სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩვენი გუნდის წევრის შვილი გაიტაცეს... სახელდება ვინმე კუპრაშვილის გვარი" - გიგა ბოკერია
"ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩვენი გუნდის წევრის შვილი გაიტაცეს... სახელდება ვინმე კუპრაშვილის გვარი" - გიგა ბოკერია

ცოტა ხნის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის წევ­რის, თე­ლა­ვის სო­ფელ ნა­სამ­ხრა­ლის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის, ნინო გა­ლახ­ვა­რი­ძის შვი­ლი გა­ი­ტა­ცეს ჩვენ­თვის ამ მო­მენ­ტის­თვის უც­ნობ­მა პი­რებ­მა, - ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე გიგა ბო­კე­რი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა იყო გა­ტა­ცე­ბის მო­ტი­ვი.

„ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი უკვე არი­ან ჩა­ყე­ნე­ბუ­ლი საქ­მის კურ­სში, „ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს“ არა­სო­დეს ავ­ტო­მა­ტუ­რად არ უს­ვრია ტა­ლა­ხი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, სა­ნამ არ ვი­ცით და არ გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი, რომ პირ­და­პირ და­ვაბ­რა­ლოთ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვი ამ ყვე­ლა­ფერს, ჩვენ ამას არ ვა­კე­თებთ, ოღონდ ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ გვაქვს ზო­გა­დი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და და­მა­ტე­ბით, ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს კავ­შირ­ში იმ პი­რებ­თან, რომ­ლე­ბიც ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არი­ან ად­გილ­ზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო მან­ქა­ნას­თან და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. სა­ხელ­დე­ბა ვინ­მე კუპ­რაშ­ვი­ლის გვა­რი.

ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, იმის მი­უ­ხე­და­ვად თუ რა გა­ირ­კვე­ვა და რა არის მო­ტი­ვი ამ და­ნა­შა­უ­ლის, ის ვი­თა­რე­ბა, რო­მელ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ კრი­მი­ნა­ლურ­მა ჯგუ­ფებ­მა ან კრი­მი­ნა­ლუ­რი მის­წრა­ფე­ბის ახალ­გაზ­რდებ­მა დღი­სით, მზი­სით მო­ი­ტა­ცონ, არის პირ­და­პი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის. მის მიერ შექ­მნი­ლი კლი­მა­ტის შე­დე­გა­დაა ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი და რო­გორც წესი ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კუ­რი ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მო­ტი­ვით ასეთ ქმე­დე­ბებ­ში არი­ან შემ­ჩნე­უ­ლი, არი­ან წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში პირ­და­პირ მიბ­მუ­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო მან­ქა­ნას­თან, ეს არის სა­ფირ­მო ნი­შა­ნი კამ­პა­ნი­ის. ამი­ტო­მაა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­გან­გა­შო ეს შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი პი­რის ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ხდე­ბა ეს, სა­დაც ცნო­ბი­ლია, რომ მოჰ­ყვე­ბა მისი გუნ­დის „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ რე­აქ­ცია, ის სა­დაც ბე­და­ვენ ასეთ რა­ღა­ცას, კი­დევ უფრო და­უც­ვე­ლი არი­ან რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

პირ­და­პირ ვა­კის­რებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და მო­ვი­თხოვთ კა­ტე­გო­რი­უ­ლად, სას­წრა­ფოდ ზო­მე­ბი იქ­ნას და მი­ღე­ბუ­ლი და ის პი­რე­ბი, ვინც ეს ჩა­ი­დი­ნა, იქ­ნან დას­ჯი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გიგა ბო­კე­რი­ამ ბრი­ფინგზე.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავიდ რევაზოვიჩი
0

გატაცებაა თუ გაპარვა? ხალხს ქორწილი აქვს ამან სულ გაბერა 

!!!
1

ბოკერიავ! დაგიძველდა მეთოდები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

"ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩვენი გუნდის წევრის შვილი გაიტაცეს... სახელდება ვინმე კუპრაშვილის გვარი" - გიგა ბოკერია

"ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩვენი გუნდის წევრის შვილი გაიტაცეს... სახელდება ვინმე კუპრაშვილის გვარი" - გიგა ბოკერია

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრის, თელავის სოფელ ნასამხრალის საკრებულოს წევრობის კანდიდატის, ნინო გალახვარიძის შვილი გაიტაცეს ჩვენთვის ამ მომენტისთვის უცნობმა პირებმა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, მიუხედავად იმისა, რა იყო გატაცების მოტივი.

„ამ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავები უკვე არიან ჩაყენებული საქმის კურსში, „ევროპულ საქართველოს“ არასოდეს ავტომატურად არ უსვრია ტალახი ხელისუფლების მიმართ, სანამ არ ვიცით და არ გვაქვს საფუძველი, რომ პირდაპირ დავაბრალოთ პოლიტიკური მოტივი ამ ყველაფერს, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ზოგადი ვითარებიდან გამომდინარე და დამატებით, ოჯახის ინფორმაციაზე დაყრდნობით საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს შეიძლება იყოს კავშირში იმ პირებთან, რომლებიც ახლო ურთიერთობაში არიან ადგილზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო მანქანასთან და „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ხელისუფლებასთან. სახელდება ვინმე კუპრაშვილის გვარი.

ყველა შემთხვევაში, იმის მიუხედავად თუ რა გაირკვევა და რა არის მოტივი ამ დანაშაულის, ის ვითარება, რომელშიც შესაძლებელია, რომ კრიმინალურმა ჯგუფებმა ან კრიმინალური მისწრაფების ახალგაზრდებმა დღისით, მზისით მოიტაცონ, არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმის. მის მიერ შექმნილი კლიმატის შედეგადაა ეს შესაძლებელი და როგორც წესი ის პირები, რომლებიც პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა მოტივით ასეთ ქმედებებში არიან შემჩნეული, არიან წინასაარჩევნო პროცესში პირდაპირ მიბმული „ქართული ოცნების“ საარჩევნო მანქანასთან, ეს არის საფირმო ნიშანი კამპანიის. ამიტომაა განსაკუთრებულად საგანგაშო ეს შემთხვევა, როდესაც პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრის მიმართ ხდება ეს, სადაც ცნობილია, რომ მოჰყვება მისი გუნდის „ევროპული საქართველოს“ რეაქცია, ის სადაც ბედავენ ასეთ რაღაცას, კიდევ უფრო დაუცველი არიან რიგითი მოქალაქეები.

პირდაპირ ვაკისრებ პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და მოვითხოვთ კატეგორიულად, სასწრაფოდ ზომები იქნას და მიღებული და ის პირები, ვინც ეს ჩაიდინა, იქნან დასჯილი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე.