სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა და კრუტოის დანაშაულია. ყველაზე მეტად სიმღერის დამახინჯებაზე გავბრაზდი" - როგორ აფასებენ მომღერალს, რომელმაც "ახალ ტალღაზე" საქართველო წარადგინა
"ეს ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა და კრუტოის დანაშაულია. ყველაზე მეტად სიმღერის დამახინჯებაზე გავბრაზდი" - როგორ აფასებენ მომღერალს, რომელმაც "ახალ ტალღაზე" საქართველო წარადგინა

„იურ­მა­ლის“ სა­ხე­ლით ცნო­ბილ­მა კონ­კურ­სმა, რო­მელ­საც რე­ა­ლუ­რად „ახა­ლი ტალ­ღა“ ჰქვია ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, იურ­მა­ლი­დან სოჭ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. ამ კონ­კურ­სში სა­ქარ­თვე­ლო­დან კონ­კურ­სან­ტე­ბი ყო­ველ­თვის მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და არც ისე ცუდი შე­დე­გე­ბით. გვახ­სოვს სოფო ხალ­ვა­შის გა­მოს­ვლა, „დუ­ე­ტი ჯორ­ჯი­ას“, ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და წარ­მა­ტე­ბე­ბი. ამ კონ­კურ­სან­ტებს, თა­ვის დრო­ზე, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი წა­რად­გენ­დნენ და ამის­თვის წი­ნას­წარ შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სე­ბი იმარ­თე­ბო­და.

მას მერე,რაც „ახა­ლი ტალ­ღა“ სოჭ­ში ტარ­დე­ბა, იქ სა­ქარ­თვე­ლო­დან კონ­კურ­სან­ტი აღარ ჩა­სუ­ლა... თუმ­ცა წელს, ამ კონ­კურ­სზე ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით, სოჭ­ში მომ­ღე­რა­ლი ნა­თია რიგ­ვა­ვა გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც პო­პუ­ლა­რუ­ლი და ქარ­თვე­ლე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რა „ია­გუნ­დი“ შე­ას­რუ­ლა. ესაა სიმ­ღე­რა, რომ­ლის არა­ერ­თი კარ­გი ვერ­სია მოგ­ვის­მე­ნია, რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ნუკ­რი კა­პა­ნა­ძი­სა და სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლის ნამ­ღერ­ზე. ნა­თია რიგ­ვა­ვას გა­მოს­ვლას ქარ­თუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი უარ­ყო­ფი­თად შეხ­ვდა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, პირ­ვე­ლი და მთა­ვა­რი კი ისაა, რომ მან სა­უ­კე­თე­სო სიმ­ღე­რა შეც­დო­მე­ბით იმ­ღე­რა... მოკ­ლედ, მის გა­მოს­ვლას ჩვენ­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა. ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ მომ­ღე­რალს სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვინ იც­ნობს, რად­გა­ნაც რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს და იქ საქ­მი­ა­ნობს.

  • კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, პრო­დი­უ­სე­რი:

- „ახა­ლი ტალ­ღის“ ორგზის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ვართ და ეს მა­შინ, როცა ის იურ­მა­ლა­ში იმარ­თე­ბო­და. მას მერე, რაც კონ­კურ­სი სოჭ­ში გა­და­ვი­და, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ორ­ჯერ დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ, თვი­თონ რე­ჟი­სო­რი რევ­ზი­ნი - ორ­ჯერ ჩა­მოხ­ვე­დით და ორ­ჯერ­ვე გა­ი­მარ­ჯვეთ, იქ­ნებ კი­დევ ჩა­მოხ­ვი­დეთ და ვინ­მე ჩა­მო­იყ­ვა­ნო­თო. იმის გამო, რომ კონ­კურ­სი სოჭ­ში გა­და­ვი­და, მი­ზან­შე­უ­წონ­ლად მიგ­ვაჩ­ნია იქ ჩვე­ნი მომ­ღერ­ლის წაყ­ვა­ნა და უარი ვთქვით. წელს აღარ და­უ­რე­კავთ და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აღარც შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ვის შე­ეძ­ლო ეს კონ­კურ­სან­ტი წელს „ახალ ტალ­ღა­ზე“ წა­რედ­გი­ნა?

- ადრე მო­ნა­წი­ლეს ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი წა­რად­გენ­დნენ, მერე ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა რად­გან უარი თქვეს იმა­ზე, რომ „ახა­ლი ტალ­ღა“ სოჭ­ში იმარ­თე­ბა, ალ­ბათ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა და­უშ­ვეს, რომ კონ­კურ­სან­ტე­ბი მას­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ჩა­ერ­თონ და ნე­ბის­მი­ერ­მა მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს გოგო რო­გორ მოხ­ვდა იქ, ნამ­დვი­ლად არ ვიცი... ერთს ვი­ტყვი, რომ ქარ­თუ­ლად მღე­რა ურ­თუ­ლე­სი რამ არის, მომ­ღე­რალს ბევ­რი რამ უნდა ჰქონ­დეს და ბევ­რი რამ უნდა იცო­დეს, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა რომ შე­ას­რუ­ლოს!

  • მა­ნა­ნა მორ­ჩი­ლა­ძე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი:

- შე­იძ­ლე­ბა, თა­ვი­დან, ად­რე­ულ წლებ­ში ამ კონ­კურ­სში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ ახლა ვთვლი, რომ ეგ კონ­კურ­სი არც მა­ინ­ტე­რე­სებს. სწო­რე­დაც კარ­გია, რომ აქე­დან არა­ვინ წა­ვი­და. ამ გო­გოს რამ­დე­ნად ჰქონ­და უფ­ლე­ბა იქ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, ამ უფ­ლე­ბას ადა­მი­ანს რა­ნა­ი­რად აუკ­რძა­ლავ? ბევ­რჯერ გა­მო­სუ­ლან ასე­თე­ბი და მას­ზე უა­რე­სა­დაც უმ­ღე­რი­ათ. სა­ერ­თოდ, ალ­ბათ, ქვე­ყა­ნა უნდა იყოს მომ­ზა­დე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ სწო­რი აზრი და პო­ზი­ცია ჰქო­დეს, მის გა­რე­შე, მისი სა­ხე­ლით არ ჰქონ­დეს არა­ვის უფ­ლე­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს კონ­კურ­სში. ხომ უნდა იცო­დე, ვინ წარ­მო­ად­გენს შენს სა­ხელს?! ასე ხომ არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან ქარ­თუ­ლი გვა­რი აქვს, ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა, ყვე­ლამ მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?! კი, ბა­ტო­ნო, მი­ი­ღოს ქარ­თუ­ლი გვა­რით, მაგ­რამ რუ­სე­თის სა­ხე­ლი­თაც, მაგ­რამ რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელს წა­რად­გენს?!

ხომ ვამ­ბობ, ეს კონ­კურ­სი იმ­დე­ნად არ მა­ინ­ტე­რე­სებს, რომ ამ გო­გო­ზე ნერ­ვე­ბი დი­დად არ ამიშ­ლია. ყვე­ლა­ზე მე­ტად სიმ­ღე­რის და­მა­ხინ­ჯე­ბა­ზე გავ­ბრაზ­დი. ამ სიმ­ღე­რის ბევ­რი კარ­გი ვერ­სია გვაქს მოს­მე­ნი­ლი, ერთი მე­ო­რე­ზე უკე­თე­სი, ნუკ­რი კა­პა­ნა­ძის და სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლის ნამ­ღერ­ზე რომ არ ვი­ლა­პა­რა­კოთ... ჩვენ­თან, ნე­ბის­მი­ე­რი კონ­კურ­სის კას­ტინგზე ათე­ულ­ში რომ ვერ ხვდე­ბი­ან, ისი­ნიც კი არ მღე­რი­ან ასე ამ სიმ­ღე­რას. მოკ­ლედ, ამ გო­გოს შეს­რუ­ლე­ბა­ზე კი უნდა გვქონ­დეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრე­ტენ­ზი­ის გან­ცხა­დე­ბის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ ახლა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმ­დე­ნი პრობ­ლე­მა გვაქვს, რომ მა­გის­თვის სამ­წუ­ხა­როდ, არა­ვის სცა­ლია. არა­და, არა ჰარ­მო­ნია, არა მე­ლო­დია... სა­ერ­თოდ არ ვიცი, ვინ არის, პირ­ვე­ლად ვნა­ხე, ადა­მი­ა­ნუ­რად ამ კრი­ტი­კის­თვის მე­ცო­დე­ბა, არც ის მომ­წონს, ასე ვაფ­რი­ა­ლოთ მისი სა­ხე­ლი და გვა­რი, ადა­მი­ა­ნია, მო­უნ­და, გა­მო­ვი­და, იმ­ღე­რა. აქ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ქვე­ყა­ნას ჰქონ­დეს თა­ვი­სი პო­ზი­ცია, რა­ღაც­ნა­ი­რად გა­ა­კონ­ტრო­ლოს ამა თუ იმ კონ­კურ­სზე მისი სა­ხე­ლით გა­მომ­სვლე­ლე­ბი. მერე, რო­დე­საც ცნო­ბილ სიმ­ღე­რას ხელს ჰკი­დებ, ან ავ­ტორ­თან მო­ი­კი­თხე ან ის მა­ინც გა­ა­კონ­ტრო­ლე, რომ სიმ­ღე­რა არ და­ა­მა­ხინ­ჯონ!

  • დათო ოქი­ტაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- თუ კრუ­ტო­იმ მი­ი­ღო ეს გა­და­წყვეტ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ამ­ღე­როს, ვინც თვი­თონ უნდა, რად­გან მისი კონ­კურ­სია, ეს არას­წო­რია. სა­ქარ­თვე­ლო­ში უკე­თე­სად მღე­რი­ან! ამ გო­გოს მი­მართ პი­როვ­ნუ­ლად არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ მაქვს, მაგ­რამ რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით გა­მო­დი­ხარ, ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი და მსმე­ნე­ლი ერ­თმა­ნეთს არ უნდა ეკი­თხე­ბო­დეს, ეს ვი­ნაა? ვინ აარ­ჩია? ვინ გა­უშ­ვა? ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფაა. აქ ამ სიმ­ღე­რის სა­ო­ცა­რი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი გვყავს. მოკ­ლედ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით რომ გა­დი­ხარ, სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა მოხ­დეს ამის შერ­ჩე­ვა. რო­გორც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მოხ­და მისი შერ­ჩე­ვა. შე­იძ­ლე­ბა კარ­გი გო­გოა, მაგ­რამ სიმ­ღე­რას­თან ძა­ლი­ან შორს არის. რო­დე­საც ასე­თი გა­უ­გე­ბა­რი სი­ტუ­ა­ცი­აა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელს იყე­ნებ, ეს კრუ­ტო­ის და­ნა­შა­უ­ლია, რად­გა­ნაც, რო­გორც ვი­ცით, ფეს­ტი­ვა­ლი მი­სია და კე­თი­ლი უნდა ენე­ბა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და მსმე­ნე­ლის აზრი გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა. მაგ­რამ რუ­სე­თი რო­გო­რი ოკუ­პან­ტი­ცაა, ახლა მგო­ნი, ესტრა­დის ოკუ­პა­ცი­აც უნდა, ამას არ ეღი­სე­ბა! ამის უფ­ლე­ბას არ მივ­ცემთ იმი­ტომ, რომ გვაყვს ღირ­სე­უ­ლი მომ­ღერ­ლე­ბი, ღირ­სე­უ­ლი ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა. ჯერ ერთი სოჭ­ში ტარ­დე­ბა ეს კონ­კურ­სი, რაც დიდი სირ­ცხვი­ლია. თავ­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი იქ არც წავა!

  • ზაზა შენ­გე­ლია, პრო­დი­უ­სე­რი კომ­პა­ნია „ბრა­ვო რე­ქორდსის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- რო­დე­საც ქვე­ყა­ნას ვინ­მე სად­მე წარ­მო­ად­გენს, ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კურ­სის შე­დე­გად უნდა შეძ­ლოს. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის სა­ხე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არც ერთ უცხო­ურ მწარ­მო­ე­ბელს, არა­ნა­ი­რი პრო­დუქ­ტის ეტი­კეტ­ზე ქვე­ყა­ნას­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად არ აქვს, აქაც ზუს­რად ასე­თი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უნდა არ­სე­ბობ­დეს. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ნება-სურ­ვილ­ზე არ უნდა იყოს ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მერე ეს კონ­კურ­სი უკვე დიდი ხნია, საკ­მა­ოდ მდა­რე გახ­და. არც მა­ნამ­დე იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჰქონ­და რა­ღაც გა­მო­ნა­თე­ბე­ბი, როცა უცხო­უ­რი ვარ­სკვლა­ვე­ბი ჩა­დი­ოდ­ნენ და თა­ვის დრო­ზე სტივ ვან­დე­რიც ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ახლა უკვე რა­ღაც ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფის, კერ­ძო ფეს­ტი­ვა­ლია, რო­მე­ლიც არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ასო­ცი­ა­ცი­ას აღ­ძრავს და ამ ყვე­ლა­ფერს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ელ­ფე­რიც დაჰ­კრავს. მერე, როცა სა­კულ­ტო სიმ­ღე­რას მღე­რის კონ­კურ­სან­ტი, რო­მე­ლი სიმ­ღე­რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია, უფრო დიდი ყუ­რა­დღე­ბა და კონ­ცენ­ტრა­ცი­აა სა­ჭი­რო. ამ კონ­კურ­სან­ტმა სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან მდა­რედ წარ­მო­ად­გი­ნა, ისე მდა­რედ, რომ მეტი არც შე­იძ­ლე­ბა. სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ტო­ნა­ცი­ე­ბი ჰქონ­და და არას­წო­რად მღე­რო­და. ეს აკ­ნი­ნებს ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით სტა­ტუსს. ასე რომ, არ შე­იძ­ლე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბით შე­არ­ჩი­ონ კონ­კურ­სან­ტი, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ თვი­თონ მოს­წონთ, ეს და­უშ­ვე­ბე­ლია!

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
2

ეს რა პირველი მომღერალია რომელიც რუსეთში მღერის? გასაგებია უთქვენოთ ჩართეს კონკურსში, რამდენი ხალხია ურუსეთოდ არ შეუძლია ყოფნა თვითონ არ უნდა გამოსულიყო საქართველოს სახელით, რა საქართველომ წარადგინა?

ქეთევანი
2

ქართველები არსად ხართ დაცული. თქვენ გძინავთ. მაშინ იღვიძებთ როცა მტრები თქვენს ცხვირწინ ბლატაობენ, გინდ შინაური გინდ გარეული. გამარჯობა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ეს ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა და კრუტოის დანაშაულია. ყველაზე მეტად სიმღერის დამახინჯებაზე გავბრაზდი" - როგორ აფასებენ მომღერალს, რომელმაც "ახალ ტალღაზე" საქართველო წარადგინა

"ეს ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა და კრუტოის დანაშაულია. ყველაზე მეტად სიმღერის დამახინჯებაზე გავბრაზდი" - როგორ აფასებენ მომღერალს, რომელმაც "ახალ ტალღაზე" საქართველო წარადგინა

„იურმალის“ სახელით ცნობილმა კონკურსმა, რომელსაც რეალურად „ახალი ტალღა“ ჰქვია ბოლო რამდენიმე წელია, იურმალიდან სოჭში გადაინაცვლა. ამ კონკურსში საქართველოდან კონკურსანტები ყოველთვის მონაწილეობდნენ და არც ისე ცუდი შედეგებით. გვახსოვს სოფო ხალვაშის გამოსვლა, „დუეტი ჯორჯიას“, ნუცა ბუზალაძის მონაწილეობა და წარმატებები. ამ კონკურსანტებს, თავის დროზე, ტელევიზიები წარადგენდნენ და ამისთვის წინასწარ შესარჩევი კონკურსები იმართებოდა.

მას მერე,რაც „ახალი ტალღა“ სოჭში ტარდება, იქ საქართველოდან კონკურსანტი აღარ ჩასულა... თუმცა წელს, ამ კონკურსზე ჩვენი ქვეყნის სახელით, სოჭში მომღერალი ნათია რიგვავა გამოჩნდა, რომელმაც პოპულარული და ქართველებისთვის საყვარელი სიმღერა „იაგუნდი“ შეასრულა. ესაა სიმღერა, რომლის არაერთი კარგი ვერსია მოგვისმენია, რომ არაფერი ვთქვათ, ნუკრი კაპანაძისა და სოფო ბათილაშვილის ნამღერზე. ნათია რიგვავას გამოსვლას ქართული მაყურებელი უარყოფითად შეხვდა სხვადასხვა მიზეზის გამო, პირველი და მთავარი კი ისაა, რომ მან საუკეთესო სიმღერა შეცდომებით იმღერა... მოკლედ, მის გამოსვლას ჩვენში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ამას ისიც ემატება, რომ მომღერალს საქართველოში არავინ იცნობს, რადგანაც რუსეთში ცხოვრობს და იქ საქმიანობს.

  • კახა მამულაშვილი, პროდიუსერი:

- „ახალი ტალღის“ ორგზის გამარჯვებულები ვართ და ეს მაშინ, როცა ის იურმალაში იმართებოდა. მას მერე, რაც კონკურსი სოჭში გადავიდა, ორგანიზატორები ორჯერ დაგვიკავშირდნენ, თვითონ რეჟისორი რევზინი - ორჯერ ჩამოხვედით და ორჯერვე გაიმარჯვეთ, იქნებ კიდევ ჩამოხვიდეთ და ვინმე ჩამოიყვანოთო. იმის გამო, რომ კონკურსი სოჭში გადავიდა, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია იქ ჩვენი მომღერლის წაყვანა და უარი ვთქვით. წელს აღარ დაურეკავთ და მონაწილეობა აღარც შემოუთავაზებიათ.

- როგორ ფიქრობთ, ვის შეეძლო ეს კონკურსანტი წელს „ახალ ტალღაზე“ წარედგინა?

- ადრე მონაწილეს ჩვენი ტელევიზიები წარადგენდნენ, მერე ტელევიზიებმა რადგან უარი თქვეს იმაზე, რომ „ახალი ტალღა“ სოჭში იმართება, ალბათ ორგანიზატორებმა დაუშვეს, რომ კონკურსანტები მასში ინდივიდუალურად ჩაერთონ და ნებისმიერმა მიიღოს მონაწილეობა. ეს გოგო როგორ მოხვდა იქ, ნამდვილად არ ვიცი... ერთს ვიტყვი, რომ ქართულად მღერა ურთულესი რამ არის, მომღერალს ბევრი რამ უნდა ჰქონდეს და ბევრი რამ უნდა იცოდეს, ქართული სიმღერა რომ შეასრულოს!

  • მანანა მორჩილაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური პროექტების მუსიკალური პროდიუსერი:

- შეიძლება, თავიდან, ადრეულ წლებში ამ კონკურსში საქართველოს მონაწილეობას რაღაც მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ახლა ვთვლი, რომ ეგ კონკურსი არც მაინტერესებს. სწორედაც კარგია, რომ აქედან არავინ წავიდა. ამ გოგოს რამდენად ჰქონდა უფლება იქ მონაწილეობის, ამ უფლებას ადამიანს რანაირად აუკრძალავ? ბევრჯერ გამოსულან ასეთები და მასზე უარესადაც უმღერიათ. საერთოდ, ალბათ, ქვეყანა უნდა იყოს მომზადებული იმისთვის, რომ სწორი აზრი და პოზიცია ჰქოდეს, მის გარეშე, მისი სახელით არ ჰქონდეს არავის უფლება მონაწილეობა მიიღოს კონკურსში. ხომ უნდა იცოდე, ვინ წარმოადგენს შენს სახელს?! ასე ხომ არ შეიძლება, რადგან ქართული გვარი აქვს, ან საქართველოს მოქალაქეა, ყველამ მიიღოს მონაწილეობა?! კი, ბატონო, მიიღოს ქართული გვარით, მაგრამ რუსეთის სახელითაც, მაგრამ როდესაც საქართველოს სახელს წარადგენს?!

ხომ ვამბობ, ეს კონკურსი იმდენად არ მაინტერესებს, რომ ამ გოგოზე ნერვები დიდად არ ამიშლია. ყველაზე მეტად სიმღერის დამახინჯებაზე გავბრაზდი. ამ სიმღერის ბევრი კარგი ვერსია გვაქს მოსმენილი, ერთი მეორეზე უკეთესი, ნუკრი კაპანაძის და სოფო ბათილაშვილის ნამღერზე რომ არ ვილაპარაკოთ... ჩვენთან, ნებისმიერი კონკურსის კასტინგზე ათეულში რომ ვერ ხვდებიან, ისინიც კი არ მღერიან ასე ამ სიმღერას. მოკლედ, ამ გოგოს შესრულებაზე კი უნდა გვქონდეს სერიოზული პრეტენზიის განცხადების უფლება, მაგრამ ახლა ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, იმდენი პრობლემა გვაქვს, რომ მაგისთვის სამწუხაროდ, არავის სცალია. არადა, არა ჰარმონია, არა მელოდია... საერთოდ არ ვიცი, ვინ არის, პირველად ვნახე, ადამიანურად ამ კრიტიკისთვის მეცოდება, არც ის მომწონს, ასე ვაფრიალოთ მისი სახელი და გვარი, ადამიანია, მოუნდა, გამოვიდა, იმღერა. აქ საუბარია იმაზე, რომ ქვეყანას ჰქონდეს თავისი პოზიცია, რაღაცნაირად გააკონტროლოს ამა თუ იმ კონკურსზე მისი სახელით გამომსვლელები. მერე, როდესაც ცნობილ სიმღერას ხელს ჰკიდებ, ან ავტორთან მოიკითხე ან ის მაინც გააკონტროლე, რომ სიმღერა არ დაამახინჯონ!

  • დათო ოქიტაშვილი, საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი:

- თუ კრუტოიმ მიიღო ეს გადაწყვეტლება, საქართველოს სახელით ამღეროს, ვინც თვითონ უნდა, რადგან მისი კონკურსია, ეს არასწორია. საქართველოში უკეთესად მღერიან! ამ გოგოს მიმართ პიროვნულად არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ როდესაც საქართველოს სახელით გამოდიხარ, ქართველი მაყურებელი და მსმენელი ერთმანეთს არ უნდა ეკითხებოდეს, ეს ვინაა? ვინ აარჩია? ვინ გაუშვა? ეს ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა. აქ ამ სიმღერის საოცარი შემსრულებლები გვყავს. მოკლედ, საქართველოს სახელით რომ გადიხარ, საქართველოში უნდა მოხდეს ამის შერჩევა. როგორც ვიცი, საქართველოში არ მოხდა მისი შერჩევა. შეიძლება კარგი გოგოა, მაგრამ სიმღერასთან ძალიან შორს არის. როდესაც ასეთი გაუგებარი სიტუაციაა და საქართველოს სახელს იყენებ, ეს კრუტოის დანაშაულია, რადგანაც, როგორც ვიცით, ფესტივალი მისია და კეთილი უნდა ენება და ქართველი ხალხის და მსმენელის აზრი გაეთვალისწინებინა. მაგრამ რუსეთი როგორი ოკუპანტიცაა, ახლა მგონი, ესტრადის ოკუპაციაც უნდა, ამას არ ეღისება! ამის უფლებას არ მივცემთ იმიტომ, რომ გვაყვს ღირსეული მომღერლები, ღირსეული ახალგაზრდა თაობა. ჯერ ერთი სოჭში ტარდება ეს კონკურსი, რაც დიდი სირცხვილია. თავმოყვარე ადამიანი იქ არც წავა!

  • ზაზა შენგელია, პროდიუსერი კომპანია „ბრავო რექორდსის“ ხელმძღვანელი:

- როდესაც ქვეყანას ვინმე სადმე წარმოადგენს, ეს ძალიან სერიოზული კონკურსის შედეგად უნდა შეძლოს. როგორც საქართველოს ისტორიული პიროვნებების სახელების გამოყენების უფლება არც ერთ უცხოურ მწარმოებელს, არანაირი პროდუქტის ეტიკეტზე ქვეყანასთან შეუთანხმებლად არ აქვს, აქაც ზუსრად ასეთი რეგულაციები უნდა არსებობდეს. ორგანიზატორების ნება-სურვილზე არ უნდა იყოს ყველაფერი დამოკიდებული. მერე ეს კონკურსი უკვე დიდი ხნია, საკმაოდ მდარე გახდა. არც მანამდე იყო განსაკუთრებული, მაგრამ ჰქონდა რაღაც გამონათებები, როცა უცხოური ვარსკვლავები ჩადიოდნენ და თავის დროზე სტივ ვანდერიც ყოფილა, მაგრამ ახლა უკვე რაღაც ადამიანების ჯგუფის, კერძო ფესტივალია, რომელიც არასასიამოვნო ასოციაციას აღძრავს და ამ ყველაფერს საბჭოთა კავშირის ელფერიც დაჰკრავს. მერე, როცა საკულტო სიმღერას მღერის კონკურსანტი, რომელი სიმღერაც ჩვენს ქვეყანაში პოპულარულია, უფრო დიდი ყურადღება და კონცენტრაციაა საჭირო. ამ კონკურსანტმა სიმღერა ძალიან მდარედ წარმოადგინა, ისე მდარედ, რომ მეტი არც შეიძლება. სერიოზული დეტონაციები ჰქონდა და არასწორად მღეროდა. ეს აკნინებს ქვეყნის წარმომადგენლობით სტატუსს. ასე რომ, არ შეიძლება ორგანიზატორებმა საკუთარი შეხედულებით შეარჩიონ კონკურსანტი, მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ მოსწონთ, ეს დაუშვებელია!