერაა რეკომენდებული.

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ - სტანდარტების უმაღლესი დაცვით მუშაობს, სტომატოლოგიური მკურნალობის დასაწყისიდან ბოლომდე უზრუნველყოფს მკურნალობის მაღალ ხარისხს. კლინიკა, მსოფლიოში წამყვანი გერმანული კომპანიის Dentsply Sirona-ს ოფიციალური წარმომადგენელია კავკასიის რეგიონში. რაც იმას ნიშნავს რომ, კლინიკა სრულად აღჭურვილია გერმანული ტექნოლოგიებით. „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ თერაპიული, ქირურგიული, ორთოპედიული,ორთოდონტიული, ბავშვთა სტომატოლოგიური სერვისების სრულ სპექტრს.

გახსოვდეთ, კარიესის პროფილაქტიკა სხვა მრავალი დაავადების პროფილაქტიკას და პრევენციასაც მოიცავს და ზოგადი ჯანმრთელობის საწინდარია.

(R)