პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საოცრად ზღაპრული ცხოვრება იწყება" - ლევან წულაძესა და მანანა კოზაკოვას შვილიშვილი შეეძინათ
"საოცრად ზღაპრული ცხოვრება იწყება" - ლევან წულაძესა და მანანა კოზაკოვას შვილიშვილი შეეძინათ

ცნო­ბილ წყვილს რე­ჟი­სორ ლე­ვან წუ­ლა­ძე­სა (ჭოლა) და მსა­ხი­ობ მა­ნა­ნა კო­ზა­კო­ვას შვი­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. მათი ქა­ლიშ­ვი­ლი თი­ნა­თინ წუ­ლა­ძე და მისი მე­უღ­ლე გი­ორ­გი კო­ტე­ტიშ­ვი­ლი ბი­ჭის მშობ­ლე­ბი გახ­დნენ. სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბავს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

ახალ­შო­ბი­ლიც და დე­დაც თავს კარ­გად გრძნო­ბენ.

"ეს სა­ო­ცა­რი გოგო დედა გახ­და, ვა­შა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­აა ურა­ა­ა­ა­ა­ა­ა­აა მრა­ვალ­ჟა­მი­ერ! დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა გვაქვს ჩვე­ნი ბიჭი მო­ევ­ლი­ნა ამ ქვე­ყა­ნას, ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი, ჯან­მრთე­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი გიმ­ყო­ფოთ ღმერ­თმა, მშვიდ და ლა­მაზ გა­რე­მო­ში ეცხოვ­როს გკოც­ნით ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზო თი­ნა­თი­ნო და კო­ტე­ტო, ბედ­ნი­ე­რი მშობ­ლე­ბი ყო­ფი­ლი­ყა­ვით სა­ოც­რად ზღაპ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა იწყე­ბა" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თი­ნა­თინ კა­ხა­ძე.

ცნო­ბის­თვის, წყვი­ლი 2019-ში და­ქორ­წინ­და. თი­ნა­თინ წუ­ლა­ძე "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" მო­ცეკ­ვა­ვე და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის ქო­რე­ოგ­რა­ფია, გი­ორ­გი კო­ტე­ტიშ­ვი­ლი ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის სპორ­ტუ­ლი მე­ნე­ჯე­რი. ქორ­წი­ლი კვა­რი­ათ­ში გა­და­ი­ხა­დეს და რო­გორც ამ­ბობ­დნენ, ამას სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვაც ჰქონ­და.

"აჭა­რა­ში ჩვე­ნი ქორ­წი­ლი სიმ­ბო­ლუ­რი იყო, რად­გან მე და გი­ორ­გიმ ძა­ლი­ან დიდი ხნის წინ, პა­ტა­რე­ბი რომ ვი­ყა­ვით, სწო­რედ იქ გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი - რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მშობ­ლებ­თან ერ­თად იქ ვის­ვე­ნებ­დით და ერ­თად ვთა­მა­შობ­დით.

რა თქმა უნდა, მა­შინ ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დით, წლე­ბის შემ­დეგ ამ­გვა­რად თუ გან­ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი. ბავ­შვო­ბის შემ­დეგ დიდ­ხანს აღარ შევ­ხვედ­რი­ვართ, მაგ­რამ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად რომ ვემ­ზა­დე­ბო­დით, უნა­რებ­ში ერ­თსა და იმა­ვე მას­წავ­ლე­ბელ­თან მოვ­ხვდით. ერ­თმა­ნეთს გა­ვახ­სე­ნეთ თავი და..." - ამ­ბობ­და თი­ნა­თინ წუ­ლა­ძე 2 წლის წინ "გზის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

იმრავლეთ და იხარეთ. პატარას სიხარული, სითბო და მშობლების ჯანმრთელობა.

,,AMPREDUZZO,,
0

ყოველივე საუკეთესო და ბედნიერება ამ ახალგაზრდა ოჯახს... რა მაგის პასუხია და ასეთი ბედნიერების დროს ,,დისლაიქს,, რომ დაუსვავ, ალბათ თავად ხვდები რასაც იმსახურებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"საოცრად ზღაპრული ცხოვრება იწყება" - ლევან წულაძესა და მანანა კოზაკოვას შვილიშვილი შეეძინათ

"საოცრად ზღაპრული ცხოვრება იწყება" - ლევან წულაძესა და მანანა კოზაკოვას შვილიშვილი შეეძინათ

ცნობილ წყვილს რეჟისორ ლევან წულაძესა (ჭოლა) და მსახიობ მანანა კოზაკოვას შვილიშვილი შეეძინათ. მათი ქალიშვილი თინათინ წულაძე და მისი მეუღლე გიორგი კოტეტიშვილი ბიჭის მშობლები გახდნენ. სასიხარულო ამბავს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.

ახალშობილიც და დედაც თავს კარგად გრძნობენ.

"ეს საოცარი გოგო დედა გახდა, ვაშაააააააააა ურააააააააა მრავალჟამიერ! დიდი ბედნიერება გვაქვს ჩვენი ბიჭი მოევლინა ამ ქვეყანას, ყველაზე ბედნიერი, ჯანმრთელი, წარმატებული გიმყოფოთ ღმერთმა, მშვიდ და ლამაზ გარემოში ეცხოვროს გკოცნით ყველაზე ლამაზო თინათინო და კოტეტო, ბედნიერი მშობლები ყოფილიყავით საოცრად ზღაპრული ცხოვრება იწყება" - წერს სოციალურ ქსელში თინათინ კახაძე.

ცნობისთვის, წყვილი 2019-ში დაქორწინდა. თინათინ წულაძე "სუხიშვილების" მოცეკვავე და მარჯანიშვილის თეატრის ქორეოგრაფია, გიორგი კოტეტიშვილი ერთ-ერთი კომპანიის სპორტული მენეჯერი. ქორწილი კვარიათში გადაიხადეს და როგორც ამბობდნენ, ამას სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა.

"აჭარაში ჩვენი ქორწილი სიმბოლური იყო, რადგან მე და გიორგიმ ძალიან დიდი ხნის წინ, პატარები რომ ვიყავით, სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი - რამდენიმე წლის განმავლობაში მშობლებთან ერთად იქ ვისვენებდით და ერთად ვთამაშობდით.

რა თქმა უნდა, მაშინ ვერც წარმოვიდგენდით, წლების შემდეგ ამგვარად თუ განვითარდებოდა მოვლენები. ბავშვობის შემდეგ დიდხანს აღარ შევხვედრივართ, მაგრამ უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად რომ ვემზადებოდით, უნარებში ერთსა და იმავე მასწავლებელთან მოვხვდით. ერთმანეთს გავახსენეთ თავი და..." - ამბობდა თინათინ წულაძე 2 წლის წინ "გზისთვის" მიცემულ ინტერვიუში.